მსოფლიო ჩემპიონი კრივში, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო და ამერიკელი მსახიობი, ჰაიდენ პანეტერი საიდუმლოდ დაინიშნენ და ამ ზაფხულს დაქორწინებას აპირებენ.
"ცოტამ თუ იცის, რომ ისინი ქორწილს გეგმავენ, ამიტომ ჰაიდენმა გადაწყვიტა, საქორწინო ბეჭედი ჯერჯერობით არ ატაროს",- გაუმხილა ჟურნალისტებს წყვილის ერთ-ერთმა მეგობარმა.
23 წლის ჰაიდიმ და 37 წლის ვლადიმირმა შეხვედრები იანვარში, ხანმოკლე განშორების შემდეგ განაახლეს.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.