Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ვადაჭკორიას მოგზაურობა კასაბლანკაში
ზურა ვადაჭკორიას მოგზაურობა კასაბლანკაში

ილუ­ზი­ო­ნის­ტი ზურა ვა­და­ჭ­კო­რია ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და მა­რო­კო­დან, სა­დაც 25 თე­ბერ­ვლი­დან 25 მარ­ტამ­დე, გას­ტროლ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ზურა მა­რო­კო­ში 2011 წელ­საც იყო და მა­ში­ნაც სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ახ­ლან­დელ­მა გას­ტროლ­მა, რო­გორც ამ­ბობს, ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

- მო­ვი­ა­რე ქა­ლა­ქე­ბი: ხუ­რიბ­გა, ნეკ­ნე­სი, ელ­ქხუ­სი­მა, რა­ბა­ტი... ყველ­გან კონ­ცერ­ტი მქონ­და. ეს­პა­ნე­თის სა­ზღვარ­თან, ქა­ლაქ ნა­დორ­შიც გახ­ლდით. სცე­ნა­ზე ერ­თსა­ა­თი­ა­ნი პროგ­რა­მით გავ­დი­ო­დი. მა­რო­კო­ში ჩემ­თან ერ­თად მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი - ბახ­ვა წე­რე­დი­ა­ნიც გახ­ლდათ, რო­მელ­საც თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი თო­ჯი­ნე­ბი "ჰყავ­და წა­მოყ­ვა­ნი­ლი" და მა­ყუ­რე­ბელს კარგ სა­ნა­ხა­ო­ბას სთა­ვა­ზობ­და... 5 მარტს კა­საბ­ლან­კა­ში იუ­მო­რის­ტუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა და ჩვენ, რო­გორც სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი, მიგ­ვიწ­ვი­ეს; გვთხო­ვეს, ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნა­ში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, იქ იყ­ვნენ: იტა­ლი­ე­ლე­ბი, ფრან­გე­ბი, ბერ­ძნე­ბი და ა.შ. მაგ­რამ სი­ჭარ­ბით ფრან­გე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­რო­კო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, საფ­რან­გე­თის კო­ლო­ნია გახ­ლდათ და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც ფრან­გუ­ლად უკეთ ლა­პა­რა­კო­ბენ, ვიდ­რე - ინ­გლი­სუ­რად...

იუ­მო­რის ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სცე­ნა­ზე 6 მარტსაც გვა­მუ­შა­ვეს და 7-ში, და­ხურ­ვა­ზეც გვთხო­ვეს სცე­ნა­ზე გას­ვლა. არა­და, ამა­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით. თან, იმ პე­რი­ო­დის­თვის ჩემი სას­ცე­ნო პე­რან­გე­ბიც გა­რე­ცხი­ლი მქონ­და. ამი­ტომ უარი ვუ­თხა­რი, - პე­რან­გი არ მაქვს-მეთ­ქი. - არა­სას­ცე­ნო პე­რან­გით გა­მო­დი­თო. მოკ­ლედ, ოღონ­დაც და­ხურ­ვა­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა­ნი იყ­ვნენ, რად­გა­ნაც იმ სა­ღა­მოს გუ­ბერ­ნა­ტო­რებ­სა და მე­ფის ოჯა­ხის წევ­რებს ელო­დე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც და­მი­თან­ხმეს და რაც მეც­ვა, სცე­ნა­ზე იმ სა­მო­სით გა­ვე­დი. იმუ­შა­ვა ბახ­ვა­მაც... მერე, ქა­ლაქ ხუ­რიბ­გა­შიც იგი­ვე გან­მე­ორ­და: ერთი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ გვი­თხრეს, - 23-ში კი­დევ უნდა გა­მოხ­ვი­დეთ, ხალ­ხს მო­ე­წო­ნა თქვე­ნი ნომ­რე­ბიო... კონ­ცერ­ტი რომ დას­რულ­და, კუ­ლი­სებ­ში გა­ვე­დით, მა­ყუ­რე­ბე­ლი კი დარ­ბა­ზი­დან არ იძ­ვრო­და. "პაკ­ლონ­ზე" რამ­დენ­ჯერ­მე მოგ­ვიხ­და გას­ვლა, ისი­ნი კი არა და არ მი­დი­ოდ­ნენ (იღი­მის)...

ისეთ ად­გი­ლებ­შიც ვი­მუ­შა­ვეთ, სა­დაც მე­ფის ეგი­დით, მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რად, კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თეს და მათ სი­ურპრი­ზე­ბი მო­უ­წყვეს. კონ­ცერ­ტის დროს ბავ­შვე­ბი სცე­ნა­ზე ამ­ყავ­და, ფო­კუ­სებს ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი, რაც ცხა­დია, ძა­ლი­ან უხა­რო­დათ...

- მა­რო­კო­ში ვისი მიწ­ვე­ვით იყა­ვი?

- იქ ქარ­თველ ქალ­ბა­ტონს - რუ­სუ­დან ფი­ცხე­ლა­ურ-ჯაჭვლი­ანს ასო­ცი­ა­ცია აქვს შექ­მნი­ლი. წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­რო­კო­ში ჩაჰ­ყავს და მათ ჩვენს კულ­ტუ­რას აც­ნობს. ამ ქალ­ბა­ტონ­მა ქარ­თვე­ლებს სა­ხე­ლი გა­უთ­ქვა. ასე რომ, მა­რო­კო­ში ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბას კარ­გად იც­ნო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ ფოლკ­ლო­რი: ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა... ქალ­ბა­ტონ რუ­სუ­დანს სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ბავ­შვო ან­სამ­ბლე­ბიც მიჰ­ყავს და თი­თო­ე­ულ გას­ტროლს სე­რი­ო­ზულ ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებს. მას ჯერ კი­დევ 2008 წელს უნ­დო­და მა­რო­კო­ში ჩემი მიწ­ვე­ვა, მაგ­რამ მა­შინ წას­ვლა ვერ შევ­ძე­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, 2011 წელს გა­ვემ­გზავ­რე. არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე რა­ტომ შე­ა­ჩე­რა? - რა­ბა­ტის თე­ატ­რი 4000 მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი, ამი­ტომ, ისე­თი ილუ­ზი­ო­ნის­ტის წაყ­ვა­ნა უნ­დო­და, რო­მელ­საც დიდი პროგ­რა­მა ექ­ნე­ბო­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი...

წელს მა­რი­ო­ნე­ტებ­თან ერ­თად, სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად ვი­მუ­შა­ვე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ბახ­ვა­საც დიდი პროგ­რა­მა ჰქონ­და. რა­ბა­ტის თე­ატ­რში გა­მოს­ვლის წინ ცოტა არ იყოს, გვე­ში­ნო­და, რად­გა­ნაც უზარ­მა­ზა­რი სა­მე­ფო თე­ატ­რია და სცე­ნაც საკ­მა­ოდ დი­დია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა მშვე­ნივ­რად ჩა­ი­ა­რა. ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, სა­დაც კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ, ჩემ­თან ად­გი­ლობ­რი­ვი ილუ­ზი­ო­ნის­ტე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და შოუს შემ­დეგ, სა­მახ­სოვ­რო სუ­რა­თის გა­და­ღე­ბას მთხოვ­დნენ. თან, ამას მო­წი­წე­ბით აკე­თებ­დნენ, რაც ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და. რო­გორც ჩანს, ეში­ნო­დათ, თხოვ­ნა­ზე უარი არ მეთ­ქვა. სუ­რა­თის გა­და­ღე­ბას­თან ერ­თად, სა­მახ­სოვ­როდ რა­ი­მე ნივ­თის ჩუ­ქე­ბა­საც მთხოვ­დნენ. ჰოდა, ვი­ღა­ცას კარ­ტი, ვი­ღა­ცას დის­კი ვა­ჩუ­ქე. ზო­გი­ერ­თმა ისიც მი­თხრა, - იქ­ნებ შენ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე მეც გა­ვი­დე, რათა წარ­მად­გი­ნოო. ეს უკვე ვე­ღარ შევ­ძე­ლი, რად­გა­ნაც ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ას სცდე­ბო­და. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა იმ­დე­ნი, რომ სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­და, ორი ჩე­მო­და­ნი რეკ­ვი­ზი­ტი მო­ი­ტა­ნა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­წყო, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ამის ნება არ დარ­თეს...

- კი­დევ რამ მი­იქ­ცია მა­რო­კო­ში ყოფ­ნი­სას შენი ყუ­რა­დღე­ბა?

- სა­ო­ცარ­მა სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბამ. ისე გაგ­ვი­მას­პინ­ძლდნენ, გა­ვოც­დი. ჰოდა, წო­ნა­შიც მო­ვი­მა­ტე (იღი­მის). მერე უარი ვთქვი ჭა­მა­ზე და ეწყი­ნათ, უკად­რი­სო­ბა­ში ჩა­მით­ვა­ლეს. არა­და, რა მექ­ნა, ფრა­კი აღარ მე­ტე­ო­და და სცე­ნა­ზე ხომ უნდა მე­მუ­შა­ვა?.. ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ბან­კე­ტი იყო, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბიც გვპა­ტი­ჟებ­დნენ. მოკ­ლედ, კარ­გი პა­ტი­ვი გვცეს.

- მოდი, იქა­ურ ქარ­თვე­ლებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი...

- ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი მა­რო­კო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის სამ ოჯახს. ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სი­კო უკვე 12 წე­ლია, კა­საბ­ლან­კა­ში ცხოვ­რობს და რო­გორც გი­თხა­რით, თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი აქვს. შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავს. თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ბევ­რჯერ, მი­ნუ­სებ­შიც "გა­დის", სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერს გუ­ლით აკე­თებს, ყო­ველ­თვის მსა­ხი­ო­ბე­ბის ერ­თგუ­ლია...

ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა გი­ნე­კო­ლო­გი გახ­ლავთ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია. მას არა­ბი მე­უღ­ლე - აბ­დე­ლი ჰყავს. ისი­ნი წლე­ბის წინ, რუ­სეთ­ში ერ­თად სწავ­ლობ­დნენ და მერე შე­უღლდნენ. მა­რი­ნას იქ სა­კუ­თა­რი კლი­ნი­კა აქვს. კარ­გი ოჯა­ხია, ორი შვი­ლი ჰყავთ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად წელ­გა­მარ­თუ­ლე­ბი არი­ან. სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ოთხი ბინა აქვთ. აბ­დე­ლი კმა­ყო­ფი­ლია ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლით. ამ­ბობს, - მა­რი­ნა რომ არ მყო­ლო­და, ამ­დენს ვერ მი­ვაღ­წევ­დიო.

მა­რო­კო­ში ცხოვ­რობს ნუგ­ზარ ცერ­ცვა­ძის ოჯა­ხიც. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი 82 წლის გახ­ლავთ. სა­ქარ­თვე­ლო­დან 1991 წელს წა­სუ­ლა და მას მერე აქ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლი - გოჩა, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ფირ­მა­ში მუ­შა­ობს. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ფრან­გუ­ლად კარ­გად ლა­პა­რა­კო­ბენ. გო­ჩას ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს. ცერ­ცვა­ძე­ე­ბი მა­რო­კო­ში ქარ­თუ­ლად ცხოვ­რო­ბენ...

- რას გვე­ტყვი, რო­გო­რი ქვე­ყა­ნაა მა­რო­კო?

- კონ­ტრას­ტე­ბის ქვე­ყა­ნაა. მა­გა­ლი­თად, მო­დის მა­გა­რი მან­ქა­ნა, რო­მელ­საც მა­გა­რი გოგო მარ­თავს, მაგ­რამ იქვე, ვი­ღა­ცა ხი­ლით დატ­ვირ­თუ­ლი ვი­რის "ტა­ჩკით" მი­დის. მა­რო­კო­ში აზი­ი­სა და ევ­რო­პის სა­ო­ცა­რი შერ­წყმაა... რა თქმა უნდა, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ მე­ფის სა­სახ­ლე, მე­ჩე­თი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­ო­რეა. სხვა­თა შო­რის, მე­ფეს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში თა­ვი­სი სა­სახ­ლე აქვს. კა­საბ­ლან­კა­ში მის უზარ­მა­ზარ სა­სახ­ლეს ულა­მა­ზე­სი ეზო აქვს, სა­დაც ფორ­თოხ­ლის ხე­ე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ის ნა­ყო­ფი არ იჭ­მე­ბა, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხი­ლი­აო. ქუ­ჩებ­ში მშვე­ნი­ე­რი გა­ზო­ნე­ბია. თვალ­ში გე­ცე­მა სი­სუფ­თა­ვე.

- ე.ი. მა­რო­კო­ე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ბევ­რი რამ იცი­ან, არა?

- ასეა! ტაქ­სის­ტმაც მი­თხრა, - ვიცი, თქვე­ნი ჯორ­ჯია, რო­მე­ლია. აქ თქვე­ნი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ხში­რად ჩა­მო­დი­ა­ნო. ბა­ზარ­ში ერ­თმა კაც­მა პრე­ზი­დენ­ტი გამ­სა­ხურ­დია გა­იხ­სე­ნა. სტა­ლი­ნი და შე­ვარ­დნა­ძე ხომ იცი­ან და იცი­ან! ჰო, კი­დევ, მი­თხრეს, - თქვენ ის ქვე­ყა­ნა არ ხართ, რუ­სეთს რომ ეო­მე­ბო­დაო?.. იქა­ურ­მა ქარ­თვე­ლებ­მა ფრან­გუ­ლი ენა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან... ისე, ერთი უც­ნა­უ­რო­ბა კი მჭირს: ადრე გას­ტროლ­ზე რომ მივ­დი­ო­დი, ფო­ტო­ა­პა­რატს სულ თან ვა­ტა­რებ­დი და ყვე­ლა­ფერს ვი­ღებ­დი, ბოლო დროს აპა­რა­ტი კი მი­მაქვს, მაგ­რამ სუ­რა­თებს არ ვი­ღებ ხოლ­მე. სხვებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, რომ­ლე­ბიც გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს სუ­რათს უღებ­დნენ, ჩემი თავი მახ­სენ­დე­ბო­და: პირ­ვე­ლად "პა­ეზდ­კა­ში" ნე­პალ­ში რომ ვი­ყა­ვი, ფო­ტო­ა­პა­რა­ტით - "სმე­ნა" ყვე­ლა­ფე­რის ფირ­ზე აღ­ბეჭდ­ვას ვცდი­ლობ­დი... ჰო, მარ­თლა, მა­რო­კოს ფრან­გუ­ლე­ნო­ვან გა­ზეთ­ში - "ლო­პი­ნი­ო­ნი" ჩვენ­ზე სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა და ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­კეთ­და სი­უ­ჟე­ტი. არა­ბულ გა­ზე­თებ­შიც იყო ჩვენ­ზე ინ­ფორ­მა­ცია.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ზურა ვადაჭკორიას მოგზაურობა კასაბლანკაში

ზურა ვადაჭკორიას მოგზაურობა კასაბლანკაში

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მაროკოდან, სადაც 25 თებერვლიდან 25 მარტამდე, გასტროლზე იმყოფებოდა. ზურა მაროკოში 2011 წელსაც იყო და მაშინაც საოცარი შთაბეჭდილებით დაბრუნდა, მაგრამ ახლანდელმა გასტროლმა, როგორც ამბობს, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

- მოვიარე ქალაქები: ხურიბგა, ნეკნესი, ელქხუსიმა, რაბატი... ყველგან კონცერტი მქონდა. ესპანეთის საზღვართან, ქალაქ ნადორშიც გახლდით. სცენაზე ერთსაათიანი პროგრამით გავდიოდი. მაროკოში ჩემთან ერთად მარიონეტების თეატრის მსახიობი - ბახვა წერედიანიც გახლდათ, რომელსაც თავისი საოცარი თოჯინები "ჰყავდა წამოყვანილი" და მაყურებელს კარგ სანახაობას სთავაზობდა... 5 მარტს კასაბლანკაში იუმორისტული ფესტივალი გაიმართა და ჩვენ, როგორც საპატიო სტუმრები, მიგვიწვიეს; გვთხოვეს, ფესტივალის გახსნაში მიგვეღო მონაწილეობა. ქართველების გარდა, იქ იყვნენ: იტალიელები, ფრანგები, ბერძნები და ა.შ. მაგრამ სიჭარბით ფრანგები გამოირჩეოდნენ. მოგეხსენებათ, მაროკო წლების განმავლობაში, საფრანგეთის კოლონია გახლდათ და ადგილობრივებიც ფრანგულად უკეთ ლაპარაკობენ, ვიდრე - ინგლისურად...

იუმორის ფესტივალის ორგანიზატორებმა სცენაზე 6 მარტსაც გვამუშავეს და 7-ში, დახურვაზეც გვთხოვეს სცენაზე გასვლა. არადა, ამაზე შეთანხმებულები არ ვიყავით. თან, იმ პერიოდისთვის ჩემი სასცენო პერანგებიც გარეცხილი მქონდა. ამიტომ უარი ვუთხარი, - პერანგი არ მაქვს-მეთქი. - არასასცენო პერანგით გამოდითო. მოკლედ, ოღონდაც დახურვაზე გავსულიყავი, ყველაფერზე თანახმანი იყვნენ, რადგანაც იმ საღამოს გუბერნატორებსა და მეფის ოჯახის წევრებს ელოდებოდნენ. საბოლოოდ, მაინც დამითანხმეს და რაც მეცვა, სცენაზე იმ სამოსით გავედი. იმუშავა ბახვამაც... მერე, ქალაქ ხურიბგაშიც იგივე განმეორდა: ერთი კონცერტის შემდეგ გვითხრეს, - 23-ში კიდევ უნდა გამოხვიდეთ, ხალხს მოეწონა თქვენი ნომრებიო... კონცერტი რომ დასრულდა, კულისებში გავედით, მაყურებელი კი დარბაზიდან არ იძვროდა. "პაკლონზე" რამდენჯერმე მოგვიხდა გასვლა, ისინი კი არა და არ მიდიოდნენ (იღიმის)...

ისეთ ადგილებშიც ვიმუშავეთ, სადაც მეფის ეგიდით, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, სპეციალურად, კონცერტები გამართეს და მათ სიურპრიზები მოუწყვეს. კონცერტის დროს ბავშვები სცენაზე ამყავდა, ფოკუსებს ვაკეთებინებდი, რაც ცხადია, ძალიან უხაროდათ...

- მაროკოში ვისი მიწვევით იყავი?

- იქ ქართველ ქალბატონს - რუსუდან ფიცხელაურ-ჯაჭვლიანს ასოციაცია აქვს შექმნილი. წელიწადში სამჯერ, ქართული კულტურის წარმომადგენლები მაროკოში ჩაჰყავს და მათ ჩვენს კულტურას აცნობს. ამ ქალბატონმა ქართველებს სახელი გაუთქვა. ასე რომ, მაროკოში ქართულ ხელოვნებას კარგად იცნობენ. განსაკუთრებით მოსწონთ ფოლკლორი: ცეკვა, სიმღერა... ქალბატონ რუსუდანს საზღვარგარეთ საბავშვო ანსამბლებიც მიჰყავს და თითოეულ გასტროლს სერიოზულ ორგანიზებას უკეთებს. მას ჯერ კიდევ 2008 წელს უნდოდა მაროკოში ჩემი მიწვევა, მაგრამ მაშინ წასვლა ვერ შევძელი. სამაგიეროდ, 2011 წელს გავემგზავრე. არჩევანი ჩემზე რატომ შეაჩერა? - რაბატის თეატრი 4000 მაყურებელზეა გათვლილი, ამიტომ, ისეთი ილუზიონისტის წაყვანა უნდოდა, რომელსაც დიდი პროგრამა ექნებოდა მომზადებული...

წელს მარიონეტებთან ერთად, სცენაზე პირველად ვიმუშავე და ძალიან მომეწონა. ბახვასაც დიდი პროგრამა ჰქონდა. რაბატის თეატრში გამოსვლის წინ ცოტა არ იყოს, გვეშინოდა, რადგანაც უზარმაზარი სამეფო თეატრია და სცენაც საკმაოდ დიდია, მაგრამ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. ყველა ქალაქში, სადაც კონცერტი გავმართეთ, ჩემთან ადგილობრივი ილუზიონისტები მოდიოდნენ და შოუს შემდეგ, სამახსოვრო სურათის გადაღებას მთხოვდნენ. თან, ამას მოწიწებით აკეთებდნენ, რაც ძალიან მიკვირდა. როგორც ჩანს, ეშინოდათ, თხოვნაზე უარი არ მეთქვა. სურათის გადაღებასთან ერთად, სამახსოვროდ რაიმე ნივთის ჩუქებასაც მთხოვდნენ. ჰოდა, ვიღაცას კარტი, ვიღაცას დისკი ვაჩუქე. ზოგიერთმა ისიც მითხრა, - იქნებ შენთან ერთად სცენაზე მეც გავიდე, რათა წარმადგინოო. ეს უკვე ვეღარ შევძელი, რადგანაც ჩემს კომპეტენციას სცდებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა მაინც მოახერხა იმდენი, რომ სცენაზე გამოვიდა, ორი ჩემოდანი რეკვიზიტი მოიტანა, ყველაფერი გააწყო, რათა საზოგადოებისთვის თავისი შესაძლებლობები ეჩვენებინა, მაგრამ კონცერტის ორგანიზატორებმა ამის ნება არ დართეს...

- კიდევ რამ მიიქცია მაროკოში ყოფნისას შენი ყურადღება?

- საოცარმა სტუმართმოყვარეობამ. ისე გაგვიმასპინძლდნენ, გავოცდი. ჰოდა, წონაშიც მოვიმატე (იღიმის). მერე უარი ვთქვი ჭამაზე და ეწყინათ, უკადრისობაში ჩამითვალეს. არადა, რა მექნა, ფრაკი აღარ მეტეოდა და სცენაზე ხომ უნდა მემუშავა?.. ყოველი კონცერტის შემდეგ ბანკეტი იყო, ქართველი ემიგრანტებიც გვპატიჟებდნენ. მოკლედ, კარგი პატივი გვცეს.

- მოდი, იქაურ ქართველებზე მოგვიყევი...

- ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი მაროკოში მცხოვრები ქართველების სამ ოჯახს. ქალბატონი რუსიკო უკვე 12 წელია, კასაბლანკაში ცხოვრობს და როგორც გითხარით, თავისი ბიზნესი აქვს. შვილები და შვილიშვილები საქართველოში ჰყავს. თავის საქმიანობაში ბევრჯერ, მინუსებშიც "გადის", სამაგიეროდ, ყველაფერს გულით აკეთებს, ყოველთვის მსახიობების ერთგულია...

ქალბატონი მარინა გინეკოლოგი გახლავთ, კვალიფიციური სპეციალისტია. მას არაბი მეუღლე - აბდელი ჰყავს. ისინი წლების წინ, რუსეთში ერთად სწავლობდნენ და მერე შეუღლდნენ. მარინას იქ საკუთარი კლინიკა აქვს. კარგი ოჯახია, ორი შვილი ჰყავთ. მატერიალურად წელგამართულები არიან. სხვადასხვა ადგილას ოთხი ბინა აქვთ. აბდელი კმაყოფილია ქართველი მეუღლით. ამბობს, - მარინა რომ არ მყოლოდა, ამდენს ვერ მივაღწევდიო.

მაროკოში ცხოვრობს ნუგზარ ცერცვაძის ოჯახიც. ბატონი ნუგზარი 82 წლის გახლავთ. საქართველოდან 1991 წელს წასულა და მას მერე აქ აღარ დაბრუნებულა. ჰყავს მეუღლე და შვილი - გოჩა, რომელიც კომპიუტერების ფირმაში მუშაობს. შვილიშვილები ფრანგულად კარგად ლაპარაკობენ. გოჩას ქართველი მეუღლე ჰყავს. ცერცვაძეები მაროკოში ქართულად ცხოვრობენ...

- რას გვეტყვი, როგორი ქვეყანაა მაროკო?

- კონტრასტების ქვეყანაა. მაგალითად, მოდის მაგარი მანქანა, რომელსაც მაგარი გოგო მართავს, მაგრამ იქვე, ვიღაცა ხილით დატვირთული ვირის "ტაჩკით" მიდის. მაროკოში აზიისა და ევროპის საოცარი შერწყმაა... რა თქმა უნდა, დავათვალიერეთ მეფის სასახლე, მეჩეთი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა. სხვათა შორის, მეფეს ყველა ქალაქში თავისი სასახლე აქვს. კასაბლანკაში მის უზარმაზარ სასახლეს ულამაზესი ეზო აქვს, სადაც ფორთოხლის ხეებია გაშენებული, მაგრამ ამბობენ, რომ ის ნაყოფი არ იჭმება, დეკორატიული ხილიაო. ქუჩებში მშვენიერი გაზონებია. თვალში გეცემა სისუფთავე.

- ე.ი. მაროკოელებმა საქართველოს შესახებ ბევრი რამ იციან, არა?

- ასეა! ტაქსისტმაც მითხრა, - ვიცი, თქვენი ჯორჯია, რომელია. აქ თქვენი ფოლკლორული ანსამბლები ხშირად ჩამოდიანო. ბაზარში ერთმა კაცმა პრეზიდენტი გამსახურდია გაიხსენა. სტალინი და შევარდნაძე ხომ იციან და იციან! ჰო, კიდევ, მითხრეს, - თქვენ ის ქვეყანა არ ხართ, რუსეთს რომ ეომებოდაო?.. იქაურმა ქართველებმა ფრანგული ენა ძალიან კარგად იციან... ისე, ერთი უცნაურობა კი მჭირს: ადრე გასტროლზე რომ მივდიოდი, ფოტოაპარატს სულ თან ვატარებდი და ყველაფერს ვიღებდი, ბოლო დროს აპარატი კი მიმაქვს, მაგრამ სურათებს არ ვიღებ ხოლმე. სხვებს რომ ვუყურებდი, რომლებიც გარშემო ყველაფერს სურათს უღებდნენ, ჩემი თავი მახსენდებოდა: პირველად "პაეზდკაში" ნეპალში რომ ვიყავი, ფოტოაპარატით - "სმენა" ყველაფერის ფირზე აღბეჭდვას ვცდილობდი... ჰო, მართლა, მაროკოს ფრანგულენოვან გაზეთში - "ლოპინიონი" ჩვენზე სტატია გამოქვეყნდა და ტელევიზიითაც გაკეთდა სიუჟეტი. არაბულ გაზეთებშიც იყო ჩვენზე ინფორმაცია.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"