პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგრარულ-კორუფციული ტრილერი
აგრარულ-კორუფციული ტრილერი

ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია სხვა სა­ხის კო­რუფ­ცი­ის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი დო­კუ­მენ­ტუ­რა­დაა "გაპ­რა­ვე­ბუ­ლი". გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი ალი­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, შემ­დეგ კი, თუ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, სამ­ხი­ლის.

ეს მას შემ­დეგ გა­მახ­სენ­და, რაც ხელ­ში ჩა­მი­ვარ­და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქო­ნე­ბის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ასა­ხავს. ჩემი პი­რა­დი აზ­რით, საქ­მე გვაქვს აგ­რა­რულ-კო­რუფ­ცი­ულ ტრი­ლერ­თან, რო­მე­ლიც ალ­ბათ, იმ­სა­ხუ­რებს, რომ იუ­რი­დი­ულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში მოხ­ვდეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კი უნდა გა­და­წყვი­ტონ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ალი­ბია თუ სამ­ხი­ლი.

მოკ­ლედ, 2011 წელს მა­შინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის "მო­ი­ცა­ლა". იმა­ვე წლის მარ­ტში "აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის" ფონდმა, კან­ცე­ლა­რი­ულ ენა­ზე რომ ვთქვათ, გა­მო­ხა­ტა ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლი­ყო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. სურ­ვი­ლი სურ­ვი­ლია, ასე ამ სტა­ტი­ის ავ­ტორ­საც შე­უძ­ლია გა­მო­ხა­ტოს სურ­ვილ-ინ­ტე­რე­სი, რომ მა­გა­ლი­თად, იყოს ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, მთავ­რო­ბის­თვის ეს ცა­რი­ე­ლი ინ­ტე­რე­სი მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა და გა­ნა­ცხა­და თან­ხმო­ბა, რომ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო "აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის" ფონ­დი. საკ­ვირ­ვე­ლია, ისე­თი რა წო­ნი­ა­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი მო­უყ­ვა­ნა ფონდმა მთავ­რო­ბას, რომ 2011 წლის 30 მარტს სა­ხელ­მწი­ფო მთლი­ა­ნად გა­მო­ვი­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლო­ბი­დან.

ისე, წო­ნა­ზე გა­მახ­სენ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია კახა ბენ­დუ­ქი­ძის "ცოდ­ნის ფონ­დი".

მერე რაო, - იტყვის ზო­გი­ერ­თი მკი­თხვე­ლი, - ბენ­დუ­ქი­ძის ფონ­დის ფონ­დი, მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რომ გახ­და, მა­ინ­ცდა­მა­ინც იმას ნიშ­ნავს, რომ რა­ღა­ცა­შია საქ­მეო? იქ­ნებ აყ­ვავ­და აგ­რა­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო და მა­გა­რი ბიზ­ნე­სი გახ­და?

მა­გა­რი ბიზ­ნე­სის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ძველ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუტს (შემ­დგომ­ში აგ­რა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი) დიდი ქო­ნე­ბა ჰქონ­და. აქვე ალ­ბათ, უნდა გან­ვმარ­ტოთ, რომ ბენ­დუ­ქი­ძის ფონ­დის ფონ­დი სა­კუთ­რივ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და და ძვე­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის ქო­ნე­ბა­ზე კა­ნო­ნით ხელი არ მი­უწ­ვდე­ბო­და.

მოკ­ლედ, 2011 წლის მარ­ტში აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი კერ­ძო ფონ­დის ხელ­ში გა­და­ვი­და, აპ­რილ­ში კი, სა­ხელ­მწი­ფომ შექ­მნა შპს "აგ­რო­მე­ტი", რომ­ლის კა­პი­ტა­ლი თა­ვი­დან 400 ლარი იყო. თუმ­ცა სა­წარ­მო­თა მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ 18-ჯერ შე­ი­ტა­ნა "აგ­რო­მე­ტის" კა­პი­ტალ­ში ცვლი­ლე­ბა და, სა­ბო­ლო­ოდ, ის აღ­მოჩ­ნდა უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნი. მას გა­და­ე­ცა ათა­სო­ბით ჰექ­ტა­რი მიწა და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლი რი­ცხვე­ბის მოყ­ვა­ნით არ დაგღ­ლით, უბ­რა­ლოდ გე­ტყვით იმას, მისი კა­პი­ტა­ლის შე­მად­გე­ნე­ლი იყო ქო­ნე­ბა, რო­მელ­საც ფლობ­და ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მისი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი - ქარ­სა­ცა­ვი ზო­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი და მარ­ნე­ბი­თა თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს პრო­ცე­სი 7-8 თვეს გაგ­რძელ­და და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ "აგ­რო­მე­ტის" პრი­ვა­ტი­ზე­ბის სა­წყი­სის ფასი გათ­ვლი­ლი იყო 100 მლნ ლა­რად.

ალ­ბათ, იკი­თხავთ, რა შუ­ა­შია "აგ­რო­მე­ტი" და რა კავ­ში­რი აქვს მას ბენ­დუ­ქი­ძის ფონ­დის ხელ­ში გა­და­სულ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. ის კავ­ში­რია, რომ 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში აგ­რა­რულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც უკვე ბენ­დუ­ქი­ძე იყო, მი­მარ­თა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს - მის­თვის პირ­და­პი­რი წე­სით 5 მლნ დო­ლა­რად მი­ე­ყი­და შპს "აგ­რო­მე­ტის" 100%-იანი წილი.

100-მი­ლი­ო­ნი­ან ქო­ნე­ბა­ში 5 მი­ლი­ო­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, ვა­კე­ში ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის შე­ძე­ნა ათას ლა­რად მო­ინ­დო­მო. შემ­დეგ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ პატ­რონ­მა ფა­სიც კი და­გიკ­ლოთ და ბედ ასი ლარი გა­მო­გარ­თვას. ისიც წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ და­ნარ­ჩე­ნი თან­ხის გა­დახ­და ვერ შეძ­ლოთ, მაგ­რამ ბი­ნის პატ­რონ­მა კვლავ გა­მო­ი­ჩი­ნოს კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა და ფუ­ლის გა­დახ­და გა­და­გი­ვა­დოთ.

კარ­გი სიზ­მა­რია არა? აი, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს კი, ეს სიზ­მა­რი აუხ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ 5 მლნ-ს ცოტა და­უკ­ლო. კერ­ძოდ, 2012 წლის 15 თე­ბერ­ვლის პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით, "აგ­რო­მე­ტის" ქო­ნე­ბა პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით 4 150 000 დო­ლა­რად გა­და­ე­ცა აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს.

მყიდ­ველ­მა დად­გე­ნილ ვა­და­ში საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო თან­ხა ვერ გა­და­ი­ხა­და. სა­მა­გი­ე­როდ, პრე­ზი­დენ­ტმა მო­რი­გი მო­წყა­ლე­ბა მო­ი­ღო და 2012 წლის 24 ოქ­ტომ­ბრის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მყიდ­ველს 24 თვით გა­უგ­რძე­ლა აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

შე­ვა­ჯა­მოთ - ბენ­დუ­ქი­ძის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფონ­დის ფონ­დი, მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით, ხდე­ბა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. შემ­დეგ, ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი 4 150 000 დო­ლა­რად, პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბით, ყი­დუ­ლობს 100 მლნ-ად შე­ფა­სე­ბულ ქო­ნე­ბას. მყიდ­ვე­ლი ამ ფულ­საც არ იხ­დის და პრე­ზი­დენ­ტი მას გა­დახ­დის ვა­დას უხან­გრძლი­ვებს.

ყუ­რა­დღე­ბით, ეკ­რან­ზეა კი­თხვა! - არის თუ არა ეს ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის სქე­მა? იყ­ვნენ თუ არა ამ ქო­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი ყო­ფი­ლი თუ მოქ­მე­დი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი? იზა­რა­ლა თუ არა ბი­უ­ჯეტ­მა 100-80 მი­ლი­ო­ნი ლარი?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა თქვენ­თვის და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის მოგ­ვინ­დია.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

აგრარულ-კორუფციული ტრილერი

აგრარულ-კორუფციული ტრილერი

ელიტური კორუფცია სხვა სახის კორუფციისგან იმით განსხვავდება, რომ ყველაფერი დოკუმენტურადაა "გაპრავებული". გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს დოკუმენტები ალიბის ფუნქციას ასრულებს, შემდეგ კი, თუ სამართალდამცველები დაინტერესდებიან, სამხილის.

ეს მას შემდეგ გამახსენდა, რაც ხელში ჩამივარდა დოკუმენტები, რომლებიც სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქონების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ჩემი პირადი აზრით, საქმე გვაქვს აგრარულ-კორუფციულ ტრილერთან, რომელიც ალბათ, იმსახურებს, რომ იურიდიულ სახელმძღვანელოებში მოხვდეს. სამართალდამცველებმა კი უნდა გადაწყვიტონ აღნიშნული დოკუმენტები ალიბია თუ სამხილი.

მოკლედ, 2011 წელს მაშინდელმა მთავრობამ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რეორგანიზაციისთვის "მოიცალა". იმავე წლის მარტში "აგრარული განათლებისა და მეცნიერების" ფონდმა, კანცელარიულ ენაზე რომ ვთქვათ, გამოხატა ინტერესი ყოფილიყო უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი. სურვილი სურვილია, ასე ამ სტატიის ავტორსაც შეუძლია გამოხატოს სურვილ-ინტერესი, რომ მაგალითად, იყოს ოპერისა და ბალეტის თეატრის დამფუძნებელი.

გაგიკვირდებათ და, მთავრობისთვის ეს ცარიელი ინტერესი მისაღები აღმოჩნდა და განაცხადა თანხმობა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი ყოფილიყო "აგრარული განათლებისა და მეცნიერების" ფონდი. საკვირველია, ისეთი რა წონიანი არგუმენტები მოუყვანა ფონდმა მთავრობას, რომ 2011 წლის 30 მარტს სახელმწიფო მთლიანად გამოვიდა უნივერსიტეტის დამფუძნებლობიდან.

ისე, წონაზე გამახსენდა. არსებული ინფორმაციით, ზემოხსენებული ფონდის დამფუძნებელია კახა ბენდუქიძის "ცოდნის ფონდი".

მერე რაო, - იტყვის ზოგიერთი მკითხველი, - ბენდუქიძის ფონდის ფონდი, მთავრობის თანხმობით, აგრარული უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი რომ გახდა, მაინცდამაინც იმას ნიშნავს, რომ რაღაცაშია საქმეო? იქნებ აყვავდა აგრარულ-საგანმანათლებლო სფერო და მაგარი ბიზნესი გახდა?

მაგარი ბიზნესის რა მოგახსენოთ, მაგრამ ძველ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს (შემდგომში აგრარული სახელმწიფო უნივერსიტეტი) დიდი ქონება ჰქონდა. აქვე ალბათ, უნდა განვმარტოთ, რომ ბენდუქიძის ფონდის ფონდი საკუთრივ უმაღლესი სასწავლებლის დამფუძნებელი გახდა და ძველი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ქონებაზე კანონით ხელი არ მიუწვდებოდა.

მოკლედ, 2011 წლის მარტში აგრარული უნივერსიტეტი კერძო ფონდის ხელში გადავიდა, აპრილში კი, სახელმწიფომ შექმნა შპს "აგრომეტი", რომლის კაპიტალი თავიდან 400 ლარი იყო. თუმცა საწარმოთა მართვის სააგენტომ 18-ჯერ შეიტანა "აგრომეტის" კაპიტალში ცვლილება და, საბოლოოდ, ის აღმოჩნდა უზარმაზარი ქონების პატრონი. მას გადაეცა ათასობით ჰექტარი მიწა და შენობა-ნაგებობები. კონკრეტული რიცხვების მოყვანით არ დაგღლით, უბრალოდ გეტყვით იმას, მისი კაპიტალის შემადგენელი იყო ქონება, რომელსაც ფლობდა ყოფილი სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი და მისი კვლევითი ინსტიტუტები - ქარსაცავი ზოლებით დაწყებული და მარნებითა თუ ლაბორატორიებით დამთავრებული. ეს პროცესი 7-8 თვეს გაგრძელდა და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, პრივატიზაციის დეპარტამენტის მიერ "აგრომეტის" პრივატიზების საწყისის ფასი გათვლილი იყო 100 მლნ ლარად.

ალბათ, იკითხავთ, რა შუაშია "აგრომეტი" და რა კავშირი აქვს მას ბენდუქიძის ფონდის ხელში გადასულ აგრარულ უნივერსიტეტთან. ის კავშირია, რომ 2011 წლის დეკემბერში აგრარულმა უნივერსიტეტმა, ფაქტობრივად, რომლის დამფუძნებელიც უკვე ბენდუქიძე იყო, მიმართა ეკონომიკის სამინისტროს - მისთვის პირდაპირი წესით 5 მლნ დოლარად მიეყიდა შპს "აგრომეტის" 100%-იანი წილი.

100-მილიონიან ქონებაში 5 მილიონის შეთავაზება დაახლოებით იგივეა, ვაკეში ხუთოთახიანი ბინის შეძენა ათას ლარად მოინდომო. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ პატრონმა ფასიც კი დაგიკლოთ და ბედ ასი ლარი გამოგართვას. ისიც წარმოიდგინეთ, რომ დანარჩენი თანხის გადახდა ვერ შეძლოთ, მაგრამ ბინის პატრონმა კვლავ გამოიჩინოს კეთილშობილება და ფულის გადახდა გადაგივადოთ.

კარგი სიზმარია არა? აი, აგრარულ უნივერსიტეტს კი, ეს სიზმარი აუხდა. მიხეილ სააკაშვილმა ზემოხსენებულ 5 მლნ-ს ცოტა დაუკლო. კერძოდ, 2012 წლის 15 თებერვლის პრეზიდენტის განკარგულებით, "აგრომეტის" ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით 4 150 000 დოლარად გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს.

მყიდველმა დადგენილ ვადაში საპრივატიზაციო თანხა ვერ გადაიხადა. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა მორიგი მოწყალება მოიღო და 2012 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებით, მყიდველს 24 თვით გაუგრძელა აღებული ვალდებულებების შესრულება.

შევაჯამოთ - ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული ფონდის ფონდი, მთავრობის თანხმობით, ხდება აგრარული უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი. შემდეგ, ეს უნივერსიტეტი 4 150 000 დოლარად, პრეზიდენტის თანხმობით, ყიდულობს 100 მლნ-ად შეფასებულ ქონებას. მყიდველი ამ ფულსაც არ იხდის და პრეზიდენტი მას გადახდის ვადას უხანგრძლივებს.

ყურადღებით, ეკრანზეა კითხვა! - არის თუ არა ეს ელიტური კორუფციის სქემა? იყვნენ თუ არა ამ ქონების ხელში ჩაგდებით დაინტერესებულნი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები? იზარალა თუ არა ბიუჯეტმა 100-80 მილიონი ლარი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის და სამართალდამცველებისთვის მოგვინდია.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა