პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროდუქტები იწვევს აკნეს?
რა პროდუქტები იწვევს აკნეს?

მსოფ­ლი­ო­ში უამ­რავ ადა­მი­ანს ტან­ჯავს აკნე. გა­მო­ნა­ყა­რი უფრო ხში­რად ქალ­ბა­ტო­ნებს აწუ­ხებთ, მათ შო­რის ვარ­სკვლა­ვებ­საც. ერთ-ერთი მათ­გა­ნი კა­მე­რონ დი­ა­სია. ის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ და­აკ­ლდა, რომ ვი­ზა­ჟის­ტმა გა­მო­ნა­ყა­რი ვე­რაფ­რით და­უ­ფა­რა.

ამე­რი­კულ ჟურ­ნალ "The Sun"- სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, თუ რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა იწ­ვევს აკ­ნეს.

გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­კა­რონს, კარ­ტო­ფილ­სა და თეთრ პურს მი­ირ­თმევთ. ნიუ-იორ­კის ექ­სპერ­ტე­ბი ქალ­ბა­ტო­ნებს ურ­ჩე­ვენ, რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა შე­ზღუ­დონ. კა­ნის პრობ­ლე­მე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შე­გა­წუ­ხებთ, თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი დო­ზით მი­ირ­თმევთ შო­კო­ლადსა და შა­ქარს.

თუკი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მო­ნა­ყა­რი მხო­ლოდ თი­ნე­ი­ჯე­რებს აწუ­ხებ­დათ, დღეს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 11-დან 30 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში გვხვდე­ბა.

აკნე თმის ფო­ლი­კუ­ლი­სა და ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის პა­თო­ლო­გი­აა. აკ­ნეს გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ავი­ტა­მი­ნო­ზი, კა­ნის არა­საკ­მა­რი­სი ჰი­გი­ე­ნა, ჰორ­მო­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი ნერ­ვულ-ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა. აკ­ნეს მთა­ვა­რი მი­ზე­ზია ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის ჭარ­ბი სეკ­რე­ცია.

ერი­დეთ ნახ­შირ­წყლებ­სა და ცხიმს, გა­იმ­დიდ­რეთ რა­ცი­ო­ნი ხი­ლით, ბოსტნე­უ­ლით. ხელი არ ახ­ლოთ გა­მო­ნა­ყარს - კანს უფრო მე­ტად და­ი­ზი­ა­ნებთ და ხელს შე­უ­წყობთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. და­ი­ბა­ნეთ პირი ცხი­მი­ა­ნი, ან პრობ­ლე­მუ­რი კა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი საპ­ნით და პირ­სა­ხო­ცით ნა­ზად შე­იმ­შრა­ლეთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ მხო­ლოდ ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ერი­დეთ მზის სხი­ვებს - გახ­სოვ­დეთ, ნამ­ზე­უ­რი აკ­ნეს მხო­ლოდ ნიღ­ბავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thesun.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რა პროდუქტები იწვევს აკნეს?

რა პროდუქტები იწვევს აკნეს?

მსოფლიოში უამრავ ადამიანს ტანჯავს აკნე. გამონაყარი უფრო ხშირად ქალბატონებს აწუხებთ,  მათ შორის ვარსკვლავებსაც. ერთ-ერთი მათგანი კამერონ დიასია. ის რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას მხოლოდ იმიტომ დააკლდა, რომ ვიზაჟისტმა გამონაყარი ვერაფრით დაუფარა.

ამერიკულ ჟურნალ "The Sun"- სტატიას აქვეყნებს, სადაც მითითებულია, თუ რომელი პროდუქტების მიღება იწვევს აკნეს.

გამონაყარი ჩნდება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით მაკარონს, კარტოფილსა და თეთრ პურს მიირთმევთ. ნიუ-იორკის ექსპერტები ქალბატონებს ურჩევენ, რძის პროდუქტების მიღება შეზღუდონ. კანის პრობლემები აუცილებლად შეგაწუხებთ, თუ დღის განმავლობაში დიდი დოზით მიირთმევთ შოკოლადსა და შაქარს.

თუკი რამდენიმე წლის წინ გამონაყარი მხოლოდ თინეიჯერებს აწუხებდათ, დღეს ეს მაჩვენებელი 11-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებში გვხვდება.

აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. აკნეს განვითარებას ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა, ჰორმონული დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი და ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა. აკნეს მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია.

ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი ხილით, ბოსტნეულით. ხელი არ ახლოთ გამონაყარს - კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას. დაიბანეთ პირი ცხიმიანი, ან პრობლემური კანისთვის განკუთვნილი საპნით და პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები. ერიდეთ მზის სხივებს - გახსოვდეთ, ნამზეური აკნეს მხოლოდ ნიღბავს.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს