პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკურის ბაგა-ბაღი ინგრევა
აკურის ბაგა-ბაღი ინგრევა

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აკუ­რის ბაგა-ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ითხო­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, შე­ნო­ბა ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია და არ­სე­ბობს მისი დან­გრე­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე. ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას ბევ­რჯერ მი­მარ­თა, თუმ­ცა შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა დღემ­დე უშე­დე­გოა. სო­ფელ აკუ­რის სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის წინ და­არ­სდა. ბაღ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი - ფან­ჯრის მი­ნე­ბი ჩამ­ტვრე­უ­ლი, კედ­ლე­ბი კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ამ პრობ­ლე­მის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველ სარ­თულს ჩა­მონ­გრე­ვის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, რა­საც მთე­ლი შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი მოჰ­ყვე­ბა. დიდი ხა­ნია, რაც შე­ნო­ბის ეს ნა­წი­ლი აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და 60-მდე აღ­საზ­რდე­ლი შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ორ ოთახ­ში იღებს სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას. ამას­თან, ბაგა-ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ბავ­შვე­ბის ერთი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი გა­ე­უქ­მე­ბი­ნა, რად­გან წვი­მის დროს ამ ოთახ­ში წყა­ლი ჩა­დის.

აკუ­რის ბაგა-ბა­ღის შე­ნო­ბა თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ბა­ლანსზეა, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ბო­ჭო­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან აკუ­რის ბაგა-ბა­ღის პრობ­ლე­მებს და ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნის შემ­დეგ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყო­ფა თან­ხა.

სრუ­ლი ვერ­სია

"კა­ხე­თის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

აკურის ბაგა-ბაღი ინგრევა

აკურის ბაგა-ბაღი ინგრევა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის ბაგა-ბაღის თანამშრომლები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, შენობა ამორტიზებულია და არსებობს მისი დანგრევის სერიოზული საფრთხე. ბაღის ადმინისტრაციამ, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბევრჯერ მიმართა, თუმცა შენობის რეაბილიტაციის რამდენიმე მცდელობა დღემდე უშედეგოა. სოფელ აკურის სკოლამდელი დაწესებულება დაახლოებით 40 წლის წინ დაარსდა. ბაღში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს პირველი სართული - ფანჯრის მინები ჩამტვრეული, კედლები კი დაზიანებულია. ამ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პირველ სართულს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება, რასაც მთელი შენობის დემონტაჟი მოჰყვება. დიდი ხანია, რაც შენობის ეს ნაწილი აღარ ფუნქციონირებს და 60-მდე აღსაზრდელი შენობის მეორე სართულზე ორ ოთახში იღებს სკოლამდელ განათლებას. ამასთან, ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ბავშვების ერთი საძინებელი ოთახი გაეუქმებინა, რადგან წვიმის დროს ამ ოთახში წყალი ჩადის.

აკურის ბაგა-ბაღის შენობა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზეა, რომელიც დაწესებულებაში შექმნილ ვითარებაზეა პასუხისმგებელი. თელავის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძის განმარტებით, სპეციალისტები შეისწავლიან აკურის ბაგა-ბაღის პრობლემებს და ექსპერტების დასკვნის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძლებისდაგვარად გამოიყოფა თანხა.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა