მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცნობისმოყვარე ვარ, ჭორიკანა - არა"
"ცნობისმოყვარე ვარ, ჭორიკანა - არა"

მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. რე­ჟი­სო­რი ნინო ბა­სი­ლა­ია დგამს სპექ­ტაკლს, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბიც ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბი არი­ან. მაკა ერთ-ერთი მათ­გა­ნის როლს თა­მა­შობს. მსა­ხი­ობს ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ ვეს­ტუმ­რე.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- რო­გორ გრძნობ თავს ირა­ნე­ლი ქა­ლის ამ­პლუ­ა­ში?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლია. სცე­ნა­რი დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლა­ზეა აგე­ბუ­ლი და კლუ­ბურ გა­რე­მო­საა მორ­გე­ბუ­ლი. წარ­მოდ­გე­ნა "დი­ვან­ში" გა­ი­მარ­თე­ბა და ვფიქ­რობ, მა­ყუ­რე­ბე­ლი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა.

- ახ­ლა­ხან ან­რის კლიპ­შიც მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ი­ღო.

- ამ კლიპ­ში სხვა­ნა­ი­რი მაკა გა­მო­ვე­დი, ისე­თი, რო­გორ­საც არ იც­ნო­ბენ. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ისე­თი დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით მო­მი­წია ყოფ­ნამ, რო­გო­რე­ბიც გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, კახი კავ­სა­ძე, ლე­ი­ლა აბა­ში­ძე, ზურა ყიფ­ში­ძე, გუ­რან­და გა­ბუ­ნია და ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი არი­ან. ვე­თაყ­ვა­ნე­ბი მათ, მაგ­რამ აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი თა­ო­ბა მო­დის. დუ­ტას და ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბებს და­ვეს­წა­რი. ახალ­გაზ­რდე­ბის­გა­ნაც ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ. ჩემ შემ­დეგ თა­ო­ბა­შიც ბევ­რი მომ­წონს, უნი­ჭი­ე­რე­სე­ბი არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს ძა­ლი­ან ცუდი ტენ­დე­ცია დამ­კვიდ­რდა, - ეკ­რან­ზე რამ­დენ­ჯერ­მე თუ გა­მოჩ­ნდე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან, ცნო­ბა­დი სახე ხარო და სპექ­ტაკ­ლებ­ში აღარ გა­კა­ვე­ბენ. სულ ერთი მხრი­დან გი­ყუ­რე­ბენ. გა­დავ­წყვი­ტე, მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლის როლი აღარ ვი­თა­მა­შო. მე მხო­ლოდ სხე­უ­ლი არ ვარ. ეს ოდეს­ღაც ხომ უნდა დამ­თავ­რდეს? შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ამ­ბი­ცი­ად ჩა­მით­ვა­ლოს, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი: სცე­ნა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, ვიდ­რე ვა­კე­თებ. უბ­რა­ლოდ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ვა.

- აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვარ, მაგ­რამ კი­თხვა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს. ამ ბოლო დროს ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რამ გა­მი­ტა­ცა. კოკო შა­ნელ­ზე, ედიტ პი­აფ­ზე წა­ვი­კი­თხე. ჩვე­ვად მაქვს, წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი.

- ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გაქვს წა­კი­თხუ­ლი?

- "ანა კა­რე­ნი­ნა", თან სულ ვტი­რი. ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ანა კა­რე­ნი­ნას­თან და კოკო შა­ნელ­თან ვი­მე­გობ­რებ­დი.

- აინშტა­ი­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და: "არა­ვი­თა­რი ტა­ლან­ტი არ გა­მაჩ­ნია, მე მაქვს მხო­ლოდ ის, რაც ყვე­ლა ბავ­შვს ახა­სი­ა­თებს". რა თვი­სე­ბას გუ­ლის­ხმობ­და მეც­ნი­ე­რი?

- გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბას, არა?

- ცდე­ბი.

- ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას?

- დიახ. შენ თუ ხარ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე?

- ჭო­რი­კა­ნა არ ვარ, არა­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ნამ­დვი­ლად ვარ. ბევ­რი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს. მგო­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბავ­შვზე მეტ კი­თხვას ვსვამ.

- ერთ დღეს, გო­ე­თეს, ბაღ­ში სე­ირ­ნო­ბის დროს, მას­ზე კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი კრი­ტი­კო­სი შეხ­ვდა. ბი­ლი­კი იმ­დე­ნად ვიწ­რო იყო, ერთ-ერთ მათ­განს გზა უნდა და­ეთ­მო. - მე სუ­ლე­ლებს გზას არ ვუთ­მობ, - გა­ნა­ცხა­და კრი­ტი­კოს­მა. გო­ე­თეს პა­სუხ­მა კი ის ძა­ლი­ან გა­აწ­ბი­ლა, რის შემ­დე­გაც ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. რა უპა­სუ­ხა მწე­რალ­მა?

- არ ვიცი, კრი­ტი­კო­სი­ვით უზ­რდე­ლად არ მო­იქ­ცე­ო­და.

- მე პი­რი­ქი­თო, თქვა და გა­ა­ტა­რა.

- (იცი­ნის) სა­უ­კე­თე­სო პა­სუ­ხია.

- ამის გამო გი დე მო­პა­სა­ნი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო წე­რი­ლი, რო­მელ­საც ხელს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აწერ­და. ისი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ პრო­ექ­ტი­სა, რო­მე­ლიც შემ­დეგ მა­ინც გან­ხორ­ცი­ელ­და. რის შე­სა­ხე­ბაა ლა­პა­რა­კი?

- მო­პა­სა­ნი ხომ პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და?

- დიახ.

- მგო­ნი, ეი­ფე­ლის კოშ­კზე, არა? წა­მი­კი­თხავს, რკი­ნის ეს კონ­სტრუქ­ცია ბევრ ფრანგს არ მოს­წონ­და.

- ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რა არ და­ი­მა­ლე­ბა თი­ვა­ში?

- (ფიქ­რობს) ასეთ ან­და­ზას ვერ ვიხ­სე­ნებ.

- ცე­ცხლი. რო­მე­ლი მე­ფის დედა იყო ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი?

- თე­ი­მუ­რაზ I-ის.

- "ფეს­ვე­ბი", "ლონ­დრე", "დათა თუ­თაშ­ხია", "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა": ამ ფილ­მე­ბი­დან რო­მელ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი?

- "ფეს­ვებ­ში". გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი ჩემი ნათ­ლი­აა. მამა და ბა­ტო­ნი გივი მე­გობ­რობ­დნენ, 10 წლის ვი­ყა­ვი, რომ მომ­ნათ­ლა. ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მა­მამ ნათ­ლი­ას­თან მი­მიყ­ვა­ნა. სპექ­ტაკ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე, მე­ტყვე­ლე­ბა დავ­ხვე­წე. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას რჩე­ვით, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

- ბა­ტო­ნი გივი რო­გო­რი ნათ­ლი­აა?

- ვგიჟ­დე­ბი, ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რა გი­თხრა, არ ვიცი, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნია მისი მე­უღ­ლე და სა­ერ­თოდ, მად­ლი­ა­ნი ოჯა­ხი აქვთ, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს დახ­მა­რე­ბი­ან.

- ჰო­ლან­დი­ის რო­მელ ქა­ლაქ­შია რემ­ბრან­დტის სახლ-მუ­ზე­უ­მი?

- არ ვიცი.

- ამ­სტერ­დამ­ში. ნი­ზა­მი, ომარ ხა­ი­ა­მი, სა­ი­ათ­ნო­ვა: ამათ­გან რო­მე­ლი იყო მა­თე­მა­ტი­კო­სი?

- ნი­ზა­მი, ხომ?

- ცდე­ბი, სწო­რი პა­სუ­ხია ხა­ი­ა­მი. რა ერ­ქვა ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში მო­ნას, რო­მელ­საც ბავ­შვე­ბის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და?

- არ მახ­სოვს.

- მი­გა­ნიშ­ნებ, დღეს ეს ერთ-ერთი პრო­ფე­სი­ის აღმნიშ­ვნე­ლი სი­ტყვაა. ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს კი ბავ­შვებ­თან აქვთ კავ­ში­რი.

- ბავ­შვებ­თან არა­ერ­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს უწევთ ურ­თი­ერ­თო­ბა - პე­დი­ატ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს...

- სწო­რი პა­სუ­ხია - პე­და­გო­გი.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­მო­ვი­ცა­ნი.

- ურა­ლის რა­ი­ონ­ში არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ექ­ტით აშე­ნე­ბუ­ლი თე­ატ­რი, იგი მდე­ბა­რე­ო­ბით უნი­კა­ლუ­რია და მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს. თე­ატ­რში დგას მე­მო­რი­ა­ლუ­რი სვე­ტი, რო­მე­ლიც მი­ა­ნიშ­ნებს სცე­ნა­სა და დარ­ბაზს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­ზე. რაში მდგო­მა­რე­ობს ეს სხვა­ო­ბა?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ამ თე­ატ­რის სცე­ნა ევ­რო­პა­შია, ხოლო დარ­ბა­ზი - აზი­ა­ში. მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე გი­ოც­ნე­ბია?

- არა, მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ.

- 1972 წელს ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ინ­დუს­მა მის­წე­რა ჯონ ლე­ნონს, რომ იგი დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ფული არ ჰქონ­და და სთხოვ­და, მის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა გა­მო­ეგ­ზავ­ნა. ლე­ნონ­მა მის­წე­რა: "და­კავ­დი მე­დი­ტა­ცი­ით და შეძ­ლებ, ნახო მთე­ლი მსოფ­ლიო შენს წარ­მო­სახ­ვა­ში". 1995 წელს იმ ახალ­გაზ­რდამ ოც­ნე­ბა მა­ინც აის­რუ­ლა. რო­გორ იშო­ვა მან ფული?

- ფუ­ლის გა­რე­შე იმოგ­ზა­უ­რა.

- არა, ფული ლე­ნო­ნის წყა­ლო­ბით იშო­ვა, რო­გორ? ეს შენ გა­მო­ი­ცა­ნი.

- ვერ ვხვდე­ბი და მი­თხა­რი, გთხოვ.

- ლე­ნო­ნის წე­რი­ლი გა­ყი­და.

- ვა­ი­მე, ჭკვი­ა­ნი ყო­ფი­ლა! რამ­დე­ნიც უნდა მე­ფიქ­რა, ამას ვერ გა­მო­ვიც­ნობ­დი.

- ის ცხელ გა­რე­მო­ში ბი­ნად­რობს, მაგ­რამ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია გა­ყინ­ვის შემ­დე­გაც. მეც­ნი­ე­რებ­მა მის ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ბაქ­ტე­რია და ვირუ­სი შე­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მას­ზე არ იმოქ­მე­და... ის ცო­ცხა­ლი რჩე­ბა და მოძ­რა­ობს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი დას­ხი­ვე­ბი­სას, რო­მე­ლიც 130-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნის სა­სიკ­ვდი­ლო დო­ზას. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ­სე­ბობს ლე­გენ­და, რომ ხი­ფა­თის დროს ის თავს თა­ვი­სი­ვე შხა­მით იკ­ლავს. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- მო­რი­ელ­ზე.

- სო­ცი­ო­ლო­გია - ეს არის მეც­ნი­ე­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­სა­ხებ, ას­ტრო­ლო­გია - მეც­ნი­ე­რე­ბა ვარ­სკვლა­ვე­ბის შე­სა­ხებ, ზო­ო­ლო­გია - მეც­ნი­ე­რე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­მო­ით­ქმის ძველ­ბერ­ძნუ­ლად მეც­ნი­ე­რე­ბა ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- არ ვიცი.

- გი­ნე­კო­ლო­გია.

- რა და­უ­ფიქ­რებ­ლად გი­პა­სუ­ხე. მი­ნიშ­ნე­ბა რომ გეთ­ქვა, გა­მო­ვიც­ნობ­დი.

- პირ­ვე­ლად ამ კა­ლენ­დრის გა­მოშ­ვე­ბა ინ­გლი­სელ­მა ფრენ­სის მა­ი­ერ­მა 1700 წელს და­ი­წყო და დღეს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია, მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რო­მელ კა­ლენ­დარ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ას­ტრო­ლო­გი­ურ­ზე. რო­მე­ლია შენი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი?

- გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლომი ვარ. წელს ჩემი წე­ლია, დიდი მო­ლო­დი­ნი მაქვს. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი კარ­გი რამ უნდა მოხ­დეს.

- "მეც წა­ვალ, ოღონდ ცო­ტაც მად­რო­ვეთ,/ ბა­რემ შე­ვავ­სო ბოლო ფურ­ცე­ლიც/ და ამოვ­წუ­რო ეს სი­მარ­ტო­ვე,/ ეს ფო­რი­ა­ქი ამო­უხ­სნე­ლი./ გა­უ­ფა­სურ­და, ჩა­ბარ­და წარ­სულს,/ რი­თაც დროს ვკლავ­დი და თავს ვირ­თობ­დი./ მე კი სხვაგ­ვა­რად ცხოვ­რე­ბა არ მსურს/ - კარ­გად იყა­ვით. გმად­ლობთ. მშვი­დო­ბით!" ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- ოთარ ჭი­ლა­ძე. პო­ე­ზია ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ბუ­ას­ტის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ეძე­ბეთ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც სა­უ­ბა­რი კარ­გი წიგ­ნის ტოლ­ფა­სია და ეძე­ბეთ წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა წა­კი­თხვა უტოლ­დე­ბო­დეს"...

- ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

- "...უტოლ­დე­ბო­დეს ბრძენ­თან გა­სა­უბ­რე­ბას".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ცნობისმოყვარე ვარ, ჭორიკანა - არა"

"ცნობისმოყვარე ვარ, ჭორიკანა - არა"

მსახიობი მაკა შალიკაშვილი პრემიერისთვის ემზადება. რეჟისორი ნინო ბასილაია დგამს სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირებიც ირანელი ქალები არიან. მაკა ერთ-ერთი მათგანის როლს თამაშობს. მსახიობს ინტერვიუს ჩასაწერად რეპეტიციის შემდეგ ვესტუმრე.

პრეამბულის მაგიერ

- როგორ გრძნობ თავს ირანელი ქალის ამპლუაში?

- ძალიან საინტერესო სპექტაკლია. სცენარი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და კლუბურ გარემოსაა მორგებული. წარმოდგენა "დივანში" გაიმართება და ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩება.

- ახლახან ანრის კლიპშიც მიიღე მონაწილეობა, რომელიც ვერიკო ტურაშვილის სიმღერაზე გადაიღო.

- ამ კლიპში სხვანაირი მაკა გამოვედი, ისეთი, როგორსაც არ იცნობენ. მეამაყება, რომ ისეთი დიდი მსახიობების გვერდით მომიწია ყოფნამ, როგორებიც გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ლეილა აბაშიძე, ზურა ყიფშიძე, გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი არიან. ვეთაყვანები მათ, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ახალგაზრდა მსახიობების ძალიან კარგი თაობა მოდის. დუტას და ნანკა კალატოზიშვილის გადაღებებს დავესწარი. ახალგაზრდებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩემ შემდეგ თაობაშიც ბევრი მომწონს, უნიჭიერესები არიან. სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან ცუდი ტენდეცია დამკვიდრდა, - ეკრანზე რამდენჯერმე თუ გამოჩნდები, რეჟისორები გეუბნებიან, ცნობადი სახე ხარო და სპექტაკლებში აღარ გაკავებენ. სულ ერთი მხრიდან გიყურებენ. გადავწყვიტე, მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლი აღარ ვითამაშო. მე მხოლოდ სხეული არ ვარ. ეს ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს? შეიძლება ბევრმა ამბიციად ჩამითვალოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: სცენაზე გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ვაკეთებ. უბრალოდ, ამის საშუალება არ მეძლევა.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აქტიური ვარ, მაგრამ კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. ამ ბოლო დროს ბიოგრაფიული ჟანრის ლიტერატურამ გამიტაცა. კოკო შანელზე, ედიტ პიაფზე წავიკითხე. ჩვევად მაქვს, წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ ხშირად ვუბრუნდები.

- ყველაზე მეტჯერ რომელი ნაწარმოები გაქვს წაკითხული?

- "ანა კარენინა", თან სულ ვტირი. ქართველი ავტორებიც ძალიან მიყვარს. ანა კარენინასთან და კოკო შანელთან ვიმეგობრებდი.

- აინშტაინი საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: "არავითარი ტალანტი არ გამაჩნია, მე მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს". რა თვისებას გულისხმობდა მეცნიერი?

- გულუბრყვილობას, არა?

- ცდები.

- ცნობისმოყვარეობას?

- დიახ. შენ თუ ხარ ცნობისმოყვარე?

- ჭორიკანა არ ვარ, არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს, მაგრამ ცნობისმოყვარე ნამდვილად ვარ. ბევრი რამ მაინტერესებს. მგონი დღის განმავლობაში, ბავშვზე მეტ კითხვას ვსვამ.

- ერთ დღეს, გოეთეს, ბაღში სეირნობის დროს, მასზე კრიტიკულად განწყობილი კრიტიკოსი შეხვდა. ბილიკი იმდენად ვიწრო იყო, ერთ-ერთ მათგანს გზა უნდა დაეთმო. - მე სულელებს გზას არ ვუთმობ, - განაცხადა კრიტიკოსმა. გოეთეს პასუხმა კი ის ძალიან გააწბილა, რის შემდეგაც ერთმანეთს დაშორდნენ. რა უპასუხა მწერალმა?

- არ ვიცი, კრიტიკოსივით უზრდელად არ მოიქცეოდა.

- მე პირიქითო, თქვა და გაატარა.

- (იცინის) საუკეთესო პასუხია.

- ამის გამო გი დე მოპასანი საყვარელი ქალაქის დატოვებას აპირებდა. სწორედ იმ პერიოდში საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი, რომელსაც ხელს ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი აწერდა. ისინი წინააღმდეგი იყვნენ პროექტისა, რომელიც შემდეგ მაინც განხორციელდა. რის შესახებაა ლაპარაკი?

- მოპასანი ხომ პარიზში ცხოვრობდა?

- დიახ.

- მგონი, ეიფელის კოშკზე, არა? წამიკითხავს, რკინის ეს კონსტრუქცია ბევრ ფრანგს არ მოსწონდა.

- ანდაზის მიხედვით, რა არ დაიმალება თივაში?

- (ფიქრობს) ასეთ ანდაზას ვერ ვიხსენებ.

- ცეცხლი. რომელი მეფის დედა იყო ქეთევან დედოფალი?

- თეიმურაზ I-ის.

- "ფესვები", "ლონდრე", "დათა თუთაშხია", "სიყვარული ყველას უნდა": ამ ფილმებიდან რომელში არ მონაწილეობს გივი ბერიკაშვილი?

- "ფესვებში". გივი ბერიკაშვილი ჩემი ნათლიაა. მამა და ბატონი გივი მეგობრობდნენ, 10 წლის ვიყავი, რომ მომნათლა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, ტელეწამყვანი ვყოფილიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, მამამ ნათლიასთან მიმიყვანა. სპექტაკლებზე სიარული დავიწყე, მეტყველება დავხვეწე. ქალბატონი მანანას რჩევით, სამსახიობოზე ჩავაბარე.

- ბატონი გივი როგორი ნათლიაა?

- ვგიჟდები, ისე ძალიან მიყვარს. რა გითხრა, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. არაჩვეულებრივი ქალბატონია მისი მეუღლე და საერთოდ, მადლიანი ოჯახი აქვთ, ძალიან ბევრ ადამიანს დახმარებიან.

- ჰოლანდიის რომელ ქალაქშია რემბრანდტის სახლ-მუზეუმი?

- არ ვიცი.

- ამსტერდამში. ნიზამი, ომარ ხაიამი, საიათნოვა: ამათგან რომელი იყო მათემატიკოსი?

- ნიზამი, ხომ?

- ცდები, სწორი პასუხია ხაიამი. რა ერქვა ძველ საბერძნეთში მონას, რომელსაც ბავშვებისთვის თვალყურის დევნება ევალებოდა?

- არ მახსოვს.

- მიგანიშნებ, დღეს ეს ერთ-ერთი პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვაა. ამ პროფესიის ადამიანებს კი ბავშვებთან აქვთ კავშირი.

- ბავშვებთან არაერთი პროფესიის ადამიანებს უწევთ ურთიერთობა - პედიატრებს, მასწავლებლებს...

- სწორი პასუხია - პედაგოგი.

- შეიძლება ითქვას, რომ გამოვიცანი.

- ურალის რაიონში არის ჩვეულებრივი პროექტით აშენებული თეატრი, იგი მდებარეობით უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. თეატრში დგას მემორიალური სვეტი, რომელიც მიანიშნებს სცენასა და დარბაზს შორის განსხვავებაზე. რაში მდგომარეობს ეს სხვაობა?

- ვერ გიპასუხებ.

- ამ თეატრის სცენა ევროპაშია, ხოლო დარბაზი - აზიაში. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე გიოცნებია?

- არა, მოგზაურობის მოყვარული ადამიანი არ ვარ.

- 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა მისწერა ჯონ ლენონს, რომ იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა, მისთვის საჭირო თანხა გამოეგზავნა. ლენონმა მისწერა: "დაკავდი მედიტაციით და შეძლებ, ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოსახვაში". 1995 წელს იმ ახალგაზრდამ ოცნება მაინც აისრულა. როგორ იშოვა მან ფული?

- ფულის გარეშე იმოგზაურა.

- არა, ფული ლენონის წყალობით იშოვა, როგორ? ეს შენ გამოიცანი.

- ვერ ვხვდები და მითხარი, გთხოვ.

- ლენონის წერილი გაყიდა.

- ვაიმე, ჭკვიანი ყოფილა! რამდენიც უნდა მეფიქრა, ამას ვერ გამოვიცნობდი.

- ის ცხელ გარემოში ბინადრობს, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია გაყინვის შემდეგაც. მეცნიერებმა მის ორგანიზმში ყველაზე საშიში ბაქტერია და ვირუსი შეიყვანეს, მაგრამ მასზე არ იმოქმედა... ის ცოცხალი რჩება და მოძრაობს რადიოაქტიური დასხივებისას, რომელიც 130-ჯერ აღემატება ადამიანის სასიკვდილო დოზას. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ლეგენდა, რომ ხიფათის დროს ის თავს თავისივე შხამით იკლავს. რაზეა ლაპარაკი?

- მორიელზე.

- სოციოლოგია - ეს არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ, ასტროლოგია - მეცნიერება ვარსკვლავების შესახებ, ზოოლოგია - მეცნიერება ცხოველების შესახებ, როგორ გამოითქმის ძველბერძნულად მეცნიერება ქალების შესახებ?

- არ ვიცი.

- გინეკოლოგია.

- რა დაუფიქრებლად გიპასუხე. მინიშნება რომ გეთქვა, გამოვიცნობდი.

- პირველად ამ კალენდრის გამოშვება ინგლისელმა ფრენსის მაიერმა 1700 წელს დაიწყო და დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პოპულარულია, მათ შორის - საქართველოშიც. რომელ კალენდარზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- ასტროლოგიურზე. რომელია შენი ზოდიაქოს ნიშანი?

- გველის წელში დაბადებული ლომი ვარ. წელს ჩემი წელია, დიდი მოლოდინი მაქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ უნდა მოხდეს.

- "მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,/ ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც/ და ამოვწურო ეს სიმარტოვე,/ ეს ფორიაქი ამოუხსნელი./ გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,/ რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი./ მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს/ - კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით!" ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ოთარ ჭილაძე. პოეზია ძალიან მიყვარს.

- დაბოლოს, დაასრულე ბუასტის ცნობილი გამონათქვამი: "ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს"...

- ადამიანებთან ურთიერთობას.

- "...უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება