მსახიობი ჯოდ ლოუ მოდელსა და რესტორატორს ალისია რაუნტრის ხვდება.
"ალისია ძალიან საყვარელი გოგონაა, მათ ერთმანეთს მალევე გაუგეს. ალისია კარგი ოჯახის შვილია, ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაოდ მოწიფული და სერიოზული. იგი მოდელად დიდი ხანი მუშაობდა. ლოუმ იგი "გვერდითი მოვლენის" ფრანგულ პრემიერაზეც კი წაიყვანა",- ამბობს ჯუდის ახლო მეგობარი.
მსახიობი დეკემბერში 40 წლის გახდა, ალისა კი 25 წლისაა.
ალისია რაუნტრი მავრიკიელია. მოდელის კარიერის გარდა, იგი სარესტორნო ბიზნესითაა დაკავებული - ნიუ-იორკში რესტორან Tartinery-ს ფლობს. ახლახან იგი Heineken-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ჯუდს რაც შეეხება, იგი ჰოლივუდის ცნობილი მექალთანეა. მეუღლე სედი ფროსტთან განქორწინების შემდეგ, მსახიობ სიენა მილერს, მოდელ სამანტა ბერკს, მსახიობ რიტ უილსინს და საკუთარი შვილების ძიძასაც კი ხვდებოდა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.