სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძემ წყევლა დაიწყო
გოგა ხაჩიძემ წყევლა დაიწყო

უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, გოგა ხა­ჩი­ძის თქმით, უმ­რავ­ლე­სო­ბის ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დია და "მაგ სი­მარ­თლით ია­როს ბა­ტონ­მა სა­გა­ნე­ლი­ძემ". მი­სი­ვე თქმით, ვერ გა­უ­გია, რა­ტომ ამ­ბობს უმ­რავ­ლე­სო­ბა იმას, რომ ისი­ნი დუ­ბა­ი­ში შეხ­ვდნენ ახალ წელს, რო­დე­საც უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, გოგა ხა­ჩი­ძეს იქ მხო­ლოდ ეძი­ნა, ხოლო მე­ო­რე დღეს კი ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

"თბი­ლი­სი­დან პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად დე­ლე­გა­ცია გავფრინ­დით ავ­ღა­ნეთ­ში, ახა­ლი წლის ღა­მეს. ბრი­ტა­ნულ ბა­ზა­ზე და­ვეს­წა­რით და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცესს და ამის შემ­დეგ ამ ბა­ზი­დან ჩვენ გავფრინ­დით ქარ­თულ ბაზა "შუკ­ვან­ზე". ახა­ლი წლის ღა­მეს შევ­ხვდით ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად, ჩა­ვუ­ტა­ნეთ მათ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ნო­ვა­გე, სხვა­დას­ხვა სა­ჩუქ­რე­ბი, შევ­ხვდით ერ­თად ახალ წელს, მი­ვუ­ლო­ცეთ ერ­თმა­ნეთს, გამ­თე­ნი­ი­სას ისევ იგი­ვე მარ­შუ­ტით დავ­ბრუნ­დით დუ­ბა­ი­ში, იქ დავ­ბი­ნავ­დით სას­ტუმ­რო­ში. სა­ღა­მო­თი გვქონ­და რე­ი­სი, პრე­ზი­დენ­ტი კვლავ გა­ნაგ­რძობ­და ვი­ზიტს. მთე­ლი დე­ლე­გა­ცია დავ­რჩით სას­ტუმ­რო­ში და სა­ღა­მო­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ი­სით დავ­ბრუნ­დით თბი­ლის­ში. ამის მოწ­მე არი­ან ჯა­რის­კა­ცე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ხა­ჩი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

ხა­ჩი­ძის თქმით, მან დღეს გა­არ­კვია, რომ ახალ წელს არა ავ­ღა­ნეთ­ში, არა­მედ დუ­ბა­ი­ში შეხ­ვედ­რია.

"მე დღემ­დე მარ­თლა მე­გო­ნა და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ახა­ლი წლის ღა­მეს შევხდი ქარ­თულ ბაზა შუკ­ვან­ზე ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად. დღეს გა­ვარ­კვიე, რომ ახალ წელს შევხდი დუ­ბა­ი­ში. ერთი დე­ტა­ლი გა­მომ­რჩა, სა­ღა­მო­თი დუ­ბა­ი­ში ვი­ვახ­შმე მარ­თლა, პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად და შემ­დეგ წა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში. ეს არის ჩემი დუ­ბა­ის ახა­ლი წელი. არ ვიცი, ახლა ბა­ტონ­მა სა­გა­ნე­ლი­ძემ ია­როს მაგ სი­მარ­თლით. 19 აპ­რილს ვე­ლო­დე­ბით, ვი­საც არ სჯე­რა ამ სი­სუ­ლე­ლის", - აღ­ნიშ­ნა გოგა ხა­ჩი­ძემ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ და საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა დღეს სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე "გრი­ფით" სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტი გა­ა­სა­ჯა­რო­ეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გოგა ხაჩიძემ წყევლა დაიწყო

გოგა ხაჩიძემ წყევლა დაიწყო

უმცირესობის წარმომადგენლის, გოგა ხაჩიძის თქმით, უმრავლესობის ბრალდება აბსურდია და "მაგ სიმართლით იაროს ბატონმა საგანელიძემ". მისივე თქმით, ვერ გაუგია, რატომ ამბობს უმრავლესობა იმას, რომ ისინი დუბაიში შეხვდნენ ახალ წელს, როდესაც უმცირესობის წარმომადგენელს, გოგა ხაჩიძეს იქ მხოლოდ ეძინა, ხოლო მეორე დღეს კი ტერიტორია დატოვა.

"თბილისიდან პრეზიდენტთან ერთად დელეგაცია გავფრინდით ავღანეთში, ახალი წლის ღამეს. ბრიტანულ ბაზაზე დავესწარით დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენების პროცესს და ამის შემდეგ ამ ბაზიდან ჩვენ გავფრინდით ქართულ ბაზა "შუკვანზე". ახალი წლის ღამეს შევხვდით ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, ჩავუტანეთ მათ ტრადიციული ქართული სანოვაგე, სხვადასხვა საჩუქრები, შევხვდით ერთად ახალ წელს, მივულოცეთ ერთმანეთს, გამთენიისას ისევ იგივე მარშუტით დავბრუნდით დუბაიში, იქ დავბინავდით სასტუმროში. საღამოთი გვქონდა რეისი, პრეზიდენტი კვლავ განაგრძობდა ვიზიტს. მთელი დელეგაცია დავრჩით სასტუმროში და საღამოთი ჩვეულებრივი რეისით დავბრუნდით თბილისში. ამის მოწმე არიან ჯარისკაცები", - აღნიშნა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ხაჩიძის თქმით, მან დღეს გაარკვია, რომ ახალ წელს არა ავღანეთში, არამედ დუბაიში შეხვედრია.

"მე დღემდე მართლა მეგონა და ამით ძალიან ვამაყობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ახალი წლის ღამეს შევხდი ქართულ ბაზა შუკვანზე ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად. დღეს გავარკვიე, რომ ახალ წელს შევხდი დუბაიში. ერთი დეტალი გამომრჩა, საღამოთი დუბაიში ვივახშმე მართლა, პრეზიდენტთან ერთად და შემდეგ წამოვედით თბილისში. ეს არის ჩემი დუბაის ახალი წელი. არ ვიცი, ახლა ბატონმა საგანელიძემ იაროს მაგ სიმართლით. 19 აპრილს ველოდებით, ვისაც არ სჯერა ამ სისულელის", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე "გრიფით" საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა