პოლიტიკა
მოზაიკა

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანს თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება არ აქვს?
თეა წულუკიანს თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება არ აქვს?

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავს და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნას თხოვს. ხა­ჩი­ძის ვა­რა­უ­დით, წუ­ლუ­კი­ანს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, იქ­ნებ გაგ­ვცეთ პა­სუ­ხი, თქვენს ამ­ჟა­მინ­დელ მი­ნისტრს, ქ-ნ თეა წუ­ლუ­კი­ანს, აქვს თუ არა უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა? უკაც­რა­ვად, მაგ­რამ სი­ტყვა­ზე ვერ გენ­დო­ბით. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად და­დას­ტურ­დეს, რომ ქ-მა წუ­ლუ­კი­ან­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა სა­მარ­თლის გან­ხრით.

თუ ეს ასე არ არის, მა­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, თქვე­ნი მი­ნის­ტრი მოქ­მე­დი უკა­ნო­ნო­ბაა", - წერს ხა­ჩი­ძე.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე გუ­შინ ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"იუ­რის­ტებს! ჟურ­ნა­ლის­ტებს! სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს! უბ­რა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს!...

გთხოვთ, ერ­თად გა­ვარ­კვი­ოთ, ამ პოს­ტში დას­მუ­ლი სა­კი­თხი.

საქ­მე ეხე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, ქ-ნ თეა წუ­ლუ­კი­ანს. კერ­ძოდ, რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად უკა­ვია მას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოს­ტი.

ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტს ჰქონ­და ორი პრო­ფი­ლი - სა­მარ­თლი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის.

თუ ქ-მა წუ­ლუ­კი­ან­მა, სა­მარ­თლის პრო­ფი­ლით არ და­ამ­თავ­რა, ეს ნიშ­ნავს, რომ მას არ აქვს "უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას", რა­საც კა­ნო­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის(შე­სა­ბა­მი­სად პრო­კუ­რო­რის) პოსტზე და­სა­ნიშ­ნად, ცალ­სა­ხად ითხოვს.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი პრო­კუ­რო­რი­ცაა. იგი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში პირს წა­უ­ყე­ნოს ბრა­ლი. [მუხ­ლი 31. პრო­კუ­რო­რად ან პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც აქვს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ფლობს სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის ენას].

მისი ბი­ოგ­რა­ფია არ ამ­ტკი­ცებს, რომ მან "უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა" მი­ი­ღო. ამის ზუს­ტად და­სად­გე­ნად მისი დიპ­ლო­მის ნახ­ვაა სჭი­რო, სა­ი­და­ნაც გა­ირ­კვე­ვა რა არის მისი სპე­ცი­ა­ლო­ბა: სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თუ სა­მარ­თა­ლი. ეს პრაქ­ტი­კუ­ლად გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია.

აგერ ბი­ოგ­რა­ფი­აც:

"თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და­ი­ბა­და 1975 წლის 21 იან­ვარს თბი­ლის­ში. 1992 წელს და­ამ­თავ­რა ლი­ო­ნის (საფ­რან­გე­თი) ამ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ლი­ცე­უ­მი და მი­ი­ღო სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი. იგი იმა­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი 1997 წელს; პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ის აკა­დე­მი­ა­ში, რო­მე­ლიც და­ას­რუ­ლა 1998 წელს. 1997-1998 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის ცენ­ტრში. 1998 წელს, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა სა­კონ­კურ­სო გა­მოც­და საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლა­ში (ENA), რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ­მი­ნისტრს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და პრე­ფექ­ტებს, სხვა­დას­ხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი იუს­ტი­ცი­ის მო­სა­მარ­თლე­ებს ამ­ზა­დებს. ENA-ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, იგი მუ­შა­ობ­და სარ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის (და­სავ­ლეთ საფ­რან­გე­თი) პრე­ფექ­ტის კა­ბი­ნეტ­ში ქა­ლა­ქის რთულ უბ­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის სა­კი­თხებ­სა და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სხვა სა­კი­თხებ­ზე. თ.წუ­ლუ­კი­ან­მა სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლა 2000 წელს და­ამ­თავ­რა და და­იც­ვა მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში (MPA).

2000 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ევ­რო­საბ­ჭოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გად, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს შტა­ტი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­და. იუ­რის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში შე­დი­ო­და : სა­ქარ­თვე­ლოს და და ნა­წი­ლობ­რივ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა, ამ საქ­მე­ებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა და გან­ჩი­ნე­ბა­თა შე­მუ­შა­ვე­ბა და გან­სა­ხილ­ვე­ლად მათი გა­და­ცე­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სა­სა­მარ­თლო ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის, სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში მომხსე­ნე­ბე­ლი მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წე­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მო­სულ სა­ჩივ­რებ­ზე მო­მუ­შა­ვე და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და სხვა. 2005 წელს თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მი­ი­ღო უფ­რო­სი იუ­რის­ტის საკ­ლა­სო ჩინი. 2006 წლი­დან იყო სა­სა­მარ­თლოს რეგ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის წევ­რი, ხოლო 2009 წლი­დან - მომხსე­ნე­ბე­ლი ერთი მო­სა­მარ­თლის მიერ გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ებ­ზე. 2010 წლის 24 თე­ბერ­ვალს იგი გა­დად­გა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. 2010 წლის 15 მა­ისს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი შე­უ­ერ­თდა თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს, რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­გში. ამ­ჟა­მად ის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა", - წერ­და გოგა ხა­ჩი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან

თეა წულუკიანს თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება არ აქვს?

თეა წულუკიანს თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება არ აქვს?

უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და თეა წულუკიანის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას თხოვს. ხაჩიძის ვარაუდით, წულუკიანს უმაღლესი  იურიდიული განათლება არ აქვს მიღებული.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იქნებ გაგვცეთ პასუხი, თქვენს ამჟამინდელ მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს, აქვს თუ არა უმაღლესი იურიდიული განათლება? უკაცრავად, მაგრამ სიტყვაზე ვერ გენდობით. ამისათვის საჭიროა, დოკუმენტალურად დადასტურდეს, რომ ქ-მა წულუკიანმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა სამართლის განხრით.

თუ ეს ასე არ არის, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენი მინისტრი მოქმედი უკანონობაა", - წერს ხაჩიძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობის წევრმა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე გუშინ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

"იურისტებს! ჟურნალისტებს! საინფორმაციო საშუალებებს! უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს!...

გთხოვთ, ერთად გავარკვიოთ, ამ პოსტში დასმული საკითხი.

საქმე ეხება იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს. კერძოდ, რამდენად კანონიერად უკავია მას იუსტიციის მინისტრის პოსტი.

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტს ჰქონდა ორი პროფილი - სამართლისა და ურთიერთობების.

თუ ქ-მა წულუკიანმა, სამართლის პროფილით არ დაამთავრა, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს "უმაღლესი იურიდიულ განათლებას", რასაც კანონი იუსტიციის მინისტრის(შესაბამისად პროკურორის) პოსტზე დასანიშნად, ცალსახად ითხოვს.

კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი პროკურორიცაა. იგი უფლებამოსილია, გარკვეულ შემთხვევებში პირს წაუყენოს ბრალი. [მუხლი 31. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას].

მისი ბიოგრაფია არ ამტკიცებს, რომ მან "უმაღლესი იურიდიული განათლება" მიიღო. ამის ზუსტად დასადგენად მისი დიპლომის ნახვაა სჭირო, საიდანაც გაირკვევა რა არის მისი სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები, თუ სამართალი. ეს პრაქტიკულად გადამწყვეტი მომენტია.

აგერ ბიოგრაფიაც:

"თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი. იგი იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს; პარალელურად სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს. 1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. 1998 წელს, წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერმინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს. ENA-ში სწავლის პერიოდში, იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე. თ.წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA).

2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა : საქართველოს და და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა. 2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან - მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა. 2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა თავისუფალ დემოკრატებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში. ამჟამად ის პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა", - წერდა გოგა ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს