პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხეში პატიმრები უჰაერობით იღუპებოდნენ
ციხეში პატიმრები უჰაერობით იღუპებოდნენ

მე­რაბ გორ­გა­ძე ცი­ხი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­მო­ვი­და. ამ­ბობს, რომ ბრა­ლი შე­უ­თი­თხნეს, რად­გან სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა­ზე უარი თქვა. 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მამა ახლა უმუ­შევ­რო­ბის გამო ნერ­ვი­უ­ლობს. იმე­დი აქვს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მას და მის მსგავ­სად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

მე­რაბ გორ­გა­ძე:

- 2009 წლის 5 ივ­ლისს სოდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბა­თუმ­ში და­მა­კა­ვეს და ნა­ხე­ვა­რი გრა­მი ჰე­რო­ი­ნი ჩა­მი­დეს. არ ვა­ღი­ა­რებ­დი და ამის გამო, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნეს. ჩემს წა­მე­ბა­ში პრო­კუ­რო­რი ავთო კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც შე­ვი­ტყვე, ახლა და­უ­წი­ნა­უ­რე­ბი­ათ. უშუ­ა­ლოდ სოდ-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მცემ­და, სხვე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ხელ­კე­ტებ­სა და წიხლს მირ­ტყამ­დნენ. გა­ყი­ნულ­წყლი­ა­ნი ბოთ­ლი­თაც მცე­მეს. გონ­და­კარ­გუ­ლი, რო­გორ ჩა­მათ­რი­ეს დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, არ მახ­სოვს. ისე სას­ტი­კად ვი­ყა­ვი ნა­ცე­მი, იზო­ლა­ტორ­ში არ მი­მი­ღეს და "სას­წრა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხეს. ჩემს გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ ელო­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ არ გა­და­ვეყ­ვა­ნე, ალ­ბათ ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა იყო. რო­გორც წესი, ნა­ცემ ხალ­ხს არ ათავ­სებ­დნენ იქ, მაგ­რამ სხვა გზა არ ჰქონ­დათ, თუ გა­დავ­რჩე­ბო­დი, არა­ვის ეგო­ნა. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, ისევ დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში და­მაბ­რუ­ნეს. პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­დეგ კი ბა­თუ­მის მე­სა­მე სა­პყრო­ბი­ლე­ში აღ­მოვ­ჩნდი. იმ­დე­ნად სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა, ცოტა ხან­ში ცი­ხის მთე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ი­ჭი­რეს და ისი­ნიც შემ­დეგ ჩემ­თან ერ­თად იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს "მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში".

- რა ხდე­ბო­და სა­პყრო­ბი­ლე­ში?

- ფული უნდა გა­და­გე­ხა­და, და­სა­წო­ლი ად­გი­ლი რომ მო­ე­ცათ. პა­ტიმ­რებს ისეთ დღე­ში აგ­დებ­დნენ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, სახლ-კარი გა­ე­ყი­დათ და ფული მი­ე­ტა­ნათ. ცი­ხე­ში არ ვუ­ცე­მი­ვარ, რად­გან ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პი­რო­ბე­ბი აუ­ტა­ნე­ლი იყო. ერთი სა­წო­ლი 3 ადა­მი­ანს გვე­კუთ­ვნო­და, წყა­ლი არ იყო, გა­ყი­ნულ ია­ტაკ­ზე ვი­წე­ქით... 11 წელი მო­მი­სა­ჯეს ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვთქვი. არ მი­ღი­ა­რე­ბია, რაც არ ჩა­მი­დე­ნია. ახლა ნა­წი­ლობ­რივ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა, პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მაქვს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ, სი­მარ­თლე რომ და­ვამ­ტკი­ცო. ჩემი საქ­მე სტრას­ბურ­გშია და გან­ხილ­ვას ვე­ლო­დე­ბი... 6 თვის შემ­დეგ, ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გად­მო­მიყ­ვა­ნეს.

- იქ რა პი­რო­ბე­ბი დაგ­ხვდათ?

- 450 პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვით პა­ტა­რა, ორ­სარ­თუ­ლი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, 2010 წლი­დან კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და და­კა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი. პა­ტიმ­რებს, შე­ნო­ბა ვე­ღარ იტევ­და. ბა­თუმ­ში თუ ერთ სა­წოლ­ზე 3 პა­ტი­მა­რი ვი­წე­ქით, ავ­ჭა­ლა­ში 3 თვე და 5 დღე ისე გა­ვა­ტა­რე, რომ სა­წო­ლი სა­ერ­თოდ არ მქო­ნია. სა­ში­ნელ სი­ცი­ვე­ში, ია­ტაკ­ზე ჩა­მო­საჯ­დომს თუ იშო­ვი­დი, დიდი მიღ­წე­ვა იყო. იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო ოთახ­ში, ვერ გა­ივ­ლი­დი. 3 თვის მერე 14 კაცი ერ­თდრო­უ­ლად რა­ღაც შე­წყა­ლე­ბით გა­ვი­და და მომ­ცეს სა­წო­ლი. იქ სა­სა­დი­ლო არ არ­სე­ბობ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ, უვენ­ტი­ლა­ციო ოთახ­ში, 100 კაცი რომ იქ­ნე­ბა და საჭ­მე­ლიც რომ იქ კეთ­დე­ბა, იქვე ეწე­ვი­ან, იმი­ტომ, რომ სხვა ად­გი­ლი არ არის. არ იყო და­ბა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ბევ­რი პა­ტი­მა­რი და­ი­ღუ­პა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბით იღუ­პე­ბოდ­ნენ. ხელი ჩემ­თვის ცი­ხე­ში არა­ვის და­ურ­ტყამს, მაგ­რამ ამ ფორ­მით წა­მე­ბა არა­ნაკ­ლე­ბია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხა და გუ­ლის ნერ­ვი მაქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ათა­სი უბე­დუ­რე­ბაც მჭირს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­შინ, როცა ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე გა­მო­დი­ო­და ტე­ლე­ვი­ზი­ით და ამ­ბობ­და, რომ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის ციხე ჰქონ­და, სა­წო­ლი არ მქონ­და და ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის გა­თენ­დე­ბო­და, რომ წა­მომ­დგა­რიყ­ვნენ ბი­ჭე­ბი და რო­მე­ლი­მეს ცოტა ხნით თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ეთ­მო. ვი­ყი­ნე­ბო­დი ღამე სი­ცი­ვე­ში და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ აჩ­ვე­ნებ­დნენ იმ ერთ სა­გან­გე­ბოდ გა­მო­წყო­ბილ ოთახს და კალ­მა­ხე­ლი­ძე რო­გორ ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად არი­სო.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, სა­კან­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა...

- მარ­ტო ჩემს ოთახ­ში 8 პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა. ესეც დიდი სტრე­სი და ტკი­ვი­ლი იყო ჩვენ­თვის. ვერ ეხ­მა­რე­ბი ადა­მი­ანს, ხე­დავ, რო­გორ კვდე­ბა უჰა­ე­რო­ბით. ზაზა ჩი­ტა­ია, მალ­ხაზ კორ­ძა­ხია, გუ­რამ ოდი­შა­რია, ბად­რი ხუ­ციშ­ვი­ლი, ედ­ნარ გო­ჩი­ტი­ძე, პა­ა­ტა ჭა­ხი­აშ­ვი­ლი, გა­ი­ოზ ხინ­ჩი­კაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ გრძე­ლი­ა­ნი­ძე - ჩემს ოთახ­ში და­ი­ღუპ­ნენ. მათი სიკ­ვდი­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სინ­დის­ზეა. ზო­ნის მას­შტა­ბით, ციფ­რი გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო. ბევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ვერც ვი­გებ­დით. მალ­ხაზ კორ­ძა­ხი­ამ და გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ უჰა­ე­რო­ბას ვერ გა­უძ­ლეს. და­სა­წო­ლი ად­გი­ლი არ ჰქონ­დათ, ფეხ­ზე იდ­გნენ და ცუ­დად გახ­დნენ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, მათ­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა რომ გა­ე­წი­ათ, გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ. ჰა­ერ­ზე გაყ­ვა­ნაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ალ­ბათ. სა­ში­ნე­ლე­ბაა, შენ გვერ­დით მყო­ფი "ადი­ა­ლა­ში" უნდა გა­ახ­ვიო და გარ­დაც­ვლი­ლი გა­ა­ტა­ნო. მერ­წმუ­ნე, ეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი იყო. სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი მაქვს, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მერე ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ან რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კა­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, რომ სხვა­გან გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. 40 წლი­საც არ იყო ბად­რი ხუ­ციშ­ვი­ლი. ორ­შა­ბათს ბად­რიმ ექიმს უთხრა, კუჭი სა­შინ­ლად მა­წუ­ხებ­სო. ხუთ­შა­ბა­თო­ბით მო­დი­ო­და ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მან­ქა­ნა და იქი­დან მოჰ­ყავ­და გა­მო­წე­რი­ლი პა­ტიმ­რე­ბი. თუ ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ვინ­მე, იქ გა­დაჰ­ყავ­დათ. ბად­რის უთხრეს, და­ი­ცა­დე ხუთ­შა­ბა­თამ­დეო. ტკი­ვი­ლებს ვე­ღარ უძ­ლებ­და, ხუთ­შა­ბათს გა­და­იყ­ვა­ნეს, გა­ირ­კვა, რომ თურ­მე კუჭი გა­ხეთ­ქი­ლი ჰქონ­და, ორ­გა­ნიზ­მი მო­ე­წამ­ლა და გარ­და­იც­ვა­ლა. სტა­ტის­ტი­კას უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ, თო­რემ ადა­მი­ა­ნის ბედი არა­ვის ანაღ­ვლებ­და.

- ექიმს არ იძა­ხებ­დით?

- ვი­ძა­ხებ­დით, მაგ­რამ ექიმს წა­მა­ლი არ ჰქონ­და. ნა­ხავ­და პა­ტი­მარს და ეტყო­და, არა­ფე­რია, გა­გივ­ლი­სო და მი­დი­ო­და. ასე იყო კორ­ძა­ხი­ას შემ­თხვე­ვა­ში. ისევ სა­კან­ში შე­აბ­რუ­ნეს, კარი ჩა­რა­ზეს და კაცი და­ი­ღუ­პა. ამ ყვე­ლა­ფერს გულ­გრი­ლად ვერ ვუ­ყუ­რებ­დი. არ ვჩერ­დე­ბო­დი და ვცდი­ლობ­დი, ამ­ბე­ბი გა­რეთ მყოფ­თათ­ვის მი­მე­წო­დე­ბი­ნა, ამის გამო კარ­ცერ­ში ვხვდე­ბო­დი.

- შემ­დეგ ე.წ. "მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში" გად­მო­გიყ­ვა­ნეს ყო­ფი­ლი ძა­ლოვ­ნე­ბი. იქ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი დაგ­ხვდათ?

- იქ უფრო დიდი ტე­რი­ტო­რია იყო, სამი კორ­პუ­სი იდგა. სა­სა­დი­ლო ცალ­კე იყო, შე­და­რე­ბით უკე­თე­სი იყო იმით, რომ ჩემი სა­წო­ლი მქონ­და, მაგ­რამ მერე იქაც გაჩ­ნდა პრობ­ლე­მა და მო­რი­გე­ბოთ ეძი­ნათ ბი­ჭებს. სუნ­თქვა შე­იძ­ლე­ბო­და. არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1200 კაც­ზე ავი­და, არა­და, 900 კაც­ზე იყო იქა­უ­რო­ბა გათ­ვლი­ლი... არც ლო­გი­ნი და­უ­მა­ტე­ბი­ათ და არც არა­ფე­რი. კრი­ტში უნდა იჯ­დეს ის, ვინც გა­ნა­წესს და­არ­ღვევს ან არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მქო­ნე. ად­გი­ლე­ბი რომ არ იყო, იქ ათავ­სებ­დნენ ხალ­ხს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, პა­ტი­მა­რი წლე­ბი ამ­ყო­ფო კრი­ტში, თუ მას სხვა რე­ჟი­მი ეკუთ­ვნის?! ჯან­მრთე­ლო­ბა მო­უს­პეს ადა­მი­ა­ნებს. "ღა­მის შო­უ­ში" გა­მო­დი­ო­და კალ­მა­ხე­ლი­ძე და ხუმ­რობ­და, ჩემი საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი "ბა­ლან­და" არი­სო, ამით დაგ­ვცი­ნო­და. ყვე­ლა­ფერს ცი­ხის მა­ღა­ზი­ა­ში ვერ იყი­დი. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო. საჭ­მე­ლი სა­ში­ნელ ცხიმ­ზე მზად­დე­ბო­და, ჭა­მის­თა­ნა­ვე ცუ­დად ხდე­ბო­დი, მაგ­რამ როცა არ გაქვს ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა უნდა ჰქნა?! სა­ბო­ლო­ოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი ორ­გა­ნიზ­მის დან­გრე­ვას იწ­ვევს. ვრე­ცხავ­დით მო­ტა­ნილ საჭ­მელს და თა­ვი­დან ვა­კე­თებ­დით. სა­ში­ნე­ლი სი­ბინ­ძუ­რე იყო, ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბი სის­ხლს გვწოვ­დნენ. ოთახ­ში ტა­რაკ­ნე­ბი და ვირ­თხე­ბი და­სე­ირ­ნობ­დნენ. მოკ­ლედ, 3 წელი და 6 თვე უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ვა­ტა­რე. ჩემ­მა ოჯახ­მა უმ­ძი­მე­სი წლე­ბი გა­და­ი­ტა­ნა, ამა­ზე ხომ უნდა აგოს პა­სუ­ხი ვინ­მემ.

- თუ უდა­ნა­შა­უ­ლო იყა­ვით, მა­შინ რას უკავ­ში­რებთ თქვენს და­კა­ვე­ბას?

- ბა­თუმ­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­ში სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნა­შემ­წე ვი­ყა­ვი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში. ბად­რი ბი­წა­ძე რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ყვე­ლას მოგვ­თხო­ვეს იქი­დან წას­ვლა, რად­გან მის კად­რად ვით­ვლე­ბო­დი. და­მი­ბა­რეს გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში და მი­თხრეს, გან­ცხა­დე­ბა და­მე­წე­რა, ამა­ზე უარი ვთქვი, ჯი­უ­ტად ვაგ­რძე­ლებ­დი მუ­შა­ო­ბას და მალე ასე გა­მის­წორ­დნენ, წა­მა­ლი ჩა­მი­დეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ყვე­ლა­ნი გა­დავ­რჩით. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე, ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ეძ­ლოთ და 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­დათ მის­ჯი­ლი, ღა­მის 4 სა­ათ­ზე წა­მო­ყა­რეს სა­წო­ლე­ბი­დან და 2 სა­ა­თი სი­ცი­ვე­ში ეზო­ში ჰყავ­დათ. ამ ფორ­მით ახ­დენ­დნენ მათ­ზე ზე­წო­ლას, რომ ხმა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის­თვის" მი­ე­ცათ. 20 დღით ადრე, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ კრი­ტში ჩა­მიყ­ვა­ნეს. ჩემ­ნა­ი­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ გა­ე­ტა­ნათ გა­რეთ ამ­ბე­ბი, იქ გა­მოგ­ვკე­ტეს. გვიშ­ვე­ლა არ­ჩევ­ნებ­მა, თო­რემ ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გქონ­დათ?

- სამი შვი­ლი მყავს, მაგ­რამ ამ დრო­ის მან­ძილ­ზე ისი­ნი არ მი­ნა­ხავს. იქ შუ­შის მიღ­მა უნდა მე­ნა­ხა ჩემი ოჯა­ხი და ამა­ზე უარი ვთქვი. 10 ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად შე­დის პა­ემ­ნე­ბის ოთახ­ში, შუ­შის მე­ო­რე მხა­რეს ხე­დავ შენს შვილს, ცოლს და შუ­ა­ში კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი გი­სო­სია. რო­გორ უნდა გა­უძ­ლო ამას? მათ ფსი­ქი­კას ხომ არ და­ვუ­მა­ხინ­ჯებ­დი. ძმა და­დი­ო­და ორ თვე­ში ერთხელ, ბა­თუ­მი­დან ჩა­მო­დი­ო­და. მშობ­ლე­ბი არ მყავს და ჩემი მე­უღ­ლე დარ­ჩა მარ­ტო უამ­რა­ვი პრობ­ლე­მით. და­ნა­შა­ულს რომ არ ვა­ღი­ა­რებ­დი, ამის გამო ოჯა­ხით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი სო­ფელ­ში გა­და­მა­ლუ­ლი მყავ­და. პა­ტა­რა 4 წლი­საა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ მიც­ნობს. ოჯა­ხი გა­წუ­რუ­ლი ლი­მო­ნი­ვით დამ­ხვდა. მარ­თა­ლია, ცი­ხი­დან გა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ჯერ ვერ ვეხ­მა­რე­ბი მათ და ამას გან­ვიც­დი. პირ­ველ რიგ­ში, სა­მუ­შაო მინ­და. ასე­ვე, რაც მთა­ვა­რია, სა­მარ­თალს ვი­თხოვ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­ერ­ქვას და უნდა აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. იქ­ნებ სა­ხელ­მწი­ფომ იფიქ­როს ამა­ზე და სა­ნამ ჩვე­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დე­ბა, მა­ნამ­დე ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კი­თხე­ბი მოგ­ვიგ­ვა­რონ.

- მა­ინც რას ითხოვთ და რას გპირ­დე­ბათ ახა­ლი მთავ­რო­ბა?

- ჩემი საქ­მე სტრას­ბურ­გშია, ვფიქ­რობ, იქ ვი­პო­ვი სა­მარ­თალს. ყვე­ლა ჩვენ­განს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კი არა, ფი­ზი­კუ­რად სჭირ­დე­ბა პირ­ველ რიგ­ში, დახ­მა­რე­ბა, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ექი­მი, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ, ეს ცალ­კე თე­მაა. ჯერ მან­ქა­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბაც კი არ გვაქვს აღ­დგე­ნი­ლი. გვი­თხრეს, რომ ორ თვე­ში მოგ­ვიხ­სნი­ან ნა­სა­მარ­თლო­ბას მათ, ვი­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი გვაქვს. 23 მარტს პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს ყრი­ლო­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი და იქ ბევრ სა­კი­თხზე შევ­ჯერ­დე­ბით. არ გვინ­და, არე­უ­ლო­ბა მოხ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" პა­სუ­ხი უნდა აგოს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ციხეში პატიმრები უჰაერობით იღუპებოდნენ

ციხეში პატიმრები უჰაერობით იღუპებოდნენ

მერაბ გორგაძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა. ამბობს, რომ ბრალი შეუთითხნეს, რადგან სამსახურიდან წასვლაზე უარი თქვა. 3 მცირეწლოვანი შვილის მამა ახლა უმუშევრობის გამო ნერვიულობს. იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება უახლოეს პერიოდში მას და მის მსგავსად გათავისუფლებულებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

მერაბ გორგაძე:

- 2009 წლის 5 ივლისს სოდ-ის თანამშრომლებმა ბათუმში დამაკავეს და ნახევარი გრამი ჰეროინი ჩამიდეს. არ ვაღიარებდი და ამის გამო, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. ჩემს წამებაში პროკურორი ავთო კოჭლამაზაშვილი მონაწილეობდა. როგორც შევიტყვე, ახლა დაუწინაურებიათ. უშუალოდ სოდ-ის უფროსის მოადგილე მცემდა, სხვებიც ეხმარებოდნენ, ხელკეტებსა და წიხლს მირტყამდნენ. გაყინულწყლიანი ბოთლითაც მცემეს. გონდაკარგული, როგორ ჩამათრიეს დროებითი დაკავების იზოლატორში, არ მახსოვს. ისე სასტიკად ვიყავი ნაცემი, იზოლატორში არ მიმიღეს და "სასწრაფო" გამოიძახეს. ჩემს გადარჩენას არავინ ელოდა. საავადმყოფოში რომ არ გადავეყვანე, ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. როგორც წესი, ნაცემ ხალხს არ ათავსებდნენ იქ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, თუ გადავრჩებოდი, არავის ეგონა. გონზე რომ მოვედი, ისევ დროებითი დაკავების იზოლატორში დამაბრუნეს. პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ბათუმის მესამე საპყრობილეში აღმოვჩნდი. იმდენად საშინელი სიტუაცია დამხვდა, ცოტა ხანში ციხის მთელი ხელმძღვანელობა დაიჭირეს და ისინიც შემდეგ ჩემთან ერთად იხდიდნენ სასჯელს "მატროსოვის ციხეში".

- რა ხდებოდა საპყრობილეში?

- ფული უნდა გადაგეხადა, დასაწოლი ადგილი რომ მოეცათ. პატიმრებს ისეთ დღეში აგდებდნენ, იძულებულები იყვნენ, სახლ-კარი გაეყიდათ და ფული მიეტანათ. ციხეში არ ვუცემივარ, რადგან ყოფილი თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ პირობები აუტანელი იყო. ერთი საწოლი 3 ადამიანს გვეკუთვნოდა, წყალი არ იყო, გაყინულ იატაკზე ვიწექით... 11 წელი მომისაჯეს ნარკოტიკის შენახვა-ტარებისთვის. საპროცესო შეთანხმებას მთავაზობდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. არ მიღიარებია, რაც არ ჩამიდენია. ახლა ნაწილობრივ დადასტურებულია ჩემი უდანაშაულობა, პოლიტპატიმრის სტატუსი მაქვს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ, სიმართლე რომ დავამტკიცო. ჩემი საქმე სტრასბურგშია და განხილვას ველოდები... 6 თვის შემდეგ, ბათუმიდან თბილისში, ავჭალის დაწესებულებაში გადმომიყვანეს.

- იქ რა პირობები დაგხვდათ?

- 450 პატიმარი ვიყავით პატარა, ორსართულიან დაწესებულებაში. გაუსაძლისი მდგომარეობა იყო, 2010 წლიდან კატასტროფულად გაიზარდა დაკავებულთა რიცხვი. პატიმრებს, შენობა ვეღარ იტევდა. ბათუმში თუ ერთ საწოლზე 3 პატიმარი ვიწექით, ავჭალაში 3 თვე და 5 დღე ისე გავატარე, რომ საწოლი საერთოდ არ მქონია. საშინელ სიცივეში, იატაკზე ჩამოსაჯდომს თუ იშოვიდი, დიდი მიღწევა იყო. იმდენი ადამიანი იყო ოთახში, ვერ გაივლიდი. 3 თვის მერე 14 კაცი ერთდროულად რაღაც შეწყალებით გავიდა და მომცეს საწოლი. იქ სასადილო არ არსებობდა. წარმოიდგინეთ, ერთ, უვენტილაციო ოთახში, 100 კაცი რომ იქნება და საჭმელიც რომ იქ კეთდება, იქვე ეწევიან, იმიტომ, რომ სხვა ადგილი არ არის. არ იყო დაბანის საშუალება. ამ გაუსაძლის პირობებში ბევრი პატიმარი დაიღუპა. ელემენტარულად, ჰაერის უკმარისობით იღუპებოდნენ. ხელი ჩემთვის ციხეში არავის დაურტყამს, მაგრამ ამ ფორმით წამება არანაკლებია. ეს ყველაფერი ჩემს ჯანმრთელობაზე აისახა და გულის ნერვი მაქვს დაზიანებული, ათასი უბედურებაც მჭირს. წარმოიდგინეთ, მაშინ, როცა ხათუნა კალმახელიძე გამოდიოდა ტელევიზიით და ამბობდა, რომ ევროპული სტანდარტის ციხე ჰქონდა, საწოლი არ მქონდა და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, რომ წამომდგარიყვნენ ბიჭები და რომელიმეს ცოტა ხნით თავისი ადგილი დაეთმო. ვიყინებოდი ღამე სიცივეში და ტელევიზორში ვუყურებდი, როგორ აჩვენებდნენ იმ ერთ საგანგებოდ გამოწყობილ ოთახს და კალმახელიძე როგორ ამბობდა, ყველაფერი იდეალურად არისო.

- როგორც აღნიშნეთ, საკანში ბევრი ადამიანი დაიღუპა...

- მარტო ჩემს ოთახში 8 პატიმარი გარდაიცვალა. ესეც დიდი სტრესი და ტკივილი იყო ჩვენთვის. ვერ ეხმარები ადამიანს, ხედავ, როგორ კვდება უჰაერობით. ზაზა ჩიტაია, მალხაზ კორძახია, გურამ ოდიშარია, ბადრი ხუციშვილი, ედნარ გოჩიტიძე, პაატა ჭახიაშვილი, გაიოზ ხინჩიკაშვილი, ზურაბ გრძელიანიძე - ჩემს ოთახში დაიღუპნენ. მათი სიკვდილი "ნაცმოძრაობის" სინდისზეა. ზონის მასშტაბით, ციფრი გაცილებით მეტი იყო. ბევრის გარდაცვალებას ვერც ვიგებდით. მალხაზ კორძახიამ და გურამ ოდიშარიამ უჰაერობას ვერ გაუძლეს. დასაწოლი ადგილი არ ჰქონდათ, ფეხზე იდგნენ და ცუდად გახდნენ. ელემენტარულად, მათთვის სამედიცინო დახმარება რომ გაეწიათ, გადარჩებოდნენ. ჰაერზე გაყვანაც საკმარისი იქნებოდა ალბათ. საშინელებაა, შენ გვერდით მყოფი "ადიალაში" უნდა გაახვიო და გარდაცვლილი გაატანო. მერწმუნე, ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი იყო. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გარდაცვლილები მერე ციხის საავადმყოფოში ან რომელიმე კლინიკაში გადაჰყავდათ, რომ სხვაგან გაფორმებულიყო მათი გარდაცვალება. 40 წლისაც არ იყო ბადრი ხუციშვილი. ორშაბათს ბადრიმ ექიმს უთხრა, კუჭი საშინლად მაწუხებსო. ხუთშაბათობით მოდიოდა ციხის საავადმყოფოდან მანქანა და იქიდან მოჰყავდა გამოწერილი პატიმრები. თუ ძალიან ცუდად იყო ვინმე, იქ გადაჰყავდათ. ბადრის უთხრეს, დაიცადე ხუთშაბათამდეო. ტკივილებს ვეღარ უძლებდა, ხუთშაბათს გადაიყვანეს, გაირკვა, რომ თურმე კუჭი გახეთქილი ჰქონდა, ორგანიზმი მოეწამლა და გარდაიცვალა. სტატისტიკას უფრთხილდებოდნენ, თორემ ადამიანის ბედი არავის ანაღვლებდა.

- ექიმს არ იძახებდით?

- ვიძახებდით, მაგრამ ექიმს წამალი არ ჰქონდა. ნახავდა პატიმარს და ეტყოდა, არაფერია, გაგივლისო და მიდიოდა. ასე იყო კორძახიას შემთხვევაში. ისევ საკანში შეაბრუნეს, კარი ჩარაზეს და კაცი დაიღუპა. ამ ყველაფერს გულგრილად ვერ ვუყურებდი. არ ვჩერდებოდი და ვცდილობდი, ამბები გარეთ მყოფთათვის მიმეწოდებინა, ამის გამო კარცერში ვხვდებოდი.

- შემდეგ ე.წ. "მატროსოვის ციხეში" გადმოგიყვანეს ყოფილი ძალოვნები. იქ უკეთესი პირობები დაგხვდათ?

- იქ უფრო დიდი ტერიტორია იყო, სამი კორპუსი იდგა. სასადილო ცალკე იყო, შედარებით უკეთესი იყო იმით, რომ ჩემი საწოლი მქონდა, მაგრამ მერე იქაც გაჩნდა პრობლემა და მორიგებოთ ეძინათ ბიჭებს. სუნთქვა შეიძლებოდა. არჩევნების წინა პერიოდში დაკავებულთა რაოდენობა 1200 კაცზე ავიდა, არადა, 900 კაცზე იყო იქაურობა გათვლილი... არც ლოგინი დაუმატებიათ და არც არაფერი. კრიტში უნდა იჯდეს ის, ვინც განაწესს დაარღვევს ან არის განსაკუთრებული დანაშაულის მქონე. ადგილები რომ არ იყო, იქ ათავსებდნენ ხალხს. როგორ შეიძლება, პატიმარი წლები ამყოფო კრიტში, თუ მას სხვა რეჟიმი ეკუთვნის?! ჯანმრთელობა მოუსპეს ადამიანებს. "ღამის შოუში" გამოდიოდა კალმახელიძე და ხუმრობდა, ჩემი საყვარელი საჭმელი "ბალანდა" არისო, ამით დაგვცინოდა. ყველაფერს ციხის მაღაზიაში ვერ იყიდი. ამის საშუალება არ იყო. საჭმელი საშინელ ცხიმზე მზადდებოდა, ჭამისთანავე ცუდად ხდებოდი, მაგრამ როცა არ გაქვს ყიდვის საშუალება, რა უნდა ჰქნა?! საბოლოოდ ეს ყველაფერი ორგანიზმის დანგრევას იწვევს. ვრეცხავდით მოტანილ საჭმელს და თავიდან ვაკეთებდით. საშინელი სიბინძურე იყო, ბაღლინჯოები სისხლს გვწოვდნენ. ოთახში ტარაკნები და ვირთხები დასეირნობდნენ. მოკლედ, 3 წელი და 6 თვე უკანონო პატიმრობაში გავატარე. ჩემმა ოჯახმა უმძიმესი წლები გადაიტანა, ამაზე ხომ უნდა აგოს პასუხი ვინმემ.

- თუ უდანაშაულო იყავით, მაშინ რას უკავშირებთ თქვენს დაკავებას?

- ბათუმში სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის თანაშემწე ვიყავი იურიდიულ საკითხებში. ბადრი ბიწაძე რომ გაათავისუფლეს, ყველას მოგვთხოვეს იქიდან წასვლა, რადგან მის კადრად ვითვლებოდი. დამიბარეს გენინსპექციაში და მითხრეს, განცხადება დამეწერა, ამაზე უარი ვთქვი, ჯიუტად ვაგრძელებდი მუშაობას და მალე ასე გამისწორდნენ, წამალი ჩამიდეს. საბედნიეროდ, 1-ელ ოქტომბერს ყველანი გადავრჩით. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ის პატიმრები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ და 5 წლამდე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ღამის 4 საათზე წამოყარეს საწოლებიდან და 2 საათი სიცივეში ეზოში ჰყავდათ. ამ ფორმით ახდენდნენ მათზე ზეწოლას, რომ ხმა "ნაცმოძრაობისთვის" მიეცათ. 20 დღით ადრე, სრულიად უმიზეზოდ კრიტში ჩამიყვანეს. ჩემნაირად აქტიური ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გაეტანათ გარეთ ამბები, იქ გამოგვკეტეს. გვიშველა არჩევნებმა, თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპებოდა.

- ოჯახის წევრების ნახვის საშუალება გქონდათ?

- სამი შვილი მყავს, მაგრამ ამ დროის მანძილზე ისინი არ მინახავს. იქ შუშის მიღმა უნდა მენახა ჩემი ოჯახი და ამაზე უარი ვთქვი. 10 ადამიანი ერთდროულად შედის პაემნების ოთახში, შუშის მეორე მხარეს ხედავ შენს შვილს, ცოლს და შუაში კიდევ დამატებითი გისოსია. როგორ უნდა გაუძლო ამას? მათ ფსიქიკას ხომ არ დავუმახინჯებდი. ძმა დადიოდა ორ თვეში ერთხელ, ბათუმიდან ჩამოდიოდა. მშობლები არ მყავს და ჩემი მეუღლე დარჩა მარტო უამრავი პრობლემით. დანაშაულს რომ არ ვაღიარებდი, ამის გამო ოჯახით მემუქრებოდნენ. ჩემი მეუღლე და შვილები სოფელში გადამალული მყავდა. პატარა 4 წლისაა, წარმოიდგინეთ, არ მიცნობს. ოჯახი გაწურული ლიმონივით დამხვდა. მართალია, ციხიდან გამოვედი, მაგრამ ჯერ ვერ ვეხმარები მათ და ამას განვიცდი. პირველ რიგში, სამუშაო მინდა. ასევე, რაც მთავარია, სამართალს ვითხოვ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და უნდა აღდგეს სამართლიანობა. იქნებ სახელმწიფომ იფიქროს ამაზე და სანამ ჩვენი რეაბილიტაცია მოხდება, მანამდე ელემენტარული საკითხები მოგვიგვარონ.

- მაინც რას ითხოვთ და რას გპირდებათ ახალი მთავრობა?

- ჩემი საქმე სტრასბურგშია, ვფიქრობ, იქ ვიპოვი სამართალს. ყველა ჩვენგანს ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურად სჭირდება პირველ რიგში, დახმარება, ელემენტარულად, ექიმი, გამოკვლევები. ფსიქოლოგიურად რაც გადავიტანეთ, ეს ცალკე თემაა. ჯერ მანქანის მართვის უფლებაც კი არ გვაქვს აღდგენილი. გვითხრეს, რომ ორ თვეში მოგვიხსნიან ნასამართლობას მათ, ვისაც პოლიტპატიმრის სტატუსი გვაქვს. 23 მარტს პოლიტპატიმრებს ყრილობა გვაქვს დაგეგმილი და იქ ბევრ საკითხზე შევჯერდებით. არ გვინდა, არეულობა მოხდეს ქვეყანაში, მაგრამ "ნაცმოძრაობამ" პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ