პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ჩაიბარებს აღლუმს?
ვინ ჩაიბარებს აღლუმს?

რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მაა, სა­აღ­ლუ­მო გან­წყო­ბა, ალ­ბათ, არც გვაქვს, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ახა­ლი მთავ­რო­ბა არ აპი­რებს, უარი თქვას სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი აღ­ლუ­მის ჩა­ტა­რე­ბა­ზე.

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ჰკი­თხა, წელს 26 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბო­და თუ არა აღ­ლუ­მი და სად. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ორაზ­რო­ვა­ნი ღი­მი­ლით ასე­თი პა­სუ­ხი გაგ­ვცა:

- აღ­ლუ­მი ჩა­ტარ­დე­ბა, ოღონდ სხვა ფორ­მით, ვიდ­რე აქამ­დე ტარ­დე­ბო­და და მის შე­სა­ხებ უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ცოტა ხან­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხუ­რი გა­აც­ნობს.

რო­გორც ჩანს, პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდს 26 მა­ი­სის აღ­ლუმ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც სი­ურპრი­ზი აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდეს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რო­გორ უყ­ვარს ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალს ტრი­ბუ­ნის წინ ჩავ­ლი­ლი ჯა­რის მი­სალ­მე­ბა.

ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­მა მხო­ლოდ ერთხელ გა­უშ­ვა ხე­ლი­დან, რო­დე­საც აღ­ლუ­მი 2009 წლის 26 მა­ისს არ ჩა­ტარ­და მუხ­რო­ვა­ნის მოვ­ლე­ნე­ბის გამო.

თუკი წელს აღ­ლუ­მი გა­ი­მარ­თე­ბა (მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, სად), ის, წე­სით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა უნდა მი­ი­ღოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ოპო­ზი­ცი­ა­შია თუ რამ­დე­ნი­მე თვე­ღა დარ­ჩა პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძლის და­ტო­ვე­ბამ­დე.

მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე არ ფიქ­რო­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და მთავ­რო­ბა­ში. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ იმ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც მოხ­და, პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვილს სურ­დეს, კი­დევ ერთხელ იხი­ლოს აღ­ლუმ­ზე ხე­ლაღ­მარ­თუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი. ალ­ბათ, ასე­თი­ვე გან­წყო­ბა აქვს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრსაც.

ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია ვი­ფიქ­როთ, რომ 26 მა­ი­სის აღ­ლუ­მის თემა მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტშიც და პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზეც. ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, რა მოხ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ომა­ხი­ა­ნად და­ა­ნონ­სე­ბულ 19 აპ­რი­ლის მი­ტინგზე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ვინ ჩაიბარებს აღლუმს?

ვინ ჩაიბარებს აღლუმს?

როდესაც ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, სააღლუმო განწყობა, ალბათ, არც გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ახალი მთავრობა არ აპირებს, უარი თქვას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარებაზე.

"კვირის პალიტრამ" პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, წელს 26 მაისს გაიმართებოდა თუ არა აღლუმი და სად. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ორაზროვანი ღიმილით ასეთი პასუხი გაგვცა:

- აღლუმი ჩატარდება, ოღონდ სხვა ფორმით, ვიდრე აქამდე ტარდებოდა და მის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ცოტა ხანში საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური გააცნობს.

როგორც ჩანს, პრემიერ ივანიშვილის გუნდს 26 მაისის აღლუმთან დაკავშირებით რაღაც სიურპრიზი აქვს ჩაფიქრებული, რაც შეიძლება არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდეს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის.

საზოგადოებას კარგად მოეხსენება, როგორ უყვარს ჩვენი შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ტრიბუნის წინ ჩავლილი ჯარის მისალმება.

ეს სიამოვნება სააკაშვილმა მხოლოდ ერთხელ გაუშვა ხელიდან, როდესაც აღლუმი 2009 წლის 26 მაისს არ ჩატარდა მუხროვანის მოვლენების გამო.

თუკი წელს აღლუმი გაიმართება (მნიშვნელობა არა აქვს, სად), ის, წესით, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა მიიღოს, მიუხედავად იმისა, ოპოზიციაშია თუ რამდენიმე თვეღა დარჩა პრეზიდენტის სავარძლის დატოვებამდე.

მაგრამ სავარაუდოდ, ასე არ ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობაში. ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, პრემიერ ივანიშვილს სურდეს, კიდევ ერთხელ იხილოს აღლუმზე ხელაღმართული პრეზიდენტი სააკაშვილი. ალბათ, ასეთივე განწყობა აქვს თავდაცვის მინისტრსაც.

ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ 26 მაისის აღლუმის თემა მორიგი დაპირისპირების საფუძველი გახდება პარლამენტშიც და პოლიტიკურ არენაზეც. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება "ნაციონალების" ომახიანად დაანონსებულ 19 აპრილის მიტინგზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე