პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ
ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბით, ქარ­თველ ბავ­შვებს წიგ­ნი­ე­რე­ბის კუ­თხით სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ. გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა დღეს 2011 წელს "სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის" (IEA) მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი, ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ით­ქვა, წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მათ შო­რის მე­ო­რედ - სა­ქარ­თვე­ლო.

პირ­ვე­ლი ანა­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში 2006 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლე­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. კერ­ძოდ, "წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვით" 9-10 წლის ასა­კის მე-4 კლა­სე­ლე­ბის კი­თხვის უნა­რე­ბი და ის ფაქ­ტო­რე­ბი შე­ფას­და, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლის წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. ამ მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში 174 სკო­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 4800-მდე მოს­წავ­ლე შე­ფას­და, ასე­ვე მშო­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი. მსოფ­ლი­ოს 45 ქვეყ­ნას შო­რის, ქარ­თველ ბავ­შვე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 488 მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკა­ლი­რე­ბულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს.

წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ად­გილ­ზე ჰონ­კონ­გია 571 ქუ­ლით, შემ­დეგ რუ­სე­თი - 568, იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს ფი­ნეთ­საც.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 2006 წელ­თან შე­და­რე­ბით, წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ, მხო­ლოდ 17 ქუ­ლით გა­უმ­ჯო­ბეს­და.

ამას­თან, მოს­წავ­ლე­თა 14% მიღ­წე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკა­ლის და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის ქვე­მოთ აღ­მოჩ­ნდა. უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე (625 ქულა) კი შე­ფა­სე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მხო­ლოდ 2% იმ­ყო­ფე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ზა­ნი სწავ­ლე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სწო­რი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ

ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებით, ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ. განათლების ეროვნულმა ცენტრმა დღეს 2011 წელს "საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" (IEA) მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა.

პრეზენტაციას განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

როგორც კონფერენციაზე ითქვა, წელს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები მონაწილეობდნენ, მათ შორის მეორედ - საქართველო.

პირველი ანალოგიური კვლევა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში 2006 წელს განხორციელდა. საქართველოში კვლევები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, "წიგნიერების საერთაშორისო კვლევით" 9-10 წლის ასაკის მე-4 კლასელების კითხვის უნარები და ის ფაქტორები შეფასდა, რომლებიც მოსწავლის წიგნიერებაზე ახდენს გავლენას. ამ მიზნით საქართველოში 174 სკოლის დაახლოებით 4800-მდე მოსწავლე შეფასდა, ასევე მშობელი და მასწავლებელი. მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი - 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს.

წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით, პირველ ადგილზე ჰონკონგია 571 ქულით, შემდეგ რუსეთი - 568, იგივე მაჩვენებელი აქვს ფინეთსაც.

კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა.

ამასთან, მოსწავლეთა 14% მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ აღმოჩნდა. უმაღლეს საფეხურზე (625 ქულა) კი შეფასებული ბავშვების მხოლოდ 2% იმყოფება.

ჩატარებული კვლევის მიზანი სწავლების დონის გაუმჯობესება და ხარვეზების აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკის განხორციელებაა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"