სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანას კინო
მანანას კინო

მისი ცხოვ­რე­ბა კარ­გი რე­ჟი­სო­რის გა­და­ღე­ბულ ფილ­მს ჰგავს და მთლი­ა­ნად კი­ნოს უკავ­შირ­დე­ბა. კინო - კი­ნო­ში: მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი - კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, მა­ნა­ნა ორ­ბე­ლი­ა­ნი.

ორ­ბე­ლი­ა­ნებ­მა მას მა­ნა­ნა და­არ­ქვეს. სულ პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა­ზე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა შე­ამ­ჩნია - ანუ, ის ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ვის სეხ­ნი­ა­დაც ბედ­მა არ­გუ­ნა ეცხოვ­რა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის ღირ­სი იყო! როცა კი­თხვა ის­წავ­ლა და დიდი მა­ნა­ნა ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ დე­დის ნა­ამ­ბობს სა­კუ­თა­რი თვა­ლით წა­კი­თხუ­ლი სტრი­ქო­ნე­ბი მი­უ­მა­ტა, მიხ­ვდა, რომ ადა­მი­ა­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს: მისი ლა­მა­ზი ცხოვ­რე­ბა. თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის სპორ­ტუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში აირ­ჩია, რო­მელ­საც რო­გორც ცეკ­ვას, ისე უყუ­რებ­და და სა­ქარ­თვე­ლოს 4-გზის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში...

დამ­თხვე­ვე­ბი: ის და მისი ცხოვ­რე­ბი­დან ამოჭ­რი­ლი კად­რე­ბი ერ­თმა­ნეთს კი­ნო­ფი­რი­ვით ებ­მი­ან:

- ოდრი! - ქუ­ჩა­ში და­უ­ძა­ხეს... მა­შინ 12 წლის იყო და არ იცო­და, ვინ იყო ოდრი... მაგ­რამ მალე "რო­მა­უ­ლი არ­და­დე­გე­ბი" ნახა და მიხ­ვდა, რომ იმ დღეს უზარ­მა­ზა­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ი­ღო. მერე კლას­ში სირ­ბი­ლით გუ­ლა­მო­ვარ­დნი­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლი შე­მო­ვარ­და - კიკ­ვი­ძის ბაღ­ში კი­ნოს იღე­ბე­ნო... და უყუ­რა, რო­გორ მოფ­რი­ნავ­დნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი ფე­რად-ფე­რა­დი პა­რა­შუ­ტე­ბით სი­მაღ­ლი­დან. იმ დღეს იქ "ღი­მი­ლის ბი­ჭებს" იღებ­დნენ... მერე, სპორ­ტუ­ლი სკო­ლის რამ­დე­ნი­მე მოხ­დე­ნილ გო­გო­ნა­თა­გან მა­ნა­ნა შე­არ­ჩი­ეს სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის­თვის და მსა­ხი­ო­ბებს შო­რის მოხ­ვდა. თა­ვი­სი ტექ­სტიც ახ­სოვს: "ეს სიმ­ღე­რა ქარ­თველ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა, ია­კობ ბო­ბო­ხი­ძემ თქვენ­თვის და­წე­რა"... შემ­დეგ ფო­ნოგ­რა­მა ირ­თვე­ბო­და და დღე­ში სამ­ჯერ, მა­ნა­ნა ზოგ­ჯერ გულ­ში, ზოგ­ჯერ ხმა­მაღ­ლაც აჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე ამ ტექსტს: "ფიფ­ქე­ბი­იი ცვი­ვა დააა ფიფ­ქე­ბი­იი გე­ლი­ა­ა­ა­ან"... ბედ­ნი­ე­რი იყო... ბი­ჭი­კო ჩხე­ი­ძე პირ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რი იყო, ვის­თა­ნაც იმუ­შა­ვა.

გა­და­ვახ­ვი­ეთ კად­რი... როცა კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მი­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, ერთ-ერთი კა­ბი­ნე­ტის კარ­ზე წა­ი­კი­თხა: "ია­კობ ბო­ბო­ხი­ძე"... გამ­ბე­და­ო­ბა მო­იკ­რი­ბა და კა­ბი­ნე­ტის კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა, რომ მო­ე­ყო­ლა, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა აჩუ­ქა ამ სიმ­ღე­რის ავ­ტორ­მა ერთ პა­ტა­რა გო­გოს, წლე­ბის წინ...

ოღონდ, კი­ნოს­ტუ­დი­ამ­დე ჯერ კი­დევ გზა იყო გა­სავ­ლე­ლი.

მა­ნა­ნას ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით ნა­საზ­რდო­ებ ოჯახ­ში მთა­ვა­რი სი­ტყვა მა­მა­კა­ცებს ეკუთ­ვნო­დათ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ამის უფ­ლე­ბა ვერ მი­ი­ღო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. თით­ქოს მშვი­დად იყო... მისი ჩუმი პრო­ტეს­ტი ჩაც­მის სტილ­ში თუ გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მხო­ლოდ. ჰბა­ძავ­და ოდ­რის და თა­ვი­სი ხე­ლით იკე­რავ­და კა­ბებს... ოჯა­ხი კმა­ყო­ფი­ლი იყო; კმა­ყო­ფი­ლი იყო დიდი ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეც - მათი ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი ნა­თე­სა­ვი და მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც მა­ნა­ნა ვე­რაფ­რით გა­ე­მე­ტე­ბი­ნა მისი სი­ტყვე­ბით, - "ჯო­ჯო­ხე­თუ­რი პრო­ფე­სი­ის­თვის".

მაგ­რამ... უნი­ვერ­სი­ტე­ტი სხვა აზ­რი­სა გახ­ლდათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და სა­კუ­თარ სტუ­დენ­ტებს არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის გა­და­ხედ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი გა­იხ­სნა და ის კაცი, რო­მე­ლიც ერთხელ კიკ­ვი­ძის ბაღ­ში ჩა­მოფ­რე­ნილ პა­რა­შუ­ტებ­თან და­ი­ნა­ხა, პე­და­გო­გად მო­ევ­ლი­ნა. მალე, მო­წყუ­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ლექ­ცი­ა­ზე პირ­ველ რიგ­ში იჯდა და ყუ­რა­დღე­ბით უს­მენ­და რეზო ჩხე­ი­ძეს.

ზა­ფხუ­ლის ერთ მზი­ან დღეს, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე ულა­მა­ზეს ცოლ-ქმარს, გუ­რამ ვახ­ტან­გიშ­ვილ­სა და ანა მხე­ი­ძეს შეხ­ვდა. გუ­რამ­მა ნო­დარ მა­ნა­გა­ძის ფილმში ეპი­ზო­დუ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ხუთი ხევ­სუ­რი გო­გო­ნას­გან - ერთ-ერ­თის... და მისი ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე სე­რი­აც და­ი­წყო...

ამ ფილ­მის - "ამაღ­ლე­ბის" დი­რექ­ტო­რი გივი კა­ჭა­რა­ვა გახ­ლდათ - მა­ნა­ნას მე­უღ­ლის, კი­ნო­რე­ჟი­სორ გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვას მამა. გია დი­რექ­ტო­რის შვი­ლი იყო და მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ... ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა შე­მიძ­ლია დავ­წე­რო, რომ ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო... 36 წლის მან­ძილ­ზე ნაგ­რო­ვებ, მი­სი­ვე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ფი­რებ­ში იმ პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ამოკ­რე­ბილ ფო­ტო­ებს მიჩ­ვე­ნებს - ხევ­სუ­რი გო­გო­ნა, მა­ნა­ნა ორ­ბე­ლი­ა­ნი...

ხევ­სუ­რე­თი­დან სხვა­ნა­ი­რი დაბ­რუნ­და. მეტი ძალა ჰქონ­და და უფრო სა­ღად ხე­დავ­და მოვ­ლე­ნებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ძია კო­ლია ზან­დუ­კე­ლის და­რი­გე­ბაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და სამ­სა­ხუ­რის უშე­დე­გოდ მა­ძი­ე­ბელ­მა, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში სა­კუ­თარ ლექ­ტორს მი­ა­კი­თხა. პირ­ვე­ლი გან­ცდა, რო­დე­საც მუშა ფუტკრე­ბის სკა­სა­ვით გა­დავ­სე­ბულ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში შე­ა­ბი­ჯა, ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. დე­რეფ­ნებ­ში ბევ­რი ხალ­ხი ირე­ო­და და ყვე­ლა უღი­მო­და... რეზო ჩხე­ი­ძე­საც გა­ე­ღი­მა მის და­ნახ­ვა­ზე და შეჰ­პირ­და, - ად­გილს გი­პო­ვიო... მერე ორი კვი­რა არ ეძი­ნა... ბა­ტონ რე­ზოს რო­გორ გა­უ­ბე­დავ­და, რომ და­ნა­პი­რე­ბი შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა... არც დას­ჭირ­ვე­ბია. მა­შინ "დათა თუ­თაშ­ხი­ას" პირ­ვე­ლი 4 სე­რია უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი იყო. რეზო ჩხე­ი­ძეს­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ, ზუს­ტად თო­თხმეტ დღე­ში კი, ის რეზო გა­ბეს­კი­რი­ას და გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ჯგუ­ფის წევ­რი გახ­და. მერე, შემ­დე­გი 14 წე­ლი­წა­დი რეზო ჩხე­ი­ძის­თვის დახ­მა­რე­ბის­თვის აღარ მი­უ­მარ­თავს, ჩათ­ვა­ლა, რომ სა­კუ­თა­რი შრო­მით უნდა და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა ად­გი­ლი.

პირ­ველ და­ვა­ლე­ბა­ზე ახლა ეღი­მე­ბა... რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში უნდა მი­სუ­ლი­ყო ქალ­ბა­ტონ ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძეს­თან და შე­ე­თან­ხმე­ბი­ნა კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მის­ვლის დღე. სულ ეს იყო, მაგ­რამ როცა მა­ყუ­რებ­ლის­გან და­ცა­რი­ე­ლე­ბულ, და­დუ­მე­ბულ თე­ატ­რში შე­ვი­და და პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხვედ­რი, იზა გი­გოშ­ვი­ლი და­ი­ნა­ხა, მას­თან მი­ვი­და და ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძის ნაც­ვლად, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ის და­ი­ბა­რა.

კმა­ყო­ფი­ლი წა­მო­ვი­და თე­ატ­რი­დან... მე­ო­რე დღეს კი­ნოს­ტუ­დი­ის დე­რე­ფან­ში იზა გი­გოშ­ვი­ლი რე­ჟი­სო­რებ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად მო­იჩ­ქა­რო­და, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი კი გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებ­და. გუ­რამ ბუ­იღ­ლიშ­ვილ­მა უშ­ვე­ლა, - იზა მე და­ვი­ბა­რე, რა­ღაც სა­კი­თხე­ბი მაქვს და­სა­ზუს­ტე­ბე­ლიო, - და­იბ­რა­ლა. მოკ­ლედ, ქალ­ბა­ტონ იზას­თან მარ­თლაც იყო პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბი გა­სარ­კვე­ვი და მას თავი უხერ­ხუ­ლად არ უგ­რძნია... მა­ნა­ნას კი აღა­რას­დროს და­უშ­ვია შეც­დო­მა. ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძეს კი იმ დღეს­ვე მი­ა­კი­თხა და ანა­ნურ­ში, მო­ნას­ტრის სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბებ­ზეც ახ­ლდა თან. თა­თუ­ლი დო­ლი­ძეც მა­შინ ნახა პირ­ვე­ლად - მო­წა­ფე­სა­ვით გა­მო­წყო­ბი­ლი, მისი კბი­ლა, სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის გო­გო­ნა...

თუ ოჯა­ხის წევ­რი ხარ, თავი არ უნდა და­ზო­გოო, - ამ­ბობს და ამი­ტო­მაც ეკი­და თო­კე­ბით იალ­ტა­ში, დათა თუ­თაშ­ხი­ას მკვლე­ლო­ბის, ფი­ნა­ლუ­რი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბი­სას, კლდე­ზე, ოპე­რა­ტო­რის ასის­ტენ­ტებ­თან ერ­თად - ოპე­რა­ტო­რი ლე­ვან ნამ­გა­ლაშ­ვი­ლი უნდა და­ე­ზღვი­ათ. - მო­მა­შო­რეთ ეს გოგო თა­ვი­დან! - შე­ში­ნე­ბუ­ლი ყვი­რო­და გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე...

მერე ერთ ფილ­მს მე­ო­რე ცვლი­და...

"თბი­ლი­სი-პა­რი­ზი-თბი­ლი­სის­თვის" ფრუნ­ზიკ მკრტი­ჩი­ა­ნი უნდა მო­ეწ­ვი­ათ. ტე­ლე­ფო­ნით მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვერ შედ­გა და მა­ნა­ნა თა­ვის პირ­ველ მივ­ლი­ნე­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა... ერე­ვან­ში მსა­ხი­ო­ბის ბი­ნის კარი ღია დახ­ვდა... შე­შინ­და და მე­ზო­ბელს და­უ­კა­კუ­ნა. - შედი, შედი, ეტყო­ბა სახ­ლშია, მა­გან ასე იცი­სო, - ძა­ლით შე­იყ­ვა­ნა შე­ღე­ბულ კარ­ში მე­ზობ­ლის ქალ­მა. სახ­ლის პატ­რონს ეძი­ნა. რას იზამ­და, ჩა­მოჯ­და და მოთ­მი­ნე­ბით ელო­და, მაგ­რამ თვა­ლებ­მა მოს­ვე­ნე­ბა არ მის­ცა და გა­მო­ფე­ნი­ლი სუ­რა­თე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა და­ი­წყო. ერთ-ერთ სუ­რათს მე­ო­რე გა­დაჰ­ფა­რე­ბო­და, გა­მო­ქა­ჩა და წიგ­ნიც გად­მო­ი­ყო­ლა.

- ვაა, ბა­ტო­ნო მა­ნან­ჯან, აქ ხარ? - წა­მოხ­ტა ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი. არ იცის, რა თვა­ლით და­ი­ნა­ხა, მაგ­რამ იმ დღი­დან ფრუნ­ზიკ მკრტი­ჩი­ა­ნი და მა­ნა­ნა ყო­ველ­თვის უპ­რობ­ლე­მოდ თან­ხმდე­ბოდ­ნენ გა­და­სა­ღებ დღე­ებ­ზე. ჯერ იმან უმას­პინ­ძლა მე­ფუ­რად ამ პა­ტა­რა გო­გოს თა­ვის ქა­ლაქ­ში, მერე - მა­ნა­ნამ და მის­მა ოჯახ­მა უმას­პინ­ძლეს. წას­ვლა აღარ უნ­დო­და თბი­ლი­სი­დან... იმ დღე­ე­ბის სახ­სო­ვა­რიც აქვს, - ფრუნ­ზი­კას ფო­ტო­სუ­რა­თი, წარ­წე­რით: "ბა­ტო­ნო მა­ნან­ჯან, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე იქ­ნე­ბი, და­ხე­დე და გა­ი­ღი­მე"...

გა­ღი­მე­ბა­ში კი ბა­და­ლი არა ჰყავს. დაქ­ცე­ულ კი­ნოს­ტუ­დი­ა­სა და 2008 წლის ომს ბუ­ნებ­რი­ვად მი­ვა­დე­ქით... გია მა­შინ ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და. სამი შვი­ლი­სა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის (ახლა უკვე სამი ჰყავს) პატ­რონ­მა გა­დამ­წვა­რი გორი გა­ი­ა­რა და თა­ვის ოა­ზის­ში, პა­ტა­რა სო­ფელ მა­ი­დან­ში ჩა­ა­კი­თხა შვი­ლიშ­ვი­ლებს. გია ყო­ველ წუთს ურე­კავ­და და ამ­ბავს კი­თხუ­ლობ­და. მერე რა­ღაც მო­მენ­ტში იკი­თხა - რო­გორ გი­პო­ვო­თო? ეს პა­ტა­რა ქოხი, ულა­მა­ზე­სი ეზო-ბა­ღით, მა­ნა­ნა რომ ოა­ზისს ეძა­ხის, მე­უღ­ლის არ­ყოფ­ნა­ში შე­ი­ძი­ნა, თა­ვი­სი ნაგ­რო­ვე­ბი "კა­პი­კე­ბით". ჰოდა, მო­ნატ­რე­ბუ­ლი ქმრის­თვის გზა უნდა ეს­წავ­ლე­ბი­ნა. ბნელ ღა­მე­ში სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და, სან­თლე­ბი ბა­ლა­ხებ­ში ჩა­ა­მაგ­რა და გზა ისე გა­ა­ნა­თა, რო­გორც აე­რო­პორ­ტის ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი. გია ამ ბი­ლი­კით დაბ­რუნ­და და აღარც არა­სო­დეს წა­სუ­ლა.

ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბე­ბი "ყავა და ლუდს" უკავ­შირ­დე­ბა... აქაც მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი იყო... პირ­ველ სცე­ნებს ქუ­ჩა­ში იღებ­დნენ. კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძე პარ­კით ხელ­ში მო­ვი­და. გულ­მა რე­ჩხი უყო... არც შემ­ცდა­რა - ბა­ტონ­მა კარ­ლომ კი­ნოს­ტუ­დი­ის დრო­ინ­დე­ლი ტრა­დი­ცია გა­იხ­სე­ნა და ფილ­მის გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი დღე შამ­პა­ნუ­რით აღ­ნიშ­ნა... ახალ­გაზ­რდებს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ...

სიყ­ვა­რუ­ლით მო­წო­დე­ბუ­ლი ლუკ­მის გე­მოც იცის. გიას ბრა­ზი­ლი­ა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ბა­ტო­ნი იაშა ბო­ბო­ხი­ძე ხში­რად აკი­თხავ­დათ ხოლ­მე. ამო­ვი­დო­და, გა­მო­ა­ღებ­და მა­ცი­ვარს და პრო­დუქ­ტით აუვ­სებ­და... - თა­ვად არა­ფე­რი გა­აჩ­ნდაო, - წუხს მა­ნა­ნა... რეზო თა­ვარ­თქი­ლა­ძის ნა­ჩუ­ქა­რი კონ­ვერ­ტი კი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი აქვს... ომის და­წყე­ბის დღეს მო­უ­ტა­ნა. ამ­დე­ნი ბავ­შვი გყავს, გია აქ არ არის, მე კი მარ­ტო­ხე­ლა ვარო... მა­შინ მიხ­ვდა, "დიდ ფულ­სა" და "ბევრ ფულს" შო­რის გან­სხვა­ვე­ბას...

სიკ­ვდილ­სა და მი­ტო­ვე­ბას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­ზე სო­ფი­კოს­გან იცის. სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის სცე­ნებს ("ყავა და ლუდ­ში") ბა­კუ­რი­ან­ში იღებ­დნენ. ბევ­რი საქ­მე იყო, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის არ უძი­ნი­ათ... ერთ ღა­მეს ახალ­გაზ­რდებ­მა მა­ინც გა­და­წყვი­ტეს ექე­ი­ფათ, მაგ­რამ სო­ფი­კო აღარ შე­ა­წუ­ხეს... მე­ო­რე თუ მე­სა­მე სა­დღეგ­რძე­ლო­ზე, თა­ვად ჩა­მო­ა­კი­თხა. - ეს რო­გორ გა­მი­კე­თეთ, მე რა, ღა­მის­თე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბო­დაო?! - ბრა­ზობ­და... და ისე­თი სა­ღა­მო გა­ა­ტა­რე­ბი­ნა ყვე­ლას, ვე­რას­დროს ამო­იგ­დებს თა­ვი­დან...

სო­ფი­კოს კოტე მო­უკ­ვდა, მაგ­რამ კო­ტეს სო­ფი­კო არ მი­უ­ტო­ვე­ბია... იქვე იყო, მხარ­ზე აჯდა თით­ქოს! შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა: სო­ფი­კომ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა!

რა­კი­ღა გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ყოფ­ნა არ შე­უძ­ლია და რე­ა­ლუ­რად სა­მუ­შაო მხო­ლოდ იშ­ვი­ა­თად აქვს, სა­კუ­თარ თავს საქ­მე თა­ვად გა­მო­უ­გო­ნა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაგ­რო­ვე­ბი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი (ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის სუ­რა­თი და მო­ნა­ცე­მი, ვი­საც კი შეხ­ვედ­რია 36 წლის მან­ძილ­ზე) სის­ტე­მა­ში მო­იყ­ვა­ნა და სა­ი­ტად აქ­ცია... ამ სა­ი­ტით ხში­რად უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბა რე­ჟი­სო­რებს სა­სურ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ჟის მო­ძი­ე­ბა­ში... უყ­ვარს ყვე­ლას­გან მი­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა... არა, ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე უარს კი არ იტყო­და დიდი ოჯა­ხის დი­დე­ბუ­ლი დი­ა­სახ­ლი­სი, მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფო ჯე­რაც ვერ ზრუ­ნავს კულ­ტუ­რა­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რო­მელ­თაც კი­ნოს კე­თე­ბა სუ­ლი­თა და გუ­ლით უნ­დათ, დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ, ხელი ხომ უნდა გა­უ­წო­დოს? მსა­ხი­ო­ბე­ბი ხში­რად ურე­კა­ვენ: მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ სი­ცო­ცხლე და­მიბ­რუ­ნეო...

ვუს­მენ მა­ნა­ნას და მინ­და ვკი­თხო: რა­ტომ უყ­ვარ­ხარ ამო­დე­ნა სამ­ყა­როს ან რა­ტომ გიყ­ვარს ეს ამო­დე­ნა სამ­ყა­რო? მისი ნა­ამ­ბო­ბით, მგო­ნი ამ "სა­ი­დუმ­ლოს" ამოხ­სნა ახლა თქვენც შე­გიძ­ლი­ათ...

მა­ნა­ნა ორ­ბე­ლი­ა­ნის კინო... ამ ფილ­მის მე­სა­მე სე­რია გრძელ­დე­ბა.

დეა ცუც­ქი­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მანანას კინო

მანანას კინო

მისი ცხოვრება კარგი რეჟისორის გადაღებულ ფილმს ჰგავს და მთლიანად კინოს უკავშირდება. კინო - კინოში: მთავარი პერსონაჟი - კინორეჟისორი, მანანა ორბელიანი.

ორბელიანებმა მას მანანა დაარქვეს. სულ პატარა იყო, როდესაც ადამიანებს საკუთარი სახელის ხსენებაზე აღფრთოვანება შეამჩნია - ანუ, ის ცნობილი ქალბატონი, ვის სეხნიადაც ბედმა არგუნა ეცხოვრა, აღფრთოვანების ღირსი იყო! როცა კითხვა ისწავლა და დიდი მანანა ორბელიანის შესახებ დედის ნაამბობს საკუთარი თვალით წაკითხული სტრიქონები მიუმატა, მიხვდა, რომ ადამიანით აღფრთოვანების ერთადერთი მიზეზი არსებობს: მისი ლამაზი ცხოვრება. თვითრეალიზაციისთვის სპორტული ტანვარჯიში აირჩია, რომელსაც როგორც ცეკვას, ისე უყურებდა და საქართველოს 4-გზის ჩემპიონიც გახდა სპორტის ამ სახეობაში...

დამთხვევები: ის და მისი ცხოვრებიდან ამოჭრილი კადრები ერთმანეთს კინოფირივით ებმიან:

- ოდრი! - ქუჩაში დაუძახეს... მაშინ 12 წლის იყო და არ იცოდა, ვინ იყო ოდრი... მაგრამ მალე "რომაული არდადეგები" ნახა და მიხვდა, რომ იმ დღეს უზარმაზარი კომპლიმენტი მიიღო. მერე კლასში სირბილით გულამოვარდნილი თანაკლასელი შემოვარდა - კიკვიძის ბაღში კინოს იღებენო... და უყურა, როგორ მოფრინავდნენ მსახიობები ფერად-ფერადი პარაშუტებით სიმაღლიდან. იმ დღეს იქ "ღიმილის ბიჭებს" იღებდნენ... მერე, სპორტული სკოლის რამდენიმე მოხდენილ გოგონათაგან მანანა შეარჩიეს სპორტის სასახლეში საახალწლო ზეიმისთვის და მსახიობებს შორის მოხვდა. თავისი ტექსტიც ახსოვს: "ეს სიმღერა ქართველმა კომპოზიტორმა, იაკობ ბობოხიძემ თქვენთვის დაწერა"... შემდეგ ფონოგრამა ირთვებოდა და დღეში სამჯერ, მანანა ზოგჯერ გულში, ზოგჯერ ხმამაღლაც აჰყვებოდა ხოლმე ამ ტექსტს: "ფიფქებიიი ცვივა დააა ფიფქებიიი გელიაააან"... ბედნიერი იყო... ბიჭიკო ჩხეიძე პირველი რეჟისორი იყო, ვისთანაც იმუშავა.

გადავახვიეთ კადრი... როცა კინოსტუდიაში მივიდა სამუშაოდ, ერთ-ერთი კაბინეტის კარზე წაიკითხა: "იაკობ ბობოხიძე"... გამბედაობა მოიკრიბა და კაბინეტის კარზე დააკაკუნა, რომ მოეყოლა, როგორი ბედნიერება აჩუქა ამ სიმღერის ავტორმა ერთ პატარა გოგოს, წლების წინ...

ოღონდ, კინოსტუდიამდე ჯერ კიდევ გზა იყო გასავლელი.

მანანას ქართული ტრადიციებით ნასაზრდოებ ოჯახში მთავარი სიტყვა მამაკაცებს ეკუთვნოდათ და მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობაზე ოცნებობდა, ამის უფლება ვერ მიიღო. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თითქოს მშვიდად იყო... მისი ჩუმი პროტესტი ჩაცმის სტილში თუ გამოიხატებოდა მხოლოდ. ჰბაძავდა ოდრის და თავისი ხელით იკერავდა კაბებს... ოჯახი კმაყოფილი იყო; კმაყოფილი იყო დიდი ეროსი მანჯგალაძეც - მათი ოჯახის ერთგული ნათესავი და მეგობარი, რომელსაც მანანა ვერაფრით გაემეტებინა მისი სიტყვებით, - "ჯოჯოხეთური პროფესიისთვის".

მაგრამ... უნივერსიტეტი სხვა აზრისა გახლდათ განათლებაზე და საკუთარ სტუდენტებს არჩეული პროფესიის გადახედვაში ეხმარებოდა. მეორე კურსზე იყო, როდესაც კინომცოდნეობის ფაკულტეტი გაიხსნა და ის კაცი, რომელიც ერთხელ კიკვიძის ბაღში ჩამოფრენილ პარაშუტებთან დაინახა, პედაგოგად მოევლინა. მალე, მოწყურებული სტუდენტი ლექციაზე პირველ რიგში იჯდა და ყურადღებით უსმენდა რეზო ჩხეიძეს.

ზაფხულის ერთ მზიან დღეს, ავტობუსის გაჩერებაზე ულამაზეს ცოლ-ქმარს, გურამ ვახტანგიშვილსა და ანა მხეიძეს შეხვდა. გურამმა ნოდარ მანაგაძის ფილმში ეპიზოდური როლის შესრულება შესთავაზა. ხუთი ხევსური გოგონასგან - ერთ-ერთის... და მისი ცხოვრების მეორე სერიაც დაიწყო...

ამ ფილმის - "ამაღლების" დირექტორი გივი კაჭარავა გახლდათ - მანანას მეუღლის, კინორეჟისორ გიორგი კაჭარავას მამა. გია დირექტორის შვილი იყო და მხოლოდ ერთმანეთის შეთვალიერებით შემოიფარგლნენ... ეს ის შემთხვევაა, როცა შემიძლია დავწერო, რომ ყველა თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზე იყო... 36 წლის მანძილზე ნაგროვებ, მისივე გადაღებულ ფოტოფირებში იმ პირველი გადაღებული კადრებიდან ამოკრებილ ფოტოებს მიჩვენებს - ხევსური გოგონა, მანანა ორბელიანი...

ხევსურეთიდან სხვანაირი დაბრუნდა. მეტი ძალა ჰქონდა და უფრო საღად ხედავდა მოვლენებს. როგორც თავად ამბობს, ძია კოლია ზანდუკელის დარიგებაც გაითვალისწინა და სამსახურის უშედეგოდ მაძიებელმა, კინოსტუდიაში საკუთარ ლექტორს მიაკითხა. პირველი განცდა, როდესაც მუშა ფუტკრების სკასავით გადავსებულ კინოსტუდიაში შეაბიჯა, ბედნიერება იყო. დერეფნებში ბევრი ხალხი ირეოდა და ყველა უღიმოდა... რეზო ჩხეიძესაც გაეღიმა მის დანახვაზე და შეჰპირდა, - ადგილს გიპოვიო... მერე ორი კვირა არ ეძინა... ბატონ რეზოს როგორ გაუბედავდა, რომ დანაპირები შეეხსენებინა... არც დასჭირვებია. მაშინ "დათა თუთაშხიას" პირველი 4 სერია უკვე გადაღებული იყო. რეზო ჩხეიძესთან ვიზიტის შემდეგ, ზუსტად თოთხმეტ დღეში კი, ის რეზო გაბესკირიას და გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფის წევრი გახდა. მერე, შემდეგი 14 წელიწადი რეზო ჩხეიძისთვის დახმარებისთვის აღარ მიუმართავს, ჩათვალა, რომ საკუთარი შრომით უნდა დაემკვიდრებინა ადგილი.

პირველ დავალებაზე ახლა ეღიმება... რუსთაველის თეატრში უნდა მისულიყო ქალბატონ ზინა კვერენჩხილაძესთან და შეეთანხმებინა კინოსტუდიაში მისვლის დღე. სულ ეს იყო, მაგრამ როცა მაყურებლისგან დაცარიელებულ, დადუმებულ თეატრში შევიდა და პირველივე შემხვედრი, იზა გიგოშვილი დაინახა, მასთან მივიდა და ზინა კვერენჩხილაძის ნაცვლად, კინოსტუდიაში ის დაიბარა.

კმაყოფილი წამოვიდა თეატრიდან... მეორე დღეს კინოსტუდიის დერეფანში იზა გიგოშვილი რეჟისორებთან მოსალაპარაკებლად მოიჩქაროდა, გადამღები ჯგუფი კი გაოცებული უყურებდა. გურამ ბუიღლიშვილმა უშველა, - იზა მე დავიბარე, რაღაც საკითხები მაქვს დასაზუსტებელიო, - დაიბრალა. მოკლედ, ქალბატონ იზასთან მართლაც იყო პატარა დეტალები გასარკვევი და მას თავი უხერხულად არ უგრძნია... მანანას კი აღარასდროს დაუშვია შეცდომა. ზინა კვერენჩხილაძეს კი იმ დღესვე მიაკითხა და ანანურში, მონასტრის სცენების გადაღებებზეც ახლდა თან. თათული დოლიძეც მაშინ ნახა პირველად - მოწაფესავით გამოწყობილი, მისი კბილა, საოცარი სილამაზის გოგონა...

თუ ოჯახის წევრი ხარ, თავი არ უნდა დაზოგოო, - ამბობს და ამიტომაც ეკიდა თოკებით იალტაში, დათა თუთაშხიას მკვლელობის, ფინალური სცენების გადაღებისას, კლდეზე, ოპერატორის ასისტენტებთან ერთად - ოპერატორი ლევან ნამგალაშვილი უნდა დაეზღვიათ. - მომაშორეთ ეს გოგო თავიდან! - შეშინებული ყვიროდა გიგა ლორთქიფანიძე...

მერე ერთ ფილმს მეორე ცვლიდა...

"თბილისი-პარიზი-თბილისისთვის" ფრუნზიკ მკრტიჩიანი უნდა მოეწვიათ. ტელეფონით მოლაპარაკება ვერ შედგა და მანანა თავის პირველ მივლინებაში გაემგზავრა... ერევანში მსახიობის ბინის კარი ღია დახვდა... შეშინდა და მეზობელს დაუკაკუნა. - შედი, შედი, ეტყობა სახლშია, მაგან ასე იცისო, - ძალით შეიყვანა შეღებულ კარში მეზობლის ქალმა. სახლის პატრონს ეძინა. რას იზამდა, ჩამოჯდა და მოთმინებით ელოდა, მაგრამ თვალებმა მოსვენება არ მისცა და გამოფენილი სურათების თვალიერება დაიწყო. ერთ-ერთ სურათს მეორე გადაჰფარებოდა, გამოქაჩა და წიგნიც გადმოიყოლა.

- ვაა, ბატონო მანანჯან, აქ ხარ? - წამოხტა ჩაძინებული ვარსკვლავი. არ იცის, რა თვალით დაინახა, მაგრამ იმ დღიდან ფრუნზიკ მკრტიჩიანი და მანანა ყოველთვის უპრობლემოდ თანხმდებოდნენ გადასაღებ დღეებზე. ჯერ იმან უმასპინძლა მეფურად ამ პატარა გოგოს თავის ქალაქში, მერე - მანანამ და მისმა ოჯახმა უმასპინძლეს. წასვლა აღარ უნდოდა თბილისიდან... იმ დღეების სახსოვარიც აქვს, - ფრუნზიკას ფოტოსურათი, წარწერით: "ბატონო მანანჯან, როცა ცუდ ხასიათზე იქნები, დახედე და გაიღიმე"...

გაღიმებაში კი ბადალი არა ჰყავს. დაქცეულ კინოსტუდიასა და 2008 წლის ომს ბუნებრივად მივადექით... გია მაშინ ბრაზილიაში ცხოვრობდა. სამი შვილისა და ორი შვილიშვილის (ახლა უკვე სამი ჰყავს) პატრონმა გადამწვარი გორი გაიარა და თავის ოაზისში, პატარა სოფელ მაიდანში ჩააკითხა შვილიშვილებს. გია ყოველ წუთს ურეკავდა და ამბავს კითხულობდა. მერე რაღაც მომენტში იკითხა - როგორ გიპოვოთო? ეს პატარა ქოხი, ულამაზესი ეზო-ბაღით, მანანა რომ ოაზისს ეძახის, მეუღლის არყოფნაში შეიძინა, თავისი ნაგროვები "კაპიკებით". ჰოდა, მონატრებული ქმრისთვის გზა უნდა ესწავლებინა. ბნელ ღამეში სახლიდან გამოვიდა, სანთლები ბალახებში ჩაამაგრა და გზა ისე გაანათა, როგორც აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. გია ამ ბილიკით დაბრუნდა და აღარც არასოდეს წასულა.

ბოლო წლების ყველაზე ბედნიერი მოგონებები "ყავა და ლუდს" უკავშირდება... აქაც მეორე რეჟისორი იყო... პირველ სცენებს ქუჩაში იღებდნენ. კარლო საკანდელიძე პარკით ხელში მოვიდა. გულმა რეჩხი უყო... არც შემცდარა - ბატონმა კარლომ კინოსტუდიის დროინდელი ტრადიცია გაიხსენა და ფილმის გადაღების პირველი დღე შამპანურით აღნიშნა... ახალგაზრდებს ძალიან გაუხარდათ...

სიყვარულით მოწოდებული ლუკმის გემოც იცის. გიას ბრაზილიაში ყოფნის პერიოდში ბატონი იაშა ბობოხიძე ხშირად აკითხავდათ ხოლმე. ამოვიდოდა, გამოაღებდა მაცივარს და პროდუქტით აუვსებდა... - თავად არაფერი გააჩნდაო, - წუხს მანანა... რეზო თავართქილაძის ნაჩუქარი კონვერტი კი დღემდე შენახული აქვს... ომის დაწყების დღეს მოუტანა. ამდენი ბავშვი გყავს, გია აქ არ არის, მე კი მარტოხელა ვარო... მაშინ მიხვდა, "დიდ ფულსა" და "ბევრ ფულს" შორის განსხვავებას...

სიკვდილსა და მიტოვებას შორის განსხვავებაზე სოფიკოსგან იცის. სოფიკო ჭიაურელის სცენებს ("ყავა და ლუდში") ბაკურიანში იღებდნენ. ბევრი საქმე იყო, ორი კვირის განმავლობაში თითქმის არ უძინიათ... ერთ ღამეს ახალგაზრდებმა მაინც გადაწყვიტეს ექეიფათ, მაგრამ სოფიკო აღარ შეაწუხეს... მეორე თუ მესამე სადღეგრძელოზე, თავად ჩამოაკითხა. - ეს როგორ გამიკეთეთ, მე რა, ღამისთევა გამიჭირდებოდაო?! - ბრაზობდა... და ისეთი საღამო გაატარებინა ყველას, ვერასდროს ამოიგდებს თავიდან...

სოფიკოს კოტე მოუკვდა, მაგრამ კოტეს სოფიკო არ მიუტოვებია... იქვე იყო, მხარზე აჯდა თითქოს! შემთხვევით არაფერი ხდება: სოფიკომ დიდი სიყვარული დაიმსახურა!

რაკიღა გულხელდაკრეფილი ყოფნა არ შეუძლია და რეალურად სამუშაო მხოლოდ იშვიათად აქვს, საკუთარ თავს საქმე თავად გამოუგონა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვები ფოტოსურათები (ყველა მსახიობის სურათი და მონაცემი, ვისაც კი შეხვედრია 36 წლის მანძილზე) სისტემაში მოიყვანა და საიტად აქცია... ამ საიტით ხშირად უანგაროდ ეხმარება რეჟისორებს სასურველი პერსონაჟის მოძიებაში... უყვარს ყველასგან მივიწყებული სახეების გახსენება... არა, ანაზღაურებაზე უარს კი არ იტყოდა დიდი ოჯახის დიდებული დიასახლისი, მაგრამ თუ სახელმწიფო ჯერაც ვერ ზრუნავს კულტურაზე, ადამიანები კი, რომელთაც კინოს კეთება სულითა და გულით უნდათ, დახმარებას ითხოვენ, ხელი ხომ უნდა გაუწოდოს? მსახიობები ხშირად ურეკავენ: მადლობელი ვარ, რომ სიცოცხლე დამიბრუნეო...

ვუსმენ მანანას და მინდა ვკითხო: რატომ უყვარხარ ამოდენა სამყაროს ან რატომ გიყვარს ეს ამოდენა სამყარო? მისი ნაამბობით, მგონი ამ "საიდუმლოს" ამოხსნა ახლა თქვენც შეგიძლიათ...

მანანა ორბელიანის კინო... ამ ფილმის მესამე სერია გრძელდება.

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება