პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე დიდი რევოლვერი
მსოფლიოში ყველაზე დიდი რევოლვერი

ის, რა­საც ამ ფო­ტო­ებ­ზე ხე­დავთ, გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დე­ბის წიგ­ნის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი მოქ­მე­დი რო­ველ­ვე­რია. ის 45 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, სიგ­რძე კი ლუ­ლის ტუ­ჩი­დან სას­ხლე­ტამ­დე 130 სან­ტი­მეტრს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. უც­ნა­უ­რი რე­ვოლ­ვე­რი 2002 წელს პო­ლო­ნელ­მა რი­ჩარდ ტო­ბის­მა და­ამ­ზა­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტო­ბი­სის ქმნი­ლე­ბა, სა­ი­ა­რა­ღო ფირ­მა Remington-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი 1858 წლის მო­დე­ლის რე­ვოლ­ვე­რის (1858 Remington New Model Army) ზუს­ტი გა­დი­დე­ბუ­ლი ას­ლია, რო­მე­ლიც ორი­გი­ნა­ლის მსგავ­სად კვამ­ლი­ა­ნი დენ­თის მეშ­ვე­ო­ბით ის­ვრის.

ხელ­მარ­ჯვე ოს­ტატ­მა გი­გან­ტუ­რი რე­ვოლ­ვე­რი წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შექ­მნა. მისი და­ტენ­ვა ორი­გი­ნა­ლის ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა. თუმ­ცა დიდი ზო­მე­ბის გამო, გას­რო­ლის წინ მისი სა­ი­მე­დო და­მაგ­რე­ბაა სა­ჭი­რო.

რე­ვოლ­ვე­რი 136 გრა­მი­ან 28 მი­ლი­მეტ­რის დი­ა­მეტ­რის ფო­ლა­დის ბურ­თუ­ლებს ის­ვრის. სა­მიზ­ნე მან­ძი­ლი 50 მეტრს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ერთი ფო­ლა­დის ბურ­თუ­ლის გას­რო­ლის­თვის რე­ვოლ­ვერს 22 გრა­მი კვამ­ლი­ა­ნი დენ­თი სჭირ­დე­ბა.

ორი­გი­ნალ­თან შე­და­რე­ბით, თა­ვი­სი ზო­მე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად არაპ­რაქ­ტი­კუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გი­გან­ტუ­რი რე­ვოლ­ვე­რი სრულ­ფა­სო­ვა­ნი საბ­რძო­ლო ია­რა­ღია. მის დამ­ზა­დე­ბას რი­ჩარდ ტო­ბის­მა თით­ქმის ორი წე­ლი­წა­დი მო­ან­დო­ბა. თა­ვი­სი ქმნი­ლე­ბით გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან ამა­ყობს და ზოგ­ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წინ სა­დე­მონ­სტრა­ციო სრო­ლე­ბი­თაც იწო­ნებს თავს. გი­გან­ტურ­მა რე­ვოლ­ვერ­მა მის ავ­ტორს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. ტო­ბი­სი მო­საწ­ვე­ვებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ე­ბი­დან ღე­ბუ­ლობს და თა­ვის 45 კი­ლოგ­რა­მი­ან რე­ვოლ­ვერ­თან ერ­თად ის­ტო­რი­უ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ფე­ნე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია.

dailytachinfo.org-ის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მსოფლიოში ყველაზე დიდი რევოლვერი

მსოფლიოში ყველაზე დიდი რევოლვერი

ის, რასაც ამ ფოტოებზე ხედავთ, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოქმედი როველვერია. ის 45 კილოგრამს იწონის, სიგრძე კი ლულის ტუჩიდან სასხლეტამდე 130 სანტიმეტრს შეესაბამება. უცნაური რევოლვერი 2002 წელს პოლონელმა რიჩარდ ტობისმა დაამზადა. აღსანიშნავია, რომ ტობისის ქმნილება, საიარაღო ფირმა Remington-ის მიერ წარმოებული 1858 წლის მოდელის რევოლვერის (1858 Remington New Model Army) ზუსტი გადიდებული ასლია, რომელიც ორიგინალის მსგავსად კვამლიანი დენთის მეშვეობით ისვრის.

ხელმარჯვე ოსტატმა გიგანტური რევოლვერი წვრილმანი დეტალების მაქსიმალური გათვალისწინებით შექმნა. მისი დატენვა ორიგინალის ანალოგიურად ხდება. თუმცა დიდი ზომების გამო, გასროლის წინ მისი საიმედო დამაგრებაა საჭირო.

რევოლვერი 136 გრამიან 28 მილიმეტრის დიამეტრის ფოლადის ბურთულებს ისვრის. სამიზნე მანძილი 50 მეტრს შეესაბამება. ერთი ფოლადის ბურთულის გასროლისთვის რევოლვერს 22 გრამი კვამლიანი დენთი სჭირდება.

ორიგინალთან შედარებით, თავისი ზომებისა და შესაბამისად არაპრაქტიკულობის მიუხედავად, გიგანტური რევოლვერი სრულფასოვანი საბრძოლო იარაღია. მის დამზადებას რიჩარდ ტობისმა თითქმის ორი წელიწადი მოანდობა. თავისი ქმნილებით გამომგონებელი ძალიან ამაყობს და ზოგჯერ ჟურნალისტების წინ სადემონსტრაციო სროლებითაც იწონებს თავს. გიგანტურმა რევოლვერმა მის ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. ტობისი მოსაწვევებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ღებულობს და თავის 45 კილოგრამიან რევოლვერთან ერთად ისტორიული იარაღის გამოფენების ხშირი სტუმარია.

dailytachinfo.org-ის მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე