მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუთუბიზე" ქართული მიწები იყიდება
"იუთუბიზე" ქართული მიწები იყიდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ხანს უამ­რავ უცხო­ელს შეხ­ვდე­ბით, მათ შო­რის, ჩი­ნე­ლებ­სა და ინ­დო­ე­ლებს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო თბი­ლი­სის ზღვა­ზე ჩი­ნე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. და­ჩაგ­რუ­ლე­ბი ამ მხრივ არც ინ­დო­ე­ლე­ბი არი­ან, ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალ "იუ­თუ­ბი­ზე" აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დეო, სა­დაც ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე, პენ­ჯა­ბურ ენა­ზე, თა­ვის ხალ­ხს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წის შე­ძე­ნას სთა­ვა­ზობს. ვი­დე­ორ­გო­ლი კა­ხეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­ი­ნი დარმ­ჯი­ტი სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლი მი­წის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე, სარ­წყავ არ­ხებ­ზე, უხვმო­სავ­ლი­ან მი­წა­სა და იაფ მუ­შა­ხელ­ზე. ვი­დე­ოს ქვე­ვით მი­თი­თე­ბუ­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი: 571511804. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წის შე­სა­ძე­ნად ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა სწო­რედ ამ ნო­მერ­ზე და­რეკ­ვით შე­უძ­ლი­ათ. გა­ირ­კვა, რომ კომ­პა­ნი­ის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მი­წებს ყი­დის, სა­თა­ვო ოფი­სი ინ­დო­ეთ­შია და მისი ნო­მე­რია 9780069402. როცა მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე მყიდ­ვე­ლის სტა­ტუ­სით დავ­რე­კეთ, ნომ­რის მფლო­ბელ­მა გან­მარ­ტა, რომ მას ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი არ შე­უძ­ლია და თარ­ჯი­მანს უხმო.

- "იუ­თუ­ბი­ზე" ვნა­ხეთ ვი­დეო, სა­დაც მი­წებს სთა­ვა­ზობთ მყიდ­ველს...

- კი, ნამ­დვი­ლად ასეა. რა ად­გილ­ზე გა­ინ­ტე­რე­სებთ მი­წის შე­ძე­ნა?

- ალაზ­ნის ველ­ზე რამ­დე­ნად შე­მიძ­ლია მი­წის შეს­ყიდ­ვა?

- ჯო­ბია, აქ მოხ­ვი­დეთ და ად­გილ­ზე და­ვი­ლა­პა­რა­კოთ. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვყი­დით მი­წებს, მათ შო­რის თბი­ლის­შიც. ფა­სე­ბი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, გა­აჩ­ნია, ახ­ლოს არის თუ არა გზას­თან და ასე­ვე, რის­თვის გინ­დათ მი­წის შე­ძე­ნა.

- ამ მი­წე­ბის მფლო­ბე­ლი ეს კომ­პა­ნი­აა?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვით. ეს არის კომ­პა­ნია Crown Immigration, მობ­რძან­დით და ად­გილ­ზე შე­გიძ­ლი­ათ და­ა­ზუს­ტოთ ფა­სე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო

"იუთუბიზე" ქართული მიწები იყიდება

"იუთუბიზე" ქართული მიწები იყიდება

საქართველოში ბოლო ხანს უამრავ უცხოელს შეხვდებით, მათ შორის, ჩინელებსა და ინდოელებს. რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ საზოგადოებას გააცნო თბილისის ზღვაზე ჩინელებისთვის განკუთვნილი ქალაქის მშენებლობის პროექტი, რომელსაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. დაჩაგრულები ამ მხრივ არც ინდოელები არიან, ინტერნეტპორტალ "იუთუბიზე" აღმოვაჩინეთ საინტერესო ვიდეო, სადაც ინდოეთის მოქალაქე, პენჯაბურ ენაზე, თავის ხალხს საქართველოში მიწის შეძენას სთავაზობს. ვიდეორგოლი კახეთშია გადაღებული, საინი დარმჯიტი საუბრობს ქართული მიწის უპირატესობაზე, სარწყავ არხებზე, უხვმოსავლიან მიწასა და იაფ მუშახელზე. ვიდეოს ქვევით მითითებულია ტელეფონის ნომერი: 571511804. დაინტერესებულ პირებს საქართველოში მიწის შესაძენად ინფორმაციის მოპოვება სწორედ ამ ნომერზე დარეკვით შეუძლიათ. გაირკვა, რომ კომპანიის, რომელიც საქართველოს მიწებს ყიდის, სათავო ოფისი ინდოეთშია და მისი ნომერია 9780069402. როცა მითითებულ ნომერზე მყიდველის სტატუსით დავრეკეთ, ნომრის მფლობელმა განმარტა, რომ მას ქართულად ლაპარაკი არ შეუძლია და თარჯიმანს უხმო.

- "იუთუბიზე" ვნახეთ ვიდეო, სადაც მიწებს სთავაზობთ მყიდველს...

- კი, ნამდვილად ასეა. რა ადგილზე გაინტერესებთ მიწის შეძენა?

- ალაზნის ველზე რამდენად შემიძლია მიწის შესყიდვა?

- ჯობია, აქ მოხვიდეთ და ადგილზე დავილაპარაკოთ. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ვყიდით მიწებს, მათ შორის თბილისშიც. ფასები ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება, გააჩნია, ახლოს არის თუ არა გზასთან და ასევე, რისთვის გინდათ მიწის შეძენა.

- ამ მიწების მფლობელი ეს კომპანიაა?

- ზუსტად ვერ გეტყვით. ეს არის კომპანია Crown Immigration, მობრძანდით და ადგილზე შეგიძლიათ დააზუსტოთ ფასები.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"