მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ჟურნალ Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ბოტოქსის ინექციას აღარასოდეს გაიკეთებს. ჟურნალთან საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ "ფაქტობრივად ყველაფერი სცადა", რომ ახალგაზრდა და ლამაზი დარჩენილიყო. "ყველაფერს ვცდი, მაგრამ ბოტოქსს აღარ გავიკეთებ, რადგან მის გამო ველურივით გამოვიყურებოდი. ჯოან რივერსს ვგავდი!"- ამბობს გვინეტი. რივერსი 78 წლის ჰოლივუდის მსახიობია, რომელიც პლასტიკას რეგულარულად მიმართავს.
პლასტიკური ქირურგიის პელტროუს ეშინია. "დანის ქვეშ დაწოლის მეშინია"- თქვა მან და ჟურნალისტებს სთხოვა, ამის შესახებ მაშინ ჰკითხონ, როდესაც 50 წლის გახდება. "ხშირად ვვარჯიშობ. პასტასა და კარტოფილ-ფრის გადაღებების წინ არ ვჭამ", - ამბობს მსახიობი.
გარდა ამისა, გვინეტმა ოჯახურ ცხოვრებაზეც ისაუბრა. იგი ჯგუფ Coldplay-ის ვოკალისტ კრის მარტინზე უკვე ათი წელია დაქორწინებულია, წყვილი ვაჟსა და ქალიშვილს ზრდის. "რაც დრო გადის, ერთმანეთს ძალიან ვემსგავსებით. ეს კარგია. თუმცა, ყოველთვის იოლი არაა!"- განაცხადა პელტროუმ.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.