პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჩხერის ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი შიმშილობს
საჩხერის ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი შიმშილობს

სა­ჩხე­რის ბაზ­რის მო­ვაჭ­რე­ე­ბის ნა­წილ­მა დღეს გა­ფიც­ვა და შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა მო­ვაჭ­რე, მი­რი­ან სი­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბა­სა და მო­ვაჭ­რე­ე­ბის­თვის მის გა­ყიდ­ვამ­დე არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის აღ­დგე­ნას მო­ი­თხო­ვენ.

"სა­ჩხე­რის აგ­რა­რუ­ლი ბა­ზა­რი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ი­ყი­და, როცა ყო­ფილ მთავ­რო­ბას ბაზ­რის შრო­მით კო­ლექ­ტივ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე მისი პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ახა­ლი მე­პატ­რო­ნე - შპს "ექ­სკლუ­ზივ­მა" და მის­მა მფლო­ბელ­მა ამი­რან კა­პა­ნა­ძემ მო­ვაჭ­რე­ებს ახა­ლი პი­რო­ბე­ბი და­უ­წე­სა და სა­ვაჭ­რო ად­გი­ლის გა­და­სა­ხა­დი გა­ზარ­და. ჩემს ოჯახს 50 წე­ლია, მა­ღა­ზია გვაქვს და თუკი აქამ­დე ყო­ველ­თვი­უ­რად 100 ლარს ვიხ­დი­დი, ახლა ვიხ­დი 400 ლარს", - გა­ნა­ცხა­და მი­რი­ან სი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბაზ­რის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბი­სა და აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით, მო­ვაჭ­რე­ე­ბის ნა­წილ­მა დღეს დი­ლი­დან გამ­გე­ო­ბას­თან ახ­ლოს, კულ­ტუ­რის სახ­ლის სკვერ­ში კა­რა­ვი გა­შა­ლა და შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

"ამ დრო­ის­თვის რამ­დე­ნი­მე კაცი ვშიმ­ში­ლობთ, უფრო მეტი გა­ფი­ცუ­ლია, თუმ­ცა თუ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, რო­გორც შიმ­ში­ლო­ბის, ისე გა­ფიც­ვის აქ­ცია უფრო მას­შტა­ბურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს", - აღ­ნიშ­ნა მან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საჩხერის ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი შიმშილობს

საჩხერის ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი შიმშილობს

საჩხერის ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა დღეს გაფიცვა და შიმშილობა გამოაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოვაჭრე, მირიან სირაძემ განუცხადა, ისინი აგრარული ბაზრის სახელმწიფოსთვის დაბრუნებასა და მოვაჭრეებისთვის მის გაყიდვამდე არსებული პირობების აღდგენას მოითხოვენ.

"საჩხერის აგრარული ბაზარი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა, როცა ყოფილ მთავრობას ბაზრის შრომით კოლექტივთან შეთანხმების გარეშე მისი პრივატიზაციის უფლება არ ჰქონდა. ახალი მეპატრონე - შპს "ექსკლუზივმა" და მისმა მფლობელმა ამირან კაპანაძემ მოვაჭრეებს ახალი პირობები დაუწესა და სავაჭრო ადგილის გადასახადი გაზარდა. ჩემს ოჯახს 50 წელია, მაღაზია გვაქვს და თუკი აქამდე ყოველთვიურად 100 ლარს ვიხდიდი, ახლა ვიხდი 400 ლარს", - განაცხადა მირიან სირაძემ.

მისივე თქმით, ბაზრის სახელმწიფოსთვის დაბრუნებისა და აქამდე არსებული პირობების აღდგენის მოთხოვნით, მოვაჭრეების ნაწილმა დღეს დილიდან გამგეობასთან ახლოს, კულტურის სახლის სკვერში კარავი გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა.

"ამ დროისთვის რამდენიმე კაცი ვშიმშილობთ, უფრო მეტი გაფიცულია, თუმცა თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, როგორც შიმშილობის, ისე გაფიცვის აქცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა