პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან აბრამოვიჩი დააკავეს
რომან აბრამოვიჩი დააკავეს

რო­მან აბ­რა­მო­ვი­ში აშშ-ში ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც РБК-ТВ-ი იუ­წყე­ბა, რუსი ოლი­გარ­ქის და­კა­ვე­ბა შე­საძ­ლოა, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯონ მან­მა ტე­ლე­არხ Дождь-თან ბიზ­ნეს­მე­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი უარ­ყო, თუმ­ცა "გა­ზე­ტა.რუ"-სთან ინ­ტერ­ვი­უს დროს ინ­ფორ­მა­ცია არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო.

ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აბ­რა­მო­ვიჩს ბე­რე­ზოვ­სკის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ხში­რად უკავ­ში­რებ­დნენ: 2012 წელს ლონ­დონ­ში "ჩელ­სის" მფლო­ბელ­მა უკვე გარ­დაც­ვლილ ოლი­გარ­ქს "სა­უ­კუ­ნის დავა" მო­უ­გო. და­ვის ობი­ექ­ტი უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი, მათ შო­რის РУСАЛе-ის წილი და "სიბ­ნეფ­ტის" აქ­ცი­ე­ბი იყო. 2001-2004 წელს, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი ბიზ­ნეს­პარტნი­ორ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან ერ­თად იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ეს აქ­ტი­ვე­ბი გა­ე­ყი­და.

რო­გორც ბე­რე­ზოვ­სკი ირ­წმუ­ნე­ბო­და, ეს აქ­ტი­ვე­ბი აბ­რა­მო­ვი­ჩის მხრი­დან ზე­წო­ლის გამო, რე­ა­ლურ ფას­თან შე­და­რე­ბით ია­ფად გა­ი­ყი­და. ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის მო­სარ­ჩე­ლე 5.5 მლრდ დო­ლარს ითხოვ­და.

67 წლის ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის ცხე­და­რი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სუ­რე­ის საგ­რა­ფო­ში, ქა­ლაქ ას­კოტ­თან მდე­ბა­რე მის სა­სახ­ლე­ში სამი დღის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცხე­და­რი სა­ა­ბა­ზა­ნო­ში იპო­ვეს. ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 2001 წლი­დან ცხოვ­რობ­და, სა­დაც 2003 წელს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რომან აბრამოვიჩი დააკავეს

რომან აბრამოვიჩი დააკავეს

რომან აბრამოვიში აშშ-ში ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც РБК-ТВ-ი იუწყება, რუსი ოლიგარქის დაკავება შესაძლოა, ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების საქმეს უკავშირდებოდეს.

რომან აბრამოვიჩის წარმომადგენელმა ჯონ მანმა ტელეარხ Дождь-თან ბიზნესმენის დაკავების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო, თუმცა ”გაზეტა.რუ”-სთან ინტერვიუს დროს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

ბოლო ორი დღის განმავლობაში აბრამოვიჩს ბერეზოვსკის გარდაცვალებას ხშირად უკავშირებდნენ: 2012 წელს ლონდონში ”ჩელსის” მფლობელმა უკვე გარდაცვლილ ოლიგარქს ”საუკუნის დავა” მოუგო. დავის ობიექტი უმსხვილესი რუსული აქტივები, მათ შორის РУСАЛе-ის წილი და ”სიბნეფტის” აქციები იყო. 2001-2004 წელს, ბორის ბერეზოვსკი ბიზნესპარტნიორ ბადრი პატარკაციშვილთან ერთად იძულებული იყო ეს აქტივები გაეყიდა.

როგორც ბერეზოვსკი ირწმუნებოდა, ეს აქტივები აბრამოვიჩის მხრიდან ზეწოლის გამო, რეალურ ფასთან შედარებით იაფად გაიყიდა. ზარალის ანაზღაურებისთვის მოსარჩელე 5.5 მლრდ დოლარს ითხოვდა.

67 წლის ბორის ბერეზოვსკის ცხედარი დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, ქალაქ ასკოტთან მდებარე მის სასახლეში სამი დღის წინ აღმოაჩინეს. ცხედარი სააბაზანოში იპოვეს. ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა