მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ჭილაძე - საზღვრებს მიღმა...
ოთარ ჭილაძე - საზღვრებს მიღმა...

"თა­ვი­დან­ვე იმი­ტომ ეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლე - სიკ­ვდი­ლის­თვის რომ მო­ემ­ზა­დოს... არც სულ სი­ცო­ცხლე ვარ­გა და არც სულ სიკ­ვდი­ლი, რო­დის­მე ერ­თიც მოგ­წყინ­დე­ბა და მე­ო­რეც. თა­ნაც ვინ იცის, ან თუ იცის, სა­ი­დან იცის, სი­ცო­ცხლე რომ ჯო­ბია სიკ­ვდილს... ვინ რა იცის, მარ­თლა რითი მთავ­რდე­ბა სიკ­ვდი­ლი?! ვინ რა იცის, რა არის კა­ცის სი­ცო­ცხლე?! არა­ფე­რი. წუთი. წამი. შე­მოჰ­კრა ქარ­მან და სწრაფ გა­აქ­რო. მაგ­რამ, თუკი, რო­გორ­მე, წარ­სულ­ში შებ­რუ­ნე­ბა შეს­ძე­ლი, მერე კი წარ­სუ­ლიც გა­და­ლა­ხე, მა­რა­დი­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი თურ­მე და აღა­რა­სო­დეს მოკ­ვდე­ბი. განა სულ ამას არ ნატ­რობს ჩუ­მის ნატ­ვრი­თა ადა­მი­ა­ნი?!" - ოთარ ჭი­ლა­ძე, "მარ­ტის მა­მა­ლი".

და­ბა­დე­ბა. ბავ­შვო­ბა. ყრმო­ბა. სწავ­ლა. მუ­შა­ო­ბა. სიყ­ვა­რუ­ლი. ოჯა­ხი. სამ­შობ­ლო. პო­ე­ზია. პრო­ზა. ესე­ის­ტი­კა. დრა­მა­ტურ­გია. თარ­გმა­ნი. ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ნო­მი­ნან­ტო­ბა. სხვა პრე­მი­ე­ბი და ჯილ­დო­ე­ბი. ცხოვ­რე­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბა და გან­მარ­ტო­ე­ბა. სი­ხა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბა - ბი­ოგ­რა­ფია, ჩა­ტე­უ­ლი 1933-2009 წლებ­ში...

"ერთი შე­ხედ­ვით, ამ ციფ­რე­ბის ღო­ბე­ში (კი­ნა­ღამ ვთქვი - მავ­თულხლარ­თებ­ში-მეთ­ქი!) მოქ­ცე­უ­ლია მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასე არ არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს - ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის სა­ზღვრე­ბი (და­ბა­დე­ბა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა) ად­ვი­ლი და­სად­გე­ნია, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის სა­ზღვრებს კი ვერ და­ად­გენ, რად­გან ადა­მი­ა­ნის ამ­ქვეყ­ნად არ­სე­ბო­ბას და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს თა­ვად ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი მე­ო­რე სი­ნამ­დვი­ლე, რო­მე­ლიც თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უსა­ზღვროა..." - თა­მაზ ჭი­ლა­ძის წიგ­ნი­დან "ოთარ­თან ერ­თად".

მწე­რა­ლი, დრა­მა­ტურ­გი, მთარ­გმნე­ლი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ოთარ ჭი­ლა­ძე დღეს, 20 მარტს 84 წლის გახ­დე­ბო­და...

სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, ლაღი, ძლი­ე­რი და გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნი იყოო, კი­დევ ბევრ გა­სა­ო­ცარ რა­მეს ამ­ბო­ბენ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე, მაგ­რამ მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო წლე­ბი­დან, მისი ლექ­სე­ბი­დან, რო­მა­ნე­ბი­დან, წე­რი­ლე­ბი­დან, დღი­ურ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, თუნ­დაც 2004 წელს მე­სა­მე პირ­ში და­წე­რი­ლი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან, მე და ჩემ­მა თა­ო­ბა­მაც შე­ვი­ცა­ნით ჩვე­ნე­უ­ლი ოთარ ჭი­ლა­ძე - რო­მან­ტი­კო­სი და ბო­ჰე­მუ­რი, "გან­დე­გი­ლი" და იმავდრო­უ­ლად, მუ­დამ თა­ვის ხალ­ხთან მყო­ფი, სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და დი­დე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად მო­ფიქ­რა­ლი, ხალ­ხში სი­ტყვით გა­მოს­ვლებ­სა და ინ­ტერ­ვი­უ­ებს რომ გა­ურ­ბო­და და დაგ­რო­ვილ სათ­ქმელს შე­მოქ­მე­დე­ბით რომ გვაწ­ვდი­და; უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე შე­მოქ­მე­დი, სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­ზე ყოფ­ნი­სა­საც, რო­მა­ნის დას­რუ­ლე­ბას რომ ჩქა­რობ­და, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, "აკმე" მა­ინც და­უს­რუ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა...

მწერ­ლის მე­სა­მე პირ­ში და­წე­რი­ლი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან:

"ოთარ ჭი­ლა­ძე და­ი­ბა­და ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში, 1933 წლის 20 მარტს. მა­მის მხრი­დან ოდი­შის დიდი ფე­ო­და­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია, მისი გვა­რი მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ჰყავს თით­ქმის ყვე­ლა მი­სი­ო­ნერ­სა და მოგ­ზა­ურს, რომ­ლებ­საც XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მო­უ­წი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. მა­მა­მი­სი - ივა­ნე ჭი­ლა­ძე - პე­და­გო­გი გახ­ლდათ. მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ეკო­ნო­მი­უ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. დედა - თა­მა­რი - საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ოცი­ან წლებ­ში ერ­თბა­შად გა­კოტ­რე­ბუ­ლი კო­მერ­სან­ტის ოჯა­ხი­დან იყო, რო­მელ­მაც, უმ­ცრო­სი დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მა­ინც მო­ას­წრო კე­თილ­შო­ბილ ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბა თბი­ლის­ში. ოთა­რი მათი მე­ო­რე შვი­ლია. სულ სამი შვი­ლი ეყო­ლათ, ოთა­რამ­დე - თა­მა­ზი და ოთა­რის შემ­დეგ - თინა. ოთა­რი არც მა­მას ჰგავს, არც დე­დას, უფრო სწო­რად, იმ­დე­ნად ჰგავს ორი­ვეს, რამ­დე­ნა­დაც მა­ინ­ცდა­მა­ინც მას გა­მოჰ­ყვა, თუკი რამე ნაკ­ლი ჰქონ­დათ მის მშობ­ლებს ან გა­რეგ­ნო­ბა­ში, ან ხა­სი­ათ­ში...

და­ო­ჯახ­და ადრე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბამ­დე. ჰყავს ორი შვი­ლი - ზაზა და თაკო - და ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი - ნანა, ანა, ოთა­რი და ნა­თე­ლა, რომ­ლე­ბიც თავს ურ­ჩევ­ნია და რომ­ლებ­საც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ მო­ნა­პოვ­რად თვლის. რაც შე­ე­ხე­ბა მე­გობ­რებს, ბავ­შვო­ბი­დან ეთაყ­ვა­ნე­ბო­და ამ ინ­სტი­ტუტს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დღე არ უცხოვ­რია უმე­გობ­როდ; ერ­თგუ­ლი, გუ­ლი­თა­დი, უშე­ღა­ვა­თო მე­გობ­რო­ბა იცო­და და მე­გობ­რე­ბიც ყო­ველ­თვის მრავ­ლად ჰყავ­და. მაგ­რამ დრო თა­ვი­სას მო­ი­თხოვს და მი­აქვს კი­დეც - ბევ­რი, ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს, ცო­ცხა­ლი აღარ არის, ბევ­რი, ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს, ცხოვ­რე­ბამ აც­დუ­ნა, "სხვა გზას" და­ად­გა. მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არი­ან უც­ვლელ­ნიც და მა­რა­დი­ულ­ნიც, რო­გო­რიც, ვთქვათ, მისი უფ­რო­სი ძმა თა­მა­ზია... "ტკი­ვი­ლი­ა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი" იმ­დე­ნად ბევ­რი აქვს, ვერ გა­მო­არ­ჩევს რო­მე­ლი­მეს, თა­ნაც ასე ნა­უც­ბა­თე­ვად. ჰობი, არა­სო­დეს არ ჰქო­ნია, ვერ შე­იქ­მნა სა­ა­მი­სო პი­რო­ბე­ბი, მაგ­რამ ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ახლო მო­მა­ვალ­ში, დი­ა­ხაც რომ ჰო­ბად ექ­ცეს მა­ჯის თვლა და წნე­ვის ზომ­ვა".

უთ­ქვამს: "იცო­ცხლე, ვიდ­რე მოკ­ვდე­ბი... ყვე­ლა­ზე უნ­დი­ლი და მხდა­ლი კა­ციც კი კვდე­ბა ბო­ლოს და მე რა ღმერ­თი გა­მი­წყრე­ბა ვი­თო­მო!"

"წამ­სვლე­ლი თვი­თონ დგე­ბა და მი­დის -

ზღვებ­საც აცო­ფებთ ზედ­მე­ტი წვე­თი.

მე ჩემს თავს უფრო ძლი­ე­რად ვთვლი­დი,

სხვა არა­ფე­რი შემ­შლია მეტი..."

თა­მაზ ჭი­ლა­ძე: "...რომ შეძ­ლე­ბო­და, რა თქმა უნდა, ისევ თა­ვი­დან, ისევ ისე თავ­და­უ­ზო­გა­ვად შე­ე­წი­რე­ბო­და იმ საქ­მეს, რის­თვი­საც გან­გე­ბამ მო­ავ­ლი­ნა ამ ქვეყ­ნად. ბევ­რს უკ­ვირს და, მარ­თლაც, სა­ო­ცა­რია ამ ხი­ფა­თე­ბით სავ­სე წუ­თი­სო­ფელ­ში რო­გორ შეს­ძლო ასე ღირ­სე­უ­ლად ეცხოვ­რა, მო­ნო­ბის, კონ­ფორ­მიზ­მის, თუნ­დაც, პო­პუ­ლა­რო­ბის ყვე­ლა ხა­ფანგს გა­დარ­ჩე­ნო­და და, ამა­ვე დროს, ამ ხა­ფან­გში მო­ყო­ლილ­თა მა­გივ­რად და­ტან­ჯუ­ლი­ყო იმი­ტო­მაც, რომ ბევ­რი, ვი­სიც სწამ­და და ვისი იმე­დიც ჰქონ­და, სინ­დი­სის ქენ­ჯნის ნაც­ვლად, მშვი­დად შე­ექ­ცე­ო­და სა­კუ­თა­რი და­ცე­მის, წახ­დე­ნის, მო­ნო­ბის თაფლს; იტან­ჯე­ბო­და და იმ მწყემ­სი­ვით, რო­მე­ლიც ხე­დავს, მაგ­რამ უმ­წე­ოა, გა­და­არ­ჩი­ნოს უფსკრულ­ში გა­და­სარ­ჩე­ნად გან­წი­რუ­ლი ფარა, რო­მე­ლიც მის პირ­ველ რო­მან­ში "პი­რუ­ტყვუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით გა­ლა­ღე­ბუ­ლი... უფსკრუ­ლის­კენ მი­ი­ძოვ­და ბა­ლახს". ხში­რად იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე გაბ­რი­ე­ლა მის­ტრა­ლის სი­ტყვებს: "მწყემ­სი თუ გყავთ?"

...რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში წირ­ვი­სას 75 წლის იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცა, ბრძა­ნა: "მე მინ­და, ასე­ვე ვახ­სე­ნო ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს... ეს ბრძან­დე­ბა ჩვე­ნი დიდი მწე­რა­ლი ოთარ ჭი­ლა­ძე..." ერთი წლის შემ­დეგ, 2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იმა­ვე ტა­ძარ­ში, უკა­ნას­კნე­ლი წე­სიც სწო­რედ უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა აუგო: "დღეს უკა­ნას­კნელ გზა­ზე ვა­ცი­ლებთ ჩვენს სა­ხე­ლო­ვან მწე­რალს, ბა­ტონ ოთარ ჭი­ლა­ძეს. მის სხე­ულს მთაწ­მინ­დის წმინ­და მიწა ჩა­ი­ხუ­ტებს, ხოლო სული იმ ზე­ცი­ურ მხედ­რი­ონს შე­უ­ერ­თდე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს იცავს... ღმერ­თმა აცხო­ნოს და და­ლო­ცოს ბა­ტო­ნი ოთა­რის უკ­ვდა­ვი სული და ღმერ­თმა და­ა­წე­სოს იგი, სა­დაც მარ­თალ­ნი და წმინ­დან­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ. ამინ!"

"მე ვგრძნობ, მე ვიცი,

ვხე­დავ და მეს­მის,

რო­გორ იხ­რწნე­ბა მი­წა­ში გვა­მი,

რო­გორ იზ­რდე­ბა მი­წა­ში ფეს­ვი..." - ეს ოთარ ჭი­ლა­ძის უკა­ნას­კნე­ლი ჩა­ნა­წე­რი გახ­ლავთ...

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ოთარ ჭილაძე - საზღვრებს მიღმა...

ოთარ ჭილაძე - საზღვრებს მიღმა...

"თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე - სიკვდილისთვის რომ მოემზადოს... არც სულ სიცოცხლე ვარგა და არც სულ სიკვდილი, როდისმე ერთიც მოგწყინდება და მეორეც. თანაც ვინ იცის, ან თუ იცის, საიდან იცის, სიცოცხლე რომ ჯობია სიკვდილს... ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!" - ოთარ ჭილაძე, "მარტის მამალი".

დაბადება. ბავშვობა. ყრმობა. სწავლა. მუშაობა. სიყვარული. ოჯახი. სამშობლო. პოეზია. პროზა. ესეისტიკა. დრამატურგია. თარგმანი. ნობელის პრემიის ნომინანტობა. სხვა პრემიები და ჯილდოები. ცხოვრებით სიამოვნება და განმარტოება. სიხარული და ტკივილი. გარდაცვალება - ბიოგრაფია, ჩატეული 1933-2009 წლებში...

"ერთი შეხედვით, ამ ციფრების ღობეში (კინაღამ ვთქვი - მავთულხლართებში-მეთქი!) მოქცეულია მთელი მისი ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში, რასაკვირველია, ასე არ არის და არც შეიძლება იყოს - ადამიანის სიცოცხლის საზღვრები (დაბადება, გარდაცვალება) ადვილი დასადგენია, მაგრამ ცხოვრების საზღვრებს კი ვერ დაადგენ, რადგან ადამიანის ამქვეყნად არსებობას დამატებული აქვს თავად ადამიანის მიერ შექმნილი მეორე სინამდვილე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, უსაზღვროა..." - თამაზ ჭილაძის წიგნიდან "ოთართან ერთად".

მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე ოთარ ჭილაძე დღეს, 20 მარტს 84 წლის გახდებოდა...

სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ამბობენ, ლაღი, ძლიერი და გაუტეხელი ადამიანი იყოო, კიდევ ბევრ გასაოცარ რამეს ამბობენ მის შემოქმედებასა და ადამიანობაზე, მაგრამ მისი ცხოვრების ბოლო წლებიდან, მისი ლექსებიდან, რომანებიდან, წერილებიდან, დღიურში ჩანაწერებიდან, თუნდაც 2004 წელს მესამე პირში დაწერილი ავტობიოგრაფიიდან, მე და ჩემმა თაობამაც შევიცანით ჩვენეული ოთარ ჭილაძე - რომანტიკოსი და ბოჰემური, "განდეგილი" და იმავდროულად, მუდამ თავის ხალხთან მყოფი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და დიდებასა და კეთილდღეობაზე ნაკლებად მოფიქრალი, ხალხში სიტყვით გამოსვლებსა და ინტერვიუებს რომ გაურბოდა და დაგროვილ სათქმელს შემოქმედებით რომ გვაწვდიდა; უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შემოქმედი, სასიკვდილო სარეცელზე ყოფნისასაც, რომანის დასრულებას რომ ჩქარობდა, თუმცა, სამწუხაროდ, "აკმე" მაინც დაუსრულებელი დარჩა...

მწერლის მესამე პირში დაწერილი ავტობიოგრაფიიდან:

"ოთარ ჭილაძე დაიბადა ქალაქ სიღნაღში, 1933 წლის 20 მარტს. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც XVII-XVIII საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მამამისი - ივანე ჭილაძე - პედაგოგი გახლდათ. მიღებული ჰქონდა ეკონომიური და იურიდიული განათლება. დედა - თამარი - საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, რომელმაც, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. ოთარი მათი მეორე შვილია. სულ სამი შვილი ეყოლათ, ოთარამდე - თამაზი და ოთარის შემდეგ - თინა. ოთარი არც მამას ჰგავს, არც დედას, უფრო სწორად, იმდენად ჰგავს ორივეს, რამდენადაც მაინცდამაინც მას გამოჰყვა, თუკი რამე ნაკლი ჰქონდათ მის მშობლებს ან გარეგნობაში, ან ხასიათში...

დაოჯახდა ადრე, უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ჰყავს ორი შვილი - ზაზა და თაკო - და ოთხი შვილიშვილი - ნანა, ანა, ოთარი და ნათელა, რომლებიც თავს ურჩევნია და რომლებსაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად თვლის. რაც შეეხება მეგობრებს, ბავშვობიდან ეთაყვანებოდა ამ ინსტიტუტს, შეიძლება ითქვას, დღე არ უცხოვრია უმეგობროდ; ერთგული, გულითადი, უშეღავათო მეგობრობა იცოდა და მეგობრებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. მაგრამ დრო თავისას მოითხოვს და მიაქვს კიდეც - ბევრი, ღმერთმა გაანათლოს, ცოცხალი აღარ არის, ბევრი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცხოვრებამ აცდუნა, "სხვა გზას" დაადგა. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან უცვლელნიც და მარადიულნიც, როგორიც, ვთქვათ, მისი უფროსი ძმა თამაზია... "ტკივილიანი მოგონებები" იმდენად ბევრი აქვს, ვერ გამოარჩევს რომელიმეს, თანაც ასე ნაუცბათევად. ჰობი, არასოდეს არ ჰქონია, ვერ შეიქმნა საამისო პირობები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ახლო მომავალში, დიახაც რომ ჰობად ექცეს მაჯის თვლა და წნევის ზომვა".

უთქვამს: "იცოცხლე, ვიდრე მოკვდები... ყველაზე უნდილი და მხდალი კაციც კი კვდება ბოლოს და მე რა ღმერთი გამიწყრება ვითომო!"

"წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -

ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.

მე ჩემს თავს უფრო ძლიერად ვთვლიდი,

სხვა არაფერი შემშლია მეტი..."

თამაზ ჭილაძე: "...რომ შეძლებოდა, რა თქმა უნდა, ისევ თავიდან, ისევ ისე თავდაუზოგავად შეეწირებოდა იმ საქმეს, რისთვისაც განგებამ მოავლინა ამ ქვეყნად. ბევრს უკვირს და, მართლაც, საოცარია ამ ხიფათებით სავსე წუთისოფელში როგორ შესძლო ასე ღირსეულად ეცხოვრა, მონობის, კონფორმიზმის, თუნდაც, პოპულარობის ყველა ხაფანგს გადარჩენოდა და, ამავე დროს, ამ ხაფანგში მოყოლილთა მაგივრად დატანჯულიყო იმიტომაც, რომ ბევრი, ვისიც სწამდა და ვისი იმედიც ჰქონდა, სინდისის ქენჯნის ნაცვლად, მშვიდად შეექცეოდა საკუთარი დაცემის, წახდენის, მონობის თაფლს; იტანჯებოდა და იმ მწყემსივით, რომელიც ხედავს, მაგრამ უმწეოა, გადაარჩინოს უფსკრულში გადასარჩენად განწირული ფარა, რომელიც მის პირველ რომანში "პირუტყვული თავისუფლებით გალაღებული... უფსკრულისკენ მიიძოვდა ბალახს". ხშირად იხსენებდა ხოლმე გაბრიელა მისტრალის სიტყვებს: "მწყემსი თუ გყავთ?"

...როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში წირვისას 75 წლის იუბილე მიულოცა, ბრძანა: "მე მინდა, ასევე ვახსენო ერთი ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა საქართველოს... ეს ბრძანდება ჩვენი დიდი მწერალი ოთარ ჭილაძე..." ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში იმავე ტაძარში, უკანასკნელი წესიც სწორედ უწმინდესმა და უნეტარესმა აუგო: "დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს სახელოვან მწერალს, ბატონ ოთარ ჭილაძეს. მის სხეულს მთაწმინდის წმინდა მიწა ჩაიხუტებს, ხოლო სული იმ ზეციურ მხედრიონს შეუერთდება, რომელიც საქართველოს იცავს... ღმერთმა აცხონოს და დალოცოს ბატონი ოთარის უკვდავი სული და ღმერთმა დააწესოს იგი, სადაც მართალნი და წმინდანნი განისვენებენ. ამინ!"

"მე ვგრძნობ, მე ვიცი,

ვხედავ და მესმის,

როგორ იხრწნება მიწაში გვამი,

როგორ იზრდება მიწაში ფესვი..." - ეს ოთარ ჭილაძის უკანასკნელი ჩანაწერი გახლავთ...

ირმა ხარშილაძე

ჟურნალ ”გზის” არქივიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს