მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ჯაბუას ტკივილი და სიძლიერე
მაია ჯაბუას ტკივილი და სიძლიერე

ინ­ტერ­ვი­უს თავს არი­დებ­და ხოლ­მე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩვე­ნი და მკი­თხვე­ლე­ბის ერ­თობ­ლივ­მა თხოვ­ნამ გაჭ­რა და იო­ლად და­ვი­ყო­ლიე.

მომ­ღე­რა­ლი მაია ჯა­ბუა კარ­გა ხა­ნია, არც სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლა, არც - პრე­სა­ში. კან­ტი­კუნ­ტად თუ წა­ა­წყდე­ბო­დით მის ინ­ტერ­ვი­უს და მა­ში­ნაც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლახ­დი­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ალ­ბათ უც­ნო­ბე­ბის­თვის გუ­ლის გა­დაშ­ლა არც არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მკი­თხვე­ლე­ბი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ფიქ­რო­ბენ. მგო­ნი, ამ­ჯე­რად გა­უ­მარ­თლათ: მა­ი­ამ გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე საკ­მა­ოდ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. მისი თუ­თი­ყუ­ში კო­კო­შა კარ­გა ხანს გვის­მენ­და ყუ­რა­დღე­ბით და ბო­ლოს, გულ­მა რომ არ მო­უთ­მი­ნა, "სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბიც გაგ­ვი­ზი­ა­რა". ეგ კი არა, ლა­მის მა­ი­ას გა­და­ა­ჭარ­ბა მას­პინ­ძლო­ბა­ში - სულ სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით გა­მო­მა­ცი­ლა...

მაია:

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემს მსმე­ნელს ვე­ტყვი დიდ მად­ლო­ბას, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. მომ­ღერ­ლის ფასი არა­ფე­რია, თუკი მას მსმე­ნე­ლი არ ჰყავს; თუკი არ იცის, ვის­თვის მღე­რის.

- არა­და, მსმე­ნელს აშ­კა­რად მო­ა­ნატ­რეთ თავი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ველ ხე­ლო­ვან­თა რი­გებ­ში ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რე­ლი ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი აღ­მოჩ­ნდით...

- ისე არა­ჯან­სა­ღად, არას­წო­რად შე­ე­რია პო­ლი­ტი­კა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს, მათ შო­რის - ხე­ლოვ­ნე­ბა­საც, რომ ბევ­რი რამ გა­ა­ფუ­ჭა; ამით ვი­ღაც აღ­ზევ­და, ვი­ღაც კი უგუ­ლე­ბელ­ჰყვეს. პო­ლი­ტი­კის­გან ყო­ველ­თვის შორს ვი­ყა­ვი და ღიად არა­ვის დავ­პი­რის­პი­რე­ბი­ვარ. ერ­თა­დერ­თი, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ გა­ჩუ­მე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და, - ანუ 2007 წლის ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ე­ბი­სას, ჩემს ხალ­ხს გვერ­დით და­ვუ­დე­ქი. დღემ­დე ვერ ვი­ვი­წყებ ორ კადრს - მო­მი­ტინ­გე­თა შო­რის მდგომ წარ­მო­სა­დეგ ქარ­თველ მა­მა­კაცს, ხურ­და ფულს რომ იღებს ჯი­ბი­დან და გვიჩ­ვე­ნებს: აი, ამით ვარ რა­ჭი­დან ჩა­მო­სუ­ლიო და სი­მარ­თლის სა­ძებ­ნე­ლად ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლი, პარ­კინ­სო­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მო­კან­კა­ლე სხე­ულს (ეცა­და და­ე­მა­ლა, მაგ­რამ მა­ინც შევ­ნიშ­ნე ცრემ­ლი. - ავტ.). იმ წამს დე­და­ჩე­მი და­მიდ­გა თვალ­წინ - მა­საც პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. იქ, მი­ტინგზე იყო ჩემი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბა, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან უბ­რა­ლოდ კი არ და­ი­თხო­ვეს, არა­მედ უთხრეს: თქვე­ნი დრო წა­ვი­დაო და, "გა­და­ყა­რეს". ამი­ტომ ვერ დავ­რჩე­ბო­დი შინ. თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არც მა­შინ გა­მი­კე­თე­ბია, მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რად თა­ნა­ვუგ­რძნობ­დი ჩემს ხალ­ხს. რო­გორც ჩანს, იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ესეც საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა სა­ი­მი­სოდ, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ მი­ვეჩ­ნიე.

- რას ელით ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან?

- ვფიქ­რობ, რომ ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი ვარ და (ამას სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­თაც ვხვდე­ბი) ამას­თან - უან­გა­როც: არა­ფერს ვი­თხოვ ან ველი პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის­თვის, არც ილუ­ზი­ებს ვიქ­მნი, ფა­ნა­ტიზმს კი სა­ერ­თო­დაც, პა­თო­ლო­გი­ად მი­ვიჩ­ნევ. ასე რომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ობი­ექ­ტუ­რად ვა­ფა­სებ. ღმერ­თმა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქვე­ყა­ნა მოგ­ვცა და მჯე­რა, უპირ­ვე­ლე­სად ჩვენ - აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გავ­ხდეთ ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი; უნდა ვი­ვარ­გოთ და მხო­ლოდ 100 დე­პუ­ტატს ან 10 მი­ნისტრს არ უნდა და­ვაბ­რა­ლოთ ქვეყ­ნის უკე­თუ­რე­ბა და უბე­დუ­რე­ბა. ეს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ქვე­ყა­ნაა და თი­თო­ე­ულს სა­კუ­თა­რი წილი საქ­მე გვაქვს სა­კე­თე­ბე­ლი, სა­კუ­თა­რი წილი პა­ტი­ოს­ნე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გვჭირ­დე­ბა. თუ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვი­აზ­რებთ და ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას მა­ღალ დო­ნე­ზე შე­ვას­რუ­ლებთ, სხვა­საც, ხე­ლი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა თუ რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი, იო­ლად მოვ­თხოვთ ანა­ლო­გი­უ­რის გა­კე­თე­ბას, ეს კი აუ­ცი­ლებ­ლად წა­ად­გე­ბა ქვე­ყა­ნა­საც და ხალ­ხსაც. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სი ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­სად­მი მაქვს. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი, რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, შო­რი­დან არა­ფე­რი ჩანს, ჩვე­ნი - მომ­ღერ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კი ჯერ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. შე­იძ­ლე­ბა, და­სა­წყი­სის­თვის თე­ო­რი­უ­ლად მუ­შა­ო­ბენ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, პრო­ექ­ტებ­ზე, ვე­რა­ფერს გე­ტყვით. თა­ნახ­მა ვარ, კონ­ცერ­ტე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მხო­ლოდ მას შემ­დეგ ჩა­ტარ­დეს, რაც ხალ­ხის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ე­ტყო­ბა სი­კე­თე. მინ­და და­ვი­ნა­ხო, რომ პენ­სი­ო­ნე­რი 2 აბ წა­მალს კი არ ყი­დუ­ლობს ხე­ლის კან­კა­ლით, არა­მედ მთე­ლი სამ­კურ­ნა­ლო კურ­სის სამ­ყოფს; მინ­და და­ვი­ნა­ხო, რომ და­უ­საქ­მე­ბელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს; მსურს ყვე­ლა გა­ნე­წყოს სა­კონ­ცერ­ტოდ და მას­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თის შე­სა­ძე­ნი ფუ­ლიც ჰქონ­დეთ.

- დიდი ხნის წინ მსგავს პრობ­ლე­მებ­ზე ცოტა თუ ფიქ­რობ­და, ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც ლა­ღად ცხოვ­რობ­და, მით უფრო - თქვენ, პო­პუ­ლა­რუ­ლი ან­სამ­ბლის - "მზი­უ­რი" ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი წევ­რი. რო­გო­რი იყა­ვით მა­შინ, რო­გორ ცხოვ­რობ­დით?

- და­ბა­დე­ბი­დან უც­ნა­უ­რი ბუ­ნე­ბა მქონ­და. ბავ­შვო­ბა­ში თით­ქმის არ ვტი­რო­დი, არც რა­ი­მეს ყიდ­ვას ვი­თხოვ­დი, არც არა­ფერს ვა­ფუ­ჭებ­დი და არც არა­ვის ვერ­ჩო­დი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მშვი­დი ვი­ყა­ვი, ოღონდ - თა­ვი­სე­ბუ­რი: ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან, ყო­ველ­გვა­რი ჩხუ­ბის, ტი­რი­ლი­სა და ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნის გა­რე­შე "მო­ვი­თხოვ­დი", დამ­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ ისე, რო­გორც ზრდას­რულს. ასეც მექ­ცე­ოდ­ნენ, ყვე­ლა­ფერ­ში ან­გა­რიშს მი­წევ­დნენ (იცი­ნის). ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან უნდა მომ­წო­ნე­ბო­და, მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბის და და­მე­გობ­რე­ბის სურ­ვი­ლი რომ გამ­ჩე­ნო­და. ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დი ეზო­ში. სხვა­დას­ხვა ასა­კის ბავ­შვებ­თან ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ გო­გო­ნებ­ზე მე­ტად ბი­ჭებს ვუ­მე­გობ­რდე­ბო­დი. დიდი ასა­კის ბი­ჭე­ბიც კი მან­დობ­დნენ თა­ვი­ანთ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, არა­ვის­თან დამ­ცდე­ბო­და. ჩემი ორი დის­გან - ნი­ნო­სა და რუ­სოს­გან ბუ­ნე­ბი­თაც გან­ვსხვავ­დე­ბო­დი და გა­რეგ­ნო­ბი­თაც. სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა არას­დროს მომ­წონ­და. ვფიქ­რობ­დი, რომ ულა­მა­ზო ვი­ყა­ვი. დიდთმი­ა­ნი დავ­ბა­დე­ბულ­ვარ და ბავ­შვო­ბი­დან "ჩოლ­კას" ვა­ტა­რებ­დი. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა ბე­ბი­ამ თმა სა­შინ­ლად ამი­ქა­ჩა და და­მი­მაგ­რა. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი აბა­ზა­ნა­ში შევ­ვარ­დი, შიგ­ნი­დან ჩა­ვი­კე­ტე და სარ­კე­ში დიდ­ხანს ვუ­ყუ­რე სა­კუ­თარ თავს; მერე რე­ზი­ნი მო­ვიგ­ლი­ჯე და და­ვი­ქად­ნე: არა უშავს, გა­ვიზ­რდე­ბი და მე ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი! დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი, რას ვგუ­ლის­ხმობ­დი იმ "მე ვიქ­ნე­ბი­ში" (იცი­ნის)... დედა ამ­ბობ­და ხოლ­მე: ამ მა­ი­ას ვე­რა­ფე­რი გა­ვუ­გე - მას­თან არც გაბ­რა­ზე­ბა ჭრის და არც მო­ფე­რე­ბაო. თით­ქოს პა­ტა­რა­ო­ბი­დან დიდი ვი­ყა­ვი. ამი­ტო­მაც იყო, რომ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და დე­დის ავად­მყო­ფო­ბის დროს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მე გად­მო­მა­ბა­რეს.

- შო­რი­დან მე­ტის­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი და კუშ­ტი ჩან­ხართ. ასე­თი მო­ცი­ნა­რი მაია ჯა­ბუა კი არას­დროს მი­ნა­ხავს.

- ახ­ლოს რომ გა­მიც­ნო­ბენ, ბევ­რის­თვის მარ­თლაც აღ­მო­ჩე­ნაა ჩემი იუ­მო­რი, სი­ცი­ლი. სხვა­თა შო­რის, გა­რეგ­ნო­ბით - არა, მაგ­რამ იე­რით დე­დას ვგა­ვარ. ის მეც ბრა­ზი­ა­ნი მე­გო­ნა კარ­გა ხანს (იღი­მის). აი, მამა კი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო.

- თქვენ რო­გო­რი დედა ხართ?

- ერთხელ ჩემ­მა გო­გო­ნამ, ლი­ზამ მი­თხრა: სხვა დე­დე­ბი­ვით ენის მო­ჩლე­ქით რომ და­მე­ლა­პა­რა­კო და მო­მე­სიყ­ვა­რუ­ლო, გავ­გიჟ­დე­ბიო. ეს არც დე­და­ჩემს შე­ეძ­ლო და არც მე შე­მიძ­ლია. სამი შვი­ლი მყავს: 24 წლის თორ­ნი­კე, 15 წლის ლიზა, 7 წლის ნი­კუ­შა. სა­მი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი, მაგ­რამ მთლად "ჩი­ტუ­ნი­ებ­სა და მერ­ცხლებს" ვე­რაფ­რით და­ვუ­ძა­ხებ. კარ­გად მეს­მის, შვი­ლე­ბი რომ იზ­რდე­ბი­ან, თით­ქოს, ნელ-ნელა გვშორ­დე­ბი­ან - ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია. ვფიქ­რობ, გო­ნი­ე­რი მშო­ბე­ლი უნდა მიხ­ვდე, რომ სა­სურ­ვე­ლია, ასე­ვე ნელ-ნელა "გა­უშ­ვა" შვი­ლი შენ­გან, გა­უშ­ვა მშვი­დად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ. შვი­ლის გარ­და­ტე­ხის ასაკს პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­ჯა­ხე, რო­დე­საც ვიგ­რძე­ნი, თორ­ნი­კე ჩემ­გან "მი­დი­ო­და", რა­ღაც ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა სულ­ში. იოლი არ იყო მისი დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის ატა­ნა, მის მო­ლო­დინ­ში ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, პირ­ვე­ლი დათ­რო­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს შევ­ცვლი­დი. მთა­ვა­რი ის იყო, რომ იცო­და, იქვე ვი­ყა­ვი და რა წამ­საც დავ­ჭირ­დე­ბო­დი, შე­ეძ­ლო და­ე­ძახ­ნა. შვილ­მა შე­იძ­ლე­ბა წა­ი­ფორ­ხი­ლოს, წა­იქ­ცეს კი­დეც, მაგ­რამ მე იმის­თვის ვარ, რომ წა­მო­ვა­ყე­ნო... როცა მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, უკვე დიდი ვი­ყა­ვი, შვი­ლე­ბიც მყავ­და; რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში დე­დაც გარ­და­მეც­ვა­ლა და იცით, რა ვიგ­რძე­ნი? ზურგს უკან მცი­ო­და - კე­დე­ლი, რა­საც ჩემი მშობ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, თით­ქოს გაქ­რა, თით­ქოს ხერ­ხე­მა­ლი გა­მო­მე­ცა­ლა. მერე, რა­ღაც პე­რი­ო­დი გა­ვი­და და თა­ვად გავ­ხდი კე­დე­ლი ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. თორ­ნი­კე უკვე კა­ცია. მგო­ნი, ცო­ლის შერ­თვა­საც აპი­რებს (იღი­მის). ნი­კუ­შა პა­ტა­რაა, ახლა სჭირ­დე­ბა ჩემი მო­ფე­რე­ბა და კოც­ნა. აი, ლიზა კი სწო­რედ იმ ასაკ­შია, ჩემ­გან წას­ვლას რომ ცდი­ლობს.

სწო­რედ ამ მო­მენ­ტში ოთახ­ში ძა­ლი­ან მოხ­დე­ნი­ლი და ლა­მა­ზი ლიზა შე­მო­ვი­და. ის და­ბა­დე­ბის დღე­ზე წას­ვლის ამ­ბავს უთან­ხმებ­და დე­დას. მა­ი­ამ ორი წუ­თით დაგვტო­ვა და მეც, შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლე:

- რო­გო­რი დე­დაა მაია?

- სა­მა­გა­ლი­თო! ის ყვე­ლა­ზე კარ­გი მრჩე­ვე­ლია. მარ­თა­ლია, კი­თხვებს ხში­რად არ ვუს­ვამ, რად­გან დე­დაა და ჩემ­თან სიმ­კაც­რე­საც იჩენს, მაგ­რამ თა­ვად მა­ინც მაძ­ლევს ხოლ­მე რჩე­ვებს. მე­გობ­რუ­ლიც არის, ოღონდ, რა­ტომ­ღაც - სხვე­ბის­თვის. მე თით­ქოს, ისე კარ­გად ვერ ვე­მე­გობ­რე­ბი.

- იქ­ნებ ეგ შენი ასა­კის ბრა­ლია? ალ­ბათ, მე­გობ­რებს უფრო ენ­დო­ბი.

- ეგ მო­მენ­ტიც არის, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბი უფრო ახ­ლოს არი­ან თა­ვი­ანთ დე­დებ­თან. ალ­ბათ დე­და­ჩე­მი მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ან მე ვერ შე­ვე­წყვე... მაგ­რამ მარ­თლა სა­მა­გა­ლი­თოა და ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მივ­ბა­ძო.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა მოგ­წონს მის ხა­სი­ათ­ში? რი­თია სა­მა­გა­ლი­თო?

- ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლია, მშრო­მე­ლი და მინ­და, მეც ასე­თი ვიყო (ამა­სო­ბა­ში მა­ი­აც დაგ­ვიბ­რუნ­და. - ავტ.).

- ლიზა, სა­მო­მავ­ლოდ რას აპი­რებ? მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში მღე­რო­დი.

- ახ­ლაც ვმღე­რი. მინ­და, მსა­ხი­ო­ბი მომ­ღე­რა­ლი გა­მო­ვი­დე.

ლი­ზას და­ვემ­შვი­დო­ბე და სა­უ­ბა­რი კვლავ მა­ი­ას­თან გან­ვაგ­რძე:

- თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა თით­ქოს, ერიხ-მა­რია რე­მარ­კი­სე­ულს ჰგავს. სწო­რედ მან თქვა: ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე მე­ტის­მე­ტად ხან­გრძლი­ვია ერთი სიყ­ვა­რუ­ლის­თვი­სო. თქვენს ცხოვ­რე­ბა­შიც თით­ქოს, ასე მოხ­და: რამ­დე­ნი­მე სიყ­ვა­რულს სამ­ჯერ ოჯა­ხის შექ­მნა, სამი შვი­ლი და ორ­ჯერ ოჯა­ხის დან­გრე­ვა მოჰ­ყვა. რა იყო ეს - შეც­დო­მა, სიყ­ვა­რუ­ლის და­სას­რუ­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა თუ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად?

- ოჯა­ხი ძა­ლი­ან რთუ­ლი მე­ქა­ნიზ­მია. თუ წყვილს შო­რის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა არ არის, ერ­თად ცხოვ­რე­ბა ძნე­ლია. სულ ვამ­ბობ: ყო­ველ­თვის იმ­დე­ნი გაქვს, რამ­დე­ნიც გსურს და სა­დაც სურ­ვი­ლი მთავ­რდე­ბა, იქ ან ნელ-ნელა იმ­სხვრე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, ან ერ­თბა­შად ქრე­ბა-მეთ­ქი.

- პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან - ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვილ­თან საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იცხოვ­რეთ, არა?

- ექვს წე­ლი­წადს... სა­ერ­თოდ, ბევ­რი რამ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მოთ­მი­ნე­ბის უნარ­ზე, ნე­ბის­ყო­ფა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცას ოჯა­ხის დან­გრე­ვა ტრა­გე­დია ჰგო­ნია, ვი­ღა­ცას ამ ნა­ბი­ჯის უბ­რა­ლოდ ეში­ნია, ვი­ღა­ცის­თვის კი ეს ყვე­ლაფ­რის და­სას­რულს ნიშ­ნავს... ერთი რამ ვიცი: რაც ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია - გან­საც­დე­ლია, საშ­რო­მი თუ საწ­ვა­ლე­ბე­ლი, მარ­ტომ უნდა გა­ვა­კე­თო. ოდეს­ღაც მივ­ხვდი, რომ ვი­ღა­ცებს რა­ღა­ცე­ბი იო­ლად გა­მოს­დით, მე კი ცოტა სხვაგ­ვა­რად მაქვს ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა ამა­ზე არ ვწუ­წუ­ნებ. ყვე­ლა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ვი­ღე და ამი­ტო­მაც, არა­ვის­ზე ვბრა­ზობ. თა­ნაც, ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ. თუკი ისე არ აე­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ორი­ვეს გვინ­დო­და და რო­გორც გვე­გო­ნა, იქ­ნე­ბო­და, მერე რა მოხ­და?! როცა ხვდე­ბი, რომ ძა­ლით ვე­ღარ შე­ა­წე­ბებ ურ­თი­ერ­თო­ბას, უნდა და­შორ­დე. თან, ეს მა­ნამ­დე უნდა მო­ა­ხერ­ხო, ვიდ­რე მტრად გა­და­ე­კი­დე­ბი. ასეთ დროს ოჯახს კი არ ან­გრევ, არა­მედ ნან­გრე­ვებ­ში ცხოვ­რე­ბა აღარ გსურს. რაც შე­ე­ხე­ბა შვილს: არც ის უნდა აცხოვ­რო ნან­გრე­ვებ­ში, მაგ­რამ ისე უნდა მო­იქ­ცე, რომ მამა არ შე­ა­ძუ­ლო. თორ­ნი­კე პა­ტა­რა იყო, როცა ლე­ვანს დავ­შორ­დი. მო­ვა­ხერ­ხე, რომ იუ­მო­რით მი­მე­წო­დე­ბი­ნა მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი. ჰოდა, ამი­ტო­მაც არ იქცა ჩემი და ლე­ვა­ნის და­შო­რე­ბა თორ­ნი­კეს­თვის ტრა­გე­დი­ად. მას მა­მას­თან დღე­საც მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

- ბევ­რს და­ა­მახ­სოვ­რდა თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი და სას­ცე­ნო დუ­ე­ტი ლი­ზას მა­მას­თან - აჩი­კო ყე­ნი­ას­თან. მას გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე ხან­ში და­შორ­დით.

- იყო ლა­მა­ზი პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ასე­თია ცხოვ­რე­ბა: რა­ღაც იწყე­ბა, რა­ღაც მთავ­რდე­ბა. არა­ფერს მივ­ტი­რი, რად­გან ზუს­ტად ვიცი: იმ ურ­თი­ერ­თო­ბი­სას არ მიც­რუ­ია. როცა ვიგ­რძე­ნი, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, ეს და­სას­რუ­ლიც ვა­ღი­ა­რე. მერე და­ი­წყო კი­დევ ახა­ლი ამ­ბა­ვი და ვარ ბედ­ნი­ე­რი... თან, ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლე­ბი მყავს. ღმერ­თს მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას ვთხოვ.

- დღეს ბედ­ნი­ე­რი ხართ?

- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ! ამ ქვეყ­ნად ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა. გან­საც­დე­ლიც შენი გა­მოც­დაა; იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად სწო­რად და ღირ­სე­უ­ლად იქ­ცე­ვი ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, შე­სა­ბა­მის სა­ფა­სურს იღებ იმა­ვე ღმერ­თის­გან, რო­მელ­მაც გან­საც­დე­ლი მო­გივ­ლი­ნა. არც ერთ გან­საც­დელს არ დავ­მალ­ვი­ვარ და ისე ვხვდე­ბო­დი, რო­გორც ამას ჩემი ზნე­ო­ბა მკარ­ნა­ხობ­და. არ ვიცი, ვინ რას გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნის სიძ­ლი­ე­რე­ში, ჩემ­თვის კი პი­როვ­ნე­ბა მა­შინ არის ძლი­ე­რი, როცა მძი­მე ვი­თა­რე­ბა­შიც არ იკად­რებს იმას, რაც ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს არ ეკად­რე­ბა.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მაია ჯაბუას ტკივილი და სიძლიერე

მაია ჯაბუას ტკივილი და სიძლიერე

ინტერვიუს თავს არიდებდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად ჩვენი და მკითხველების ერთობლივმა თხოვნამ გაჭრა და იოლად დავიყოლიე.

მომღერალი მაია ჯაბუა კარგა ხანია, არც სცენაზე გამოჩენილა, არც - პრესაში. კანტიკუნტად თუ წააწყდებოდით მის ინტერვიუს და მაშინაც, განსაკუთრებული გულახდილობით არ გამოირჩეოდა. ალბათ უცნობებისთვის გულის გადაშლა არც არის აუცილებელი, თუმცა ცნობისმოყვარე მკითხველები საწინააღმდეგოს ფიქრობენ. მგონი, ამჯერად გაუმართლათ: მაიამ განვლილ ცხოვრებასა და დღევანდელობაზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრა. მისი თუთიყუში კოკოშა კარგა ხანს გვისმენდა ყურადღებით და ბოლოს, გულმა რომ არ მოუთმინა, "საკუთარი მოსაზრებებიც გაგვიზიარა". ეგ კი არა, ლამის მაიას გადააჭარბა მასპინძლობაში - სულ სიმღერ-სიმღერით გამომაცილა...

მაია:

- პირველ რიგში, ჩემს მსმენელს ვეტყვი დიდ მადლობას, ასეთი სიყვარულისთვის. მომღერლის ფასი არაფერია, თუკი მას მსმენელი არ ჰყავს; თუკი არ იცის, ვისთვის მღერის.

- არადა, მსმენელს აშკარად მოანატრეთ თავი. წინა ხელისუფლებისთვის არასასურველ ხელოვანთა რიგებში ხალხისთვის საყვარელი ბევრი მომღერალი აღმოჩნდით...

- ისე არაჯანსაღად, არასწორად შეერია პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის - ხელოვნებასაც, რომ ბევრი რამ გააფუჭა; ამით ვიღაც აღზევდა, ვიღაც კი უგულებელჰყვეს. პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ღიად არავის დავპირისპირებივარ. ერთადერთი, როდესაც მივხვდი, რომ გაჩუმება აღარ შეიძლებოდა, - ანუ 2007 წლის ნოემბრის აქციებისას, ჩემს ხალხს გვერდით დავუდექი. დღემდე ვერ ვივიწყებ ორ კადრს - მომიტინგეთა შორის მდგომ წარმოსადეგ ქართველ მამაკაცს, ხურდა ფულს რომ იღებს ჯიბიდან და გვიჩვენებს: აი, ამით ვარ რაჭიდან ჩამოსულიო და სიმართლის საძებნელად ქუჩაში გასული, პარკინსონით დაავადებული ქალბატონის მოკანკალე სხეულს (ეცადა დაემალა, მაგრამ მაინც შევნიშნე ცრემლი. - ავტ.). იმ წამს დედაჩემი დამიდგა თვალწინ - მასაც პარკინსონის დაავადება ჰქონდა. იქ, მიტინგზე იყო ჩემი მშობლების თაობა, რომელიც სამსახურებიდან უბრალოდ კი არ დაითხოვეს, არამედ უთხრეს: თქვენი დრო წავიდაო და, "გადაყარეს". ამიტომ ვერ დავრჩებოდი შინ. თუმცა პოლიტიკური განცხადებები არც მაშინ გამიკეთებია, მხოლოდ ადამიანურად თანავუგრძნობდი ჩემს ხალხს. როგორც ჩანს, იმ ხელისუფლებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მოწინააღმდეგედ მივეჩნიე.

- რას ელით ახალი ხელისუფლებისგან?

- ვფიქრობ, რომ ზოგადად, ძალიან ობიექტური ვარ და (ამას საკუთარ შვილებთან ურთიერთობითაც ვხვდები) ამასთან - უანგაროც: არაფერს ვითხოვ ან ველი პირადი გამორჩენისთვის, არც ილუზიებს ვიქმნი, ფანატიზმს კი საერთოდაც, პათოლოგიად მივიჩნევ. ასე რომ, ხელისუფლებასაც ობიექტურად ვაფასებ. ღმერთმა შესანიშნავი ქვეყანა მოგვცა და მჯერა, უპირველესად ჩვენ - აქ მცხოვრები ადამიანები უნდა გავხდეთ ღირსეული მოქალაქეები; უნდა ვივარგოთ და მხოლოდ 100 დეპუტატს ან 10 მინისტრს არ უნდა დავაბრალოთ ქვეყნის უკეთურება და უბედურება. ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა და თითოეულს საკუთარი წილი საქმე გვაქვს საკეთებელი, საკუთარი წილი პატიოსნება და პროფესიონალიზმი გვჭირდება. თუ ამ ყველაფერს გავიაზრებთ და ჩვენს მოვალეობას მაღალ დონეზე შევასრულებთ, სხვასაც, ხელისუფალი იქნება თუ რიგითი ადამიანი, იოლად მოვთხოვთ ანალოგიურის გაკეთებას, ეს კი აუცილებლად წაადგება ქვეყანასაც და ხალხსაც. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ინტერესი ხელოვნების სფეროსადმი მაქვს. ჯერჯერობით არ ვიცი, რა პრიორიტეტები აქვს კულტურის სამინისტროს, შორიდან არაფერი ჩანს, ჩვენი - მომღერლების ცხოვრებაში კი ჯერ არაფერი შეცვლილა. შეიძლება, დასაწყისისთვის თეორიულად მუშაობენ მიმართულებებზე, პროექტებზე, ვერაფერს გეტყვით. თანახმა ვარ, კონცერტები და ღონისძიებები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდეს, რაც ხალხის სოციალურ მდგომარეობას დაეტყობა სიკეთე. მინდა დავინახო, რომ პენსიონერი 2 აბ წამალს კი არ ყიდულობს ხელის კანკალით, არამედ მთელი სამკურნალო კურსის სამყოფს; მინდა დავინახო, რომ დაუსაქმებელმა ადამიანებმა მუშაობა დაიწყეს; მსურს ყველა განეწყოს საკონცერტოდ და მასზე დასასწრები ბილეთის შესაძენი ფულიც ჰქონდეთ.

- დიდი ხნის წინ მსგავს პრობლემებზე ცოტა თუ ფიქრობდა, ბავშვების უმრავლესობაც ლაღად ცხოვრობდა, მით უფრო - თქვენ, პოპულარული ანსამბლის - "მზიური" ერთ-ერთი პოპულარული წევრი. როგორი იყავით მაშინ, როგორ ცხოვრობდით?

- დაბადებიდან უცნაური ბუნება მქონდა. ბავშვობაში თითქმის არ ვტიროდი, არც რაიმეს ყიდვას ვითხოვდი, არც არაფერს ვაფუჭებდი და არც არავის ვერჩოდი, მოწესრიგებული და მშვიდი ვიყავი, ოღონდ - თავისებური: ძალიან პატარა ასაკიდან, ყოველგვარი ჩხუბის, ტირილისა და ფეხების ბაკუნის გარეშე "მოვითხოვდი", დამლაპარაკებოდნენ ისე, როგორც ზრდასრულს. ასეც მექცეოდნენ, ყველაფერში ანგარიშს მიწევდნენ (იცინის). ადამიანი ძალიან უნდა მომწონებოდა, მასთან დალაპარაკების და დამეგობრების სურვილი რომ გამჩენოდა. ბევრ დროს ვატარებდი ეზოში. სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ვთამაშობდი, მაგრამ გოგონებზე მეტად ბიჭებს ვუმეგობრდებოდი. დიდი ასაკის ბიჭებიც კი მანდობდნენ თავიანთ საიდუმლოებებს, რადგან დარწმუნებული იყვნენ, არავისთან დამცდებოდა. ჩემი ორი დისგან - ნინოსა და რუსოსგან ბუნებითაც განვსხვავდებოდი და გარეგნობითაც. საკუთარი გარეგნობა არასდროს მომწონდა. ვფიქრობდი, რომ ულამაზო ვიყავი. დიდთმიანი დავბადებულვარ და ბავშვობიდან "ჩოლკას" ვატარებდი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ბებიამ თმა საშინლად ამიქაჩა და დამიმაგრა. გაბრაზებული აბაზანაში შევვარდი, შიგნიდან ჩავიკეტე და სარკეში დიდხანს ვუყურე საკუთარ თავს; მერე რეზინი მოვიგლიჯე და დავიქადნე: არა უშავს, გავიზრდები და მე ვიქნები-მეთქი! დღემდე ვერ ვხვდები, რას ვგულისხმობდი იმ "მე ვიქნებიში" (იცინის)... დედა ამბობდა ხოლმე: ამ მაიას ვერაფერი გავუგე - მასთან არც გაბრაზება ჭრის და არც მოფერებაო. თითქოს პატარაობიდან დიდი ვიყავი. ამიტომაც იყო, რომ მამის გარდაცვალების და დედის ავადმყოფობის დროს საოჯახო საქმეები მე გადმომაბარეს.

- შორიდან მეტისმეტად სერიოზული და კუშტი ჩანხართ. ასეთი მოცინარი მაია ჯაბუა კი არასდროს მინახავს.

- ახლოს რომ გამიცნობენ, ბევრისთვის მართლაც აღმოჩენაა ჩემი იუმორი, სიცილი. სხვათა შორის, გარეგნობით - არა, მაგრამ იერით დედას ვგავარ. ის მეც ბრაზიანი მეგონა კარგა ხანს (იღიმის). აი, მამა კი ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე იყო.

- თქვენ როგორი დედა ხართ?

- ერთხელ ჩემმა გოგონამ, ლიზამ მითხრა: სხვა დედებივით ენის მოჩლექით რომ დამელაპარაკო და მომესიყვარულო, გავგიჟდებიო. ეს არც დედაჩემს შეეძლო და არც მე შემიძლია. სამი შვილი მყავს: 24 წლის თორნიკე, 15 წლის ლიზა, 7 წლის ნიკუშა. სამივეზე ვგიჟდები, მაგრამ მთლად "ჩიტუნიებსა და მერცხლებს" ვერაფრით დავუძახებ. კარგად მესმის, შვილები რომ იზრდებიან, თითქოს, ნელ-ნელა გვშორდებიან - ეს ბუნებრივი პროცესია. ვფიქრობ, გონიერი მშობელი უნდა მიხვდე, რომ სასურველია, ასევე ნელ-ნელა "გაუშვა" შვილი შენგან, გაუშვა მშვიდად და უმტკივნეულოდ. შვილის გარდატეხის ასაკს პირველად რომ შევეჯახე, როდესაც ვიგრძენი, თორნიკე ჩემგან "მიდიოდა", რაღაც ძალიან მეტკინა სულში. იოლი არ იყო მისი დაგვიანებების ატანა, მის მოლოდინში ღამეების თენება, პირველი დათრობა, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. მთავარი ის იყო, რომ იცოდა, იქვე ვიყავი და რა წამსაც დავჭირდებოდი, შეეძლო დაეძახნა. შვილმა შეიძლება წაიფორხილოს, წაიქცეს კიდეც, მაგრამ მე იმისთვის ვარ, რომ წამოვაყენო... როცა მამა გარდამეცვალა, უკვე დიდი ვიყავი, შვილებიც მყავდა; რამდენიმე წელიწადში დედაც გარდამეცვალა და იცით, რა ვიგრძენი? ზურგს უკან მციოდა - კედელი, რასაც ჩემი მშობლები წარმოადგენდნენ, თითქოს გაქრა, თითქოს ხერხემალი გამომეცალა. მერე, რაღაც პერიოდი გავიდა და თავად გავხდი კედელი ჩემი შვილებისთვის. თორნიკე უკვე კაცია. მგონი, ცოლის შერთვასაც აპირებს (იღიმის). ნიკუშა პატარაა, ახლა სჭირდება ჩემი მოფერება და კოცნა. აი, ლიზა კი სწორედ იმ ასაკშია, ჩემგან წასვლას რომ ცდილობს.

სწორედ ამ მომენტში ოთახში ძალიან მოხდენილი და ლამაზი ლიზა შემოვიდა. ის დაბადების დღეზე წასვლის ამბავს უთანხმებდა დედას. მაიამ ორი წუთით დაგვტოვა და მეც, შემთხვევით ვისარგებლე:

- როგორი დედაა მაია?

- სამაგალითო! ის ყველაზე კარგი მრჩეველია. მართალია, კითხვებს ხშირად არ ვუსვამ, რადგან დედაა და ჩემთან სიმკაცრესაც იჩენს, მაგრამ თავად მაინც მაძლევს ხოლმე რჩევებს. მეგობრულიც არის, ოღონდ, რატომღაც - სხვებისთვის. მე თითქოს, ისე კარგად ვერ ვემეგობრები.

- იქნებ ეგ შენი ასაკის ბრალია? ალბათ, მეგობრებს უფრო ენდობი.

- ეგ მომენტიც არის, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემი მეგობრები უფრო ახლოს არიან თავიანთ დედებთან. ალბათ დედაჩემი მათგან განსხვავებულია ან მე ვერ შევეწყვე... მაგრამ მართლა სამაგალითოა და ვცდილობ, მაქსიმალურად მივბაძო.

- განსაკუთრებულად რა მოგწონს მის ხასიათში? რითია სამაგალითო?

- ძალიან მიზანდასახულია, მშრომელი და მინდა, მეც ასეთი ვიყო (ამასობაში მაიაც დაგვიბრუნდა. - ავტ.).

- ლიზა, სამომავლოდ რას აპირებ? მახსოვს, ბავშვობაში მღეროდი.

- ახლაც ვმღერი. მინდა, მსახიობი მომღერალი გამოვიდე.

ლიზას დავემშვიდობე და საუბარი კვლავ მაიასთან განვაგრძე:

- თქვენი ცხოვრება თითქოს, ერიხ-მარია რემარკისეულს ჰგავს. სწორედ მან თქვა: ადამიანის სიცოცხლე მეტისმეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვისო. თქვენს ცხოვრებაშიც თითქოს, ასე მოხდა: რამდენიმე სიყვარულს სამჯერ ოჯახის შექმნა, სამი შვილი და ორჯერ ოჯახის დანგრევა მოჰყვა. რა იყო ეს - შეცდომა, სიყვარულის დასასრული, იმედგაცრუება თუ ყველაფერი ერთად?

- ოჯახი ძალიან რთული მექანიზმია. თუ წყვილს შორის დიდი სიყვარული, ურთიერთგაგება არ არის, ერთად ცხოვრება ძნელია. სულ ვამბობ: ყოველთვის იმდენი გაქვს, რამდენიც გსურს და სადაც სურვილი მთავრდება, იქ ან ნელ-ნელა იმსხვრევა ყველაფერი, ან ერთბაშად ქრება-მეთქი.

- პირველ მეუღლესთან - ლევან ბერიკაშვილთან საკმაოდ დიდხანს იცხოვრეთ, არა?

- ექვს წელიწადს... საერთოდ, ბევრი რამ კონკრეტული ადამიანის მოთმინების უნარზე, ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ვიღაცას ოჯახის დანგრევა ტრაგედია ჰგონია, ვიღაცას ამ ნაბიჯის უბრალოდ ეშინია, ვიღაცისთვის კი ეს ყველაფრის დასასრულს ნიშნავს... ერთი რამ ვიცი: რაც ჩემი გასაკეთებელია - განსაცდელია, საშრომი თუ საწვალებელი, მარტომ უნდა გავაკეთო. ოდესღაც მივხვდი, რომ ვიღაცებს რაღაცები იოლად გამოსდით, მე კი ცოტა სხვაგვარად მაქვს ყველაფერი. თუმცა ამაზე არ ვწუწუნებ. ყველა ჩემი გადაწყვეტილება თავად მივიღე და ამიტომაც, არავისზე ვბრაზობ. თანაც, ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს. რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.

- ბევრს დაამახსოვრდა თქვენი ოჯახური და სასცენო დუეტი ლიზას მამასთან - აჩიკო ყენიასთან. მას გაცილებით მოკლე ხანში დაშორდით.

- იყო ლამაზი პერიოდი, მაგრამ ასეთია ცხოვრება: რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. არაფერს მივტირი, რადგან ზუსტად ვიცი: იმ ურთიერთობისას არ მიცრუია. როცა ვიგრძენი, რომ ყველაფერი დამთავრდა, ეს დასასრულიც ვაღიარე. მერე დაიწყო კიდევ ახალი ამბავი და ვარ ბედნიერი... თან, ძალიან კარგი შვილები მყავს. ღმერთს მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვთხოვ.

- დღეს ბედნიერი ხართ?

- ძალიან ბედნიერი ვარ! ამ ქვეყნად ტყუილად არაფერი ხდება. განსაცდელიც შენი გამოცდაა; იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად და ღირსეულად იქცევი ამა თუ იმ სიტუაციაში, შესაბამის საფასურს იღებ იმავე ღმერთისგან, რომელმაც განსაცდელი მოგივლინა. არც ერთ განსაცდელს არ დავმალვივარ და ისე ვხვდებოდი, როგორც ამას ჩემი ზნეობა მკარნახობდა. არ ვიცი, ვინ რას გულისხმობს ადამიანის სიძლიერეში, ჩემთვის კი პიროვნება მაშინ არის ძლიერი, როცა მძიმე ვითარებაშიც არ იკადრებს იმას, რაც ღირსეულ ადამიანს არ ეკადრება.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება