მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვირის პალიტრა" 18 წლის გახდა
"კვირის პალიტრა" 18 წლის გახდა

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" დღეს 18 წლის გახ­და. სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით "მე­დია პა­ლიტ­რამ" რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თა.

მე­დი­ა­სახ­ლმა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს სა­ჩუქ­რად 500 ბიბ­ლია და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის 1000 წიგ­ნი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­პა­ტიმ­როს ბიბ­ლი­ო­თე­კებს გა­და­უ­ნა­წილ­დე­ბა.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვილ­მა და "მე­დია პა­ლიტ­რის" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­კა დარ­ჩი­ამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მე-5 ქალ­თა სა­პა­ტიმ­როს მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ბიბ­ლია და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩა­უ­ტა­ნეს.

სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გაგ­რძელ­და, სა­დაც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" სრუ­ლი არ­ქი­ვის ელექტრო­ნუ­ლი ბაზა შექ­მნა. ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში შე­სუ­ლია 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ყვე­ლა ნო­მე­რი, რომ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი სტა­ტი­ის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებგ­ვერ­დზე და google-ს სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით.

გარ­და ელექტრო­ნუ­ლი ბა­ზის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სა, დღეს­ვე კი­დევ ერთი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის შე­ჯა­მე­ბა მოხ­და. ეს არის პრო­ექ­ტი "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა", რომ­ლის ფარ­გლებ­ში უკვე 20 ათა­სამ­დე წიგ­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, რომ­ლე­ბიც მა­კუ­ლა­ტუ­რი­დან ამო­არ­ჩი­ეს, აქე­დან 2000 უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივს გა­და­ე­ცა.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი, დი­ლით, დიღ­მის ტყე-პარკში ნერ­გე­ბის დარ­გვით და­ი­წყო. დღეს 300 ნერ­გი და­ირ­გო.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 1995 წლის 18 აპ­რილს გა­მო­ვი­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"კვირის პალიტრა" 18 წლის გახდა

"კვირის პალიტრა" 18 წლის გახდა

გაზეთი "კვირის პალიტრა" დღეს 18 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "მედია პალიტრამ" რამდენიმე ღონისძიება გამართა.

მედიასახლმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საჩუქრად 500 ბიბლია და მხატვრული ლიტერატურის 1000 წიგნი გადასცა, რომელიც ყველა საპატიმროს ბიბლიოთეკებს გადაუნაწილდება.

"კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა, გიორგი თევდორაშვილმა და "მედია პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა, მარიკა დარჩიამ სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-5 ქალთა საპატიმროს მათთვის განკუთვნილი ბიბლია და მხატვრული ლიტერატურა ჩაუტანეს.

საიუბილეო თარიღის აღნიშვნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა, სადაც გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გაზეთ "კვირის პალიტრის" სრული არქივის ელექტრონული ბაზა შექმნა. ელექტრონულ ბაზაში შესულია 18 წლის განმავლობაში გამოცემული ყველა ნომერი, რომლის ნებისმიერი სტატიის მოძიება შესაძლებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და google-ს საძიებო სისტემის მეშვეობით.

გარდა ელექტრონული ბაზის პრეზენტაციისა, დღესვე კიდევ ერთი ერთობლივი პროექტის შეჯამება მოხდა. ეს არის პროექტი "მაკულიტერატურა", რომლის ფარგლებში უკვე 20 ათასამდე წიგნის გადარჩენა მოხერხდა, რომლებიც მაკულატურიდან ამოარჩიეს, აქედან 2000 უნიკალური წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის არქივს გადაეცა.

"კვირის პალიტრის" საიუბილეო ღონისძიებები კი, დილით, დიღმის ტყე-პარკში ნერგების დარგვით დაიწყო. დღეს 300 ნერგი დაირგო.

გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები