სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მექალთანე კაცს ვერ შევეგუები"
"მექალთანე კაცს ვერ შევეგუები"

ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლეტ­ზე და­დი­ო­და, იდგა პო­დი­უმ­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შიც სცა­და ბედი, უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა ოც­ნე­ბად ექცა. ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა სფე­რო­ში ეძებ­და თავს. მა­მა­კაც­საც ისეთს ეძებ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლას არ ჰგავ­და, მაგ­რამ ჯერ ვერ მი­აკ­ვლია. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რია, ცხო­ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბი­თა და მე­ქალ­თა­ნის გა­მო­ხედ­ვით, მაგ­რამ ფარ-ხმა­ლი არ და­უყ­რია, ახ­ლა­ხან 31 წლის გახ­და. ამ­ბობს, რომ ქალი 30 წლის მერე ყვა­ვის.

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძეს ინ­ტერ­ვი­უს­თვის შინ ვეს­ტუმ­რეთ. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და ხმა­უ­რი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის არც ის დღე აღ­მოჩ­ნდა გა­მო­ნაკ­ლი­სი. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი დრო­ე­ბით მე­გობ­რებს მოვ­წყვი­ტეთ და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ჩვენს ოჯახს იტა­ლი­ურ ოჯახს ეძა­ხი­ან, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ერ­თად ვცხოვ­რობ­დით და ვცხოვ­რობთ დღემ­დე. სულ სტუმ­რე­ბი არი­ან ჩვენ­თან. პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით მე და გი­ორ­გი, დე­და­ჩე­მი­სა და მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ. დღეს ჩემი და ჩემი ძმის მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან, მერე ნი­კუ­შა­სა და ნა­ტა­ლი­ას მე­გობ­რე­ბი ივ­ლი­ან და ასე, სულ ხა­ლი­სი და მხი­ა­რუ­ლე­ბაა ამ სახ­ლში.

- დი­ა­სახ­ლი­სი რა დღე­შია ამ დროს?

- მე ვარ დი­ა­სახ­ლი­სი. უკვე ტი­კე­ბი და­მე­წყო, - ეს რა­ტომ და­აგ­დეთ ძირს, მზე­სუმ­ზი­რას ნაფ­ცქვე­ნებს ვხე­დავ ია­ტაკ­ზე, - სულ ამ დღე­ში ვარ. თან რე­მონ­ტი გვაქვს და­უმ­თავ­რე­ბე­ლი და სულ მტვერ­სას­რუ­ტით დავ­რბი­ვარ (იცი­ნის). ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბი­ა­ჩე­მი, დე­და­ჩე­მის დედა ჰერა იყო დი­ა­სახ­ლი­სი. მის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით. სა­ო­ცარ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­და, დამ­ხმა­რე ქა­ლიც გვყავ­და. ბე­ბია ძა­ლი­ან კარ­გად კე­რავ­და. ცნო­ბი­ლი მკე­რა­ვი იყო, ნანი ბრეგ­ვა­ძეს უკე­რავ­და, თან თა­ვად არ­ჩევ­და, ვის­თვის უნდა შე­ე­კე­რა, ყვე­ლას არ უკე­რავ­და. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ერთხელ მა­ინც და­მი­ჯე­ქი, რა­ღაც ხომ უნდა დაგ­რჩეს ჩემ­გან, გას­წავ­ლიო, მაგ­რამ ვინ და­უ­ჯე­რა. მეც და კრის­ტი­საც ბე­ბი­ა­ჩე­მის შე­კე­რი­ლი კა­ბე­ბი გვეც­ვა ქორ­წილ­ში. მისი გაზ­რდი­ლი ვარ... მა­მას მე­გო­ბა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რებს ვეპ­რან­ჭე­ბო­დი (იცი­ნის), ალი­კო კვა­შალს, ანრი ბა­სი­ლა­ი­ას, თან ძა­ლი­ან ხუ­ლი­გა­ნი ვი­ყა­ვი, მა­უ­გლის მე­ძახ­დნენ, სულ დავ­რბო­დი, ვერ მა­ჩე­რებ­დნენ.

- გი­ორ­გი რას აკე­თებ­და ამ დროს?

- გი­ორ­გის ბე­რე­ტი და შარ­ფი აკ­ლდა და სუფ­თა პა­ტა­რა პო­ე­ტი იყო. ძა­ლი­ან იდე­ი­ნი ტიპი იყო, მა­გი­ჟებ­და, რა­ღა­ცებს მა­ტყუ­ებ­და. ჩემ­ზე უფ­რო­სია ხუთი წლით და ვუ­ჯე­რებ­დი. ერთხელ, მახ­სოვს, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის­კენ ავი­ღეთ გეზი, იქ გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბია, ოქ­რო­ე­ბია და ჩვენ უნდა მო­ვი­პო­ვო­თო, მი­თხრა. ჩა­ვა­ლა­გეთ ბარ­გი-ბარ­ხა­ნა და გზა­ში დაგ­ვი­ჭი­რეს მშობ­ლებ­მა. ასე მა­გი­ჟებ­და ჩემი ძმა.

- იქ­ნებ თა­ვა­დაც სჯე­რო­და ამ გან­ძის და შენ არ გა­გი­ჟებ­და?

- (იცი­ნის) არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. ცოტა უც­ნა­უ­რი ბავ­შვი იყო. მას რომ ჰკი­თხო, მე ვა­ტე­რო­რებ­დი, ვცემ­დი, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, პი­რი­ქით იყო. ორ­ჯერ ისე გა­მამ­წა­რა, ერთხელ სამ­ზა­რე­უ­ლოს გრძე­ლი დანა გა­ვუ­ქა­ნე, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ას­ცდა და ერთხელ რკი­ნის კაკ­ლის სამ­ტვრე­ვი რომ არის - ის. ომი ატყდა სახ­ლში.

- მშობ­ლე­ბი­დან ვინ უფრო მკაც­რია?

- მამა. ზუ­რა­სი გვე­ში­ნო­და ყო­ველ­თვის, თა­ვი­სი ბოხი ხმით რომ დას­ჭექ­და... დე­და­ჩე­მის­გან არც ყვი­რი­ლი მახ­სოვს და არც დას­ჯა. მხო­ლოდ დამ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. მა­მა­ჩე­მის მწა­რე ხელი დღემ­დე მახ­სოვს. სულ ვე­უბ­ნე­ბი, და­ბერ­დე­ბი და არ ვიცი, რას გი­ზამ-მეთ­ქი (იცი­ნის). ზუ­რამ წკი­პურ­ტე­ბი იცო­და, მსგავ­სი სიმ­წა­რე არ გა­მო­მიც­დია. მე და გიო ერ­თმა­ნეთს ვე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­დით, რომ და­ბერ­დე­ბა და ყა­ვარ­ჯნე­ბით ივ­ლის, ფე­ხებ­ში ვურ­ტყათ წკი­პურ­ტე­ბიო (იცი­ნის). არა­და, ზურა მე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე, შენი იმე­დი მაქვს, რომ დავ­ბერ­დე­ბიო.

ერთხელ ვუ­თხა­რი, ძა­ლი­ან გთხოვ, ისე ნუ და­ბერ­დე­ბი, მო­სავ­ლე­ლი გახ­დე-მეთ­ქი. სულ ბი­ჭუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ზურა ბე­ბე­რი. ისე­დაც სულ ვე­უბ­ნე­ბი ჩემს მშობ­ლებს, იყა­ვით ფორ­მა­ში, არ და­მა­ნახ­ვოთ სი­ბე­რე-მეთ­ქი. დე­და­ჩე­მიც სულ ფორ­მა­შია, ჩემს და­ქა­ლებ­თან მე­გობ­რობს. ასე­თი იყო ჰე­რაც, დე­და­ჩე­მის და ჩემს და­ქა­ლებ­თან მე­გობ­რობ­და.

- ლე­ნუ­კა, ვის ჰგავ­ხარ ხა­სი­ა­თით?

- მა­მას. ემო­ცი­უ­რი, ფეთ­ქე­ბა­დი და იმავდრო­უ­ლად მე­გობ­რუ­ლი ვარ. რა­ღა­ცე­ბი ად­ვი­ლად მწყინს, მაგ­რამ მა­ლე­ვე მა­ვი­წყდე­ბა. შუ­რი­ა­ნი და ბოღ­მი­ა­ნი არ ვარ.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩიე?

- ბავ­შვო­ბი­დან ვცეკ­ვავ­დი, ბა­ლეტ­ზე დავ­დი­ო­დი, უკომ­პლექ­სო ვი­ყა­ვი. ყვე­ლას ეგო­ნა მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში შე­ვიც­ვა­ლე, დე­და­ჩემს დავ­ყვე­ბო­დი სამ­სა­ხურ­ში, მო­დე­ლებს სი­ა­რულს რომ ას­წავ­ლი­და. 13-14 წლის ასაკ­ში ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მოს­ვლა მო­მინ­და. ბო­ლოს უცხო ენებ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ჩემი სწავ­ლის პე­რი­ო­დი ცუ­დად მახ­სოვს, იმი­ტომ, რომ ადრე გავ­თხოვ­დი. ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მერე უც­ბად შე­ვიც­ვა­ლე პრო­ფე­სია, უცხო ენე­ბი მო­მინ­და. მოკ­ლედ, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 20-30 წლამ­დე არე­უ­ლი და უაზ­რო პე­რი­ო­დი მქონ­და. თით­ქოს მინ­და ეს დრო და­ვი­ვი­წყო. სა­კუ­თარ თავს ვე­ძებ­დი, ვერ მივ­ხვდი, რა მინ­დო­და და სად მე­ცა­და ბედი.

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი, პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი...

- ერთ-ერთ კლუბ­ში ჩვე­ნე­ბა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, 15 წლის ვი­ყა­ვი და ჰო­ნო­რა­რი მომ­ცეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ვა­სა­ჩუქ­რე იმ ფუ­ლით. ამ პრო­ცეს­ზე ვგიჟ­დე­ბი... მინ­და გი­თხრათ, რომ დიპ­ლო­მი არ მაქვს. ჩემ­მა ქმარ­მა მი­თხრა, ერთი წელი აკა­დე­მი­უ­რი აიღე და მერე გა­ნაგ­რძეო. 18 წლის ვი­ყა­ვი, აი, ამი­ტომ არ ვარ­გა ადრე გა­თხო­ვე­ბა.

- რად­გან ქმა­რი ვახ­სე­ნეთ, სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც გვი­ამ­ბე აქვე...

- ზო­გა­დად ძა­ლი­ან პრან­ჭია ვი­ყა­ვი ბავ­შვო­ბი­დან. სტუ­მა­რი რომ მო­დი­ო­და სახ­ლში, მე ვიც­ვამ­დი და ვიპ­რან­ჭე­ბო­დი. ბე­ბი­ა­ჩე­მი იყო ასე­თი, ლენა, ჰე­რა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. მუდ­მი­ვად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ფრჩხი­ლე­ბი, თმა. სულ ჩა­მეს­მო­და, რომ ქალი სახ­ლშიც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს, იმი­ტომ რომ ქმარს არ სი­ა­მოვ­ნებს მო­უვ­ლე­ლი ცოლი. ჩემი ჭკუ­ით, მეც ვიპ­რან­ჭე­ბო­დი. ბი­ჭებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი და დიდ­ხანს ვერ ვხვდე­ბო­დი, რა იყო ეს გრძნო­ბა. გი­ორ­გი ფეხ­ბურთს რომ თა­მა­შობ­და, მე კარ­ში ვი­დე­ქი. შენ­გან რა ქალი უნდა დად­გეს, რას ჰგავ­ხა­რო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ სახ­ლში. 12-13 წლის ვი­ყა­ვი, ერთ-ერთ ჩვე­ნე­ბა­ზე ბიჭი რომ მო­მე­წო­ნა. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი სულ მყავ­და. 17 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი სან­დრო, ჩემი მე­უღ­ლე. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ეკა ოდი­შა­რი­ამ გა­მაც­ნო. ფილ­მებ­ში რომ არის, ზუს­ტად ისე მოხ­და, ხელ­ში კოკა-კო­ლე­ბი ეკა­ვა, რომ შევ­ხე­დე, ფეხი წა­მოჰ­კრა რა­ღა­ცას და და­ე­ცა (იცი­ნის). ეკას მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დით, კუს ტბა­ზე ვსე­ირ­ნობ­დით, მა­გა­რი დრო იყო. სა­მე­გობ­რო­ში მო­ბი­ლუ­რე­ბი, მან­ქა­ნე­ბი, პე­ი­ჯე­რე­ბი იყო. ერთი წელი ვი­ა­რეთ ერ­თად. ოჯახ­მაც იცო­და, რომ გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. რა­ტომ გა­ვი­პა­რეთ, არ ვიცი. 18 წლის გავ­ხდი თუ არა, გა­ვი­პა­რეთ. მახ­სოვს, კრის­ტი იყო სახ­ლში, მა­რი­შა მა­ი­სუ­რა­ძე. კრის­ტის ვუ­თხა­რი, ვი­პა­რე­ბით და არა­ფე­რი არ თქვა-მეთ­ქი. პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და კრის­ტი. სა­დარ­ბა­ზოს­თან ჩემი მე­გობ­რე­ბი, ცხო­ნე­ბუ­ლი ზვი­ა­დი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­ლო­დე­ბოდ­ნენ. ისი­ნიც უკვე ოჯახ­ზე ფიქ­რობ­დნენ და ორი­ვე წყვი­ლი ერ­თად გა­ვი­პა­რეთ. სა­წყა­ლი თა­მუ­ნა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი დარ­ბო­და პარ­კე­ბით, გვა­მა­რა­გებ­და. წი­ნას­წარ არა­ფე­რი გვქონ­და და­გეგ­მი­ლი. ჯერ ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში წა­ვე­დით, მერე მოვ­ბრუნ­დით, სა­ნამ საწ­ვა­ვი გვე­ყო მან­ქა­ნა­ში, დავ­ბო­რი­ა­ლებ­დით. მა­მა­ჩე­მი ბოლ­თას ცემ­და ტუ­ა­ლეტ­ში, ტი­რო­და. მგო­ნი, ერთი კვი­რა არ გა­მო­დი­ო­და იქი­დან. ჩემი ძმა მი­რე­კავ­და, დაბ­რუნ­დი­თო. თა­მუ­ნა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი იჭყლი­ტე­ბო­და, კარ­გად გა­ი­ლან­ძღა. დღემ­დე მა­ძა­ხებს, რა დღე­ში ჩა­მაგ­დე­თო. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად მე და ჩემ­მა ქმარ­მა. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ "გავ­ქა­ჩეთ" ერ­თად. ახლა რომ ვფიქ­რობ იმ პე­რი­ოდ­ზე, ვხვდე­ბი, რომ მა­შინ ძა­ლი­ან მინ­დო­და ოჯა­ხი, შვი­ლი, ქმა­რი. მერე, პრობ­ლე­მე­ბი რომ გაჩ­ნდა, არე­უ­ლო­ბა, ვი­ღა­ცე­ბის ჩა­რე­ვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, გა­ფუჭ­და ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე ამის მერე, სხვა­ნა­ი­რი ვი­ყა­ვი.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტი არც ადრე ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ უფრო თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნი გავ­ხდი. იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე ცხოვ­რე­ბა­ში... ხომ ამ­ბო­ბენ, სხვის შეც­დო­მებ­ზე უნდა ის­წავ­ლოო. კარ­გია, ეს თუ შე­გიძ­ლია, მაგ­რამ სა­კუ­თარ­ზე უკეთ სწავ­ლობ, ასე მგო­ნია. მწა­რედ გა­მახ­სოვ­რდე­ბა და იმა­ვე შეც­დო­მას აღარ და­უშ­ვებ. დღეს ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ადრე იყო მა­შინ ჩემ­თვის ოჯა­ხის შექ­მნა. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ ამ­ბი­დან მა­ხა­რებს, ჩემი 12 წლის ნი­კუ­შაა. და-ძმა­სა­ვით ვართ. გოგო მინ­და ძა­ლი­ან, აჩე­მე­ბუ­ლი მაქვს. მე­ყო­ლე­ბა ალ­ბათ (იღი­მე­ბა). მე­ო­რე შვილ­თან სხვა­ნა­ი­რი ვიქ­ნე­ბი. ძა­ლი­ან მკაც­რი ვარ. რაც მე მო­მაკ­ლდა გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, შვი­ლით მინ­და ავი­ნა­ზღა­უ­რო. მკაც­რად ვა­კონ­ტრო­ლებ ნი­კას გა­ნათ­ლე­ბას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მი­ჯე­რებს.

- ისე რომ მო­გექ­ცეს, რო­გორც შენ მო­ე­ქე­ცი შენს მშობ­ლებს და და­უ­კი­თხა­ვად და­ო­ჯახ­დეს...

- არა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ისე­თი თა­ო­ბა წა­მო­ვი­და, რო­მელ გა­პარ­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი. სა­ერ­თოდ, თუ ატყობთ, ისე შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი, გო­გო­ნე­ბი თუ და­ა­ძა­ლე­ბენ ბი­ჭებს, თო­რემ... სად იყო ადრე ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა გო­გო­ნე­ბის მხრი­დან?! რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ბა­დე­ბის დღე­ზე 100 ვარ­დი მო­მარ­თვა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა... თან სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­მო­მი­ტა­ნა და და­მა­დო თავ­ზე (იცი­ნის). "ფე­ის­ბუქ­ზე" დავ­დე ეს ფოტო და ისე­თი ამ­ბა­ვი ატყდა, ვინ მო­გარ­თვაო, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ. კარ­გით რა, ხალ­ხო, აღარ არი­ან დღეს ეგე­თი ბი­ჭე­ბი, ასეთ სი­ურპრი­ზებს რომ აკე­თე­ბენ. ეს მხო­ლოდ მე­გო­ბარ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს. არა­და, მე და მა­მა­ჩემს არ გვიყ­ვარს გა­დაჭ­რი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, მალე რომ კვდე­ბა, არ მოგ­ვწონს.

- კი­დევ რა სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღე და­ბა­დე­ბის დღე­ზე?

- საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი არ მყავს და შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რიც არ მი­მი­ღია. მან­ქა­ნე­ბი მიყ­ვარს ძა­ლი­ან. თუ მა­ჩუ­ქე­ბენ, უარს არ ვი­ტყვი (იცი­ნის).

- დღეს რომ კვლავ დად­გე ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე, ბევ­რს იფიქ­რებ?

- ძა­ლი­ან. მე­ში­ნია ამ ნა­ბი­ჯის, ძა­ლი­ან მე­ში­ნია. მას მერე ერთი მსგავ­სი რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია მქონ­და. ჩემი ოჯა­ხიც იც­ნობ­და იმ ბიჭს. ორი წელი დავ­დი­ო­დით ერ­თად. ჩემი ქმრის მერე მე­ო­რე ადა­მი­ა­ნია, ვინც მიყ­ვარ­და. მის ვი­ნა­ო­ბას არ ვი­ტყვი, ოჯა­ხი აქვს უკვე.

- რა მოხ­და, ვერ გა­რის­კე?

- არა, მა­შინ არ მე­ში­ნო­და, იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც მოხ­და და ვე­ღარ ავა­წყვეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ამას წი­ნათ მე და ჩემი ძმაც ვლა­პა­რა­კობ­დით, როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე ეძ­ლე­ვა ურ­თი­ერ­თო­ბას, პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს, უფე­რულ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ხარ მა­შინ, როცა ბო­ლომ­დე არ გიც­ნობს კაცი, მი­უღ­წე­ვე­ლი ხარ მის­თვის. იგი­ვეა ქა­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც.

- და­სას­რულ, შეც­დო­მებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ. ჩვენ ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი წილი შეც­დო­მა დაშ­ვე­ბუ­ლი ამ ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ერთი და მთა­ვა­რი, რო­მე­ლიც ხში­რად გახ­სენ­დე­ბა და სულ დარ­დობ, არის ასე­თი შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- რო­გორ ვთქვა, ადრე არ გავ­თხოვ­დე­ბო­დი-მეთ­ქი, ამ­ხე­ლა ბიჭი ხომ არ მე­ყო­ლე­ბო­და, მაგ­რამ ოც­ნე­ბა მქონ­და სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და უცხო ენე­ბი მეს­წავ­ლა. დღემ­დე გან­ვიც­დი, რომ ეს ვერ გა­ვა­კე­თე. მაგ­რამ არა უშავს, გვი­ან არას­დროს არ არის. თან ახლა გავ­ხდი 31 წლის. სულ ვამ­ბობ, რომ ქალი 30 წლი­დან ყვა­ვის.

- ნი­კუ­შას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი გაქვს ეგ ამ­ბა­ვი?

- კი. აქამ­დე არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. ბოლო დროს გა­მო­მი­ცხა­და, არ უნდა გა­მი­ჩი­ნო დაო?! ძმა არ მინ­და, ჩა­მე­წი­ლე­ბა ყვე­ლა­ფერ­შიო (იცი­ნის). მარ­თლა მინ­და გო­გო­ნა ღია ფე­რის თვა­ლე­ბით და მუქი ფე­რის თმით.

- მთა­ვა­რია გა­მოჩ­ნდეს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ყვე­ლას არ ჰგავს, არა?

- არ არ­სე­ბობს ეგე­თი მა­მა­კა­ცი. დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლა მო­მი­წევს. ოღონდ ზუს­ტად ვიცი, რომ "ბაბ­ნიკ" კაცს ვე­რას­დროს ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი, არ შე­მიძ­ლია ეს მე­ქალ­თა­ნე კა­ცე­ბი და რა ვქნა?!

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

"მექალთანე კაცს ვერ შევეგუები"

"მექალთანე კაცს ვერ შევეგუები"

ბავშვობაში ბალეტზე დადიოდა, იდგა პოდიუმზე, ჟურნალისტიკაშიც სცადა ბედი, უცხო ენების შესწავლა ოცნებად ექცა. ერთი სიტყვით, ყველა სფეროში ეძებდა თავს. მამაკაცსაც ისეთს ეძებდა, რომელიც ყველას არ ჰგავდა, მაგრამ ჯერ ვერ მიაკვლია. ამბობს, რომ ყველა ერთნაირია, ცხოველური ინსტინქტებითა და მექალთანის გამოხედვით, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია, ახლახან 31 წლის გახდა. ამბობს, რომ ქალი 30 წლის მერე ყვავის.

ლენუკა ყიფშიძეს ინტერვიუსთვის შინ ვესტუმრეთ. სტუმართმოყვარე და ხმაურიანი ოჯახისთვის არც ის დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. ჩემი რესპონდენტი დროებით მეგობრებს მოვწყვიტეთ და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ჩვენს ოჯახს იტალიურ ოჯახს ეძახიან, იმიტომ, რომ ყველა ერთად ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ დღემდე. სულ სტუმრები არიან ჩვენთან. პატარები რომ ვიყავით მე და გიორგი, დედაჩემისა და მამაჩემის მეგობრები მოდიოდნენ. დღეს ჩემი და ჩემი ძმის მეგობრები მოდიან, მერე ნიკუშასა და ნატალიას მეგობრები ივლიან და ასე, სულ ხალისი და მხიარულებაა ამ სახლში.

- დიასახლისი რა დღეშია ამ დროს?

- მე ვარ დიასახლისი. უკვე ტიკები დამეწყო, - ეს რატომ დააგდეთ ძირს, მზესუმზირას ნაფცქვენებს ვხედავ იატაკზე, - სულ ამ დღეში ვარ. თან რემონტი გვაქვს დაუმთავრებელი და სულ მტვერსასრუტით დავრბივარ (იცინის). ჩემს ბავშვობაში ბებიაჩემი, დედაჩემის დედა ჰერა იყო დიასახლისი. მის სახლში ვცხოვრობდით. საოცარ კერძებს ამზადებდა, დამხმარე ქალიც გვყავდა. ბებია ძალიან კარგად კერავდა. ცნობილი მკერავი იყო, ნანი ბრეგვაძეს უკერავდა, თან თავად არჩევდა, ვისთვის უნდა შეეკერა, ყველას არ უკერავდა. სულ მეუბნებოდა, ერთხელ მაინც დამიჯექი, რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს ჩემგან, გასწავლიო, მაგრამ ვინ დაუჯერა. მეც და კრისტისაც ბებიაჩემის შეკერილი კაბები გვეცვა ქორწილში. მისი გაზრდილი ვარ... მამას მეგობარი მსახიობები რომ მოდიოდნენ, ძალიან მიხაროდა. მამაჩემის მეგობრებს ვეპრანჭებოდი (იცინის), ალიკო კვაშალს, ანრი ბასილაიას, თან ძალიან ხულიგანი ვიყავი, მაუგლის მეძახდნენ, სულ დავრბოდი, ვერ მაჩერებდნენ.

- გიორგი რას აკეთებდა ამ დროს?

- გიორგის ბერეტი და შარფი აკლდა და სუფთა პატარა პოეტი იყო. ძალიან იდეინი ტიპი იყო, მაგიჟებდა, რაღაცებს მატყუებდა. ჩემზე უფროსია ხუთი წლით და ვუჯერებდი. ერთხელ, მახსოვს, ფუნიკულიორისკენ ავიღეთ გეზი, იქ გამოქვაბულებია, ოქროებია და ჩვენ უნდა მოვიპოვოთო, მითხრა. ჩავალაგეთ ბარგი-ბარხანა და გზაში დაგვიჭირეს მშობლებმა. ასე მაგიჟებდა ჩემი ძმა.

- იქნებ თავადაც სჯეროდა ამ განძის და შენ არ გაგიჟებდა?

- (იცინის) არ არის გამორიცხული. ცოტა უცნაური ბავშვი იყო. მას რომ ჰკითხო, მე ვატერორებდი, ვცემდი, მაგრამ მერწმუნეთ, პირიქით იყო. ორჯერ ისე გამამწარა, ერთხელ სამზარეულოს გრძელი დანა გავუქანე, საბედნიეროდ, ასცდა და ერთხელ რკინის კაკლის სამტვრევი რომ არის - ის. ომი ატყდა სახლში.

- მშობლებიდან ვინ უფრო მკაცრია?

- მამა. ზურასი გვეშინოდა ყოველთვის, თავისი ბოხი ხმით რომ დასჭექდა... დედაჩემისგან არც ყვირილი მახსოვს და არც დასჯა. მხოლოდ დამრიგებლური ტონით შემოიფარგლებოდა. მამაჩემის მწარე ხელი დღემდე მახსოვს. სულ ვეუბნები, დაბერდები და არ ვიცი, რას გიზამ-მეთქი (იცინის). ზურამ წკიპურტები იცოდა, მსგავსი სიმწარე არ გამომიცდია. მე და გიო ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით, რომ დაბერდება და ყავარჯნებით ივლის, ფეხებში ვურტყათ წკიპურტებიო (იცინის). არადა, ზურა მეუბნება ხოლმე, შენი იმედი მაქვს, რომ დავბერდებიო.

ერთხელ ვუთხარი, ძალიან გთხოვ, ისე ნუ დაბერდები, მოსავლელი გახდე-მეთქი. სულ ბიჭურად გამოიყურება, ვერ წარმომიდგენია ზურა ბებერი. ისედაც სულ ვეუბნები ჩემს მშობლებს, იყავით ფორმაში, არ დამანახვოთ სიბერე-მეთქი. დედაჩემიც სულ ფორმაშია, ჩემს დაქალებთან მეგობრობს. ასეთი იყო ჰერაც, დედაჩემის და ჩემს დაქალებთან მეგობრობდა.

- ლენუკა, ვის ჰგავხარ ხასიათით?

- მამას. ემოციური, ფეთქებადი და იმავდროულად მეგობრული ვარ. რაღაცები ადვილად მწყინს, მაგრამ მალევე მავიწყდება. შურიანი და ბოღმიანი არ ვარ.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- ბავშვობიდან ვცეკვავდი, ბალეტზე დავდიოდი, უკომპლექსო ვიყავი. ყველას ეგონა მსახიობი გავხდებოდი. გარდატეხის ასაკში შევიცვალე, დედაჩემს დავყვებოდი სამსახურში, მოდელებს სიარულს რომ ასწავლიდა. 13-14 წლის ასაკში ჩვენებებზე გამოსვლა მომინდა. ბოლოს უცხო ენებზე ჩავაბარე. ჩემი სწავლის პერიოდი ცუდად მახსოვს, იმიტომ, რომ ადრე გავთხოვდი. ჯერ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, მერე უცბად შევიცვალე პროფესია, უცხო ენები მომინდა. მოკლედ, ათი წლის განმავლობაში, 20-30 წლამდე არეული და უაზრო პერიოდი მქონდა. თითქოს მინდა ეს დრო დავივიწყო. საკუთარ თავს ვეძებდი, ვერ მივხვდი, რა მინდოდა და სად მეცადა ბედი.

- პირველი ხელფასი, პირველი ჰონორარი...

- ერთ-ერთ კლუბში ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, 15 წლის ვიყავი და ჰონორარი მომცეს. ოჯახის წევრები დავასაჩუქრე იმ ფულით. ამ პროცესზე ვგიჟდები... მინდა გითხრათ, რომ დიპლომი არ მაქვს. ჩემმა ქმარმა მითხრა, ერთი წელი აკადემიური აიღე და მერე განაგრძეო. 18 წლის ვიყავი, აი, ამიტომ არ ვარგა ადრე გათხოვება.

- რადგან ქმარი ვახსენეთ, სასიყვარულო გამოცდილებაზეც გვი­ამ­ბე აქვე...

- ზოგადად ძალიან პრანჭია ვიყავი ბავშვობიდან. სტუმარი რომ მოდიოდა სახლში, მე ვიცვამდი და ვიპრანჭებოდი. ბებიაჩემი იყო ასეთი, ლენა, ჰერაზე აღარაფერს ვამბობ. მუდმივად მოწესრიგებული ჰქონდათ ფრჩხილები, თმა. სულ ჩამესმოდა, რომ ქალი სახლშიც მოწესრიგებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ქმარს არ სიამოვნებს მოუვლელი ცოლი. ჩემი ჭკუით, მეც ვიპრანჭებოდი. ბიჭებში ვიზრდებოდი და დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს გრძნობა. გიორგი ფეხბურთს რომ თამაშობდა, მე კარში ვიდექი. შენგან რა ქალი უნდა დადგეს, რას ჰგავხარო, მეუბნებოდნენ სახლში. 12-13 წლის ვიყავი, ერთ-ერთ ჩვენებაზე ბიჭი რომ მომეწონა. თაყვანისმცემლები სულ მყავდა. 17 წლის ასაკში გავიცანი სანდრო, ჩემი მეუღლე. ჩემმა მეგობარმა ეკა ოდიშარიამ გამაცნო. ფილმებში რომ არის, ზუსტად ისე მოხდა, ხელში კოკა-კოლები ეკავა, რომ შევხედე, ფეხი წამოჰკრა რაღაცას და დაეცა (იცინის). ეკას მანქანით დავდიოდით, კუს ტბაზე ვსეირნობდით, მაგარი დრო იყო. სამეგობროში მობილურები, მანქანები, პეიჯერები იყო. ერთი წელი ვიარეთ ერთად. ოჯახმაც იცოდა, რომ გვიყვარდა ერთმანეთი. რატომ გავიპარეთ, არ ვიცი. 18 წლის გავხდი თუ არა, გავიპარეთ. მახსოვს, კრისტი იყო სახლში, მარიშა მაისურაძე. კრისტის ვუთხარი, ვიპარებით და არაფერი არ თქვა-მეთქი. პანიკაში ჩავარდა კრისტი. სადარბაზოსთან ჩემი მეგობრები, ცხონებული ზვიადი და მისი შეყვარებული მელოდებოდნენ. ისინიც უკვე ოჯახზე ფიქრობდნენ და ორივე წყვილი ერთად გავიპარეთ. საწყალი თამუნა გაბრიელაშვილი დარბოდა პარკებით, გვამარაგებდა. წინასწარ არაფერი გვქონდა დაგეგმილი. ჯერ ცხვარიჭამიაში წავედით, მერე მოვბრუნდით, სანამ საწვავი გვეყო მანქანაში, დავბორიალებდით. მამაჩემი ბოლთას ცემდა ტუალეტში, ტიროდა. მგონი, ერთი კვირა არ გამოდიოდა იქიდან. ჩემი ძმა მირეკავდა, დაბრუნდითო. თამუნა გაბრიელაშვილი იჭყლიტებოდა, კარგად გაილანძღა. დღემდე მაძახებს, რა დღეში ჩამაგდეთო. წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ ერთად მე და ჩემმა ქმარმა. სამწუხაროდ, ვერ "გავქაჩეთ" ერთად. ახლა რომ ვფიქრობ იმ პერიოდზე, ვხვდები, რომ მაშინ ძალიან მინდოდა ოჯახი, შვილი, ქმარი. მერე, პრობლემები რომ გაჩნდა, არეულობა, ვიღაცების ჩარევა ურთიერთობაში, გაფუჭდა ყველაფერი. ძალიან შევიცვალე ამის მერე, სხვანაირი ვიყავი.

- რას გულისხმობ?

- ძალიან მიამიტი არც ადრე ვყოფილვარ, მაგრამ უფრო თავდაცვისუნარიანი გავხდი. იმდენი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში... ხომ ამბობენ, სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლოო. კარგია, ეს თუ შეგიძლია, მაგრამ საკუთარზე უკეთ სწავლობ, ასე მგონია. მწარედ გამახსოვრდება და იმავე შეცდომას აღარ დაუშვებ. დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან ადრე იყო მაშინ ჩემთვის ოჯახის შექმნა. ერთადერთი, რაც ამ ამბიდან მახარებს, ჩემი 12 წლის ნიკუშაა. და-ძმასავით ვართ. გოგო მინდა ძალიან, აჩემებული მაქვს. მეყოლება ალბათ (იღიმება). მეორე შვილთან სხვანაირი ვიქნები. ძალიან მკაცრი ვარ. რაც მე მომაკლდა განათლების თვალსაზრისით, შვილით მინდა ავინაზღაურო. მკაცრად ვაკონტროლებ ნიკას განათლებას. საბედნიეროდ, მიჯერებს.

- ისე რომ მოგექცეს, როგორც შენ მოექეცი შენს მშობლებს და დაუკითხავად დაოჯახდეს...

- არა, გამორიცხულია. ისეთი თაობა წამოვიდა, რომელ გაპარვაზეა ლაპარაკი. საერთოდ, თუ ატყობთ, ისე შეიცვალა ყველაფერი, გოგონები თუ დააძალებენ ბიჭებს, თორემ... სად იყო ადრე ასეთი აქტიურობა გოგონების მხრიდან?! რამდენიმე დღის წინ დაბადების დღეზე 100 ვარდი მომართვა ჩემმა მეგობარმა... თან საძინებელში შემომიტანა და დამადო თავზე (იცინის). "ფეისბუქზე" დავდე ეს ფოტო და ისეთი ამბავი ატყდა, ვინ მოგართვაო, მეკითხებოდნენ. კარგით რა, ხალხო, აღარ არიან დღეს ეგეთი ბიჭები, ასეთ სიურპრიზებს რომ აკეთებენ. ეს მხოლოდ მეგობარმა შეიძლება გააკეთოს. არადა, მე და მამაჩემს არ გვიყვარს გადაჭრილი ყვავილები, მალე რომ კვდება, არ მოგვწონს.

- კიდევ რა საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე?

- საყვარელი ადამიანი არ მყავს და შესაბამისად, განსაკუთრებული საჩუქარიც არ მიმიღია. მანქანები მიყვარს ძალიან. თუ მაჩუქებენ, უარს არ ვიტყვი (იცინის).

- დღეს რომ კვლავ დადგე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების წინაშე, ბევრს იფიქრებ?

- ძალიან. მეშინია ამ ნაბიჯის, ძალიან მეშინია. მას მერე ერთი მსგავსი რეალური სიტუაცია მქონდა. ჩემი ოჯახიც იცნობდა იმ ბიჭს. ორი წელი დავდიოდით ერთად. ჩემი ქმრის მერე მეორე ადამიანია, ვინც მიყვარდა. მის ვინაობას არ ვიტყვი, ოჯახი აქვს უკვე.

- რა მოხდა, ვერ გარისკე?

- არა, მაშინ არ მეშინოდა, იმდენად ვიყავი შეყვარებული. უბრალოდ, რაღაც მოხდა და ვეღარ ავაწყვეთ ურთიერთობა. ამას წინათ მე და ჩემი ძმაც ვლაპარაკობდით, როცა ოფიციალური სახე ეძლევა ურთიერთობას, პრობლემები იჩენს თავს, უფერულდება ურთიერთობა. საინტერესო ხარ მაშინ, როცა ბოლომდე არ გიცნობს კაცი, მიუღწეველი ხარ მისთვის. იგივეა ქალის დამოკიდებულებაც.

- დასასრულ, შეცდომებზეც ვისაუბროთ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი შეცდომა დაშვებული ამ ცხოვრებაში, მაგრამ ერთი და მთავარი, რომელიც ხშირად გახსენდება და სულ დარდობ, არის ასეთი შენს ცხოვრებაში?

- როგორ ვთქვა, ადრე არ გავთხოვდებოდი-მეთქი, ამხელა ბიჭი ხომ არ მეყოლებოდა, მაგრამ ოცნება მქონდა საზღვარგარეთ წავსულიყავი და უცხო ენები მესწავლა. დღემდე განვიცდი, რომ ეს ვერ გავაკეთე. მაგრამ არა უშავს, გვიან არასდროს არ არის. თან ახლა გავხდი 31 წლის. სულ ვამბობ, რომ ქალი 30 წლიდან ყვავის.

- ნიკუშასთან შეთანხმებული გაქვს ეგ ამბავი?

- კი. აქამდე არ შევუწუხებივარ. ბოლო დროს გამომიცხადა, არ უნდა გამიჩინო დაო?! ძმა არ მინდა, ჩამეწილება ყველაფერშიო (იცინის). მართლა მინდა გოგონა ღია ფერის თვალებით და მუქი ფერის თმით.

- მთავარია გამოჩნდეს მამაკაცი, რომელიც ყველას არ ჰგავს, არა?

- არ არსებობს ეგეთი მამაკაცი. დათმობებზე წასვლა მომიწევს. ოღონდ ზუსტად ვიცი, რომ "ბაბნიკ" კაცს ვერასდროს ვერ შევეგუები, არ შემიძლია ეს მექალთანე კაცები და რა ვქნა?!

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება