საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ერთობა ქეთა თოფურია და სად დაკარგა ბრილიანტის ბეჭედი
რით ერთობა ქეთა თოფურია და სად დაკარგა ბრილიანტის ბეჭედი

ცნო­ბი­ლია, რომ ჯგუფ "ა სტუ­დი­ოს" სო­ლის­ტი ქეთა თო­ფუ­რია მშობ­ლი­ურ თბი­ლისს ხში­რად სტუმ­რობს. მოს­კო­ვის ელი­ტურ წვე­უ­ლე­ბებს მიჩ­ვე­უ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქარ­თულ კლუ­ბებ­სა და ბა­რებ­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თო­ბა.

კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ­სკვლა­ვი თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას სას­ტუმ­რო "რა­დი­სონ­ში" ან "ჰო­ლი­დეი ინში" ჩერ­დე­ბა და ისეთ ნომ­რებს ირ­ჩევს, სა­დაც თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იცხოვ­რებს - რამ­დე­ნი­მე­ად­გი­ლი­ანს, დიდ­სა და კომ­ფორ­ტულს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქეთა გა­სარ­თო­ბად კვლავ ეს­ტუმ­რა თბი­ლისს და ამ­ჯე­რა­დაც სას­ტუმ­რო "რა­დი­სონ­ში" და­ბი­ნავ­და. 14 თე­ბერ­ვალს მან მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო "უმა თურ­მა­ნის" კონ­ცერ­ტზე გა­ა­ტა­რა. თუმ­ცა ამ­ჯე­რად ქე­თას გარ­თო­ბა კარ­გად არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მან საკ­მა­ოდ ძვირ­ფა­სი ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი და­კარ­გა. სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ამ­ბე­ბიც ატე­ხა და პატ­რუ­ლიც გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ ბე­ჭე­დი ვე­რა­ვინ იპო­ვა.

სა­ბო­ლო­ოდ, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბას მიჩ­ვე­უ­ლი თო­ფუ­რია ამით დი­დად არ შე­წუ­ხე­ბუ­ლა, პატ­რულ­თან გა­ღი­მე­ბულ­მა სუ­რა­თიც გა­და­ი­ღო და მე­ო­რე დღეს გარ­თო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად თურ­ქეთ­ში გაფ­რინ­და. თუმ­ცა, რო­გორც ქე­თას ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, და­ნა­კარ­გი საკ­მა­ოდ ძვირ­ფა­სი იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ქე­თას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში ქეთა ბეჭ­დის და­კარ­გვა­ზე სა­ერ­თოდ არ იდარ­დებ­და. მომ­ღერ­ლის­თვის ნივ­თე­ბი დიდი ხა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, რად­გან ის ძა­ლი­ან მა­ღალ ჰო­ნო­რა­რებს და უძ­ვირ­ფა­სეს სა­ჩუქ­რებს იღებს. თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ჩუქ­რე­ბით თვი­თო­ნაც ანე­ბივ­რებს თა­ვის თბი­ლი­სელ და­ქა­ლებს.

ხელ­გაშ­ლილ­მა მომ­ღე­რალ­მა მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ამ­ჯე­რად სტამ­ბოლ­ში და­პა­ტი­ჟა და გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად და გა­სარ­თო­ბად რამ­დე­ნი­მე დღით მათ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა.

ქეთა თო­ფუ­რია რუს ჟურ­ნა­ლის­ტებს ხში­რად ანე­ბივ­რებს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სა­უ­ბა­რი მის ახალ პრო­ექ­ტებს ან მის იმიჯს ეხე­ბა. ახალ პრო­ექ­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, მისი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი ბოლო დროს იგორ კრუ­ტო­ის სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი აღ­მოჩ­ნდა. მას­ში ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, კლი­პის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ქეთა და იგორ კრუ­ტოი ერთ სა­წოლ­შიც კი აღ­მოჩ­ნდნენ. ამა­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით აღარ მოვ­ყვე­ბი, ინ­ტრი­გას დავ­ტო­ვებ მათ­თვის, ვი­საც კლი­პი ჯერ არ უნა­ხავს, ხოლო ვი­საც უნა­ხავს, იმან ისე­დაც იცის... აი, ასე­თი ონა­ვა­რია თქვე­ნი ბუკ­ლი­კო.

ახლა კი ქე­თას ერთ-ერთი ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­დან გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს. ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მარ­თლაც პო­­პუ­ლა­რუ­ლია, რუს ქალ­ბა­ტო­ნებს უამ­ბო, რო­გორ იწეს­რი­გებს თა­ვს, რა­ტომ არის სულ ფორ­მა­ში და სი­ლა­მა­ზის რჩე­ვე­ბიც მის­ცა.

მაშ ასე, მო­ვუს­მი­ნოთ ქე­თას:

"სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­თვის უნდა მი­ხე­დო. რაც უნდა ატ­რი­ა­ლო, ეს ხომ შენი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­მოდ­გი­ნედ უნდა მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა კანს, მით უმე­ტეს, 25-30 წლის შემ­დეგ, როცა პირ­ვე­ლი მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბი ჩნდე­ბა. აქამ­დე, ჩემი აზ­რით, საკ­მა­რი­სია კა­ნის გა­სუფ­თა­ვე­ბა და და­ტე­ნი­ა­ნე­ბა.

ყო­ველ­დღი­უ­რად ყო­ველ­თვის თა­ვად ვი­კე­თებ მა­კი­აჟს, ან სა­ერ­თოდ არ ვი­ღე­ბე­ბი. როცა გა­და­ღე­ბე­ბი ან კონ­ცერ­ტე­ბი არ მაქვს, სუ­ლაც კოს­მე­ტი­კის გა­რე­შე გავ­დი­ვარ იო­ლად. სხვა­თა შო­რის, გა­და­ღე­ბებ­სა და კონ­ცერ­ტებ­ზეც თვი­თონ ვი­ღე­ბე­ბი, რად­გან ჩემ­ზე უკეთ არა­ვინ იცის, რა მიხ­დე­ბა და რა არა.

ჩემი უნი­ვერ­სა­ლუ­რი რჩე­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია: თუ თვა­ლებს გა­მოკ­ვეთთ, ტუ­ჩე­ბი უფე­რუ­ლი უნდა იყოს, ხოლო თუ ტუ­ჩებს უს­ვამთ ხაზს, და­ვუშ­ვათ, წი­თე­ლი პო­მა­დით, მა­შინ მე­ტის­მე­ტად მკვეთ­რი თვა­ლე­ბი უნდა და­ი­ვი­წყოთ!

თუ ვგრძნობ, რომ ვერ გა­მო­ვი­ძი­ნე, ყი­ნუ­ლი­ა­ნი წყლით ვი­ბან, ეს ძა­ლებ­სა და ენერ­გი­ას მაძ­ლევს მთე­ლი დღის­თვის. რო­გორც უნდა ვჩ­ქა­რობ­დე, ტუ­ჩე­ბის ბალ­ზამ­სა და თერ­მულ წყალს არას­დროს და­ვი­ვი­წყებ.

ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო, როცა ქე­რად შე­ვი­ღე­ბე თმა. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, ჩემი და­ბა­დე­ბის დღის მერე დი­ლით თმის და­ვარ­ცხნას რომ ვცდი­ლობ­დი, ისე­თი აბურ­დუ­ლი მქონ­და, ვერ და­ვი­ვარ­ცხნე - შე­ღებ­ვის დროს გვა­რი­ა­ნად და­მიწ­ვეს თმა. მაკ­რატ­ლის აღე­ბა და მთე­ლი იმ ბღუ­ჯის მოჭ­რაც კი მო­მიხ­და.

უკვე ოთხი წე­ლია იო­გა­ში ვვარ­ჯი­შობ, მაგ­რამ ახ­ლა­ღა და­ვი­წყე მარ­თლა სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა ამის­გან, მარ­თლა ვდუნ­დე­ბი და ხერ­ხე­მალ­საც ზუს­ტად ისე ვზნექ, რო­გორც სა­ჭი­როა. იოგა და­მეხ­მა­რა, სცე­ნა­ზე უფრო პლას­ტი­კუ­რი გავმხდა­რი­ყა­ვი და უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად მე­მოძ­რა­ვა. გარ­და ამი­სა, თხი­ლა­მუ­რებ­ზე ვსრი­ა­ლებ. ყო­ველ ზამ­თარს მივ­დი­ვარ მთებ­ში - ან­დო­რა­ში ან შვე­ი­ცა­რი­ა­ში. ზა­ფხულ­ში კი ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­როს ვამ­ჯო­ბი­ნებ, სენ-ტრო­პეს ან სარ­დი­ნი­ას. ოღონდ მთე­ლი დღე პლაჟ­ზე კი არ ვარ გარ­თხმუ­ლი, სპორ­ტის აქ­ტი­უ­რი სა­ხე­ო­ბე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ამ ზა­ფხულს ბან­ჯი-ჯამ­პინ­გი გა­მოვ­ცა­დე. 120 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან თა­ვით გად­მოხ­ტო­მა ტარ­ზან­კა­ზე მარ­თლა მა­გა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო!

დი­ე­ტას, მაქ­სი­მუმ, სამი დღე ვი­ცავ. გურ­მა­ნი ვარ, მიყ­ვარს კარ­გად ჭამა, თუმ­ცა ხან­და­ხან გან­ტვირ­თვის დღე­ებს ვი­წყობ. ასეთ დღე­ებ­ში კე­ფირს ვსვამ, უცხი­მო ხა­ჭოს მი­ვირ­თმევ და და­ძი­ნე­ბამ­დე 4-5 სა­ა­თით ადრე აღა­რა­ფერს ვჭამ.

პლას­ტი­კას გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბი, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამე­ტე­ბენ: ტუ­ჩებ­საც იბე­რა­ვენ, მკერ­დსაც და იხ­ვებს ჰგვა­ნან. მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს რა­ღაც პა­ტა­რა ნაკ­ლი აქვს და შე­იძ­ლე­ბა მისი კო­რექ­ტი­რე­ბა, რა­ტო­მაც არა. მე კეხი მო­ვი­ცი­ლე ცხვირ­ზე და მგო­ნია, რომ ჩემი ცხვი­რი ახლა გა­ცი­ლე­ბით უფრო ეს­თე­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა ბო­რო­ტად იყე­ნებს ბო­ტოქსს, სი­ლი­კონს, თუმ­ცა მათი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა არ მსურს".

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რით ერთობა ქეთა თოფურია და სად დაკარგა ბრილიანტის ბეჭედი

რით ერთობა ქეთა თოფურია და სად დაკარგა ბრილიანტის ბეჭედი

ცნობილია, რომ ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია მშობლიურ თბილისს ხშირად სტუმრობს. მოსკოვის ელიტურ წვეულებებს მიჩვეული პოპულარული მომღერალი ბავშვობის მეგობრებთან ერთად ქართულ კლუბებსა და ბარებშიც სიამოვნებით ერთობა.

კომფორტის მოყვარული ვარსკვლავი თბილისში ყოფნისას სასტუმრო "რადისონში" ან "ჰოლიდეი ინში" ჩერდება და ისეთ ნომრებს ირჩევს, სადაც თავის მეგობრებთან ერთად იცხოვრებს - რამდენიმეადგილიანს, დიდსა და კომფორტულს. რამდენიმე დღის წინ ქეთა გასართობად კვლავ ესტუმრა თბილისს და ამჯერადაც სასტუმრო "რადისონში" დაბინავდა. 14 თებერვალს მან მეგობრებთან ერთად დრო "უმა თურმანის" კონცერტზე გაატარა. თუმცა ამჯერად ქეთას გართობა კარგად არ დასრულებულა. მან საკმაოდ ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი დაკარგა. სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბებიც ატეხა და პატრულიც გამოიძახა, მაგრამ ბეჭედი ვერავინ იპოვა.

საბოლოოდ, ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებას მიჩვეული თოფურია ამით დიდად არ შეწუხებულა, პატრულთან გაღიმებულმა სურათიც გადაიღო და მეორე დღეს გართობის გასაგრძელებლად თურქეთში გაფრინდა. თუმცა, როგორც ქეთას ერთ-ერთი ახლობელი გვიყვება, დანაკარგი საკმაოდ ძვირფასი იყო, სავარაუდოდ, ის ქეთას საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში ქეთა ბეჭდის დაკარგვაზე საერთოდ არ იდარდებდა. მომღერლისთვის ნივთები დიდი ხანია განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს, რადგან ის ძალიან მაღალ ჰონორარებს და უძვირფასეს საჩუქრებს იღებს. თუმცა, როგორც ამბობენ, საჩუქრებით თვითონაც ანებივრებს თავის თბილისელ დაქალებს.

ხელგაშლილმა მომღერალმა მეგობარი გოგონები ამჯერად სტამბოლში დაპატიჟა და გულის გადასაყოლებლად და გასართობად რამდენიმე დღით მათთან ერთად გაემგზავრა.

ქეთა თოფურია რუს ჟურნალისტებს ხშირად ანებივრებს ინტერვიუებით, განსაკუთრებით, თუ საუბარი მის ახალ პროექტებს ან მის იმიჯს ეხება. ახალ პროექტებს რაც შეეხება, მისი ყველაზე გახმაურებული პროექტი ბოლო დროს იგორ კრუტოის სიმღერაზე გადაღებული კლიპი აღმოჩნდა. მასში ცნობილი კომპოზიტორი თავადაც მონაწილეობდა, კლიპის სცენარის მიხედვით, ქეთა და იგორ კრუტოი ერთ საწოლშიც კი აღმოჩნდნენ. ამაზე დაწვრილებით აღარ მოვყვები, ინტრიგას დავტოვებ მათთვის, ვისაც კლიპი ჯერ არ უნახავს, ხოლო ვისაც უნახავს, იმან ისედაც იცის... აი, ასეთი ონავარია თქვენი ბუკლიკო.

ახლა კი ქეთას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან გთავაზობთ ნაწყვეტებს. ქართველმა მომღერალმა, რომელიც რუსეთში მართლაც პო­­პულარულია, რუს ქალბატონებს უამბო, როგორ იწესრიგებს თა­ვს, რატომ არის სულ ფორმაში და სილამაზის რჩევებიც მისცა.

მაშ ასე, მოვუსმინოთ ქეთას:

"საკუთარ თავს ყოველთვის უნდა მიხედო. რაც უნდა ატრიალო, ეს ხომ შენი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა მიაქციო ყურადღება კანს, მით უმეტეს, 25-30 წლის შემდეგ, როცა პირველი მიმიკური ნაოჭები ჩნდება. აქამდე, ჩემი აზრით, საკმარისია კანის გასუფთავება და დატენიანება.

ყოველდღიურად ყოველთვის თავად ვიკეთებ მაკიაჟს, ან საერთოდ არ ვიღებები. როცა გადაღებები ან კონცერტები არ მაქვს, სულაც კოსმეტიკის გარეშე გავდივარ იოლად. სხვათა შორის, გადაღებებსა და კონცერტებზეც თვითონ ვიღებები, რადგან ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა მიხდება და რა არა.

ჩემი უნივერსალური რჩევა ძალიან მარტივია: თუ თვალებს გამოკვეთთ, ტუჩები უფერული უნდა იყოს, ხოლო თუ ტუჩებს უსვამთ ხაზს, დავუშვათ, წითელი პომადით, მაშინ მეტისმეტად მკვეთრი თვალები უნდა დაივიწყოთ!

თუ ვგრძნობ, რომ ვერ გამოვიძინე, ყინულიანი წყლით ვიბან, ეს ძალებსა და ენერგიას მაძლევს მთელი დღისთვის. როგორც უნდა ვჩქარობდე, ტუჩების ბალზამსა და თერმულ წყალს არასდროს დავივიწყებ.

ყველაზე საშინელი ექსპერიმენტი ჩემს ცხოვრებაში იყო, როცა ქერად შევიღებე თმა. არასდროს დამავიწყდება, ჩემი დაბადების დღის მერე დილით თმის დავარცხნას რომ ვცდილობდი, ისეთი აბურდული მქონდა, ვერ დავივარცხნე - შეღებვის დროს გვარიანად დამიწვეს თმა. მაკრატლის აღება და მთელი იმ ბღუჯის მოჭრაც კი მომიხდა.

უკვე ოთხი წელია იოგაში ვვარჯიშობ, მაგრამ ახლაღა დავიწყე მართლა სიამოვნების მიღება ამისგან, მართლა ვდუნდები და ხერხემალსაც ზუსტად ისე ვზნექ, როგორც საჭიროა. იოგა დამეხმარა, სცენაზე უფრო პლასტიკური გავმხდარიყავი და უფრო თავდაჯერებულად მემოძრავა. გარდა ამისა, თხილამურებზე ვსრიალებ. ყოველ ზამთარს მივდივარ მთებში - ანდორაში ან შვეიცარიაში. ზაფხულში კი ლაჟვარდოვან სანაპიროს ვამჯობინებ, სენ-ტროპეს ან სარდინიას. ოღონდ მთელი დღე პლაჟზე კი არ ვარ გართხმული, სპორტის აქტიური სახეობებით ვარ დაკავებული. მაგალითად, ამ ზაფხულს ბანჯი-ჯამპინგი გამოვცადე. 120 მეტრის სიმაღლიდან თავით გადმოხტომა ტარზანკაზე მართლა მაგარი შთაბეჭდილება იყო!

დიეტას, მაქსიმუმ, სამი დღე ვიცავ. გურმანი ვარ, მიყვარს კარგად ჭამა, თუმცა ხანდახან განტვირთვის დღეებს ვიწყობ. ასეთ დღეებში კეფირს ვსვამ, უცხიმო ხაჭოს მივირთმევ და დაძინებამდე 4-5 საათით ადრე აღარაფერს ვჭამ.

პლასტიკას გაგებით ვეკიდები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამეტებენ: ტუჩებსაც იბერავენ, მკერდსაც და იხვებს ჰგვანან. მაგრამ თუ ადამიანს რაღაც პატარა ნაკლი აქვს და შეიძლება მისი კორექტირება, რატომაც არა. მე კეხი მოვიცილე ცხვირზე და მგონია, რომ ჩემი ცხვირი ახლა გაცილებით უფრო ესთეტიკურად გამოიყურება. ბევრი ჩემი კოლეგა ბოროტად იყენებს ბოტოქსს, სილიკონს, თუმცა მათი ვინაობის დასახელება არ მსურს".

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება