მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ატყუებენ ძაღლები პატრონებს
როგორ ატყუებენ ძაღლები პატრონებს

ახალ­მა კვლე­ვამ უც­ნა­უ­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა და­ად­გი­ნა: რო­დე­საც ძაღ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ პატ­რო­ნი მათ ვერ ხე­დავს, საკ­ვებს იპა­რა­ვენ.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძაღ­ლე­ბის პატ­რო­ნე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან და პატ­რო­ნის უსი­ტყვოდ ეს­მით. თუმ­ცა აქამ­დე ეს მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ იყო.

ახლა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ რო­დე­საც პატ­რო­ნი ძაღლს საკ­ვე­ბის აღე­ბას უკ­რძა­ლავს, სიბ­ნე­ლე­ში ძაღ­ლი საკ­ვებს იპა­რავს. ეს იმას ამ­ტკი­ცებს, რომ ცხო­ვე­ლებ­მა იცი­ან, რომ ადა­მი­ა­ნი სიბ­ნე­ლე­ში ცუ­დად ხე­დავს. შე­სა­ბა­მი­სად შან­სი იმი­სა, რომ ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი "ქურ­დო­ბა­ზე" გა­მო­ი­ჭი­რონ, მცირ­დე­ბა.

პორ­ტსმუ­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ მათ აღ­მო­ჩე­ნას სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ძაღ­ლე­ბის იმ ჯგუ­ფის­თვის, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რის­თვის იწ­რთვნე­ბი­ან (პო­ლი­ცია, უსი­ნათ­ლო­თა დახ­მა­რე­ბა).

ექ­სპე­რი­მენ­ტში 100-მდე ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ისი­ნი ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა გა­ნა­თე­ბის შე­ნო­ბებ­ში მო­ა­თავ­სეს. ძაღ­ლე­ბი ერ­თნა­ი­რად მშივ­რე­ბი იყ­ვნენ და შე­სა­ბა­მი­სად საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბის ერ­თნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებ­დათ.

ყო­ველ­მა პატ­რონ­მა თა­ვის ძაღლს საჭ­მლის აღე­ბა აუკ­რძა­ლა. აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­და­რე­ბით ბნელ შე­ნო­ბებ­ში ძაღ­ლე­ბი საჭ­მელს უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იპა­რავ­დნენ, ვიდ­რე შე­და­რე­ბით გა­ნა­თე­ბულ შე­ნო­ბა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.am-ის მი­ხედ­ვით.

როგორ ატყუებენ ძაღლები პატრონებს

როგორ ატყუებენ ძაღლები პატრონებს

ახალმა კვლევამ უცნაური კანონზომიერება დაადგინა: როდესაც ძაღლები დარწმუნებულები არიან, რომ პატრონი მათ ვერ ხედავს, საკვებს იპარავენ.

წლების განმავლობაში ძაღლების პატრონები ირწმუნებოდნენ, რომ მათი შინაური ცხოველები ჭკვიანები არიან და პატრონის უსიტყვოდ ესმით. თუმცა აქამდე ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ იყო.

ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც პატრონი ძაღლს საკვების აღებას უკრძალავს, სიბნელეში ძაღლი საკვებს იპარავს. ეს იმას ამტკიცებს, რომ ცხოველებმა იციან, რომ ადამიანი სიბნელეში ცუდად ხედავს. შესაბამისად შანსი იმისა, რომ ოთხფეხა მეგობარი ”ქურდობაზე” გამოიჭირონ, მცირდება.

პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ მათ აღმოჩენას სარგებლობის მოტანა შეუძლია ძაღლების იმ ჯგუფისთვის, რომლებიც სხვადასხვა საზოგადოებრივი სამსახურისთვის იწრთვნებიან (პოლიცია, უსინათლოთა დახმარება).

ექსპერიმენტში 100-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი  შინაურ ცხოველებთან ერთად სხვადასხვა განათების შენობებში მოათავსეს. ძაღლები ერთნაირად მშივრები იყვნენ და შესაბამისად საკვების მოპოვების ერთნაირი ინტერესი ამოძრავებდათ.

ყოველმა პატრონმა თავის ძაღლს საჭმლის აღება აუკრძალა. აღმოჩნდა, რომ შედარებით ბნელ შენობებში ძაღლები საჭმელს უფრო თავდაჯერებულად იპარავდნენ, ვიდრე შედარებით განათებულ შენობაში.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს