ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს გასული წლის ბოლოს შვილი შეეძინა, ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეუღლის, ლი სოლ ჩჟუს ორსულობის შესახებ ჭორები რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შარშან, შემოდგომაზე პირველი ლედის ქვეყნიდან გაუჩინარება გახდა. ლი სოლ ჩჟუ საზოგადოებაში ორი თვის მანძილზე არ გამოჩენილა.
დეკემბრის შუა რიცხვებში კიმ ჩენ უნი და ლი სოლ ჩჟუ ქვეყნის ლიდერის მამის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას დაესწრნენ. ღონისძიებაზე ჩჟუს ტრადიციული კორეული კაბა ეცვა, რომელშიც მრგვალი მუცელი შეიმჩნეოდა.
მაგრამ ახალ წელთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე, რომლის ტრანსლირებას სახელმწიფო ტელევიზია ახდენდა, ლი სოლ ჩჟუ გამოყვანილი ქვედაბოლოთი და ზედატანით გამოჩნდა. მას ორსულობის არაფერი ეტყობოდა.
მედიის აზრით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ოჯახში დაბადებული ბავშვი გოგონაა.
"ეს რომ ბიჭი ყოფილიყო, მაშინ ქვეყნის მთავრობა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა",- აცხადებს ინტერნეტ გამოცემა North Korea leadership watch რედაქტორი მაიკლ მედენი.
მომზადებულია Fox News-ის მიხედვით.