პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"19 აპრილის" თეზისები
"19 აპრილის" თეზისები

ბოლ­შე­ვი­კე­ბის ლი­დერ­მა ვლა­დი­მერ ლე­ნინ­მა თა­ვი­სი ნაშ­რო­მი "აპ­რი­ლის თე­ზი­სე­ბი" 1917 წლის 7 აპ­რილს გა­მო­აქ­ვეყ­ნა". ამ 10-პუნ­ქტი­ან დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც შემ­დგომ ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მად და რე­ვო­ლუ­ცი­ი­სათ­ვის სამ­ზა­დი­სად გა­და­იქ­ცა, საკ­ვან­ძო პუნ­ქტე­ბად მა­სებ­თან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი მუ­შა­ო­ბა, არ­მი­ი­სა და პო­ლი­ცი­ის ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბა და მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საბ­ჭო­ე­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მა იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

2012 წლის 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის მთა­ვა­რი თე­ზი­სი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ბაღ­დათ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნი­სას ასე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა: "19 აპ­რილს პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა. 19 აპ­რილს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან ბევრ სი­ახ­ლეს გა­ი­გებს, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის 19 აპ­რი­ლი იქ­ნე­ბა სი­ურპრი­ზე­ბი­სა და სი­ახ­ლის მომ­ტა­ნი", - დას­ძი­ნა მან. უფრო ადრე, მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ვერ და­ე­ლო­დე­ბო­და 4 წე­ლი­წადს, ანუ შემ­დგომ არ­ჩევ­ნებს, და უფრო ადრე შე­ეც­დე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

რაც უფრო ახ­ლოვ­დე­ბა 19 აპ­რი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ცდი­ლო­ბენ, მით მეტი მო­ლო­დი­ნი გა­უ­ჩი­ნონ მო­სახ­ლე­ო­ბას და მეტი და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. უკვე შე­იქ­მნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "19 აპ­რი­ლი", სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გა­დის სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ოკ­ლი­პი, რომ­ლი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბას 19 აპ­რილს აქ­ცი­ა­ზე ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. "ნა­ცი­ო­ნა­ლი" ემის­რე­ბი იწყე­ბენ "ხალ­ხში გას­ვლას" და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და­უნ­დო­ბელ კრი­ტი­კას. უკვე გა­მოჩ­ნდნენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ რე­გი­ო­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის ადა­მი­ა­ნებს 500-დან 1500 ლა­რამ­დე სთა­ვა­ზო­ბენ, ზოგს კომ­პრო­მა­ტე­ბით აშან­ტა­ჟე­ბენ. ანუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აკე­თე­ბენ ზუს­ტად იმას, რაც თა­ვის დრო­ზე კარ­გად გა­მოს­დი­ო­დათ ბოლ­შე­ვი­კებს. ცალ­კე­უ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი, მათ შო­რის, ცნო­ბი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხე­ლით უკვე და­წყე­ბუ­ლია კამ­პა­ნია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და უშუ­ა­ლოდ მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სათ­ვის ბა­თუმ­ში სა­ი­ას თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და პო­ლი­ცი­ის უფ­როსს შო­რის რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო. ბა­თუმ­ში "ენ­ჯე­ო­ე­ბის" პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მძი­მე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას. მან ან აჭა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი უნდა და­ი­თხო­ვოს და ამით პო­ლი­ცი­ის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­ი­ლა­ხოს, ან მუნ­დი­რის და უწყე­ბის ღირ­სე­ბა და­იც­ვას და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­დეს, რა­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, მყის­ვე აი­ტა­ცე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი".

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას, ამის შე­სა­ხებ ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა დაგ­როვ­და, მთა­ვა­რი კი­თხვა კი აქ­ცი­ის მი­ზანს ეხე­ბა. აქ­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის" და "პრო­და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის" დაც­ვა და ამის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­სულ თვეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ერ­თობ­ლი­ვად შე­ჯე­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია, რო­მელ­შიც გა­მო­ხა­ტუ­ლია ქვეყ­ნის ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სის ურ­ყე­ვო­ბა, 19 აპ­რი­ლის აქ­ცია ღია კა­რის მტვრე­ვის მცდე­ლო­ბას ემ­სგავ­სე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მცდე­ლო­ბა და პი­არ­კამ­პა­ნია - სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერთ პრო­და­სავ­ლურ ძა­ლად და პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის დევ­ნის მსხვერ­პლად - უკვე ძნე­ლად იყი­დე­ბა ევ­რო­პა­შიც და ამე­რი­კა­შიც. ამი­ტო­მაც რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი" და სხვა კარ­გად მო­სას­მე­ნი ტერ­მი­ნე­ბი "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის შე­სა­ფუთ მა­სა­ლად სჭირ­დე­ბა, რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის გა­და­სა­ფა­რა­ვად. რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი კი, შე­საძ­ლოა, არც ისე კე­თილ­შო­ბი­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს. ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რად პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა ჩანს. ამის გა­კე­თე­ბა კი "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" არ უნდა გა­უ­ჭირ­დეთ მათ კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი და ამ საქ­მე­ში კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი "ზონ­დერჯგუ­ფე­ბის" ხე­ლით. თუკი ეს მარ­თლაც მოხ­და, "დრა­მის" მომ­დევ­ნო აქ­ტე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძნე­ლი არ იქ­ნე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" მო­ა­ხერ­ხეს რუს­თა­ველ­ზე ხალ­ხის კრი­ტი­კუ­ლი მა­სის, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 ათა­სი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა, შე­საძ­ლოა, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა­ზეც წა­ვიდ­ნენ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ "ნა­ცი­ო­ნალ" პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს კვლა­ვაც დარ­ჩა საკ­მაო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ბერ­კე­ტე­ბი, ხოლო ძა­ლო­ვან და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" კად­რი.

19 აპ­რი­ლის აქ­ცია კი­დევ იმით არის ნი­შან­დობ­ლი­ვი და გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ხი­ფა­თო, რომ კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ ისე­დაც საკ­მა­ოდ ღრმა ნაპ­რალს. რო­დე­საც თავს მო­იყ­რი­ან იმ ყო­ვე­ლი­ვეს მხარ­დამ­ჭერ­ნი, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მტკი­ცე უარი უთხრა, ექ­სცე­სე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ იქ­ნე­ბა. იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ვერ მი­ეჩ­ვია დე­მოკ­რა­ტი­ულ პლუ­რა­ლიზმსა და კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას, და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფონ­ზე, ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. იქ­ნებ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" 19 აპ­რი­ლის მთა­ვა­რი თე­ზი­სი სწო­რედ ამა­ზეა აგე­ბუ­ლი?!

ზაზა შა­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"19 აპრილის" თეზისები

"19 აპრილის" თეზისები

ბოლშევიკების ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა თავისი ნაშრომი "აპრილის თეზისები" 1917 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნა". ამ 10-პუნქტიან დოკუმენტში, რომელიც შემდგომ ბოლშევიკური პარტიის სამოქმედო პროგრამად და რევოლუციისათვის სამზადისად გადაიქცა, საკვანძო პუნქტებად მასებთან ახსნა-განმარტებითი მუშაობა, არმიისა და პოლიციის ნეიტრალიზება და მთელი ხელისუფლების საბჭოებისათვის გადაცემა იყო დასახელებული.

2012 წლის 19 აპრილის აქციის მთავარი თეზისი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბაღდათში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას ასე ჩამოაყალიბა: "19 აპრილს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში რადიკალურად შე­იცვლება. 19 აპრილს ქართველი ხალხი ძალიან ბევრ სიახლეს გაიგებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანისათვის 19 აპრილი იქნება სიურპრიზებისა და სიახლის მომტანი", - დასძინა მან. უფრო ადრე, მერაბიშვილი აცხადებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაელოდებოდა 4 წელიწადს, ანუ შემდგომ არჩევნებს, და უფრო ადრე შეეცდებოდა ხელისუფლებაში დაბრუნებას.

რაც უფრო ახლოვდება 19 აპრილი, "ნაციონალები" ცდილობენ, მით მეტი მოლოდინი გაუჩინონ მოსახლეობას და მეტი დაძაბულობა შემოიტანონ საზოგადოებაში. უკვე შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "19 აპრილი", სოციალური ქსელებით გადის სპეციალური ვიდეოკლიპი, რომლითაც მოსახლეობას 19 აპრილს აქციაზე ეპატიჟებიან. "ნაციონალი" ემისრები იწყებენ "ხალხში გასვლას" და ახალი ხელისუფლების პოლიტიკის დაუნდობელ კრიტიკას. უკვე გამოჩნდნენ თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რეგიონებში "ნაციონალები" აქციაში მონაწილეობისათვის ადამიანებს 500-დან 1500 ლარამდე სთავაზობენ, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებენ. ანუ "ნაციონალები" აკეთებენ ზუსტად იმას, რაც თავის დროზე კარგად გამოსდიოდათ ბოლშევიკებს. ცალკეული ადგილობრივი, მათ შორის, ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით უკვე დაწყებულია კამპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისა და უშუალოდ მინისტრ ღარიბაშვილის დისკრედიტაციისათვის ბათუმში საიას თანამშრომლებსა და პოლიციის უფროსს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო. ბათუმში "ენჯეოების" პერმანენტული აქცია მიმდინარეობს და ღარიბაშვილი მძიმე არჩევანის წინაშე დგას. მან ან აჭარის პოლიციის უფროსი უნდა დაითხოვოს და ამით პოლიციის პირად შემადგენლობაში ავტორიტეტი შეილახოს, ან მუნდირის და უწყების ღირსება დაიცვას და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ობიექტი გახდეს, რასაც, ბუნებრივია, მყისვე აიტაცებენ "ნაციონალები".

რაც შეეხება უშუალოდ 19 აპრილის აქციას, ამის შესახებ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, მთავარი კითხვა კი აქციის მიზანს ეხება. აქციის ოფიციალურად დეკლარირებული მიზანი საქართველოს "ევროპული არჩევანის" და "პროდასავლური ორიენტაციის" დაცვა და ამის გარშემო საზოგადოების მობილიზებაა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გასულ თვეს "ნაციონალებისა" და "ქართული ოცნების" მიერ ერთობლივად შეჯერებული რეზოლუცია, რომელშიც გამოხატულია ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ურყევობა, 19 აპრილის აქცია ღია კარის მტვრევის მცდელობას ემსგავსება.

"ნაციონალების" მცდელობა და პიარკამპანია - საკუთარი თავი წარმოაჩინონ საქართველოში ერთადერთ პროდასავლურ ძალად და პრორუსული ძალების დევნის მსხვერპლად - უკვე ძნელად იყიდება ევროპაშიც და ამერიკაშიც. ამიტომაც რჩება შთაბეჭდილება, რომ "ევროპული არჩევანი" და სხვა კარგად მოსასმენი ტერმინები "ნაცმოძრაობას" 19 აპრილის აქციის შესაფუთ მასალად სჭირდება, რეალური მიზნების გადასაფარავად. რეალური მიზნები კი, შესაძლოა, არც ისე კეთილშობილი და მშვიდობიანი აღმოჩნდეს. ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო სცენარად პროვოკაციის მოწყობა და აქციის მონაწილეებზე ძალადობის ინსცენირება ჩანს. ამის გაკეთება კი "ნაციონალებს" არ უნდა გაუჭირდეთ მათ კონტროლს დაქვემდებარებული და ამ საქმეში კარგად გაწვრთნილი "ზონდერჯგუფების" ხელით. თუკი ეს მართლაც მოხდა, "დრამის" მომდევნო აქტების პროგნოზირება ძნელი არ იქნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ "ნაციონალებმა" მოახერხეს რუსთაველზე ხალხის კრიტიკული მასის, დაახლოებით, 60 ათასი ადამიანის შეკრება, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაზეც წავიდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალ" პრეზიდენტ სააკაშვილს კვლავაც დარჩა საკმაო საკონსტიტუციო ბერკეტები, ხოლო ძალოვან და მართლმსაჯულების სტრუქტურებში საკმაოდ ბევრია "ნაციონალური" კადრი.

19 აპრილის აქცია კიდევ იმით არის ნიშანდობლივი და გარკვეულწილად სახიფათო, რომ კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ისედაც საკმაოდ ღრმა ნაპრალს. როდესაც თავს მოიყრიან იმ ყოველივეს მხარდამჭერნი, რასაც საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მტკიცე უარი უთხრა, ექსცესებისგან დაზღვეული არავინ იქნება. იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია დემოკრატიულ პლურალიზმსა და კოჰაბიტაციას, დაძაბულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ფონზე, ყველაფერია მოსალოდნელი. იქნებ "ნაციონალების" 19 აპრილის მთავარი თეზისი სწორედ ამაზეა აგებული?!

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა