სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდათ ქართველებს მალიში?
რა უნდათ ქართველებს მალიში?

ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს მალე მა­ლი­ში გაგ­ზავ­ნი­ან. რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა თა­ნახ­მაა, ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ი­ღოს და ამ­ჟა­მად მა­ლის მი­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვის დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტდე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვის შე­სა­ხებ სურ­ვი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა კო­მი­სარ­მა, ბა­რო­ნე­სა ქეთ­რინ ეშ­ტონ­მა, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას გა­მოთ­ქვა. ამ­ჟა­მად, მა­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში ევ­რო­კავ­ში­რის 16 ქვე­ყა­ნა და ნორ­ვე­გია მო­ნა­წი­ლე­ობს. მა­ლის დე­და­ქა­ლაქ ბა­მა­კო­ში უკვე ჩა­სუ­ლია 500-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის­გან, მე­დი­კოს­თა ჯგუ­ფე­ბის­გან, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ასე­ვე, 70-კა­ცი­ა­ნი სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლის­გან შედ­გე­ბა.

რას მოგ­ვცემს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მა­ლი­ში გაგ­ზავ­ნა, რო­გორ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევთ მათ მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა და რა საფ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ. ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბი­ან: ექ­სპერ­ტი სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ში - გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე, კავ­კა­სი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე - ზაალ ქას­რე­ლიშ­ვი­ლი და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი - და­ვით თევ­ზა­ძე.

გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე - იმ პე­რი­ო­დის­თვის, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს "ნა­ტო­ში" მი­ღე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა. ჩვენს გვერ­დით მებ­რძო­ლი ქვეყ­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­ვი­წე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას

- მე და ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებს მიგ­ვაჩ­ნია, რომ ყვე­ლა სამ­ხედ­რო მი­სი­ა­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან ნა­ტოს ეგი­დით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღოს. ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი წვლი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის საქ­მე­ში. გარ­და ამი­სა, მი­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ ჩვენს ოფიც­რებს, სერ­ჟან­ტებ­სა და რი­გი­თებს პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. თუმ­ცა, ცალ­კე­ულ მი­სი­ას სხვა­დას­ხვა მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი სხვა­დას­ხვა რისკ-ფაქ­ტორს შე­ი­ცავს. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ლის, ეს არის მი­სია, რო­მელ­შიც ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბი, ამი­ტომ ამ მი­სი­ა­ში ჩვე­ნი არ­მი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ევ­რო­პუ­ლი მას­შტა­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­რი­ტე­ტის გაზ­რდას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ეს ძა­ლი­ან წაგ­ვად­გე­ბა, იმ პე­რი­ო­დის­თვის, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს "ნა­ტო­ში" მი­ღე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა. ჩვენს გვერ­დით მებ­რძო­ლი ქვეყ­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­ვი­წე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას.

- იმ რის­კფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ რას იტყვით, რაც ამ მი­სი­ას ახ­ლავს?

- მო­გახ­სე­ნებთ: მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს და შე­ფას­დეს ის საფრ­თხე­ე­ბი და რის­კფაქ­ტო­რე­ბი, რაც მი­სი­ას ახ­ლავს. ფრან­გებს აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბათ შეს­წავ­ლი­ლი მა­ლის კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი და ამ რე­გი­ო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამ სა­კი­თხით ჩვენც უნდა და­ვინ­ტე­რეს­დეთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ იმას, რომ ესა თუ ის თემა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ შე­ვა­ფა­სოთ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი და საფრ­თხე­ე­ბიც კარ­გად შე­ვა­ფა­სოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვის­წავ­ლოთ, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს კლი­მა­ტის ზე­გავ­ლე­ნა და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე. ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ არ ვი­ცით, რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს მას­ზე აფ­რი­კის უდაბ­ნო. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასეთ სა­კი­თხებს ძა­ლი­ან ზე­რე­ლედ ვუ­ყუ­რებთ.

დროა, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ში სიღ­რმი­სე­უ­ლად ჩა­ი­ხე­დოს და თავ­დაც­ვის სის­ტე­მას მეტი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა მოს­თხო­ვოს. ჩვენ არ უნდა დავ­კმა­ყო­ფილ­დეთ მხო­ლოდ იმ გან­ცხა­დე­ბით, რომ მა­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებთ.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, მოდი, მკი­თხველს გა­ვაც­ნოთ, მა­ინც ვინ არი­ან ეს ტუ­ა­რე­გი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი და რის­თვის იბ­რძვი­ან.

- 2012 წლის 6 აპ­რილს, ტუ­ა­რე­გი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ მარ­თულ­მა ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­მა, აზა­ვად­მა მა­ლის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ აღი­ა­რებს.

ეს არის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მა­ლის ჩრდი­ლო­ეთს, რაც ალ­ჟი­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ზე ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ დი­დია. მისი მო­სახ­ლე­ო­ბა, თუ არ ვცდე­ბი, 26 მი­ლი­ო­ნია. აზა­ვა­დი ძი­რი­თა­დად მომ­თა­ბა­რე ტომ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა.

ამ რე­გი­ო­ნის თემს წარ­მო­ად­გენს ქა­ლა­ქი ტიმ­ბუქ­ტუ, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ სე­პა­რა­ტის­ტე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ იყო და მა­ლის არ­მი­ამ მხო­ლოდ საფ­რან­გე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ა­ხერ­ხა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, ტუ­ა­რე­გე­ბის დიდი ნა­წი­ლი კა­და­ფის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მათ საკ­მა­ოდ დიდი სამ­ხედ­რო თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ასე რომ, თუ მათ კარ­გი და­ფი­ნან­სე­ბა ექ­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს შე­უქ­მნი­ან მი­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს თა­ვად მა­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჯა­რებს. მათ სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა აკ­ლი­ათ და კარ­გად მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ აზა­ვად­ზე კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლონ. პრინ­ციპ­ში, მი­სი­ის მი­ზა­ნიც ეს არის და არა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩაბ­მა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რა უნდათ ქართველებს მალიში?

რა უნდათ ქართველებს მალიში?

ქართველ ჯარისკაცებს მალე მალიში გაგზავნიან. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღოს და ამჟამად მალის მისიაში საქართველოს ჩართვის დეტალები ზუსტდება. ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ბარონესა ქეთრინ ეშტონმა, გასული წლის ბოლოს, საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა. ამჟამად, მალის საერთაშორისო მისიაში ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია მონაწილეობს. მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია 500-კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისა და ასევე, 70-კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება.

რას მოგვცემს ქართველი სამხედროების მალიში გაგზავნა, როგორ პირობებში მოუწევთ მათ მისიის შესრულება და რა საფთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. ამის შესახებ გვესაუბრებიან: ექსპერტი სამხედრო საკითხებში - გიორგი თავდგირიძე, კავკასიის კონფედერაციის თავმჯდომარე - ზაალ ქასრელიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი - დავით თევზაძე.

გიორგი თავდგირიძე - იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს "ნატოში" მიღების საკითხი დადგება. ჩვენს გვერდით მებრძოლი ქვეყნები აუცილებლად გაგვიწევენ რეკომენდაციას

- მე და ჩემს თანამოაზრეებს მიგვაჩნია, რომ ყველა სამხედრო მისიაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან ნატოს ეგიდით ხორციელდება, საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს. ეს იქნება ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. გარდა ამისა, მისია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს პროფესიული კუთხით განვითარების საშუალება მიეცემათ. თუმცა, ცალკეულ მისიას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, თითოეული სხვადასხვა რისკ-ფაქტორს შეიცავს. რაც შეეხება მალის, ეს არის მისია, რომელშიც ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ. აქ წარმოდგენილი იქნება ნატოს ქვეყნები, ამიტომ ამ მისიაში ჩვენი არმიის მონაწილეობა ევროპული მასშტაბით საქართველოს ავტორიტეტის გაზრდას უზრუნველყოფს. ეს ძალიან წაგვადგება, იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს "ნატოში" მიღების საკითხი დადგება. ჩვენს გვერდით მებრძოლი ქვეყნები აუცილებლად გაგვიწევენ რეკომენდაციას.

- იმ რისკფაქტორების შესახებ რას იტყვით, რაც ამ მისიას ახლავს?

- მოგახსენებთ: მისიაში მონაწილეობის პოლიტიკური მოტივაცია აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, მაგრამ აუცილებლად უნდა განისაზღვროს და შეფასდეს ის საფრთხეები და რისკფაქტორები, რაც მისიას ახლავს. ფრანგებს აუცილებლად ექნებათ შესწავლილი მალის კლიმატური პირობები და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი დაავადებები. ამ საკითხით ჩვენც უნდა დავინტერესდეთ. აუცილებლად უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ესა თუ ის თემა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ შევაფასოთ და მასთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეებიც კარგად შევაფასოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევისწავლოთ, როგორი შეიძლება იყოს კლიმატის ზეგავლენა და სოციალური გარემო ქართველ სამხედროებზე. ერაყსა და ავღანეთში ქართველი სამხედრო ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არ ყოფილა, მაგრამ არ ვიცით, რა გავლენას იქონიებს მასზე აფრიკის უდაბნო. სამწუხაროა, რომ ასეთ საკითხებს ძალიან ზერელედ ვუყურებთ.

დროა, ქართულმა საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში სიღრმისეულად ჩაიხედოს და თავდაცვის სისტემას მეტი კომპეტენტურობა მოსთხოვოს. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ განცხადებით, რომ მალის ოპერაციაში მონაწილეობას ვიღებთ.

- ბატონო გიორგი, მოდი, მკითხველს გავაცნოთ, მაინც ვინ არიან ეს ტუარეგი სეპარატისტები და რისთვის იბრძვიან.

- 2012 წლის 6 აპრილს, ტუარეგი სეპარატისტების მიერ მართულმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილმა, აზავადმა მალისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

ეს არის ტერიტორია, რომელიც მოიცავს მალის ჩრდილოეთს, რაც ალჟირის ტერიტორიასა და გერმანიაზე ორნახევარჯერ დიდია. მისი მოსახლეობა, თუ არ ვცდები, 26 მილიონია. აზავადი ძირითადად მომთაბარე ტომთა გაერთიანებებისგან შედგება.

ამ რეგიონის თემს წარმოადგენს ქალაქი ტიმბუქტუ, რომელიც ცოტა ხნის წინ სეპარატისტების გავლენის ქვეშ იყო და მალის არმიამ მხოლოდ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით მოახერხა მისი გათავისუფლება. სხვათა შორის, ტუარეგების დიდი ნაწილი კადაფის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. გასათვალისწინებელია, რომ მათ საკმაოდ დიდი სამხედრო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ასე რომ, თუ მათ კარგი დაფინანსება ექნებათ, საკმაოდ დიდ წინააღმდეგობებს შეუქმნიან მისიის მონაწილეებს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სერიოზული პრობლემები აქვს თავად მალის შეიარაღებულ ჯარებს. მათ სამხედრო გამოცდილება აკლიათ და კარგად მომზადება სჭირდებათ იმისთვის, რომ აზავადზე კონტროლის განხორციელება დამოუკიდებლად შეძლონ. პრინციპში, მისიის მიზანიც ეს არის და არა საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე