პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ქაჯაია: "მესამე შვილის გაჩენასაც დავესწრები"
ბაჩო ქაჯაია: "მესამე შვილის გაჩენასაც დავესწრები"

სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" მსა­ხი­ო­ბი - ბაჩო ქა­ჯა­ია 5 წლის ქე­თე­ვა­ნი­სა და 4 წლის თეკ­ლას მამა გახ­ლავთ. მსა­ხი­ობ­მა გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ის და მისი მე­უღ­ლე ივ­ნი­სის ბო­ლოს მე­სა­მე შვილ­საც ელო­დე­ბი­ან.

- მე და ჩემი მე­უღ­ლე კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ერ­თმა­ნე­თი მერ­ვე კლა­სი­დან გვიყ­ვარ­და, 20 წლის ასაკ­ში კი და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

- ალ­ბათ, ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს წა­ა­წყდით...

- კი, მაგ­რამ ეს სა­სი­ა­მოვ­ნო სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო. არას­დროს მი­ნა­ნია, ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ასაკ­ში რომ მი­ვი­ღე; პი­რი­ქით, ცო­ლის მოყ­ვა­ნა და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი იყო სა­ი­მი­სოდ, რომ სხვა­ნა­ი­რად ავ­მოძ­რა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- მშობ­ლე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად თუ გეხ­მა­რე­ბოდ­ნენ?

- რა თქმა უნდა, მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მა­შინ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და. ვმუ­შა­ობ­დი თე­ატ­რებ­ში, მქონ­და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ ჩემი ხელ­ფა­სი ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად საკ­მა­რი­სი არ იყო. ჰოდა, თა­ვი­დან ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ არა მარ­ტო ფი­ნან­სუ­რად, არა­მედ - სუ­ლი­ე­რა­დაც მხარ­ში გვედგნენ.

- ორი გო­გო­ნას მამა ხართ. გვი­თხა­რით, რა შეც­ვა­ლა მა­მო­ბამ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- როცა პირ­ვე­ლი გო­გო­ნა გაჩ­ნდა, და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რას ვგრძნობ­დი მის მი­მართ, მაგ­რამ იმას კი ვხვდე­ბო­დი, რომ ეს პა­ტა­რა არ­სე­ბა ჩემი ნა­წი­ლი იყო. რაც დრო გა­დის, მა­მაშ­ვი­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სულ უფრო ახალ-ახალ რა­ღა­ცებს აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე... მე­ო­რე შვი­ლიც ძა­ლი­ან მალე შეგ­ვე­ძი­ნა. მან უფრო მე­ტად მაგ­რძნო­ბი­ნა მა­მო­ბის თბი­ლი და ტკბი­ლი გან­ცდა.

- კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბას აქვს გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ვაჟი ჰყავ­დეს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) შვი­ლის სქესს ნამ­დვი­ლად არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. მთა­ვა­რი ის არის, რომ ჩემი შვი­ლი ნამ­დვილ ქარ­თვე­ლად გა­ი­ზარ­დოს.

- მე­უღ­ლეს შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში, მოვ­ლა­ში თუ ეხ­მა­რე­ბო­დით?

- პირ­ვე­ლი შვი­ლი რომ შეგ­ვე­ძი­ნა, მუ­შა­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი არ ვი­ყა­ვი, ამი­ტომ ქე­თე­ვა­ნის აღ­ზრდა­ში მე­უღ­ლეს აქ­ტი­უ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი: ბავ­შვს ვაჭ­მევ­დი, პამ­პერსს ვუც­ვლი­დი და ჭიპ­ლარ­საც ვუ­მუ­შა­ვებ­დი (იღი­მის). მე­ო­რე შვი­ლის აღ­ზრდა­შიც მი­მი­ძღვის წვლი­ლი, მაგ­რამ ისე­თი არა, რო­გო­რიც ქე­თე­ვა­ნის გაზ­რდი­სას - იმ პე­რი­ოდ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ მქონ­და.

- რო­გორც ვიცი, მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას ეს­წრე­ბო­დით. რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ ამის სურ­ვი­ლი?

- მე და ჩემს მე­უღ­ლეს თა­ვი­დან­ვე გვქონ­და სურ­ვი­ლი, რომ მშო­ბი­ა­რო­ბას დავ­სწრე­ბო­დი. ექიმს ეს რომ ვუ­თხა­რი, ირო­ნი­უ­ლად მი­პა­სუ­ხა: და­ეს­წა­რიო. ალ­ბათ, იფიქ­რა, - როცა საქ­მე საქ­მე­ზე მიდ­გე­ბა, გა­და­ი­ფიქ­რებ­სო. როცა მიხ­ვდა, რომ სი­ტყვას შე­ვას­რუ­ლებ­დი, თქვა: თა­ვი­დან ქა­ლე­ბი თა­ნახ­მა­ნი არი­ან, მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს მათი მე­უღ­ლეც და­ეს­წროს, მაგ­რამ ბოლო წუ­თას მე­ო­რე ნა­ხევ­რებს სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში აღარ უშ­ვე­ბე­ნო. ჰოდა, ცოლს ბოლო წუ­თამ­დე ვაფრ­თხი­ლებ­დი: ისე­თი არა­ფე­რი წა­მოგცდეს, რომ არ შე­მო­მიშ­ვან-მეთ­ქი. გა­რეთ რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, უფრო მე­ტად ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი, რად­გან არ მე­ცო­დი­ნე­ბო­და, შიგ­ნით რა ხდე­ბა: ასეთ დროს ხომ ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ცუდ­ზე ფიქ­რობს. როცა ექთან­მა და­მი­ძა­ხა, - შე­გიძ­ლია უკვე სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში შეხ­ვი­დეო, იქვე ისიც დას­ძი­ნა: არ გინ­და, ამ პრო­ცესს ნუ და­ეს­წრე­ბი, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­და­ი­ფიქ­რე­ბო. მერე შე­მა­ტყო, რომ ვერ გა­და­მარ­წმუ­ნებ­და და ბო­ლოს, ისიც მი­თხრა: ხა­ლა­თი აღარ დარ­ჩა, რომ ჩა­გაც­ვა და აბა, რო­გორ და­ეს­წრე­ბიო? ისე­თი ტო­ნით ვუ­თხა­რი, - ხა­ლა­თი მო­მი­ტა­ნეთ-მეთ­ქი, რომ სას­წრა­ფოდ მო­მარ­თვა. მოკ­ლედ, მშო­ბი­ა­რო­ბას და­ვეს­წა­რი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა.

- რა გრძნო­ბა და­გე­უფ­ლათ, რო­დე­საც თქვე­ნი შვი­ლი ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა?

- ეს სას­წა­უ­ლი იყო; შვი­ლის და­ბა­დე­ბა ნამ­დვი­ლად ის სას­წა­უ­ლია, რომ­ლის ნახ­ვაც არ უნდა გა­მო­ტო­ვო, ამ დროს სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ებს იღებ. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ის წუ­თე­ბი, როცა ბავ­შვმა პირ­ვე­ლად ამო­ი­სუნ­თქა.

- მე­სა­მე შვი­ლის და­ბა­დე­ბა­საც და­ეს­წრე­ბით?

- აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეს­წრე­ბი!

- გაქვთ თუ არა იმის სურ­ვი­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში თქვენ­მა შვი­ლებ­მა პრო­ფე­სი­ად მსა­ხი­ო­ბო­ბა აირ­ჩი­ონ?

- თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლია, რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩე­ვენ. ქე­თე­ვანს ძა­ლი­ან უყ­ვარს ხატ­ვა და ერთ დღეს თქვა: "დედა! მამა! მე უნდა გა­მო­ვი­დე ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი და ეს იცო­დეთ" (იცი­ნის). თუ მო­ინ­დო­მებს, რომ ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე გაჰ­ყვეს, ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს შე­ვუ­წყობთ, მაგ­რამ მა­ინც, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ­ჯე­რო­ბით, ნა­ად­რე­ვია.

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით თქვენ­კენ რა სი­ახ­ლე­ე­ბია? რო­გორც ვიცი, გო­რის თე­ატ­რში თა­მა­შობთ...

- გორ­ში ახალ სპექ­ტაკლზე ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი სოსო ნემ­სა­ძე აკე­თებს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით იმ­დენს კი ვა­ხერ­ხებ, რომ თე­ატ­რშიც ვიყო და სე­რი­ალ­შიც ვი­თა­მა­შო.

- გო­რის თე­ატრს მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს?

- იმ­დე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, რომ თბი­ლი­სის თე­ატრსაც შე­შურ­დე­ბა. ორი წე­ლია, გო­რის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ყო­ველ­თვის ანშლა­გია ხოლ­მე...

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ბაჩო ქაჯაია: "მესამე შვილის გაჩენასაც დავესწრები"

ბაჩო ქაჯაია: "მესამე შვილის გაჩენასაც დავესწრები"

სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობი - ბაჩო ქაჯაია 5 წლის ქეთევანისა და 4 წლის თეკლას მამა გახლავთ. მსახიობმა გაგვიმხილა, რომ ის და მისი მეუღლე ივნისის ბოლოს მესამე შვილსაც ელოდებიან.

- მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით. ერთმანეთი მერვე კლასიდან გვიყვარდა, 20 წლის ასაკში კი დაოჯახება გადავწყვიტეთ.

- ალბათ, ოჯახის შექმნის შემდეგ გარკვეულ სირთულეებს წააწყდით...

- კი, მაგრამ ეს სასიამოვნო სირთულეები იყო. არასდროს მინანია, ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ამ ასაკში რომ მივიღე; პირიქით, ცოლის მოყვანა დამატებითი სტიმული იყო საიმისოდ, რომ სხვანაირად ავმოძრავებულიყავი.

- მშობლები მატერიალურად თუ გეხმარებოდნენ?

- რა თქმა უნდა, მეხმარებოდნენ. მაშინ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. ვმუშაობდი თეატრებში, მქონდა საკუთარი შემოსავალი, მაგრამ ჩემი ხელფასი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ იყო. ჰოდა, თავიდან ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები გვეხმარებოდნენ არა მარტო ფინანსურად, არამედ - სულიერადაც მხარში გვედგნენ.

- ორი გოგონას მამა ხართ. გვითხარით, რა შეცვალა მამობამ თქვენს ცხოვრებაში?

- როცა პირველი გოგონა გაჩნდა, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვერ ვაცნობიერებდი, რას ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ იმას კი ვხვდებოდი, რომ ეს პატარა არსება ჩემი ნაწილი იყო. რაც დრო გადის, მამაშვილურ ურთიერთობაში სულ უფრო ახალ-ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე... მეორე შვილიც ძალიან მალე შეგვეძინა. მან უფრო მეტად მაგრძნობინა მამობის თბილი და ტკბილი განცდა.

- კაცების უმეტესობას აქვს გამძაფრებული სურვილი იმისა, რომ ვაჟი ჰყავდეს...

- (მაწყვეტინებს) შვილის სქესს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ჩემი შვილი ნამდვილ ქართველად გაიზარდოს.

- მეუღლეს შვილების გაზრდაში, მოვლაში თუ ეხმარებოდით?

- პირველი შვილი რომ შეგვეძინა, მუშაობის თვალსაზრისით ძალიან დატვირთული არ ვიყავი, ამიტომ ქეთევანის აღზრდაში მეუღლეს აქტიურად ვეხმარებოდი: ბავშვს ვაჭმევდი, პამპერსს ვუცვლიდი და ჭიპლარსაც ვუმუშავებდი (იღიმის). მეორე შვილის აღზრდაშიც მიმიძღვის წვლილი, მაგრამ ისეთი არა, როგორიც ქეთევანის გაზრდისას - იმ პერიოდში თავისუფალი დრო არ მქონდა.

- როგორც ვიცი, მეუღლის მშობიარობას ესწრებოდით. რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი?

- მე და ჩემს მეუღლეს თავიდანვე გვქონდა სურვილი, რომ მშობიარობას დავსწრებოდი. ექიმს ეს რომ ვუთხარი, ირონიულად მიპასუხა: დაესწარიო. ალბათ, იფიქრა, - როცა საქმე საქმეზე მიდგება, გადაიფიქრებსო. როცა მიხვდა, რომ სიტყვას შევასრულებდი, თქვა: თავიდან ქალები თანახმანი არიან, მშობიარობის პროცესს მათი მეუღლეც დაესწროს, მაგრამ ბოლო წუთას მეორე ნახევრებს სამშობიარო ბლოკში აღარ უშვებენო. ჰოდა, ცოლს ბოლო წუთამდე ვაფრთხილებდი: ისეთი არაფერი წამოგცდეს, რომ არ შემომიშვან-მეთქი. გარეთ რომ დავრჩენილიყავი, უფრო მეტად ვინერვიულებდი, რადგან არ მეცოდინებოდა, შიგნით რა ხდება: ასეთ დროს ხომ ადამიანი ყოველთვის ძალიან ცუდზე ფიქრობს. როცა ექთანმა დამიძახა, - შეგიძლია უკვე სამშობიარო ბლოკში შეხვიდეო, იქვე ისიც დასძინა: არ გინდა, ამ პროცესს ნუ დაესწრები, კარგი იქნება, თუ გადაიფიქრებო. მერე შემატყო, რომ ვერ გადამარწმუნებდა და ბოლოს, ისიც მითხრა: ხალათი აღარ დარჩა, რომ ჩაგაცვა და აბა, როგორ დაესწრებიო? ისეთი ტონით ვუთხარი, - ხალათი მომიტანეთ-მეთქი, რომ სასწრაფოდ მომართვა. მოკლედ, მშობიარობას დავესწარი და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც თქვენი შვილი ქვეყანას მოევლინა?

- ეს სასწაული იყო; შვილის დაბადება ნამდვილად ის სასწაულია, რომლის ნახვაც არ უნდა გამოტოვო, ამ დროს სასიამოვნო ემოციებს იღებ. არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როცა ბავშვმა პირველად ამოისუნთქა.

- მესამე შვილის დაბადებასაც დაესწრებით?

- აუცილებლად დავესწრები!

- გაქვთ თუ არა იმის სურვილი, რომ მომავალში თქვენმა შვილებმა პროფესიად მსახიობობა აირჩიონ?

- თავიანთი სურვილია, რა პროფესიას აირჩევენ. ქეთევანს ძალიან უყვარს ხატვა და ერთ დღეს თქვა: "დედა! მამა! მე უნდა გამოვიდე ელენე ახვლედიანი და ეს იცოდეთ" (იცინის). თუ მოინდომებს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გაჰყვეს, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მაგრამ მაინც, ამ თემაზე ლაპარაკი ჯერჯერობით, ნაადრევია.

- შემოქმედებითი კუთხით თქვენკენ რა სიახლეებია? როგორც ვიცი, გორის თეატრში თამაშობთ...

- გორში ახალ სპექტაკლზე ვიწყებთ მუშაობას, რომელსაც ბატონი სოსო ნემსაძე აკეთებს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით იმდენს კი ვახერხებ, რომ თეატრშიც ვიყო და სერიალშიც ვითამაშო.

- გორის თეატრს მაყურებელი ჰყავს?

- იმდენი მაყურებელი ჰყავს, რომ თბილისის თეატრსაც შეშურდება. ორი წელია, გორის თეატრის სცენაზე ვდგავარ და ყოველთვის ანშლაგია ხოლმე...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება