მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით, მამაკაცები ქალებთან შედარებით უფრო სუსტები და ნაკლებად ამტანები არიან. ისინი უფრო ხშირად ხდებიან ავად და ღალატსაც უფრო მეტად განიცდიან.
ავადმყოფობა
სტატისტიკური მონაცემებით, მამაკაცებს კიბოს ზოგიერთი სახეობა უფრო მეტად ემუქრებათ. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ქალებზე ხშირად იტანჯებიან სტაფილოკოკის ინფექციით, გრიპით და ფილტვების ანთებით.
მამაკაცების ეს სისუსტე Х-ქრომოსომის არარსებობის ბრალია. Х-ქრომოსომაში არის გენი, რომელიც ორგანიზმს უამრავი ინფექციისგან იცავს, მამაკაცებს კი ის არ აქვთ. ქალებს უფრო ადვილად შეუძლიათ სტრესის, დაღლილობის, შიმშილობისა და სხვადასხვა დაავადებათა გადატანა.
ენერგია
ქირურგიული ჩარევა კაცებისთვის გაცილებით უფრო სახიფათოა. მამაკაცებს მეტი ჟანგბადი სჭირდებათ, ვინაიდან მათი სუნთქვა უფრო ხშირია. გარდა ამისა, ისინი უფრო ღრმად სუნთქავენ, რაც მამაკაცებს საფრთხის ქვეშ აყენებს: თუ ჰაერი დაბინძურებულია, ბაქტერია უფრო ადვილად მოხვდება კაცის ფილტვებში.
მამაკაცის ორგანიზმში გაცილებით ნაკლები ცხიმია, რადგან ის ხშირად კუნთად იქცევა. სწორედ ამიტომ კაცისთვის წონაში დაკლება უფრო ადვილია. სამწუხაროდ, ამას უარყოფითი მხარეც აქვს. ქალის ორგანიზმში ენერგიის რეზერვი სწორედ ცხიმში გროვდება. რამდენიმე საათიანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მამაკაცი ადვილად იღლება.
ალაბამის უნივერსიტეტის კარდიოლოგებმა დაადგინეს, რომ წლებთან ერთად ქალები უფრო ნაკლები ტემპით კარგავენ ფიზიკურ ამტანობას. ყოველ ათ წელიწადში ქალის ამტანობა ფიზიკური დატვირთვის მხრივ 2%-ით მცირდება. კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 10%-ს აღწევს.
ტვინის მუშაობა
გოგონას და ბიჭის გონება სხვადასხვა ტემპებით ვითარდება. მამაკაცებს უფრო სწრაფად უყალიბდებათ ტვინის მარჯვენა ნაწილი, ხოლო ქალებს - მარცხენა, რომელიც წერასა და კითხვაზეა პასუხისმგებელი. ეს აღმოჩენა ხსნის იმ ფაქტს, რომ ხშირად მამაკაცები უფრო რთულად სწავლობენ კითხვას და უფრო ცუდად წერენ.
ათობით კვლევამ დაამტკიცა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ქალებთან შედარებით განვითარებული აქვთ ორიენტაცია. მათ უფრო უადვილდებათ ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა ინჟინერია, არქიტექტურა, მხატვრობა.
შეყვარება
მიუხედავად იმისა, რა იწვევს სიყვარულს - ტვინი, გული თუ ჰორმონი, მამაკაცი მას ქალზე უფრო მარტივად და უფრო მალე ნებდება. გამოკითხვებმა დაადგინა, რომ მეოთხე შეხვედრის შემდეგ მამაკაცთა მეოთხედს ქალი სერიოზულად უყვარდება. ქალების შემთხევაში, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ია.
ქალების ნახევარმა განაცხადა, რომ მამაკაცი მეოცედ შევხვედრის შემდეგაც არ უყვარდებათ. მათ ამ გრძნობისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ. მამაკაცებს კი უფრო მალე და მარტივად უყვარდებათ. მამაკაცს იმის დასადგენად, მოსწონს თუ არა ქალის გარეგნობა, მხოლოდ 7 წამი სჭირდება.
განშორების გადატანა
განშორების შემდეგ მამაკაცები თავს უბედურად გრძნობენ. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ღრმა დეპრესიას და საშინელ სიმარტოვეს განიცდიან. თვითმკვლელობა მამაკაცებში სამჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ქალებში.
ღალატს ქალები და კაცები სხვადასხვანაირად განიცდიან. მამაკაცი თავის განცდებს სხვა ქალებთან სექსუალურ კონტაქტში კლავს.
მამაკაცები და ქალები განსხვავებულად ეჭვიანობენ. ქალს ეშინია, რომ მას სხვით ჩაანაცვლებენ. მამაკაცის ეჭვიანობა უფრო მესაკუთრეობითი ტიპისაა. ძლიერ სქესს იშვიათად თუ შეუძლია ღალატის პატიება.
მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.