საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა ბერიძე - "დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ავალ კიბეზე"
მარინა ბერიძე - "დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ავალ კიბეზე"

ამ ქალ­ბა­ტო­ნის სიძ­ლი­ე­რე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა­ერ­თხელ დარ­წმუნ­და. ამ­ბობს, რომ ბევ­რჯერ ავი­და ცხოვ­რე­ბის კი­ბე­ზე და ისევ ჩა­მო­ვი­და. ახლა მძი­მე პე­რი­ო­დი აქვს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ "რუს­თა­ვი 2"-დან წა­მო­ვი­და, იმ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, სა­დაც წლე­ბი გა­ა­ტა­რა. ამას მოჰ­ყვა არე­უ­ლო­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში, მაგ­რამ მა­რი­ნა ბე­რი­ძე ძველ თა­ნამ­დე­ბო­ბას ისევ ინარ­ჩუ­ნებს. ამ­ბობს, რომ ბევ­რს უნდა, იქ აღარ მუ­შა­ობ­დეს და არც ამა­ში ხე­დავს პრობ­ლე­მას, მაგ­რამ გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს და მალე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ამ­პლუ­ა­ში შე­ახ­სე­ნებს თავს.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, პი­რა­დად თქვენ რამ­დე­ნად ძლი­ერ ქა­ლად მი­გაჩ­ნი­ათ თავი?

- მე მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ ძლი­ე­რი ქალი არ არ­სე­ბობს. ქალი ქა­ლად იბა­დე­ბა, თა­ვი­სი სი­სუს­ტე­ე­ბით, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ისე აგე­წყო­ბა, რომ ან ხარ ქალი, რო­მელ­საც გა­ნე­ბივ­რე­ბენ, გე­ფო­ფი­ნე­ბი­ან, ხე­ლის გულ­ზე გა­ტა­რე­ბენ, ან სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა თა­ვად გი­წევს. ცხოვ­რე­ბა გიჩ­ვე­ნებს, თუ გინ­და, ძლი­ე­რი ქალი იყო, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა უნდა შე­გეძ­ლოს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის თავი და ტვი­ნი უნდა გქონ­დეს. არ უნდა გე­ში­ნო­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძლი­ერ ქა­ლად ცხოვ­რე­ბა გა­ყა­ლი­ბებს. და­მერ­წმუ­ნეთ, ქალ­მა რამ­დე­ნიც უნდა გიმ­ტკი­ცოთ, რომ ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, ტყუ­ი­ლია. ქალი - ქა­ლია და რაც უნდა მა­გა­რი ჩან­დეს, ყვე­ლას სჭირ­დე­ბა თავ­ზე ხე­ლის გა­დას­მა და იმის თქმა, შე სა­წყა­ლო, რამ­დენს შრო­მო­ბო... არ­სე­ბობს კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ამას მა­ლავს, მა­გა­ლი­თად მე. რა ვქნა, მიყ­ვარს ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი თა­ვა­წე­უ­ლი სი­ა­რუ­ლი.

- შე­გიძ­ლი­ათ, ცხოვ­რე­ბა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­იხ­სე­ნოთ?

- 35 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა. მამა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებ­და და ყვე­ლა პრობ­ლე­მას მიხ­სნი­და. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, მერე უკვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ეს იყო პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე მძი­მე ტრავ­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მივ­ხვდი, რომ ჩემ გარ­შე­მო ვინც დავ­რჩით, არა­ვინ აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა ის იყო, მამა რომ კვდე­ბო­და, ბოლო სი­ტყვე­ბი თქვა, მა­რი­ნას რა ეშ­ვე­ლე­ბაო. ათი წლით უფ­რო­სი და მყავს, რო­მე­ლიც მა­შინ უკვე ფეხ­ზე მყა­რად იდგა, მე მა­ინც ქრი­ა­ლა და გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­მის სი­ტყვე­ბის გამო სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნე და იმ დღი­დან თა­ვად და­ვი­წყე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

- ეს იყო ბრძო­ლის და­სა­წყი­სი?

- დიახ, რად­გან ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი დავ­რჩით. მამა დიდი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წელ­ში ინფლა­ცია მოხ­და, არე­უ­ლო­ბა, კუ­პო­ნი­ზა­ცია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ ავე­დი კი­ბე­ზე და ბევ­რჯერ ჩა­მო­ვე­დი.

- თუმ­ცა ისე ჩა­მო­დი­ო­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რჩე­ბო­დით...

- ვცდი­ლობ­დი, ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, არ მიყ­ვარს სა­წყა­ლი ადა­მი­ა­ნის როლ­ში ყოფ­ნა. თუ შრო­მა გიყ­ვარს და სნო­ბი არ ხარ, ყო­ველ­თვის დად­გე­ბი ფეხ­ზე. მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თვრა­მე­ტი კერ­ძო მოს­წავ­ლე მყავ­და, თან კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად ავ­ლა­ბარ­ში მუ­სი­კა­ლურ სტუ­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. სახ­ლში დავ­დი­ო­დი მოს­წავ­ლე­ებ­თან, მეტ­რო­თიც დავ­დი­ო­დი, როცა 35 წლამ­დე ყველ­გან მა­მას სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნა მემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მაგ­რამ ამის­გან ტრა­გე­დია არ შე­მიქ­მნია.

სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ­დი და ავ­ლა­ბარ­ში სი­ა­რუ­ლი­სას ერთხელ სა­ო­ცა­რი რამ გა­დამ­ხდა. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი მქონ­და კარ­გი ტან­საც­მე­ლი. ერთ ად­რი­ან დი­ლას მეტ­რო­ში ჩა­ვე­დი და მე­ო­რე მხა­რეს ვი­ღაც ბი­ჭე­ბი ამო­დი­ოდ­ნენ. ცოტა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერს, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად მეც­ვა და უცებ ერთი ამ­ბობს, ბიჭო, ამას ახლა უნდა ეძი­ნოს და ნე­ტავ სად მი­დის ამ დი­ლა­ად­რი­ა­ნო (იღი­მე­ბა).

- თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ად­ვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნის სა­კუ­თარ სი­მარ­თლე­ში დარ­წმუ­ნე­ბა და თქვენს მხა­რეს გა­დაყ­ვა­ნა.

- შე­მიძ­ლია, იმი­ტომ, რომ იმ წუ­თას მარ­თა­ლი ვარ. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი ის არის, რომ სი­მარ­თლეს ყვე­ლას პირ­ში ვე­უბ­ნე­ბი, რაც უნდა მწა­რე იყოს. ვე­რაფ­რით ვერ ვი­გებ, ეს რა­ტომ სწყინთ ადა­მი­ა­ნებს.

- ხში­რად არ უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს სი­მარ­თლის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა...

- ბევ­რი ტყუ­ი­ლი ურ­ჩევ­ნი­ათ? თუ ცუდი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა, უნდა უთხრა. ცოტა გა­ბუ­ქე­ბუ­ლია ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მტე­რი მყავს. მე ამას ვერ ვგრძნობ, ვერც ქუ­ჩა­ში. დღეს ერთ რა­მეს მივ­ხვდი - მტე­რი თუ მყავს, ის შე­უმ­დგა­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ის აწუ­ხებს, რომ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხუთ­ჯერ თუ ექ­ვსჯერ ჩა­ვე­დი და ავე­დი კი­ბე­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც გინ­და და­არ­ქვით, ძლი­ე­რი გა­მოვ­დი­ვარ.

- თქვე­ნი მტრე­ბი ყო­ველ­თვის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იყ­ვნენ?

- კაცი ნაკ­ლე­ბად, კაცი მა­ინც კა­ცია. იდი­ოტ, შტერ მტერს ჭკვი­ა­ნი და გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი მირ­ჩევ­ნია, რად­გან მას­თან ბრძო­ლა სა­ინ­ტე­რე­სოა. დღეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ამ ქვეყ­ნის­თვის შტე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრძო­ლაა, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს სუ­ლე­ლუ­რად აკე­თე­ბენ.

- თქვენ­ზე ძლი­ე­რი მტე­რი თუ გყო­ლი­ათ?

- (ფიქ­რობს) არ ვიცი, მე უხი­ლა­ვი მტრე­ბი მყავს. ისე წა­რი­მარ­თა ჩემი ცხოვ­რე­ბა, რომ თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვით ჩემ­თვის მტრო­ბა არა­ვის გა­მო­უ­ცხა­დე­ბია. მე გა­მო­მი­ცხა­დე­ბია... ყვე­ლა­ზე მხდა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თვი­სე­ბა ზურგს უკან ბრძო­ლაა.

- რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ მათ ინ­ტერ­ვი­უ­ებს, რომ­ლებ­შიც თქვენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, არ გა­ნიც­დი­დით...

- რო­გორ არა, არ შე­იძ­ლე­ბა, არ გა­ნი­ცა­დო. ბევ­რი ტრავ­მა მი­ვი­ღე. ახლა ბოღ­მი­ა­ნი მტრო­ბაა ქა­ლაქ­ში მო­და­ში. მტრო­ბა კარ­გი რა­მეა, მაგ­რამ ამას ინ­ტე­ლექ­ტი უნდა დაჰ­ყვე­ბო­დეს. მე ჩემი თე­ო­რია მაქვს, ყვე­ლა­ზე ცუდი რა­მეც შე­იძ­ლე­ბა მტრო­ბის გა­რე­შე გა­არ­კვიო და ურ­თი­ერ­თო­ბის რა­ღაც ფორ­მა და­ი­ტო­ვო.

- გა­რეგ­ნუ­ლად თქვე­ნი გან­ცდე­ბი არ გვი­ნა­ხავს, არც თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ჩამ­დგარ­ხართ...

- არა­სო­დეს... მე არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქრო­ნი­კუ­ლად თავ­ზე ხელს უს­ვამს ვი­ღა­ცას. ადა­მი­ა­ნი თუ მარ­თა­ლი არ არის, ეს უნდა ვთქვა. რო­დე­საც ჟი­უ­რი­ში ვზი­ვარ, უნდა ვთქვა ის, რაც მეს­მის. არ მიყ­ვარს ჭო­რა­ო­ბა, ტყუ­ი­ლი, ენის მი­ტან-მო­ტა­ნა. არა­და, დღეს ყვე­ლა­ფე­რი ჭო­რებ­ზეა აგე­ბუ­ლი. ქრო­ნი­კუ­ლად ის­მის, - მე მბლო­კავ­და მა­რი­ნა. რას ნიშ­ნავს, ვინ უნდა დამ­ბლო­კოს, ან რო­გორ... წა­ვალ, სა­დარ­ბა­ზოს და­ვა­ლა­გებ და ჩემს ოჯახს გა­მოვ­კვე­ბავ. ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ არ გა­მოვ­ჩნდე, ტრა­გე­დი­აა?.. ტრა­გე­დია ადა­მი­ა­ნე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­კარ­გვაა. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ბოლო ოცი წელი ამ რე­ჟიმ­ში ვი­ცხოვ­როთ?! მოდი და ნუ გახ­დე­ბი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ქალი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. არა­ნორ­მა­ლუ­რი კი ფიქ­რობს, ვი­ღა­ცას მოჰ­პა­როს, წა­გ­ლი­ჯოს და უშ­რომ­ლად იშო­ვოს. რომ ვერ შედ­გა, სხვას და­აბ­რა­ლოს. დღე­საც კი, მე, რო­მე­ლიც მო­დუ­რი აღარ ვარ, სა­კუ­თარ თავ­ში ვი­ქე­ქე­ბი, ყო­ველ ღამე ვფიქ­რობ, სად და­ვუშ­ვი შეც­დო­მა და არა­ვის არ ვაბ­რა­ლებ. ადა­მი­ა­ნი მარ­ტო იბა­დე­ბა და მარ­ტო კვდე­ბა. არა­ვის ვმო­ძღვრავ, უბ­რა­ლოდ, პა­ტა­რა აღარ ვარ და ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ავე­დი და ჩა­ვე­დი კი­ბე­ზე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ლო­ბის­ტე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებს, თქვენ არა­სო­დეს გყო­ლი­ათ "პატ­რო­ნი"?

- ჩემი მი­ნუ­სი ის არის, რომ მე ვპატ­რო­ნობ ყვე­ლას. არა­სო­დეს მყო­ლია ლო­ბის­ტი, მაგ­რამ ახლა სა­კუ­თარ თავ­ში ვი­ქე­ქე­ბი და ვფიქ­რობ, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­შა­უ­ლი ის არის, რომ სულ მინ­და ვი­ღა­ცას ვუ­პატ­რო­ნო. შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებს უპატ­რო­ნო, მაგ­რამ თა­ნამ­შრო­მელს თა­ნამ­შრო­მე­ლი უნდა და­არ­ქვა, მე­ზო­ბელს - მე­ზო­ბე­ლი. მე ამას ცოტა გავ­ცდი და მინ­და გი­თხრათ, რომ დიდი ვე­რა­ფე­რი მი­ვი­ღე, მაგ­რამ იმის­თვის არ მი­კე­თე­ბია, რომ რამე მი­მე­ღო.

- შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნოთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ოთხი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მოც­ვლის დრო. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის პა­რა­დოქ­სია. ოთხჯერ გა­მო­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოთხი­ვე­ჯერ მო­მიხ­და კი­ბე­ზე ას­ვლა და ჩას­ვლა.

- ამას "რუს­თა­ვი 2"-დან თქვე­ნი წას­ვლაც და­ემ­თხვა...

- დიახ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ. რა­ტომ­ღაც ყვე­ლას მო­უნ­და, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მონ­სტრის როლ­ში, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რა და­ვან­გრიე.

- თუმ­ცა თქვენ ინარ­ჩუ­ნებთ სამ­სა­ხურს...

- ეს ბევ­რს არ სი­ა­მოვ­ნებს. არც ეს იქ­ნე­ბა ტრა­გე­დია, თუ ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან უნდა ეს ად­გი­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩა­მო­მა­შო­რეს ყვე­ლა მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტს, ეს არ გა­უ­კე­თე­ბია სა­ხელ­მწი­ფოს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს გა­ა­კე­თეს იმ პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მიტ­მას­ნი­ლე­ბი არი­ან. არა­სო­დეს არა­ვი­სი­ა­ნი არ ვყო­ფილ­ვარ. მე ვარ ქარ­თვე­ლი, დე­დით ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი და მა­მით ბე­რი­ძე და ჩემი ქარ­თვე­ლო­ბა მაქვს. რო­გორც მა­თე­მა­ტი­კაა ჩემ­თვის ჩი­ნუ­რი, ისეა პო­ლი­ტი­კაც. ტე­ლე­ვი­ზი­ით ერ­თმა­ნეთს და­ტა­კე­ბუ­ლი ორი პო­ლი­ტი­კო­სი მი­ნა­ხავს და შემ­დეგ რეს­ტო­რან­ში ერ­თად შემ­ხვედ­რი­ან. ამი­ტომ ვგრძნობ, რომ ეს არის დიდი თა­მა­ში და არ არის ჩემი საქ­მე. თუ სად­მე ვარ, ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემს საქ­მეს კარ­გად ვა­კე­თებ.

- თქვე­ნი გუნ­დი "მა­ესტრო­ზე" მუ­შა­ო­ბას თქვენ გა­რე­შე აგ­რძე­ლებს. რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ლანა ქუ­თა­თე­ლა­ძემ მი­თხრა ინ­ტერ­ვი­უ­ში, მა­რი­ნამ აღარ მო­ინ­დო­მა ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბაო...

- ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს ჩემი ამ­ბი­ცი­აა, მაგ­რამ უნდა მქონ­დეს, მე იქ მივ­დი­ვარ, ვი­საც ვჭირ­დე­ბი. ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი ასე მაქვს და­წყე­ბუ­ლი. რო­დე­საც ვგრძნობ, რომ არ ვჭირ­დე­ბი, იქ არა­სო­დეს წა­ვალ. ეს მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა ჩემ­თვის და არა­სო­დეს აღარ გა­ვე­კა­რე­ბი კონ­კურ­სის ტი­პის პრო­ექ­ტებს.

- რო­გორ დაძ­ლი­ეთ ბოლო დროს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი, თუ გქო­ნი­ათ ისე­თი მო­მენ­ტი, რომ მხო­ლოდ სახ­ლში ყოფ­ნა გინ­დო­დათ?

- რო­გორ არ მქო­ნია. სე­რი­ო­ზუ­ლი დეპ­რე­სია მქონ­და, უბ­რა­ლოდ, არა­ვის უგ­რძნია. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მქონ­და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ მივ­ხვდი, რომ მარ­ტომ უნდა ამოვ­ქა­ჩო. ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­იძ­ლე­ბა ნელი ნა­ბი­ჯით, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ავალ კი­ბე­ზე.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ახა­ლი ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბა მინ­და გთხო­ვოთ - მიშა მშვილ­და­ძე, ზაზა შენ­გე­ლია და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

- რო­გორ შე­ვა­ფა­სო, ჯერ ვნა­ხავ (იღი­მე­ბა)...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მათ და­სა­ხე­ლე­ბას არა­ერ­თგვა­როვ­ნად შეხ­ვდა...

- წვა­ლო­ბენ... აშ­კა­რად წვა­ლო­ბენ.

- და­სას­რულ გკი­თხავთ, ეთან­ხმე­ბით გა­მოთ­ქმას, რომ მა­მა­კა­ცებს არ უყ­ვართ ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი და მათ­თან ერ­თად ვერ ცხოვ­რო­ბენ?

- დიახ, ვერ ცხოვ­რო­ბენ. ძა­ლი­ან დიდი უნდა იყო, რომ ეს შე­ირ­გო, ვერ ირ­გე­ბენ... ერთი რა­ღაც მაქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად სხვა ამ­პლუ­ა­ში, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი ჩემს სი­ტყვას.

- წლე­ბი არ გა­ში­ნებთ?

- არა, თან ახლა წლე­ბი მო­დუ­რი გახ­და (იცი­ნის). მე იმ დროს გა­ვუ­ძე­ლი, რო­დე­საც ჩემი ასა­კის არა­ვინ იყო და არა­ვინ გა­ბე­დოს იმის თქმა, რომ ვი­ღაც მმ­ფარ­ვე­ლობ­და. მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ არა­ვინ მმ­ფარ­ვე­ლობ­და. ვა­ზე­ლი­ნი მო­ი­კი­თხოს სხვამ, ეგ ჩემ­თან ახ­ლოს არ არის. ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც პრო­ექ­ტი გა­მი­კე­თე­ბია, ვე­ძებ იმას, რაც არ არის, მერე ამა­ზე ფიქ­რს ვი­წყებ. მუ­სი­კა ძა­ლი­ან ბევ­რია და ის, რაც მე მინ­და, ჯერ არ ჩანს...

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარინა ბერიძე - "დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ავალ კიბეზე"

მარინა ბერიძე - "დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ავალ კიბეზე"

ამ ქალბატონის სიძლიერეში საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა. ამბობს, რომ ბევრჯერ ავიდა ცხოვრების კიბეზე და ისევ ჩამოვიდა. ახლა მძიმე პერიოდი აქვს. რამდენიმე თვის წინ "რუსთავი 2"-დან წამოვიდა, იმ ტელევიზიიდან, სადაც წლები გაატარა. ამას მოჰყვა არეულობა კულტურის სამინისტროში, მაგრამ მარინა ბერიძე ძველ თანამდებობას ისევ ინარჩუნებს. ამბობს, რომ ბევრს უნდა, იქ აღარ მუშაობდეს და არც ამაში ხედავს პრობლემას, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს და მალე საზოგადოებას ახალ ამპლუაში შეახსენებს თავს.

-  ქალბატონო მარინა, პირადად თქვენ რამდენად ძლიერ ქალად მიგაჩნიათ თავი?

-  მე მაინც მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალი არ არსებობს. ქალი ქალად იბადება, თავისი სისუსტეებით, მაგრამ ცხოვრების გზაზე ისე აგეწყობა, რომ ან ხარ ქალი, რომელსაც განებივრებენ, გეფოფინებიან, ხელის გულზე გატარებენ, ან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება თავად გიწევს. ცხოვრება გიჩვენებს, თუ გინდა, ძლიერი ქალი იყო, პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს. გადაწყვეტილების მიღების თავი და ტვინი უნდა გქონდეს. არ უნდა გეშინოდეს. აქედან გამომდინარე, ძლიერ ქალად ცხოვრება გაყალიბებს. დამერწმუნეთ, ქალმა რამდენიც უნდა გიმტკიცოთ, რომ ამით ძალიან ბედნიერია, ტყუილია. ქალი - ქალია და რაც უნდა მაგარი ჩანდეს, ყველას სჭირდება თავზე ხელის გადასმა და იმის თქმა, შე საწყალო, რამდენს შრომობო... არსებობს კატეგორია, რომელიც ამას მალავს, მაგალითად მე. რა ვქნა, მიყვარს ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც კი თავაწეული სიარული.

-  შეგიძლიათ, ცხოვრებაში დამოუკიდებლად მიღებული პირველი გადაწყვეტილება გაიხსენოთ?

-  35 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მამა, რომელიც ძალიან მანებივრებდა და ყველა პრობლემას მიხსნიდა. კარგად ვსწავლობდი, მერე უკვე კონსერვატორიაში ვმუშაობდი. ეს იყო პირველი ყველაზე მძიმე ტრავმა ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, რომ ჩემ გარშემო ვინც დავრჩით, არავინ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ყველაზე საშინელება ის იყო, მამა რომ კვდებოდა, ბოლო სიტყვები თქვა, მარინას რა ეშველებაო. ათი წლით უფროსი და მყავს, რომელიც მაშინ უკვე ფეხზე მყარად იდგა, მე მაინც ქრიალა და განებივრებული ვიყავი, მაგრამ მამის სიტყვების გამო სრული მობილიზაცია მოვახდინე და იმ დღიდან თავად დავიწყე გადაწყვეტილებების მიღება.

-  ეს იყო ბრძოლის დასაწყისი?

-  დიახ, რადგან ხელმოცარულები დავრჩით. მამა დიდი ქარხნის დირექტორი იყო. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში ინფლაცია მოხდა, არეულობა, კუპონიზაცია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ ავედი კიბეზე და ბევრჯერ ჩამოვედი.

-  თუმცა ისე ჩამოდიოდით, რომ საზოგადოების თვალში მაინც გამარჯვებული რჩებოდით...

-  ვცდილობდი, ასეთი შთაბეჭდილება დამეტოვებინა, არ მიყვარს საწყალი ადამიანის როლში ყოფნა. თუ შრომა გიყვარს და სნობი არ ხარ, ყოველთვის დადგები ფეხზე. მამას გარდაცვალების შემდეგ თვრამეტი კერძო მოსწავლე მყავდა, თან კონსერვატორიაში ვმუშაობდი და პარალელურად ავლაბარში მუსიკალურ სტუდიაში ვმუშაობდი. სახლში დავდიოდი მოსწავლეებთან, მეტროთიც დავდიოდი, როცა 35 წლამდე ყველგან მამას სამსახურის მანქანა მემსახურებოდა, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შემიქმნია.

სოლოლაკში ვცხოვრობდი და ავლაბარში სიარულისას ერთხელ საოცარი რამ გადამხდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა კარგი ტანსაცმელი. ერთ ადრიან დილას მეტროში ჩავედი და მეორე მხარეს ვიღაც ბიჭები ამოდიოდნენ. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ძალიან კარგად მეცვა და უცებ ერთი ამბობს, ბიჭო, ამას ახლა უნდა ეძინოს და ნეტავ სად მიდის ამ დილაადრიანო (იღიმება).

-  თქვენზე ამბობენ, რომ ადვილად შეგიძლიათ ადამიანის საკუთარ სიმართლეში დარწმუნება და თქვენს მხარეს გადაყვანა.

-  შემიძლია, იმიტომ, რომ იმ წუთას მართალი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ სიმართლეს ყველას პირში ვეუბნები, რაც უნდა მწარე იყოს. ვერაფრით ვერ ვიგებ, ეს რატომ სწყინთ ადამიანებს.

-  ხშირად არ უყვართ ადამიანებს სიმართლისთვის თვალის გასწორება...

-  ბევრი ტყუილი ურჩევნიათ? თუ ცუდი საქციელი ჩაიდინა, უნდა უთხრა. ცოტა გაბუქებულია ამ გადასახედიდან, რომ ძალიან ბევრი მტერი მყავს. მე ამას ვერ ვგრძნობ, ვერც ქუჩაში. დღეს ერთ რამეს მივხვდი - მტერი თუ მყავს, ის შეუმდგარი ადამიანია, რომელსაც ის აწუხებს, რომ ცხოვრების განმავლობაში ხუთჯერ თუ ექვსჯერ ჩავედი და ავედი კიბეზე. აქედან გამომდინარე, როგორც გინდა დაარქვით, ძლიერი გამოვდივარ.

-  თქვენი მტრები ყოველთვის ქალბატონები იყვნენ?

-  კაცი ნაკლებად, კაცი მაინც კაცია. იდიოტ, შტერ მტერს ჭკვიანი და გონებაგახსნილი მირჩევნია, რადგან მასთან ბრძოლა საინტერესოა. დღეს ყველაზე საშიში ამ ქვეყნისთვის შტერი ადამიანების ბრძოლაა, ისინი ყველაფერს სულელურად აკეთებენ.

-  თქვენზე ძლიერი მტერი თუ გყოლიათ?

-  (ფიქრობს) არ ვიცი, მე უხილავი მტრები მყავს. ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება, რომ თვალებში ჩახედვით ჩემთვის მტრობა არავის გამოუცხადებია. მე გამომიცხადებია... ყველაზე მხდალი ადამიანების თვისება ზურგს უკან ბრძოლაა.

-  რატომღაც მგონია, რომ მათ ინტერვიუებს, რომლებშიც თქვენზე ლაპარაკობენ, არ განიცდიდით...

-  როგორ არა, არ შეიძლება, არ განიცადო. ბევრი ტრავმა მივიღე. ახლა ბოღმიანი მტრობაა ქალაქში მოდაში. მტრობა კარგი რამეა, მაგრამ ამას ინტელექტი უნდა დაჰყვებოდეს. მე ჩემი თეორია მაქვს, ყველაზე ცუდი რამეც შეიძლება მტრობის გარეშე გაარკვიო და ურთიერთობის რაღაც ფორმა დაიტოვო.

-  გარეგნულად თქვენი განცდები არ გვინახავს, არც თავის მართლების პოზიციაში ჩამდგარხართ...

-  არასოდეს... მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ქრონიკულად თავზე ხელს უსვამს ვიღაცას. ადამიანი თუ მართალი არ არის, ეს უნდა ვთქვა. როდესაც ჟიურიში ვზივარ, უნდა ვთქვა ის, რაც მესმის. არ მიყვარს ჭორაობა, ტყუილი, ენის მიტან-მოტანა. არადა, დღეს ყველაფერი ჭორებზეა აგებული. ქრონიკულად ისმის, - მე მბლოკავდა მარინა. რას ნიშნავს, ვინ უნდა დამბლოკოს, ან როგორ... წავალ, სადარბაზოს დავალაგებ და ჩემს ოჯახს გამოვკვებავ. ტელევიზორში რომ არ გამოვჩნდე, ტრაგედიაა?.. ტრაგედია ადამიანების, ურთიერთობების დაკარგვაა. ხომ არ შეიძლება ბოლო ოცი წელი ამ რეჟიმში ვიცხოვროთ?! მოდი და ნუ გახდები ძლიერი ადამიანი. ყველა ნორმალური ქალი ყველაფერს აკეთებს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის. არანორმალური კი ფიქრობს, ვიღაცას მოჰპაროს, წაგლიჯოს და უშრომლად იშოვოს. რომ ვერ შედგა, სხვას დააბრალოს. დღესაც კი, მე, რომელიც მოდური აღარ ვარ, საკუთარ თავში ვიქექები, ყოველ ღამე ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა და არავის არ ვაბრალებ. ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება. არავის ვმოძღვრავ, უბრალოდ, პატარა აღარ ვარ და ძალიან ბევრჯერ ავედი და ჩავედი კიბეზე.

-  საქართველოში ლობისტების ინსტიტუტი დიდი ხანია მოქმედებს, თქვენ არასოდეს გყოლიათ "პატრონი"?

-  ჩემი მინუსი ის არის, რომ მე ვპატრონობ ყველას. არასოდეს მყოლია ლობისტი, მაგრამ ახლა საკუთარ თავში ვიქექები და ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ სულ მინდა ვიღაცას ვუპატრონო. შეიძლება ოჯახის წევრებს უპატრონო, მაგრამ თანამშრომელს თანამშრომელი უნდა დაარქვა, მეზობელს - მეზობელი. მე ამას ცოტა გავცდი და მინდა გითხრათ, რომ დიდი ვერაფერი მივიღე, მაგრამ იმისთვის არ მიკეთებია, რომ რამე მიმეღო.

-  შეგიძლიათ ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენოთ თქვენს ცხოვრებაში?

-  ოთხივე ხელისუფლების გამოცვლის დრო. ეს ჩემი ცხოვრების პარადოქსია. ოთხჯერ გამოიცვალა ხელისუფლება და ოთხივეჯერ მომიხდა კიბეზე ასვლა და ჩასვლა.

-  ამას "რუსთავი 2"-დან თქვენი წასვლაც დაემთხვა...

-  დიახ, ძალიან ბევრი რამ. რატომღაც ყველას მოუნდა, რომ კულტურის სამინისტროში მე ვყოფილიყავი მონსტრის როლში, თითქოს საქართველოს კულტურა დავანგრიე.

-  თუმცა თქვენ ინარჩუნებთ სამსახურს...

-  ეს ბევრს არ სიამოვნებს. არც ეს იქნება ტრაგედია, თუ ვიღაცას ძალიან უნდა ეს ადგილი. აბსოლუტურად ჩამომაშორეს ყველა მუსიკალურ პროექტს, ეს არ გაუკეთებია სახელმწიფოს, ხელისუფლებას, ეს გააკეთეს იმ პატარა ადამიანებმა, რომლებიც მიტმასნილები არიან. არასოდეს არავისიანი არ ვყოფილვარ. მე ვარ ქართველი, დედით ჩოლოყაშვილი და მამით ბერიძე და ჩემი ქართველობა მაქვს. როგორც მათემატიკაა ჩემთვის ჩინური, ისეა პოლიტიკაც. ტელევიზიით ერთმანეთს დატაკებული ორი პოლიტიკოსი მინახავს და შემდეგ რესტორანში ერთად შემხვედრიან. ამიტომ ვგრძნობ, რომ ეს არის დიდი თამაში და არ არის ჩემი საქმე. თუ სადმე ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ.

-  თქვენი გუნდი "მაესტროზე" მუშაობას თქვენ გარეშე აგრძელებს. როგორც ქალბატონმა ლანა ქუთათელაძემ მითხრა ინტერვიუში, მარინამ აღარ მოინდომა ყველაფრის ნულიდან დაწყებაო...

-  ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ეს ჩემი ამბიციაა, მაგრამ უნდა მქონდეს, მე იქ მივდივარ, ვისაც ვჭირდები. ყველა სამსახური ასე მაქვს დაწყებული. როდესაც ვგრძნობ, რომ არ ვჭირდები, იქ არასოდეს წავალ. ეს მტკივნეული თემაა ჩემთვის და არასოდეს აღარ გავეკარები კონკურსის ტიპის პროექტებს.

-  როგორ დაძლიეთ ბოლო დროს მიყენებული ტკივილი, თუ გქონიათ ისეთი მომენტი, რომ მხოლოდ სახლში ყოფნა გინდოდათ?

-  როგორ არ მქონია. სერიოზული დეპრესია მქონდა, უბრალოდ, არავის უგრძნია. ცხოვრებაში პირველად მქონდა ახლობელი ადამიანების იმედი, მაგრამ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მარტომ უნდა ამოვქაჩო. ძალიან რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ კიდევ ერთხელ ავალ კიბეზე.

-  "საქართველოს ვარსკვლავის" ახალი ჟიურის შეფასება მინდა გთხოვოთ - მიშა მშვილდაძე, ზაზა შენგელია და ნინი ბადურაშვილი.

-  როგორ შევაფასო, ჯერ ვნახავ (იღიმება)...

-  საზოგადოების ნაწილი მათ დასახელებას არაერთგვაროვნად შეხვდა...

-  წვალობენ... აშკარად წვალობენ.

-  დასასრულ გკითხავთ, ეთანხმებით გამოთქმას, რომ მამაკაცებს არ უყვართ ძლიერი ქალები და მათთან ერთად ვერ ცხოვრობენ?

-  დიახ, ვერ ცხოვრობენ. ძალიან დიდი უნდა იყო, რომ ეს შეირგო, ვერ ირგებენ... ერთი რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და სრულიად სხვა ამპლუაში, მაგრამ მაინც ვიტყვი ჩემს სიტყვას.

-  წლები არ გაშინებთ?

-  არა, თან ახლა წლები მოდური გახდა (იცინის). მე იმ დროს გავუძელი, როდესაც ჩემი ასაკის არავინ იყო და არავინ გაბედოს იმის თქმა, რომ ვიღაც მმფარველობდა. მამის სიკვდილის შემდეგ არავინ მმფარველობდა. ვაზელინი მოიკითხოს სხვამ, ეგ ჩემთან ახლოს არ არის. ჩემი ცხოვრების განმავლობაში რაც პროექტი გამიკეთებია, ვეძებ იმას, რაც არ არის, მერე ამაზე ფიქრს ვიწყებ. მუსიკა ძალიან ბევრია და ის, რაც მე მინდა, ჯერ არ ჩანს...

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"