სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინის ქეთა თოფურიას მომავალს ვუწინასწარმეტყველებ"
"ნინის ქეთა თოფურიას მომავალს ვუწინასწარმეტყველებ"

ცნო­ბი­ლია, რომ იურ­მა­ლა­ში კონ­კურ­სზე - "ახა­ლი ტალ­ღა" სა­ქარ­თვე­ლო­დან მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე წარ­დგე­ბა. თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­თან ერ­თად, იქ ნინი ცნო­ბი­ლა­ძეც გა­ემ­გზავ­როს. ამის შე­სა­ხებ აპ­რი­ლის ბო­ლოს შე­ვი­ტყობთ. თე­მის გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე კი­თხვით ნინი ცნო­ბი­ლა­ძის პრო­დი­უ­სერს, ნატო დუმ­ბა­ძეს მივ­მარ­თეთ.

- ნი­ნის სა­ხით ბოლო დროს საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმი­სა და ტემ­ბრის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ... "იურ­მა­ლის" კონ­კურ­სის შე­სარ­ჩევ ტურ­ზეც, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ჩა­ტარ­და, ჟი­უ­რი კმა­ყო­ფი­ლი იყო მისი გა­მოს­ვლით. იმ­დე­ნად, რომ მე­ო­რე დღეს უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გამ­გზავ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეს. მის გან­სხვა­ვე­ბულ ხმა­სა და ტემ­ბრზე იქაც სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და.

- კი­ევ­ში ვინ შე­ა­ფა­სა ნინი?

- ალექ­სან­დრე რევ­ზინ­მა, იგორ კრუ­ტო­იმ, ანი ლო­რაკ­მა და უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­არ­ხის ორმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა... ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ.

- კი, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სზე სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე მი­ემ­გზავ­რე­ბა...

- თბი­ლის­ში ჟი­უ­რის ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ორი­ვე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, რომ ორი­ვე კონ­კურ­სან­ტი გა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით ორი კონ­კურ­სან­ტი არა­სო­დეს გა­უყ­ვა­ნი­ათ (ორი ან სამი მო­ნა­წი­ლე მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას და რუ­სეთს ჰყავს ხოლ­მე), მაგ­რამ სა­ლო­მე­სა და ნი­ნის შო­რის იმ­ხე­ლა სხვა­ო­ბა ნა­ხეს (სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში მღე­რი­ან), რომ დიდი სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდათ, კონ­კურ­სზე ორი­ვე წა­სუ­ლი­ყო. რე­ა­ლუ­რად თუ ასე მოხ­და, ალ­ბათ ეს "ახალ ტალ­ღა­ზე" პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა.

- ისე, "იურ­მა­ლის" კონ­კურ­სში 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და ორი კი არა, მეტი კონ­კურ­სან­ტიც უნდა წა­ვი­დეს...

- კი, მაგ­რამ ჟი­უ­რი თა­ვი­დან ისე იყო გან­წყო­ბი­ლი, რომ კონ­კურ­სის­თვის მხო­ლოდ ერთი მომ­ღე­რა­ლი შე­ერ­ჩია... ვი­ნა­ი­დან იგორ კრუ­ტოი თბი­ლის­ში შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ვერ ჩა­მო­ვი­და, ჟი­უ­რიმ გა­და­წყვი­ტა, ორი­ვეს­თვის კი­ევ­ში მო­ეს­მი­ნა... ძნე­ლი კი იყო ერთ დღე­ში გა­დაფ­რე­ნა, მაგ­რამ ჩა­ვე­დით. იქ უკ­რა­ი­ნელ კონ­კურ­სან­ტებს ირ­ჩევ­დნენ და ბოლო ორი მო­ნა­წი­ლე ჩვე­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ...

- ე.ი. ორი­ვე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მო­ე­წო­ნათ...

- დიახ. რო­დე­საც ჟი­უ­რიმ ნი­ნის მო­უს­მი­ნა, ბო­ლოს ორი­ვეს - მეც და ნი­ნი­საც თა­ვის­თან გვიხ­მეს. კრუ­ტო­იმ და რევ­ზინ­მა ნი­ნის მი­სა­მარ­თით ბევ­რი თბი­ლი და კარ­გი სი­ტყვა გვი­თხრეს. არა­და, ვინც კრუ­ტო­ის იც­ნობს, იცის, რომ ის არას­დროს გა­მო­ხა­ტავს არც ერთი კონ­კურ­სან­ტის მი­მართ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას. ეს მისი პრინ­ცი­პია, არ უნდა, რომ მის­მა შე­ქე­ბამ შემ­დგომ­ში კონ­კურ­სან­ტის გა­მოს­ვლა­ზე ცუ­დად იმოქ­მე­დოს, - კარ­გად იცის მომ­ღერ­ლის ფსი­ქო­ლო­გია, მაგ­რამ ნი­ნის შემ­თხვე­ვა­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ ფა­რავ­და: სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აქ­ვსო... კი­ე­ვის შემ­დეგ ჟი­უ­რი ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, ლატ­ვი­ა­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და რუ­სეთ­ში უნდა ჩა­ვი­დეს. იმ ქვეყ­ნებ­ში კონ­კურ­სან­ტებს რომ მო­უს­მე­ნენ და და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ნი­ნის მსგავ­სი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე მომ­ღე­რა­ლი არ არის, სა­ბო­ლოო პა­სუხს გვე­ტყვი­ან.

- თუ ნი­ნის მსგავ­სი ვო­კა­ლის მქო­ნე მუ­სი­კო­სი რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს?

- მა­შინ ჟი­უ­რი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მას მი­ა­ღე­ბი­ნოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვერ ეტყვი­ან, - იცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შენ­ნა­ი­რი მომ­ღე­რა­ლი გვე­ლო­დე­ბაო. მოკ­ლედ, თუ "მე­ო­რე ნინი" ვერ იპო­ვეს, მა­შინ, ნინი "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რე­ბა, რად­გა­ნაც ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ, აღ­ნიშ­ნეს, რომ აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და არა­ვის ჰბა­ძავს.

- ნატო, ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ თქვენს საყ­ვა­რელ საქ­მეს ისევ და­უბ­რუნ­დით და საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ერ მომ­ღე­რალს მოჰ­კი­დეთ ხელი...

- ყვე­ლამ მა­პა­ტი­ოს, მაგ­რამ აქამ­დე არა­ვინ მომ­წო­ნე­ბია. ყვე­ლა მე­ცა­დი­ნე­ობს ბი­ონ­სეს, უიტ­ნის სიმ­ღე­რებ­ზე, უნ­დათ, რომ უიტ­ნის გა­უს­წრონ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი არა აქვთ... რა ვქნა, თუ მომ­ღე­რალ­ში ის ნა­პერ­წკა­ლი არ და­ვი­ნა­ხე, რო­მელ­საც მერე გა­ვაღ­ვი­ვებ, ხელს არ ვკი­დებ. ნი­ნის ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი აქვს სა­ი­მი­სოდ, რომ მი­სით და­ვინ­ტე­რეს­დე. სხვა­თა შო­რის, ამ მომ­ღერ­ლით მა­ნამ­დეც ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, სა­ნამ ტე­ლეპ­რო­ექ­ტში "ახა­ლი ხმა" მი­ვი­დო­და. მას ქეთა თო­ფუ­რი­ას მო­მა­ვალს ვუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ. შე­იძ­ლე­ბა, ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი იყოს, მაგ­რამ ასე ვფიქ­რობ, რად­გა­ნაც უკვე ვნა­ხე, მი­სით თუ რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან კრუ­ტოი და რევ­ზი­ნი. ეს უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა! ამას პრო­დი­უ­სე­რის გად­მო­სა­ხე­დი­დან ვამ­ბობ, რად­გა­ნაც გა­მოც­დი­ლე­ბა მაძ­ლევს ამის თქმის უფ­ლე­ბას.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ნი­ნის ტა­ლან­ტით რუსი პრო­დი­უ­სე­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ?

- მხო­ლოდ რუ­სე­თის მას­შტაბს არ ვგუ­ლის­ხმობ. შე­საძ­ლოა, შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­თვის კარ­გი წი­ნა­და­დე­ბე­ბი მი­ი­ღოს ევ­რო­პი­დან, ამე­რი­კი­და­ნაც... ცოტა ხნის წინ სომ­ხურ პრო­ექ­ტში - "თბი­ლი­სი-ერე­ვა­ნი-ტრან­ზი­ტი" მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლი პრო­დი­უ­სე­რი ეს­წრე­ბო­და და ისე აღ­ფრთო­ვან­და ნი­ნის შეს­რუ­ლე­ბით, რომ ამე­რი­კა­შიც დაგვპა­ტი­ჟა. ასე რომ, არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი.

- ისე, ნი­ნის ხმა ზოგს მოს­წონს, ზოგს - არა... იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მას დიდ­ხანს ვერ უს­მე­ნენ...

- ასე იყო ქეთა თო­ფუ­რი­ას შემ­თხვე­ვა­შიც...

- ნატო, ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ სა­ინ­ტე­რე­სო მომ­ღერ­ლით დაბ­რუნ­დით ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში... წლე­ბის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა თქვენ­ში?

- უფრო პრაგ­მა­ტუ­ლი გავ­ხდი. ადრე ყვე­ლა­ფერს გან­ვიც­დი­დი, მტკივ­ნე­უ­ლად ვი­ღებ­დი, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ის გან­ცდე­ბი და ემო­ცი­ე­ბი მევე მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, გულს მტკენ­და. პა­ტივს ვცემ ყვე­ლას აზრს, მაგ­რამ ისე მტკივ­ნე­უ­ლად აღა­რა­ფერს გან­ვიც­დი. მოკ­ლედ, უნდა ვა­კე­თო ჩემი საქ­მე იმის მი­უ­ხე­და­ვად, ვის მოს­წონს ის და ვის - არა.

- ნი­ნის კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში რას ურ­ჩევთ?

- მა­საც გულ­თან ახ­ლოს მი­აქვს ყვე­ლა­ფე­რი და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ცი­ნე­ბა... ნი­ნიმ ბევ­რი უნდა იშ­რო­მოს, მეტი უნდა აკე­თოს, რომ ფეხ­ზე მყა­რად დად­გეს. ხან­და­ხან მო­ი­წყენს ხოლ­მე, მაგ­რამ ვე­უბ­ნე­ბი, - ცხოვ­რე­ბა და­უნ­დო­ბე­ლია, მო­წყე­ნის დრო არ არის, ყვე­ლა­ფერს უნდა გა­უძ­ლო და გაძ­ლი­ერ­დე-მეთ­ქი!

სხვა­თა შო­რის, ბო­ლოს რევ­ზინ­მაც ასე უთხრა: რა მო­წყე­ნი­ლი სახე გაქვს, მა­გა­რი გოგო ხარ, "ახა­ლი ტალ­ღა" ჰქვია კონ­კურსს და სწო­რედ "ახა­ლი ტალ­ღის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარო. მო­ე­წო­ნათ ისიც, რომ მას არა აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ამ­დე­ნად, ნიჭი, რო­მე­ლიც აქვს, მარ­თლაც ღმერ­თის­გან არის მო­მად­ლე­ბუ­ლი... თა­ვი­სით იჯდა და რა­ღა­ცას აკე­თებ­და, მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო... მინ­და, რომ მთე­ლი გუ­ლით მივ­ხე­დო, მაგ­რამ ბევ­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა და თავ­და­დე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს.

- პი­როვ­ნუ­ლად რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ?

- კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლია. არის თავ­მდა­ბა­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სწავ­ლობს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე, უყ­ვარს შრო­მა, რა­საც დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვა­ნი­ჭებ. არა აქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ გახ­დეს ვარ­სკვლა­ვი. ის ყვე­ლა­ფერს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყვე­ბა. მას­თან ად­ვი­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს... პრო­დი­უ­სე­რის­თვის მთა­ვა­რია, რომ "გა­და­სა­კე­თე­ბე­ლი" არ ჰყავს მომ­ღე­რა­ლი. მინ­და, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო!.. ისე, მუ­სი­კა­ლუ­რი ტე­ლეპ­რო­ექ­ტე­ბი­დან "ახალ­მა ხმამ" გა­ა­მარ­თლა. იმა­ვე "იურ­მა­ლის" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე, 30 კონ­კურ­სან­ტი­დან, კომ­პე­ტენ­ტურ­მა ჟი­უ­რიმ (ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: ბესო შპე­ტიშ­ვი­ლი, დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია", ნანი ბრეგ­ვა­ძე, სოფო ხალ­ვა­ში, რუსა მორ­ჩი­ლა­ძე) ის ორი გო­გო­ნა აირ­ჩია, რომ­ლებ­მაც "ახალ ხმა­ში" წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. იმ ტე­ლეპ­რო­ექ­ტშიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნი­ნის მე შევ­თა­ვა­ზე...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო: ნინი ცნო­ბი­ლა­ძეს "ახა­ლი ტალ­ღის" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე სამი სიმ­ღე­რა ამ­ღე­რეს

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ნინის ქეთა თოფურიას მომავალს ვუწინასწარმეტყველებ"

"ნინის ქეთა თოფურიას მომავალს ვუწინასწარმეტყველებ"

ცნობილია, რომ იურმალაში კონკურსზე - "ახალი ტალღა" საქართველოდან მომღერალი სალომე ქათამაძე წარდგება. თუმცა შესაძლებელია, მასთან ერთად, იქ ნინი ცნობილაძეც გაემგზავროს. ამის შესახებ აპრილის ბოლოს შევიტყობთ. თემის გარშემო რამდენიმე კითხვით ნინი ცნობილაძის პროდიუსერს, ნატო დუმბაძეს მივმართეთ.

- ნინის სახით ბოლო დროს საკმაოდ განსხვავებული ხმისა და ტემბრის მქონე ახალგაზრდა შემსრულებელი გაიცნო საზოგადოებამ... "იურმალის" კონკურსის შესარჩევ ტურზეც, რომელიც თბილისში ჩატარდა, ჟიური კმაყოფილი იყო მისი გამოსვლით. იმდენად, რომ მეორე დღეს უკრაინაში, ასევე შესარჩევ ტურზე გამგზავრება შესთავაზეს. მის განსხვავებულ ხმასა და ტემბრზე იქაც სერიოზული აქცენტი გაკეთდა.

- კიევში ვინ შეაფასა ნინი?

- ალექსანდრე რევზინმა, იგორ კრუტოიმ, ანი ლორაკმა და უკრაინული ტელეარხის ორმა წარმომადგენელმა... ძალიან მოეწონათ.

- კი, მაგრამ ცნობილია, რომ "ახალი ტალღის" კონკურსზე სალომე ქათამაძე მიემგზავრება...

- თბილისში ჟიურის ძალიან მოეწონა ორივე შემსრულებელი და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ორივე კონკურსანტი გასულიყო, მაგრამ პატარა ქვეყნებიდან ჯერჯერობით ორი კონკურსანტი არასოდეს გაუყვანიათ (ორი ან სამი მონაწილე მხოლოდ უკრაინას და რუსეთს ჰყავს ხოლმე), მაგრამ სალომესა და ნინის შორის იმხელა სხვაობა ნახეს (სხვადასხვა ჟანრში მღერიან), რომ დიდი სურვილი გაუჩნდათ, კონკურსზე ორივე წასულიყო. რეალურად თუ ასე მოხდა, ალბათ ეს "ახალ ტალღაზე" პირველი შემთხვევა იქნება.

- ისე, "იურმალის" კონკურსში 4 წლის განმავლობაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია და ორი კი არა, მეტი კონკურსანტიც უნდა წავიდეს...

- კი, მაგრამ ჟიური თავიდან ისე იყო განწყობილი, რომ კონკურსისთვის მხოლოდ ერთი მომღერალი შეერჩია... ვინაიდან იგორ კრუტოი თბილისში შესარჩევ ტურზე ვერ ჩამოვიდა, ჟიურიმ გადაწყვიტა, ორივესთვის კიევში მოესმინა... ძნელი კი იყო ერთ დღეში გადაფრენა, მაგრამ ჩავედით. იქ უკრაინელ კონკურსანტებს ირჩევდნენ და ბოლო ორი მონაწილე ჩვენები აღმოჩნდნენ...

- ე.ი. ორივე შემსრულებელი მოეწონათ...

- დიახ. როდესაც ჟიურიმ ნინის მოუსმინა, ბოლოს ორივეს - მეც და ნინისაც თავისთან გვიხმეს. კრუტოიმ და რევზინმა ნინის მისამართით ბევრი თბილი და კარგი სიტყვა გვითხრეს. არადა, ვინც კრუტოის იცნობს, იცის, რომ ის არასდროს გამოხატავს არც ერთი კონკურსანტის მიმართ აღფრთოვანებას. ეს მისი პრინციპია, არ უნდა, რომ მისმა შექებამ შემდგომში კონკურსანტის გამოსვლაზე ცუდად იმოქმედოს, - კარგად იცის მომღერლის ფსიქოლოგია, მაგრამ ნინის შემთხვევაში აღფრთოვანებას ვერ ფარავდა: სრულიად განსხვავებული მონაცემები აქვსო... კიევის შემდეგ ჟიური ბელორუსიაში, ლატვიაში, ყაზახეთსა და რუსეთში უნდა ჩავიდეს. იმ ქვეყნებში კონკურსანტებს რომ მოუსმენენ და დაინახავენ, რომ ნინის მსგავსი მუსიკალური მონაცემების მქონე მომღერალი არ არის, საბოლოო პასუხს გვეტყვიან.

- თუ ნინის მსგავსი ვოკალის მქონე მუსიკოსი რომელიმე ქვეყანაში აღმოჩნდა, მაშინ რა შეიძლება მოხდეს?

- მაშინ ჟიური იძულებული იქნება, მას მიაღებინოს მონაწილეობა. ვერ ეტყვიან, - იცი, საქართველოში შენნაირი მომღერალი გველოდებაო. მოკლედ, თუ "მეორე ნინი" ვერ იპოვეს, მაშინ, ნინი "ახალი ტალღის" კონკურსზე გაემგზავრება, რადგანაც ვიმეორებ, ძალიან მოეწონათ, აღნიშნეს, რომ აქვს ინდივიდუალიზმი და არავის ჰბაძავს.

- ნატო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თქვენს საყვარელ საქმეს ისევ დაუბრუნდით და საკმაოდ ნიჭიერ მომღერალს მოჰკიდეთ ხელი...

- ყველამ მაპატიოს, მაგრამ აქამდე არავინ მომწონებია. ყველა მეცადინეობს ბიონსეს, უიტნის სიმღერებზე, უნდათ, რომ უიტნის გაუსწრონ, მაგრამ სამწუხაროდ, ინდივიდუალიზმი არა აქვთ... რა ვქნა, თუ მომღერალში ის ნაპერწკალი არ დავინახე, რომელსაც მერე გავაღვივებ, ხელს არ ვკიდებ. ნინის ყველანაირი მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ მისით დავინტერესდე. სხვათა შორის, ამ მომღერლით მანამდეც ვიყავი დაინტერესებული, სანამ ტელეპროექტში "ახალი ხმა" მივიდოდა. მას ქეთა თოფურიას მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ასე ვფიქრობ, რადგანაც უკვე ვნახე, მისით თუ როგორ დაინტერესდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კრუტოი და რევზინი. ეს უკვე გამარჯვებაა! ამას პროდიუსერის გადმოსახედიდან ვამბობ, რადგანაც გამოცდილება მაძლევს ამის თქმის უფლებას.

- შესაძლებელია ნინის ტალანტით რუსი პროდიუსერები დაინტერესდნენ?

- მხოლოდ რუსეთის მასშტაბს არ ვგულისხმობ. შესაძლოა, შემდგომი წარმატებული კარიერისთვის კარგი წინადადებები მიიღოს ევროპიდან, ამერიკიდანაც... ცოტა ხნის წინ სომხურ პროექტში - "თბილისი-ერევანი-ტრანზიტი" მივიღეთ მონაწილეობა, რომელსაც ამერიკელი პროდიუსერი ესწრებოდა და ისე აღფრთოვანდა ნინის შესრულებით, რომ ამერიკაშიც დაგვპატიჟა. ასე რომ, არაფერია გამორიცხული.

- ისე, ნინის ხმა ზოგს მოსწონს, ზოგს - არა... იმასაც ამბობენ, რომ მას დიდხანს ვერ უსმენენ...

- ასე იყო ქეთა თოფურიას შემთხვევაშიც...

- ნატო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საინტერესო მომღერლით დაბრუნდით ქართულ შოუბიზნესში... წლების შემდეგ რა შეიცვალა თქვენში?

- უფრო პრაგმატული გავხდი. ადრე ყველაფერს განვიცდიდი, მტკივნეულად ვიღებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ის განცდები და ემოციები მევე მაღიზიანებდა, გულს მტკენდა. პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ ისე მტკივნეულად აღარაფერს განვიცდი. მოკლედ, უნდა ვაკეთო ჩემი საქმე იმის მიუხედავად, ვის მოსწონს ის და ვის - არა.

- ნინის კარიერის დასაწყისში რას ურჩევთ?

- მასაც გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი და ამ ყველაფერზე მეცინება... ნინიმ ბევრი უნდა იშრომოს, მეტი უნდა აკეთოს, რომ ფეხზე მყარად დადგეს. ხანდახან მოიწყენს ხოლმე, მაგრამ ვეუბნები, - ცხოვრება დაუნდობელია, მოწყენის დრო არ არის, ყველაფერს უნდა გაუძლო და გაძლიერდე-მეთქი!

სხვათა შორის, ბოლოს რევზინმაც ასე უთხრა: რა მოწყენილი სახე გაქვს, მაგარი გოგო ხარ, "ახალი ტალღა" ჰქვია კონკურსს და სწორედ "ახალი ტალღის" წარმომადგენელი ხარო. მოეწონათ ისიც, რომ მას არა აქვს მუსიკალური განათლება, ამდენად, ნიჭი, რომელიც აქვს, მართლაც ღმერთისგან არის მომადლებული... თავისით იჯდა და რაღაცას აკეთებდა, მერე საზოგადოებამ გაიცნო... მინდა, რომ მთელი გულით მივხედო, მაგრამ ბევრი შრომა სჭირდება და თავდადება უნდა გამოიჩინოს.

- პიროვნულად როგორ დაახასიათებთ?

- კარგი ოჯახის შვილია. არის თავმდაბალი, განათლებული, სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, უყვარს შრომა, რასაც დიდ ყურადღებას ვანიჭებ. არა აქვს იმის ამბიცია, რომ გახდეს ვარსკვლავი. ის ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. მასთან ადვილია ურთიერთობა, საერთო ინტერესები გვაქვს... პროდიუსერისთვის მთავარია, რომ "გადასაკეთებელი" არ ჰყავს მომღერალი. მინდა, წარმატებები ვუსურვო!.. ისე, მუსიკალური ტელეპროექტებიდან "ახალმა ხმამ" გაამართლა. იმავე "იურმალის" შესარჩევ ტურზე, 30 კონკურსანტიდან, კომპეტენტურმა ჟიურიმ (ჟიურის წევრები იყვნენ: ბესო შპეტიშვილი, დუეტი "ჯორჯია", ნანი ბრეგვაძე, სოფო ხალვაში, რუსა მორჩილაძე) ის ორი გოგონა აირჩია, რომლებმაც "ახალ ხმაში" წარმატებას მიაღწიეს. იმ ტელეპროექტშიც მონაწილეობა ნინის მე შევთავაზე...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება