სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბედი, რომელიც თვითონ გამოჩორკნა
ბედი, რომელიც თვითონ გამოჩორკნა

პო­პუ­ლა­რო­ბა პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან მო­ი­პო­ვა, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა რომ ათა­მა­შა ტე­ლეს­პექ­ტაკლში - "გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე"; ამას ტე­ლეს­პექ­ტაკ­ლი "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს" მოჰ­ყვა (იმ­ხა­ნად უკვე მე­ო­თხე კურ­სზე სწავ­ლობ­და), მერე კი­დევ სხვა და ასე წა­ვი­და... ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს" ნახ­ვის შემ­დეგ აღი­ბეჭ­და: ხმა არა­ვი­სას ჰგავ­და, ინ­ტო­ნა­ცი­აც უც­ნა­უ­რი იყო, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი: "მა­ში­კოო, სუ­ლი­კოო!"... წლე­ბის შემ­დეგ კი პი­რის­პირ შევ­ხვდი, თა­ნაც - არა­ერ­თხელ. კად­რი­ვით შე­მომ­რჩა უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­გორ კი­თხუ­ლობ­და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ლექ­სებს სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს მე-9 სტუ­დი­ა­ში: შუა კი­თხვი­სას ემო­ცი­უ­რად წყვეტ­და სტრი­ქონს, წა­მოხ­ტე­ბო­და სკა­მი­დან და იქვე, სტუ­დი­ა­ში ბოლ­თას სცემ­და, თით­ქოს რა­ღა­ცას ეძებ­და, მერე კი, უცებ, მო­წყვე­ტით მი­უჯ­დე­ბო­და მიკრო­ფონს და გა­ნაგ­რძობ­და... "გა­ლა­კტი­ონ­ში არის დე­მო­ნი და ჩემ­ში უფრო ან­გე­ლო­ზია"... - იცი, პირ­ვე­ლად ასე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სწო­რედ მე წა­ვი­კი­თხე ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლიო, - მი­თხრა.

მისი ცხოვ­რე­ბის გზა თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად გა­და­ე­ჯაჭ­ვა თე­ატრს, ეკ­რანს, რა­დი­ო­სა და პო­ე­ზი­ას. გა­და­ე­ჯაჭ­ვა კი არა, შე­ე­სის­ხლხორ­ცა და გამ­თლი­ან­და ერთ ადა­მი­ან­ში, რო­მელ­საც მურ­მან ჯი­ნო­რია ჰქვია.

- ბავ­შვო­ბი­დან რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, კარ­გად მახ­სოვს და დავ­დი­ო­დი კი­დეც დრამ­წრე­ზე, "პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში"; "გე­პე­ი­ში" (ახ­ლან­დე­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. - ავტ.) ვსწავ­ლობ­დი და მის თე­ატ­რშიც ვმსა­ხი­ო­ბობ­დი, მერე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში (ახ­ლან­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი. - ავტ.) ჩა­ვა­ბა­რე და მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. მა­ლე­ვე მა­თა­მა­შეს სპექ­ტაკ­ლებ­ში და ასე შე­ვუ­დე­ქი "აქ­ტი­ო­რის" გზას... ად­რე­ულ ასაკ­ში ბო­ლომ­დე ვერც აც­ნო­ბი­ე­რებ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას, მაგ­რამ გრძნობ, რომ უნა­რი გაქვს. რაც მთა­ვა­რია, მსა­ხი­ო­ბო­ბა გინ­და, გიყ­ვარს, ოღონდ უნდა მიხ­ვდე, რა­ტომ გინ­და - სხვაგ­ვა­რად ეს სი­ტყვე­ბი არა­ფერს ნიშ­ნავს. ხე­ლოვ­ნე­ბის სტუ­დი­ა­ში ახალ­მო­სულს პირ­ვე­ლად სწო­რედ ამას ვე­კი­თხე­ბი, რა­ტომ უნდა მსა­ხი­ო­ბო­ბა და ახ­სნა­საც მისი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თხოვ. თა­ვი­დან­ვე უნდა გქონ­დეს იმ­პულ­სი, რი­თიც გინ­და, ამ პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რო, მის­თვის თავი დადო, თუნ­დაც რომ წა­ა­გო, არ შე­შინ­დე, ამოხ­სნა სა­კუ­თა­რი თავი, სამ­ყა­რო და ასე შემ­დეგ.

- თქვენ­თვის რომ ეკი­თხათ მა­შინ, ცხოვ­რე­ბის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე, მსა­ხი­ო­ბო­ბას რა­ტომ ირ­ჩე­ვო, რას უპა­სუ­ხებ­დით?

- იცი, დე­და­ჩემს თე­ატ­რი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სი იყო, მაგ­რამ - ნამ­დვი­ლი თე­ატ­რა­ლი და მე და ჩემი ძმა ბავ­შვო­ბი­დან დავ­ყავ­დით სპექ­ტაკ­ლებ­ზე. ამას­თან, და­უს­რუ­ლებ­ლად ჰყვე­ბო­და უშან­გი ჩხე­ი­ძე­ზე, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე­ზე, მათ რო­ლებ­ზე, სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან გა­მო­ყო­ლილ გან­ცდებ­ზე. მე ხომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იმ სპექ­ტაკლში არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ იმ­ხა­ნად არ­სე­ბობ­და ე.წ. ქსე­ლის რა­დიო, რო­მე­ლიც მუ­დამ ჩარ­თუ­ლი გვქონ­და და ყვე­ლა­ნი ვუს­მენ­დით. რა­დი­ო­დად­გმე­ბი, ნა­წყვე­ტე­ბი სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან ემო­ცი­უ­რად მეხ­მა­რე­ბო­და, წარ­მო­სახ­ვას მიმ­დიდ­რებ­და: დე­დის მო­ნა­ყო­ლი მახ­სოვ­და და ამ დროს უშან­გი ჩხე­ი­ძის და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ხმებს ვის­მენ­დი, მათ სინ­თეზს კი სხვა სამ­ყა­რო­ში გა­დავ­ყავ­დი. მერე შე­სა­ბა­მის ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც გა­ვე­ცა­ნი და ასე, ნელ-ნელა მივ­ხვდი, რომ ჩემ­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა­ში უპირ­ვე­ლე­სი გარ­და­სახ­ვა იყო - ადა­მი­ა­ნი, ვთქვათ, უშან­გი ჩხე­ი­ძე ან აკა­კი ხო­რა­ვა, ან სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, ან სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი, ან გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე, რო­მელ­ზეც ვგიჟ­დე­ბო­დი, უცებ სხვა არ­სე­ბე­ბად გარ­და­ი­სა­ხე­ბოდ­ნენ. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნე: უშან­გი ჩხე­ი­ძე - ჰამ­ლე­ტი, მერე - ური­ე­ლი და უცებ - ყვარ­ყვა­რე. ეს სა­ოც­რე­ბა იყო. დღემ­დე მა­ინც ის შეგ­რძნე­ბაა ჩემ­თვის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი, ერთი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ გა­დავ­დი­ვარ. ალ­ბათ, პო­ე­ზი­ა­შიც იმი­ტომ მი­ვე­დი, რომ თითო ლექსში თითო მდგო­მა­რე­ო­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. 70 ლექსს ხომ მა­ინც ვამ­ბობ სპექ­ტაკლში, მაგ­რამ მთა­ვა­რი ამ ლექ­სე­ბის და­ზე­პი­რე­ბა კი არ არის, არა­მედ ის, რომ სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ვი­დე და იქ შე­ვიგ­რძნო აღ­მაფ­რე­ნა. თით­ქოს უწო­ნა­დო­ბა­ში შევ­დი­ვარ - არ ვიცი, ვარ თუ არ ვარ, სად ვარ და ასე შემ­დეგ. მაგ­რამ ამის მიღ­წე­ვა, ყვე­ლაფ­რის და­მუ­შა­ვე­ბა რთუ­ლია, მი­ზანს მხო­ლოდ ტემ­პე­რა­მენ­ტით ვერ მი­აღ­წევ. მი­ტა­ცებს, რო­დე­საც თვი­თო­ნაც არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა და ბო­ლოს, მა­ინც რომ ხდე­ბა, მაგ­რამ მა­ნამ­დე თითო ფრა­ზის 100 ვა­რი­ანტს მა­ინც ვა­მუ­შა­ვებ. ამი­ტომ ვა­ი­გი­ვებ მხატ­ვრულ კი­თხვას მსა­ხი­ო­ბო­ბას­თან... არ ვიცი, უნდა და­წე­რო თუ არა ეს, მაგ­რამ ჩემი მო­ნოს­პექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ხში­რად უთ­ქვამთ, - ლექ­სის კი­თხვი­სას ცრემ­ლი მო­მად­გაო. ამა­ზე უკე­თე­სი შე­ფა­სე­ბა აბა, რა უნდა მო­ვის­მი­ნო?! თუმ­ცა, მე ლექსს კი არ ვკი­თხუ­ლობ, ლექ­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შევ­დი­ვარ და რა­ღაც გან­წყო­ბას გად­მოვ­ცემ, რაც მა­ყუ­რე­ბელ­თან მი­დის და ოდეს­ღაც მის წარ­მო­სახ­ვა­ში, ნა­ოც­ნე­ბარ­სა თუ ნა­ფიქ­რს ეხ­მი­ა­ნე­ბა, ერ­წყმის.

- ასე არ ხდე­ბა ლოც­ვი­სას? როცა გულ­წრფე­ლად ლო­ცუ­ლობ, სწო­რედ მა­შინ გდის უნებ­ლი­ეთ ცრემ­ლი...

- დის­კზე მაქვს ჩა­წე­რი­ლი ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-გა­ლო­ბა: "და­ვი­ღა­ლე, და­ვი­ღა­ლე, მოდი ჩემ­თან, უფა­ლო", - და როცა მას ვუს­მენ, თვა­ლი მიც­რემ­ლდე­ბა, ე.ი. გულ­წრფელ სი­ტყვას, მე­ლო­დი­ას, ნა­ხატს რა­ღაც მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიჰ­ყავ­ხარ. ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბა და არა ის, რომ გცნო­ბენ, პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ. გული მტკი­ვა ხოლ­მე, როცა ადა­მი­ანს და­ა­ჯილ­დო­ე­ბენ და ვი­ღაც იკი­თხავს, - ეს ვი­ნა­აო? ვა­ი­მე, ეს ჩემ­ზეც რომ თქვან, და­ვი­ღუ­პე­ბი, იმ­წუ­თას­ვე და­ვა­ნე­ბებ თავს ამ პრო­ფე­სი­ას.

- ჩემი ბედი თვი­თონ გა­მოვ­ჩორკნეო, - გით­ქვამთ, არა­და, პირ­ვე­ლი­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­სას თით­ქოს სწო­რედ ბედ­მა შე­გახ­ვედ­რათ დი­დე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს, რე­ჟი­სო­რებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გუ­ლის­ხმობ­დით ამ ნათ­ქვამ­ში?

- იმ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა რო­გორ არ იყო, მაგ­რამ ჩემი ბედი მარ­თლაც, თა­ვად გა­მოვ­ჩორკნე და მი­ხა­რია, რომ ეს ღმერ­თმა შე­მაძ­ლე­ბი­ნა. სულ მეს­მო­და, - რე­ჟი­სო­რის გა­რე­შე მსა­ხი­ო­ბი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბაო. აბა, მა­შინ ჩემი პრო­ფე­სია რა არის? რე­ჟი­სო­რის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს? ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ამ ფიქ­რმა გა­მაბ­რა­ზა კი­დეც და გაბ­რა­ზე­ბამ ხუთი მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი გა­მა­კე­თე­ბი­ნა. განა, რა ჯო­ბია კარგ რე­ჟი­სორ­თან და კარგ პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ რომ არ გა­გი­მარ­თლოს და ვერ შეხ­ვდე ასე­თებს, ჰა­ერ­ში უნდა დარ­ჩე? მე შევ­ხვდი, მაგ­რამ მა­ინც გან­ცალ­კე­ვე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნე. ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ში სი­მა­მა­ცით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ ჩემს სი­მა­მა­ცედ ეს 5 მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი მი­მაჩ­ნია. ურ­თუ­ლე­სი იყო მათი შექ­მნა, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს - ინ­სცე­ნი­რე­ბას, რე­ჟი­სუ­რას, მხატ­ვრო­ბას, მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­სა და ასე შემ­დეგ, ერთი ადა­მი­ა­ნი აკე­თებ; ამ საქ­მეს ისე­თი ენერ­გია მი­აქვს, შე­იძ­ლე­ბა გა­გა­გი­ჟოს კი­დეც. ამი­ტომ ვამ­ბობ, - ჩემი ბედი თა­ვად გა­მოვ­ჩორკნე-მეთ­ქი. მი­მაჩ­ნია, რომ მა­ყუ­რებ­ლის გარ­და, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე ვე­ნე­ბი არა­ვის გა­და­უჭ­რია! თით­ქოს გულ­სატ­კე­ნია, არა? მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბე­ლი უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რია, ღვთის სა­ჩუ­ქა­რი. სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ბე­რის ცხოვ­რე­ბას ჰგავს - რო­გორც ყვე­ლა ვერ შედ­გე­ბა ბე­რად, ისე ვერ იქ­ნე­ბა ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი; რო­გორც ბერს, უამ­რა­ვი გან­საც­დე­ლი და ტან­ჯვა ხვდე­ბა გზა­ზე, ასე­ვე, მსა­ხი­ობს ბევ­რი წა­მე­ბა და წვა­ლე­ბა აქვს, გზად შური და ამ­ბი­ცია ეღო­ბე­ბა! ამი­ტო­მაც მო­ვი­გო­ნე ეს მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი. ბე­რი­ვით გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ამა­ვე დროს - ჩემს სამ­ყა­რო­ში გახ­ლა­ვართ; ერთი ვარ, მაგ­რამ - მთლი­ა­ნიც. ამ მო­მენტს ვი­ჭერ ჩემს მო­ნოს­პექ­ტაკ­ლებ­ში და ამი­ტომ არის თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სი. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ექ­სპე­რი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე უკვე 42-ჯერ ვი­თა­მა­შე მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი "ქარი მწყუ­რია" და სულ - ანშლა­გით. თა­ნაც, მა­ყუ­რებ­ლის 90% ახალ­გაზ­რდო­ბაა. ტექ­ნი­კუ­რი და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დარ­ბა­ზებ­ში ჩემს მო­ნოს­პექ­ტაკლზე ორ­ჯერ მეტი ახალ­გაზ­რდა მო­ვი­და, ვიდ­რე დარ­ბა­ზი და­ი­ტევ­და. წარ­მო­გიდ­გე­ნია? - 65 წლის კა­ცის მო­სას­მენ-სა­ყუ­რებ­ლად ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა მობ­რძან­და. ჩემს პროგ­რა­მა­ში დავ­წე­რე: მინ­და, ახალ­გაზ­რდო­ბა თა­ვის ანუ ქარ­თულ გე­ნე­ტი­კურ მახ­სოვ­რო­ბამ­დე მი­ვიყ­ვა­ნო-მეთ­ქი. პო­ე­ზია, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ენა, სი­ტყვა - ეს არის მთა­ვა­რი და სხვას რას ვემ­სა­ხუ­რო?

- კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რებ­ში მუ­შა­ობ­დით. ნუთუ, არ დაგ­რჩათ სა­ოც­ნე­ბო რო­ლე­ბი, სათ­ქვე­ნოდ რომ მი­გაჩ­ნდათ და ვერ ითა­მა­შეთ?

- კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში დონ-ჟუ­ა­ნი ვი­თა­მა­შე, ერთი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რში - ჰამ­ლე­ტი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის "მეფე ლირ­ში" - კენ­ტი და კი­დევ 80-ზე მეტი როლი, სა­ოც­ნე­ბო კი მარ­თლა არ დამ­რჩა, რად­გან პო­ე­ზი­ამ ყვე­ლა როლ­ში შე­მიყ­ვა­ნა; აი, ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი გა­მოვ­ძებ­ნე, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი რო­ლე­ბის გამო გული რომ არ დამ­წყვე­ტო­და.

- თქვენს სტუ­დი­ა­ში თუ გე­გუ­ლე­ბათ თუნ­დაც, ერთი-ორი შე­გირ­დი, რო­მე­ლიც სწო­რედ იმ იმ­პულ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია, რაც მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას სჭირ­დე­ბა?

- არ ვიცი... მე უნდა ვი­ყივ­ლო და გა­თენ­დე­ბა თუ არა, ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვა­პი­რებ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ვთხო­ვო, სტუ­დი­ას ორ­წლი­ა­ნი სას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, რათა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა სრულ­ფა­სო­ვა­ნი დიპ­ლო­მის აღე­ბა შეძ­ლონ. ამის შემ­დეგ კი თვი­თონ­ვე გა­ერ­კვე­ვი­ან, სურთ თუ არა შე­უდ­გნენ "ბე­რო­ბას".

- დე­დათ­ქვე­ნი­ვით უამ­ბობთ თქვენს პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილს - ნი­ნას თე­ატ­რის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ზე ან თუ ატყობთ თე­ატ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბას?

- ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ხოლ­მე, რათა თე­ატ­რის სამ­ყა­რო შე­იგ­რძნოს, მაგ­რამ ასე, ლა­პა­რა­კით შვილს მსა­ხი­ო­ბო­ბას ვერ ას­წავ­ლი. ჩემს ძმა­საც კი უამ­ბობ­და დედა, მაგ­რამ მხო­ლოდ ჩემ­ზე გაჭ­რა... ვფიქ­რობ, ამ­ქვეყ­ნად ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლი: სახ­ლი ავა­შე­ნე, შვი­ლი მყავს, ხე­ე­ბი დავრგე და კი­დევ, სე­ნა­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სორ­ტა­ში ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სია ავა­შე­ნე, ბა­ზი­ლი­კის ტი­პის. გა­გი­ხარ­დე­ბა, ისე­თია. რო­დე­საც უწ­მინ­დესს ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­ვუმ­ჟღავ­ნე, მკი­თხა, - ჯან­მრთე­ლო­ბით რო­გორ ხარო? მა­შინ ვერ ჩავ­წვდი კი­თხვას და მხო­ლოდ 7 წლის შემ­დეგ, როცა მშე­ნებ­ლო­ბა და­ვას­რუ­ლეთ და ეკ­ლე­სი­ი­დან სულ რა­ღაც 300 მეტ­რით და­შო­რე­ბულ ჩემს სახ­ლამ­დე ძა­ლა­გა­მოც­ლილ­მა, ღობე-ღობე სი­ა­რუ­ლით ძლივს მი­ვაღ­წიე, მა­შინ შე­ვიგ­რძე­ნი პატ­რი­არ­ქის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი შე­კი­თხვა. რთუ­ლი იყო, უდი­დე­სი სუ­ლი­ე­რი ძალა გა­მო­მა­ცა­ლა, მაგ­რამ მა­ინც ამა­შე­ნე­ბი­ნა უფალ­მა! ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე სა­ბამ მი­თხრა: ხომ კარ­გი არ­ტის­ტი ხარ, მაგ­რამ ამ ეკ­ლე­სი­ით შენს ცხოვ­რე­ბას გვირ­გვი­ნი და­ად­გიო.

- და მა­ინც, რა არის მთა­ვა­რი არ­ტის­ტის­თვის, რა არის პი­რა­დად თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის კრე­დო?

- მე ასე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე: სრულ­ყო­ფი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­საქ­მნე­ლად არ­ტის­ტის ამა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი უნდა იყოს იდუ­მა­ლე­ბა, რო­მან­ტიზ­მი და სენ­ტი­მენ­ტა­ლო­ბა. მთა­ვა­რი შენი სათ­ქმე­ლია და შემ­დეგ, რო­გორ იდუ­მა­ლე­ბა­ში მო­აქ­ცევ, ის იმის­და მი­ხედ­ვით ხდე­ბა ბევ­რის მომ­ცვე­ლი. რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა კი უფრო მაღ­ლაა, სცდე­ბა მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბას, წარ­მო­სახ­ვი­თია. აქვე ერ­თვე­ბა სენ­ტი­მენ­ტა­ლო­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­სახ­ვით ინ­დი­ვიდს ცრემლსაც კი მო­ა­დენს. ამ ყვე­ლა­ფერს კი დიდი ფიქ­რით, წვა­ლე­ბით მი­აღ­წევ. სათ­ქმე­ლის გა­მო­სახ­ვის ხერ­ხს უნდა მი­აგ­ნო, სათ­ქმელ­თან ერ­თად ცვა­ლო და სწო­რედ მა­შინ იქ­ნე­ბა შენი ხე­ლოვ­ნე­ბა ღი­რე­ბუ­ლი; სწო­რედ მა­შინ მო­ი­ტანს აღ­მაფ­რე­ნას! ამი­ტო­მაა, რომ ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბაა სა­ჭი­რო და ამი­ტო­მაც ვა­და­რებ მსა­ხი­ო­ბო­ბას ბე­რო­ბას.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ბედი, რომელიც თვითონ გამოჩორკნა

ბედი, რომელიც თვითონ გამოჩორკნა

პოპულარობა პირველივე კურსიდან მოიპოვა, მიხეილ თუმანიშვილმა რომ ათამაშა ტელესპექტაკლში - "გზაჯვარედინზე"; ამას ტელესპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" მოჰყვა (იმხანად უკვე მეოთხე კურსზე სწავლობდა), მერე კიდევ სხვა და ასე წავიდა... ჩემს მეხსიერებაში პირველად სწორედ "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" ნახვის შემდეგ აღიბეჭდა: ხმა არავისას ჰგავდა, ინტონაციაც უცნაური იყო, გაგრძელებული: "მაშიკოო, სულიკოო!"... წლების შემდეგ კი პირისპირ შევხვდი, თანაც - არაერთხელ. კადრივით შემომრჩა უდიდესი შთაბეჭდილება, როგორ კითხულობდა ტერენტი გრანელის ლექსებს საქართველოს რადიოს მე-9 სტუდიაში: შუა კითხვისას ემოციურად წყვეტდა სტრიქონს, წამოხტებოდა სკამიდან და იქვე, სტუდიაში ბოლთას სცემდა, თითქოს რაღაცას ეძებდა, მერე კი, უცებ, მოწყვეტით მიუჯდებოდა მიკროფონს და განაგრძობდა... "გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია"... - იცი, პირველად ასე, ოფიციალურად, სწორედ მე წავიკითხე ტერენტი გრანელიო, - მითხრა.

მისი ცხოვრების გზა თითქმის ერთდროულად გადაეჯაჭვა თეატრს, ეკრანს, რადიოსა და პოეზიას. გადაეჯაჭვა კი არა, შეესისხლხორცა და გამთლიანდა ერთ ადამიანში, რომელსაც მურმან ჯინორია ჰქვია.

- ბავშვობიდან რომ მსახიობობა მინდოდა, კარგად მახსოვს და დავდიოდი კიდეც დრამწრეზე, "პიონერთა სასახლეში"; "გეპეიში" (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი. - ავტ.) ვსწავლობდი და მის თეატრშიც ვმსახიობობდი, მერე თეატრალურ ინსტიტუტში (ახლანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. - ავტ.) ჩავაბარე და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. მალევე მათამაშეს სპექტაკლებში და ასე შევუდექი "აქტიორის" გზას... ადრეულ ასაკში ბოლომდე ვერც აცნობიერებ მსახიობის პროფესიას, მაგრამ გრძნობ, რომ უნარი გაქვს. რაც მთავარია, მსახიობობა გინდა, გიყვარს, ოღონდ უნდა მიხვდე, რატომ გინდა - სხვაგვარად ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. ხელოვნების სტუდიაში ახალმოსულს პირველად სწორედ ამას ვეკითხები, რატომ უნდა მსახიობობა და ახსნასაც მისი ასაკის შესაბამისად ვითხოვ. თავიდანვე უნდა გქონდეს იმპულსი, რითიც გინდა, ამ პროფესიას ემსახურო, მისთვის თავი დადო, თუნდაც რომ წააგო, არ შეშინდე, ამოხსნა საკუთარი თავი, სამყარო და ასე შემდეგ.

- თქვენთვის რომ ეკითხათ მაშინ, ცხოვრების გზაჯვარედინზე, მსახიობობას რატომ ირჩევო, რას უპასუხებდით?

- იცი, დედაჩემს თეატრი ძალიან უყვარდა. პროფესიით ქიმიკოსი იყო, მაგრამ - ნამდვილი თეატრალი და მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან დავყავდით სპექტაკლებზე. ამასთან, დაუსრულებლად ჰყვებოდა უშანგი ჩხეიძეზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, მათ როლებზე, სპექტაკლებიდან გამოყოლილ განცდებზე. მე ხომ ეს ადამიანები იმ სპექტაკლში არ მინახავს, მაგრამ იმხანად არსებობდა ე.წ. ქსელის რადიო, რომელიც მუდამ ჩართული გვქონდა და ყველანი ვუსმენდით. რადიოდადგმები, ნაწყვეტები სპექტაკლებიდან ემოციურად მეხმარებოდა, წარმოსახვას მიმდიდრებდა: დედის მონაყოლი მახსოვდა და ამ დროს უშანგი ჩხეიძის და ვერიკო ანჯაფარიძის ხმებს ვისმენდი, მათ სინთეზს კი სხვა სამყაროში გადავყავდი. მერე შესაბამის ლიტერატურასაც გავეცანი და ასე, ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემთვის მსახიობობაში უპირველესი გარდასახვა იყო - ადამიანი, ვთქვათ, უშანგი ჩხეიძე ან აკაკი ხორავა, ან სერგო ზაქარიაძე, ან სესილია თაყაიშვილი, ან გიორგი შავგულიძე, რომელზეც ვგიჟდებოდი, უცებ სხვა არსებებად გარდაისახებოდნენ. აბა, წარმოიდგინე: უშანგი ჩხეიძე - ჰამლეტი, მერე - ურიელი და უცებ - ყვარყვარე. ეს საოცრება იყო. დღემდე მაინც ის შეგრძნებაა ჩემთვის მამოძრავებელი, ერთი მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში რომ გადავდივარ. ალბათ, პოეზიაშიც იმიტომ მივედი, რომ თითო ლექსში თითო მდგომარეობა აღმოვაჩინე. 70 ლექსს ხომ მაინც ვამბობ სპექტაკლში, მაგრამ მთავარი ამ ლექსების დაზეპირება კი არ არის, არამედ ის, რომ სხვა მდგომარეობაში გადავიდე და იქ შევიგრძნო აღმაფრენა. თითქოს უწონადობაში შევდივარ - არ ვიცი, ვარ თუ არ ვარ, სად ვარ და ასე შემდეგ. მაგრამ ამის მიღწევა, ყველაფრის დამუშავება რთულია, მიზანს მხოლოდ ტემპერამენტით ვერ მიაღწევ. მიტაცებს, როდესაც თვითონაც არ ვიცი, რა მოხდება და ბოლოს, მაინც რომ ხდება, მაგრამ მანამდე თითო ფრაზის 100 ვარიანტს მაინც ვამუშავებ. ამიტომ ვაიგივებ მხატვრულ კითხვას მსახიობობასთან... არ ვიცი, უნდა დაწერო თუ არა ეს, მაგრამ ჩემი მონოსპექტაკლის შემდეგ ხშირად უთქვამთ, - ლექსის კითხვისას ცრემლი მომადგაო. ამაზე უკეთესი შეფასება აბა, რა უნდა მოვისმინო?! თუმცა, მე ლექსს კი არ ვკითხულობ, ლექსის მდგომარეობაში შევდივარ და რაღაც განწყობას გადმოვცემ, რაც მაყურებელთან მიდის და ოდესღაც მის წარმოსახვაში, ნაოცნებარსა თუ ნაფიქრს ეხმიანება, ერწყმის.

- ასე არ ხდება ლოცვისას? როცა გულწრფელად ლოცულობ, სწორედ მაშინ გდის უნებლიეთ ცრემლი...

- დისკზე მაქვს ჩაწერილი ჩვენი უწმინდესის ლოცვა-გალობა: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო", - და როცა მას ვუსმენ, თვალი მიცრემლდება, ე.ი. გულწრფელ სიტყვას, მელოდიას, ნახატს რაღაც მდგომარეობამდე მიჰყავხარ. ეს არის ხელოვნება და არა ის, რომ გცნობენ, პოპულარული ხარ. გული მტკივა ხოლმე, როცა ადამიანს დააჯილდოებენ და ვიღაც იკითხავს, - ეს ვინააო? ვაიმე, ეს ჩემზეც რომ თქვან, დავიღუპები, იმწუთასვე დავანებებ თავს ამ პროფესიას.

- ჩემი ბედი თვითონ გამოვჩორკნეო, - გითქვამთ, არადა, პირველივე პროფესიული ნაბიჯებისას თითქოს სწორედ ბედმა შეგახვედრათ დიდებულ მსახიობებს, რეჟისორებს. საინტერესოა, რას გულისხმობდით ამ ნათქვამში?

- იმ ხალხთან ურთიერთობა ბედნიერება როგორ არ იყო, მაგრამ ჩემი ბედი მართლაც, თავად გამოვჩორკნე და მიხარია, რომ ეს ღმერთმა შემაძლებინა. სულ მესმოდა, - რეჟისორის გარეშე მსახიობი ვერაფერს გახდებაო. აბა, მაშინ ჩემი პროფესია რა არის? რეჟისორის გარეშე არ არსებობს? ბევრი ვიფიქრე, ამ ფიქრმა გამაბრაზა კიდეც და გაბრაზებამ ხუთი მონოსპექტაკლი გამაკეთებინა. განა, რა ჯობია კარგ რეჟისორთან და კარგ პარტნიორებთან მუშაობას, მაგრამ რომ არ გაგიმართლოს და ვერ შეხვდე ასეთებს, ჰაერში უნდა დარჩე? მე შევხვდი, მაგრამ მაინც განცალკევება ვამჯობინე. ყოფა-ცხოვრებაში სიმამაცით არ გამოვირჩევი, მაგრამ ჩემს სიმამაცედ ეს 5 მონოსპექტაკლი მიმაჩნია. ურთულესი იყო მათი შექმნა, როდესაც ყველაფერს - ინსცენირებას, რეჟისურას, მხატვრობას, მუსიკალურ გაფორმებასა და ასე შემდეგ, ერთი ადამიანი აკეთებ; ამ საქმეს ისეთი ენერგია მიაქვს, შეიძლება გაგაგიჟოს კიდეც. ამიტომ ვამბობ, - ჩემი ბედი თავად გამოვჩორკნე-მეთქი. მიმაჩნია, რომ მაყურებლის გარდა, ჩემს პროფესიაზე ვენები არავის გადაუჭრია! თითქოს გულსატკენია, არა? მაგრამ მაყურებელი უდიდესი საჩუქარია, ღვთის საჩუქარი. საერთოდ, ჩვენი ცხოვრება ბერის ცხოვრებას ჰგავს - როგორც ყველა ვერ შედგება ბერად, ისე ვერ იქნება ყველა ხელოვანი; როგორც ბერს, უამრავი განსაცდელი და ტანჯვა ხვდება გზაზე, ასევე, მსახიობს ბევრი წამება და წვალება აქვს, გზად შური და ამბიცია ეღობება! ამიტომაც მოვიგონე ეს მონოსპექტაკლი. ბერივით განმარტოებული ვარ, მაგრამ ამავე დროს - ჩემს სამყაროში გახლავართ; ერთი ვარ, მაგრამ - მთლიანიც. ამ მომენტს ვიჭერ ჩემს მონოსპექტაკლებში და ამიტომ არის თითოეული მათგანი უძვირფასესი. რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე უკვე 42-ჯერ ვითამაშე მონოსპექტაკლი "ქარი მწყურია" და სულ - ანშლაგით. თანაც, მაყურებლის 90% ახალგაზრდობაა. ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების დარბაზებში ჩემს მონოსპექტაკლზე ორჯერ მეტი ახალგაზრდა მოვიდა, ვიდრე დარბაზი დაიტევდა. წარმოგიდგენია? - 65 წლის კაცის მოსასმენ-საყურებლად ამდენი ახალგაზრდა მობრძანდა. ჩემს პროგრამაში დავწერე: მინდა, ახალგაზრდობა თავის ანუ ქართულ გენეტიკურ მახსოვრობამდე მივიყვანო-მეთქი. პოეზია, ლიტერატურა, ენა, სიტყვა - ეს არის მთავარი და სხვას რას ვემსახურო?

- კინომსახიობთა და რუსთაველის თეატრებში მუშაობდით. ნუთუ, არ დაგრჩათ საოცნებო როლები, სათქვენოდ რომ მიგაჩნდათ და ვერ ითამაშეთ?

- კინომსახიობთა თეატრში დონ-ჟუანი ვითამაშე, ერთი მსახიობის თეატრში - ჰამლეტი, რუსთაველის თეატრის "მეფე ლირში" - კენტი და კიდევ 80-ზე მეტი როლი, საოცნებო კი მართლა არ დამრჩა, რადგან პოეზიამ ყველა როლში შემიყვანა; აი, ასეთი გამოსავალი გამოვძებნე, შეუსრულებელი როლების გამო გული რომ არ დამწყვეტოდა.

- თქვენს სტუდიაში თუ გეგულებათ თუნდაც, ერთი-ორი შეგირდი, რომელიც სწორედ იმ იმპულსის მატარებელია, რაც მსახიობის პროფესიას სჭირდება?

- არ ვიცი... მე უნდა ვიყივლო და გათენდება თუ არა, ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვაპირებ, განათლების სამინისტროს ვთხოვო, სტუდიას ორწლიანი სასწავლებლის სტატუსი მიანიჭოს, რათა კურსდამთავრებულებმა სრულფასოვანი დიპლომის აღება შეძლონ. ამის შემდეგ კი თვითონვე გაერკვევიან, სურთ თუ არა შეუდგნენ "ბერობას".

- დედათქვენივით უამბობთ თქვენს პატარა ქალიშვილს - ნინას თეატრის ჯადოსნურ სამყაროზე ან თუ ატყობთ თეატრით დაინტერესებას?

- ველაპარაკები ხოლმე, რათა თეატრის სამყარო შეიგრძნოს, მაგრამ ასე, ლაპარაკით შვილს მსახიობობას ვერ ასწავლი. ჩემს ძმასაც კი უამბობდა დედა, მაგრამ მხოლოდ ჩემზე გაჭრა... ვფიქრობ, ამქვეყნად ბევრი რამის გაკეთება შევძელი: სახლი ავაშენე, შვილი მყავს, ხეები დავრგე და კიდევ, სენაკის რაიონის სოფელ სორტაში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ავაშენე, ბაზილიკის ტიპის. გაგიხარდება, ისეთია. როდესაც უწმინდესს ეკლესიის აშენების სურვილი გავუმჟღავნე, მკითხა, - ჯანმრთელობით როგორ ხარო? მაშინ ვერ ჩავწვდი კითხვას და მხოლოდ 7 წლის შემდეგ, როცა მშენებლობა დავასრულეთ და ეკლესიიდან სულ რაღაც 300 მეტრით დაშორებულ ჩემს სახლამდე ძალაგამოცლილმა, ღობე-ღობე სიარულით ძლივს მივაღწიე, მაშინ შევიგრძენი პატრიარქის წინასწარმეტყველური შეკითხვა. რთული იყო, უდიდესი სულიერი ძალა გამომაცალა, მაგრამ მაინც ამაშენებინა უფალმა! ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ მითხრა: ხომ კარგი არტისტი ხარ, მაგრამ ამ ეკლესიით შენს ცხოვრებას გვირგვინი დაადგიო.

- და მაინც, რა არის მთავარი არტისტისთვის, რა არის პირადად თქვენი შემოქმედების კრედო?

- მე ასე ჩამოვაყალიბე: სრულყოფილი ხელოვნების შესაქმნელად არტისტის ამამოძრავებელი უნდა იყოს იდუმალება, რომანტიზმი და სენტიმენტალობა. მთავარი შენი სათქმელია და შემდეგ, როგორ იდუმალებაში მოაქცევ, ის იმისდა მიხედვით ხდება ბევრის მომცველი. რომანტიკულობა კი უფრო მაღლაა, სცდება მიწიერ ცხოვრებას, წარმოსახვითია. აქვე ერთვება სენტიმენტალობა, რომელიც წარმოსახვით ინდივიდს ცრემლსაც კი მოადენს. ამ ყველაფერს კი დიდი ფიქრით, წვალებით მიაღწევ. სათქმელის გამოსახვის ხერხს უნდა მიაგნო, სათქმელთან ერთად ცვალო და სწორედ მაშინ იქნება შენი ხელოვნება ღირებული; სწორედ მაშინ მოიტანს აღმაფრენას! ამიტომაა, რომ ჩვენს პროფესიაში მსახურებაა საჭირო და ამიტომაც ვადარებ მსახიობობას ბერობას.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება