სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა შეიკის დას მოდელობა სურს
ირინა შეიკის დას მოდელობა სურს

არც ისე დიდი ხა­ნია გა­ი­გეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ რუს სუ­პერ­მო­დელ ირი­ნა შე­იკს უმ­ცრო­სი და ჰყო­ლია. ტა­ტი­ა­ნა შა­იხ­ლის­ლა­მო­ვას თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი გვა­რი არ შე­უც­ვლია, რო­გორც ეს მის­მა დამ გა­ა­კე­თა - ჯერ­ჯე­რო­ბით გვა­რის გა­მარ­ტი­ვე­ბა და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის არ დას­ჭირ­ვე­ბია.

ტა­ტი­ა­ნა ასე­ვე ეფექ­ტუ­რი გო­გო­ნაა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ისიც მო­დე­ლი გახ­დეს. თუმ­ცა ირი­ნას სრულ­ყო­ფი­ლე­ბამ­დე ჯერ ბევ­რი უკ­ლია. ტა­ტი­ა­ნა ბოლო დროს სულ უფრო ხში­რად ჩნდე­ბა თა­ვის დას­თან ერ­თად. მას­თან ერ­თად ატა­რებს უქ­მე­ებ­საც და სა­ვა­რა­უ­დოდ, ირი­ნა მისი კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბა­დაც ემ­ზა­დე­ბა. ამი­ტო­მაც გა­მო­ა­ჩი­ნა უმ­ცრო­სი და მა­ს­მე­დი­ის­თვის. ცნო­ბი­სათ­ვის, ირი­ნა 1986 წელს ჩე­ლი­ა­ბინ­სკის რა­ი­ო­ნის ქა­ლაქ ემან­ჟე­ლინ­სკშია და­ბა­დე­ბუ­ლი. მა­მა­მი­სი მა­ღა­რო­ე­ლი იყო, რო­მე­ლიც ადრე გარ­და­იც­ვა­ლა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით. დე­და­მი­სი მუ­სი­კას ას­წავ­ლი­და და ორი შვი­ლის სარ­ჩე­ნად რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და. ეგ­ზო­ტი­კუ­რი გა­რეგ­ნო­ბა გო­გო­ნებს თა­თა­რი მა­მი­სა და რუსი დე­დის წყა­ლო­ბით ერ­გოთ.

ირი­ნამ 2004 წელს გა­ი­მარ­ჯვა ჩე­ლი­ა­ბინ­სკში გა­მარ­თულ კონ­კურ­სზე "სუ­პერ­მო­დე­ლი 2004". მისი აღ­მომ­ჩე­ნი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი პრო­დი­უ­სე­რი გია ჯი­ქი­ძე იყო, რო­მელ­მაც აღ­მო­ა­ჩი­ნა ასე­ვე ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა. სწო­რედ მან შეს­თა­ვა­ზა ირი­ნას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­დე­ლო­ბა და მისი წყა­ლო­ბით ირი­ნამ ჯერ რუ­სეთ­ში და­ი­წყო კა­რი­ე­რა, შემ­დეგ კი ევ­რო­პა­საც მი­ა­შუ­რა.

ირი­ნა 2010 წლი­დან ხვდე­ბა ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დოს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ცო­ლა­დაც გაჰ­ყვე­ბა.

Daily Mirror

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ირინა შეიკის დას მოდელობა სურს

ირინა შეიკის დას მოდელობა სურს

არც ისე დიდი ხანია გაიგეს ჟურნალისტებმა, რომ რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს უმცროსი და ჰყოლია. ტატიანა შაიხლისლამოვას თავისი ნამდვილი გვარი არ შეუცვლია, როგორც ეს მისმა დამ გააკეთა - ჯერჯერობით გვარის გამარტივება დასავლური სამყაროსთვის არ დასჭირვებია.

ტატიანა ასევე ეფექტური გოგონაა და არ არის გამორიცხული, ისიც მოდელი გახდეს. თუმცა ირინას სრულყოფილებამდე ჯერ ბევრი უკლია. ტატიანა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება თავის დასთან ერთად. მასთან ერთად ატარებს უქმეებსაც და სავარაუდოდ, ირინა მისი კარიერის ასაწყობადაც ემზადება. ამიტომაც გამოაჩინა უმცროსი და მასმედიისთვის. ცნობისათვის, ირინა 1986 წელს ჩელიაბინსკის რაიონის ქალაქ ემანჟელინსკშია დაბადებული. მამამისი მაღაროელი იყო, რომელიც ადრე გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. დედამისი მუსიკას ასწავლიდა და ორი შვილის სარჩენად რამდენიმე ადგილას მუშაობდა. ეგზოტიკური გარეგნობა გოგონებს თათარი მამისა და რუსი დედის წყალობით ერგოთ.

ირინამ 2004 წელს გაიმარჯვა ჩელიაბინსკში გამართულ კონკურსზე "სუპერმოდელი 2004". მისი აღმომჩენი წარმოშობით ქართველი პროდიუსერი გია ჯიქიძე იყო, რომელმაც აღმოაჩინა ასევე ნატალია ვოდიანოვა. სწორედ მან შესთავაზა ირინას პროფესიონალი მოდელობა და მისი წყალობით ირინამ ჯერ რუსეთში დაიწყო კარიერა, შემდეგ კი ევროპასაც მიაშურა.

ირინა 2010 წლიდან ხვდება ცნობილ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდოს და სავარაუდოდ, მას ცოლადაც გაჰყვება.

Daily Mirror

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება