სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი ტურიზმის შესახებ ტურისტულ გამოფენაზე
ყველაფერი ტურიზმის შესახებ ტურისტულ გამოფენაზე

სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრი "ექ­სპო ჯორ­ჯია" 12-დან 14 აპ­რი­ლამ­დე, მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში მე-15 სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­სა და საქ­მი­ა­ნი ტუ­რიზ­მის, შეხ­ვედ­რე­ბი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის მე-2 სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნას უმას­პინ­ძლებს. ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბიც, კერ­ძოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან, ტა­ი­ლან­დი­დან, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან... 50-მდე სა­გა­მო­ფე­ნო სტენ­დზე 100-მდე ორ­გა­ნი­ზა­ცია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არი­ან ტურ-ოპე­რა­ტო­რე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტით: კულ­ტუ­რუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი და ღვი­ნის ტუ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე ექ­სტრე­მა­ლუ­რი და სა­თავ­გა­და­სავ­ლო პროგ­რა­მე­ბი.

გა­მო­ფე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და დე­ტა­ლებ­ზე პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ნინო გამ­რე­კე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს არის ერთ-ერთი ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც 15 წე­ლია ტარ­დე­ბა და წე­ლი­წად­ში ერთხელ ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ კომ­პა­ნი­ებს აერ­თი­ა­ნებს. მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რის­ტულ პრო­დუქტს წარ­მო­ად­გე­ნენ, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა შიდა ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალ­ზე, თუმ­ცა მრა­ვალ­ფე­როვ­ნად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­შრუ­ტე­ბიც. დამ­თვა­ლი­რე­ბე­ლი ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს სა­სურ­ველ ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტებ­ზე, ის­ტო­რი­ულ, კულ­ტუ­რულ, სა­თავგდა­სავ­ლო და ექ­სტრე­მა­ლურ ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ზე.

გარ­და ამი­სა, ტუ­რის­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი ტუ­რიზ­მის მე­ო­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა, სა­დაც სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ საქ­მი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა დე­ტალ­ზე მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ფე­ნა ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს, USAID -ის ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­და­ჭე­რით. სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ნაკ­რძალს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით. ფო­ტოთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის გარ­და, სტენ­დზე მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქ დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა. სად შე­იძ­ლე­ბა კემ­პინ­გის გაშ­ლა, მდი­ნა­რე­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა და სხვ.

გა­მო­ფე­ნა სამი დღე გაგ­რძელ­დე­ბა. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­როს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალ­ზე და ტუ­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით წი­ნას­წარ და­გეგ­მოს დას­ვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

გა­მო­ფე­ნის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი: 11:00-18:სთ, 12-14 აპ­რი­ლი, 11 პა­ვი­ლი­ო­ნი.

R

ყველაფერი ტურიზმის შესახებ ტურისტულ გამოფენაზე

ყველაფერი ტურიზმის შესახებ ტურისტულ გამოფენაზე

საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია" 12-დან 14 აპრილამდე, მე-11 პავილიონში მე-15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ადგილობრივ კომპანიებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობენ უცხოური კომპანიებიც, კერძოდ, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან... 50-მდე საგამოფენო სტენდზე 100-მდე ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი. ჩამონათვალში არიან ტურ-ოპერატორები და ტურისტული სააგენტოები, დასასვენებელი კომპლექსები და ავიაკომპანიები მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურები, აგრეთვე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამები.

გამოფენის მნიშვნელობასა და დეტალებზე პროექტის მენეჯერი ნინო გამრეკელი გვესაუბრება:

- ეს არის ერთ-ერთი ტრადიციული გამოფენა, რომელიც 15 წელია ტარდება და წელიწადში ერთხელ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებს აერთიანებს. მონაწილე კომპანიები მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენენ, აქცენტი კეთდება შიდა ტურისტულ პოტენციალზე, თუმცა მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი საერთაშორისო მარშრუტებიც. დამთვალირებელი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს სასურველ ტურისტულ მარშრუტებზე, ისტორიულ, კულტურულ, სათავგდასავლო და ექსტრემალურ ტურისტულ ზონებზე.

გარდა ამისა, ტურისტული გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საქმიანი ტურიზმის მეორე საერთაშორისო გამოფენა, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ საქმიანი ღონისძიებების ეფექტურად ორგანიზებისთვის საჭირო ყველა დეტალზე მიიღონ ინფორმაცია.

გამოფენა ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, USAID -ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ყველა ნაკრძალს მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტებით. ფოტოთვალსაჩინოების გარდა, სტენდზე მოცემული იქნება სრული ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება იქ დასვენება და გართობა. სად შეიძლება კემპინგის გაშლა, მდინარეზე გასეირნება და სხვ.

გამოფენა სამი დღე გაგრძელდება. დამთვალიერებელს საშუალება ექნებათ საქმიანი კონტაქტები დაამყაროს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და ტურისტული ორგანიზაციების დახმარებით წინასწარ დაგეგმოს დასვენება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

გამოფენის სამუშაო საათები: 11:00-18:სთ, 12-14 აპრილი, 11 პავილიონი.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო