სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასპრია ფიტნესი" - იყავი ფორმაში
"ასპრია ფიტნესი" - იყავი ფორმაში

თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის რიტ­მი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რია, მაგ­რამ ამა­ვე დროს ფი­ზი­კუ­რად ნაკ­ლე­ბად დატ­ვირ­თუ­ლი. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პი­უ­ტერ­თან გვი­წევს ჯდო­მა, ქუ­ჩა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ვად­გილ­დე­ბით, დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ კი ფე­ხით სე­რი­ნო­ბის­თვის აღარც ენერ­გია გვრჩე­ბა და აღარც ენ­თუ­ზი­აზ­მი. არა­და შემ­დე­გი დღის­თვის ახა­ლი ძა­ლე­ბი, გან­წყო­ბა და შე­მარ­თე­ბა გვჭირ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, მო­დუ­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წლებს უფრო იო­ლად იმ­ჩნევს, ზედ­მე­ტი წო­ნით ვლინ­დე­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბაც ერთი ხე­ლის მოს­მით ქრე­ბა. წინ კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, რო­მე­ლიც გინ­და ხა­ლი­სით გა­ა­ტა­რო.

ორ­გა­ნიზ­მის მი­ნი­მა­ლუ­რი, სწო­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ლა­მა­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, წო­ნის კო­რექ­ცი­ას და ახა­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის, ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას უწყობს ხელს. სწო­რედ ამი­ტომ, დღეს მთე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ფიტ­ნესს ირ­ჩევს, რად­გან მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­გიძ­ლია ერ­თმა­ნეთს სა­სარ­გებ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო შე­უ­თავ­სო.

არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ყუ­რადსა­ღე­ბი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნი და პირ­ველ რიგ­ში ქალი, ფიტ­ნე­სით უნდა და­კავ­დეს. ჩვენ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს შე­გახ­სე­ნებთ. ფიტ­ნე­სი გვეხ­მა­რე­ბა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ზედ­მე­ტი წო­ნის­გან და რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­შის შემ­თხვე­ვა­ში იდე­ა­ლუ­რი ფი­გუ­რა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. მა­შინ როცა, ხან­გრძლი­ვი დი­ე­ტე­ბი დამ­ღლე­ლი, მტან­ჯვე­ლი და არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია. ფი­ტენ­სის ინ­სტრუქ­ტო­რი და­გეხ­მა­რე­ბათ იმ კონ­კრე­ტუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, რაც ამა თუ იმ ნაკ­ლის, ზედ­მე­ტო­ბის კო­რექ­ტი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი ვარ­ჯი­შის კომ­პლექ­სი შე­დეგს უფრო ეფექ­ტი­ანს და იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულს ხდის. რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი­დან მოკ­ლე ხან­ში, თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მო­ა­ჩენთ, რომ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დათ, ორ­გა­ნიზ­მი უფრო ამ­ტა­ნი გახ­და და ტო­ნუს­ში ხართ. ფიტ­ნე­სი თვით­შე­ფა­სე­ბას ამაღ­ლებს, ადა­მი­ა­ნი უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და მი­ზან­დსა­ხუ­ლია. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ორ­გა­ნიზ­მის ზო­გად გა­ჯან­სა­ღე­ბას­თან ერ­თად, სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის, ლტოლ­ვის ნორ­მა­ლი­ზე­ბას, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უწყობს ხელს. ფიტ­ნე­სი ასე­ვე სა­სარ­გებ­ლოა ორ­სუ­ლე­ბის­თვის, რო­გორც დე­დის, ასე­ვე მუც­ლად­მყო­ფი პა­ტა­რას ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. და კი­დევ, იქ სა­დაც სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა, ახა­ლი და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გე­ლით.

ფიტ­ნე­სის ცენ­ტრი "ასპრია" გა­მორ­ჩე­უ­ლია სერ­ვი­სით და ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. აქ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ტრე­ნა­ჟო­რე­ბით და მან­ქა­ნა-მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით. აქ­ვეა ფიტ­ნეს-ბარი, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ელის სხვა­დას­ხვა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი, მათ შო­რის პრო­ტე­ინ­შე­ი­კი, ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი და ა.შ. "ასპრი­ა­ში" და­გეხ­მა­რე­ბი­ან და სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას მოგ­ცე­მენ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მწვრთნე­ლე­ბი. და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აქ დაგ­ხვდე­ბათ მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო, სა­დაც თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობთ. ფიტ­ნეს­ცენ­ტრი "ასპრია" გათ­ვლი­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის.

არ­ჩილ იან­ვა­რაშ­ვი­ლი, ფიტ­ნეს­ცენ­ტრი "ასპრი­ას" ფიტ­ნეს მე­ნე­ჯე­რი - "ფიტ­ნეს­ცენ­ტრი "ასპრია" მუ­შა­ობს 7 დღე კვი­რა­ში და 24 სა­ა­თი დღე-ღა­მე­ში. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ მხრი­ვაც გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვართ და ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოა. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს გვეწ­ვი­ოს დღი­სა და კვი­რის მის­თვის ხელ­საყ­რელ დროს, ივარ­ჯი­შოს და მი­ი­ღოს სრუ­ლი სერ­ვი­სი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ცენ­ტრი სთა­ვა­ზობს. სერ­ვი­სი კი მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გვაქვს, რად­გან გვაქვს სა­ვარ­ჯი­შო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მელ­საც ვერც ერთ სხვა ფიტ­ნეს­ცენ­ტრში ვერ ნა­ხავთ. ეს ახა­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნად ამუ­შა­ვებს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის კუნ­თებს.

ვურ­ჩევ და მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს ჯან­სა­ღი და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის­კენ. ნათ­ქვა­მია, ჯან­მრთელ სხე­ულ­ში ჯან­მრთე­ლი სუ­ლი­აო და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ ამ გა­მო­ნათ­ქვამს. მეტ­საც გე­ტყვით, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ყოვ­ლის­შემ­ძლეა! ასე რომ ვე­ლო­დე­ბით ყვე­ლას, მობ­რძან­დით, გა­იმ­ხნე­ვეთ და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ მო­მა­ვა­ლი "ასპრი­ა­ში".

ჩვე­ნი ფი­ლი­ა­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს სა­ბურ­თა­ლო­ზე- სა­ირ­მე­ზე და გლ­დან­ში, ახ­მე­ტე­ლის მეტ­როს­თან. სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლია კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლის გახ­სნა, რათა ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის­თვის კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გავ­ხა­დოთ ფიტ­ნეს­ცენ­ტრით სარ­გებ­ლო­ბა. ჩვენ­თან ხელ­საყ­რე­ლი ფა­სე­ბია და გულ­წრფე­ლად გვსურს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ".

მი­სა­მარ­თე­ბი:

სა­ბურ­თა­ლოს ფი­ლი­ა­ლი

ბუ­რძგლას (ყო­ფი­ლი შმი­დტის) ქუჩა, 74

0197, თბი­ლი­სი

გლ­და­ნის ფი­ლი­ა­ლი

ბიზ­ნეს ცენ­ტრი "მა­რი­ა­მი"

მ. ახ­მე­ტე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, 0167, თბი­ლი­სი

ასპრია ფიტ­ნე­სი

შპს "Fitness Company"

ელ-ფოს­ტა: info@aspria.ge

ტე­ლე­ფო­ნი: 222 22 38

ეწ­ვი­ეთ ასპრია ფიტ­ნე­სის ვებ-გვერდს www.aspria.ge

R

"ასპრია ფიტნესი" - იყავი ფორმაში

"ასპრია ფიტნესი" - იყავი ფორმაში

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი საკმაოდ აქტიურია, მაგრამ ამავე დროს ფიზიკურად ნაკლებად დატვირთული. დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან გვიწევს ჯდომა, ქუჩაში ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდებით, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კი ფეხით სერინობისთვის აღარც ენერგია გვრჩება და აღარც ენთუზიაზმი. არადა შემდეგი დღისთვის ახალი ძალები, განწყობა და შემართება გვჭირდება.

გარდა ამისა, მოდუნებული ორგანიზმი დროთა განმავლობაში წლებს უფრო იოლად იმჩნევს, ზედმეტი წონით ვლინდება და ახალგაზრდობაც ერთი ხელის მოსმით ქრება. წინ კი მთელი ცხოვრებაა, რომელიც გინდა ხალისით გაატარო.

ორგანიზმის მინიმალური, სწორი ფიზიკური დატვირთვა ადამიანს ეხმარება ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, წონის კორექციას და ახალი დადებითი ემოციების, ენერგიის მოზღვავებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, დღეს მთელი თანამედროვე მსოფლიო ფიტნესს ირჩევს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლია ერთმანეთს სასარგებლო და სასიამოვნო შეუთავსო.

არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მიზეზი, რის გამოც ადამიანი და პირველ რიგში ქალი, ფიტნესით უნდა დაკავდეს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ. ფიტნესი გვეხმარება გავთავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან და რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში იდეალური ფიგურა დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ. მაშინ როცა, ხანგრძლივი დიეტები დამღლელი, მტანჯველი და არაეფექტიანია. ფიტენსის ინსტრუქტორი დაგეხმარებათ იმ კონკრეტული ვარჯიშების შერჩევაში, რაც ამა თუ იმ ნაკლის, ზედმეტობის კორექტირებას შეუწყობს ხელს. ინდივიდუალურად შერჩეული ვარჯიშის კომპლექსი შედეგს უფრო ეფექტიანს და იდეალურთან მიახლოებულს ხდის. რეგულარული ვარჯიშებიდან მოკლე ხანში, თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ გუნება-განწყობილება, ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა გაგიუმჯობესდათ, ორგანიზმი უფრო ამტანი გახდა და ტონუსში ხართ. ფიტნესი თვითშეფასებას ამაღლებს, ადამიანი უფრო თავდაჯერებული და მიზანდსახულია. ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმის ზოგად გაჯანსაღებასთან ერთად, სქესობრივი ცხოვრების, ლტოლვის ნორმალიზებას, გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ფიტნესი ასევე სასარგებლოა ორსულებისთვის, როგორც დედის, ასევე მუცლადმყოფი პატარას ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. და კიდევ, იქ სადაც სასიამოვნო გარემოა, ახალი დადებითი შთაბეჭდილებები გელით.

ფიტნესის ცენტრი "ასპრია" გამორჩეულია სერვისით და ტექნიკური შესაძლებლობებით. აქ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს პროფესიონალური ტრენაჟორებით და მანქანა-მოწყობილობებით. აქვეა ფიტნეს-ბარი, სადაც ნებისმიერ მსურველს ელის სხვადასხვა საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის პროტეინშეიკი, ამინომჟავები და ა.შ. "ასპრიაში" დაგეხმარებიან და სწორ მიმართულებას მოგცემენ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო, სადაც თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობთ. ფიტნესცენტრი "ასპრია" გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

არჩილ იანვარაშვილი, ფიტნესცენტრი "ასპრიას" ფიტნეს მენეჯერი - "ფიტნესცენტრი "ასპრია" მუშაობს 7 დღე კვირაში და 24 საათი დღე-ღამეში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივაც გამორჩეულები ვართ და ასეთი რამ საქართველოში უპრეცედენტოა. ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს გვეწვიოს დღისა და კვირის მისთვის ხელსაყრელ დროს, ივარჯიშოს და მიიღოს სრული სერვისი, რომელსაც ჩვენი ცენტრი სთავაზობს. სერვისი კი მართლაც გამორჩეული გვაქვს, რადგან გვაქვს სავარჯიშო მოწყობილობები, რომელსაც ვერც ერთ სხვა ფიტნესცენტრში ვერ ნახავთ. ეს ახალი მოწყობილობები საკმაოდ შედეგიანად ამუშავებს სხეულის სხვადასხვა ჯგუფის კუნთებს.

ვურჩევ და მოვუწოდებ ყველა ასაკის ადამიანს ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრებისკენ. ნათქვამია, ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ გამონათქვამს. მეტსაც გეტყვით, ჯანმრთელი ადამიანი ყოვლისშემძლეა! ასე რომ ველოდებით ყველას, მობრძანდით, გაიმხნევეთ და გაიუმჯობესეთ მომავალი "ასპრიაში".

ჩვენი ფილიალები მდებარეობს საბურთალოზე- საირმეზე და გლდანში, ახმეტელის მეტროსთან. სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა, რათა ჩვენი სტუმრებისთვის კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გავხადოთ ფიტნესცენტრით სარგებლობა. ჩვენთან ხელსაყრელი ფასებია და გულწრფელად გვსურს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში დავეხმაროთ".

მისამართები:

საბურთალოს ფილიალი

ბურძგლას (ყოფილი შმიდტის) ქუჩა, 74

0197, თბილისი

გლდანის ფილიალი

ბიზნეს ცენტრი "მარიამი"

მ. ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, 0167, თბილისი

ასპრია ფიტნესი

შპს "Fitness Company"

ელ-ფოსტა: info@aspria.ge

ტელეფონი: 222 22 38

ეწვიეთ ასპრია ფიტნესის ვებ-გვერდს www.aspria.ge

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო