საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და ვინ გაარემონტებს პარლამენტის შენობას თბილისში?
როდის და ვინ გაარემონტებს პარლამენტის შენობას თბილისში?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის სა­კი­თხი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას შო­რის მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე კვლავ გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლად რჩე­ბა. მთა­ვა­რი კი­თხვა: ქუ­თა­ი­სი თუ თბი­ლი­სი? - პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია, თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე უკვე გა­მო­ცხად­და ტენ­დე­რი; სა­ტენ­დერო გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა ახ­ლა­ხან, 19 თე­ბერ­ვალს დას­რულ­და; სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის პირ­ველ ეტაპ­ზე მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი. სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან 90 კა­ლენ­და­რულ დღე­ში უნდა დას­რულ­დეს.

ამ სა­კი­თხზე პარ­ლა­მენ­ტის ხა­ზი­ნა­დარ­თა საბ­ჭოს წევ­რს, დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რე­ბით:

- პარ­ლა­მენ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხოლო შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე მდე­ბა­რე­ობს, კვლავ პარ­ლა­მენ­ტის ბა­ლანსზეა და ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, მას მო­ვუ­ა­როთ, მო­ვა­წეს­რი­გოთ.

- არის გა­რან­ტია, რომ ტენ­დე­რი გამჭვირ­ვა­ლედ, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა?

- რა თქმა უნდა, ტენ­დე­რი გამჭვირ­ვა­ლეა და ნე­ბის­მი­ერ პი­როვ­ნე­ბას, კომ­პა­ნი­ას აქვს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა.

მერ­წმუ­ნეთ, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ­ჯე­რად ხა­რის­ხი­ა­ნად ჩა­ტარ­დე­ბა. ამის გა­რან­ტი­აა სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბიც; ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო კი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­მოწ­მდე­ბა.

- რა ბედი ელის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას ქუ­თა­ის­ში?

- ეს ცალ­კე გან­ხილ­ვის თე­მაა. ცხა­დია, ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას ბე­დის ანა­ბა­რა არ მი­ვა­ტო­ვებთ, მას­ზე და­ხარ­ჯუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი წყალ­ში რომ არ გა­და­ი­ყა­როს. თუკი პარ­ლა­მენ­ტი თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დე­ბა, ქუ­თა­ი­სის შე­ნო­ბა­ში რო­მე­ლი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­თავ­სდე­ბა, ამი­სათ­ვის იქაც არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. შე­საძ­ლოა, ბინა და­ი­დოს კულ­ტუ­რულ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ ან რო­მე­ლი­მე რე­გი­ო­ნულ­მა ორ­გა­ნომ; ვიდ­რე შე­ნო­ბას პატ­რო­ნი არ გა­მო­უჩ­ნდე­ბა, არ მი­ვა­ტო­ვებთ.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როდის და ვინ გაარემონტებს პარლამენტის შენობას თბილისში?

როდის და ვინ გაარემონტებს პარლამენტის შენობას თბილისში?

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე კვლავ განხეთქილების ვაშლად რჩება. მთავარი კითხვა: ქუთაისი თუ თბილისი? - პასუხგაუცემელია, თუმცა, პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის რესტავრაციაზე უკვე გამოცხადდა ტენდერი; სატენდერო განაცხადების მიღება ახლახან, 19 თებერვალს დასრულდა; სარესტავრაციო სამუშაოებისთვის პირველ ეტაპზე მილიონ-ნახევარი ლარია გამოყოფილი. სატენდერო პირობებით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

ამ საკითხზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წევრს, დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეს ვესაუბრებით:

- პარლამენტის ადგილმდებარეობა საკონსტიტუციო ცვლილებაზეა დამოკიდებული, ხოლო შენობა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მდებარეობს, კვლავ პარლამენტის ბალანსზეა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მას მოვუაროთ, მოვაწესრიგოთ.

- არის გარანტია, რომ ტენდერი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ჩატარდება?

- რა თქმა უნდა, ტენდერი გამჭვირვალეა და ნებისმიერ პიროვნებას, კომპანიას აქვს მასში მონაწილეობის უფლება.

მერწმუნეთ, სამუშაოები ამჯერად ხარის­ხიანად ჩატარდება. ამის გარანტიაა სატენდერო პირობებიც; ჩატარებული სამუშაო კი საფუძვლიანად შემოწმდება.

- რა ბედი ელის პარლამენტის შენობას ქუთაისში?

- ეს ცალკე განხილვის თემაა. ცხადია, ქუთაისში პარლამენტის შენობას ბედის ანაბარა არ მივატოვებთ, მასზე დახარჯული მილიონები წყალში რომ არ გადაიყაროს. თუკი პარლამენტი თბილისში დაბრუნდება, ქუთაისის შენობაში რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია განთავსდება, ამისათვის იქაც არის ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები. შესაძლოა, ბინა დაიდოს კულტურულმა დაწესებულებამ ან რომელიმე რეგიონულმა ორგანომ; ვიდრე შენობას პატრონი არ გამოუჩნდება, არ მივატოვებთ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

აჭარაში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

"მგონია, რაღაც უხილავი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამ საკითხს, ვიღაც სალამურზე უკრავს და ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები" - მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯის საქმეზე

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - რომელი რეგიონები ლიდერობს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო 24 საათის მონაცემებით?