მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიმონ ბეიკერს ვარსკვლავი გაუხსნეს
საიმონ ბეიკერს ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰო­ლი­ვუ­დის დი­დე­ბის ხე­ი­ვან­ში ვარ­სკვლა­ვი სა­ი­მონ ბე­ი­კერს გა­უხ­სნეს. ეს დი­დე­ბის ხე­ი­ვან­ში რი­გით 2490-ე ვარ­სკვლა­ვია.

ღო­ნის­ძი­ე­ბას მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი და­ეს­წრნენ. სა­ი­მონს მისი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა მის­მა ახლო მე­გო­ბარ­მა, ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა ნა­ო­მი უოტსმა მი­უ­ლო­ცა.

43 წლის მსა­ხი­ობ­მა სა­ხე­ლი ფილ­მით "ეშ­მა­კი ატა­რებს პრა­დას" გა­ით­ქვა, თუმ­ცა ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად სე­რი­ალ "მენ­ტა­ლის­ტში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იქცა.

ნა­ო­მი უოტ­სი სი­ტყვით გა­მო­ვი­და მისი მე­გობ­რის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე. მან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ი­მო­ნის დიდი ხნის მე­გო­ბა­რი და მისი ერთ-ერთი შვი­ლის ნათ­ლი­აა. სა­ი­მონ ბე­ი­კერს სამი შვი­ლი ჰყავს. მისი უმ­ცრო­სი ვა­ჟის, ჰა­რის ნათ­ლია ნი­კოლ კიდ­მა­ნია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია JustJared.com-ის მი­ხედ­ვით.

საიმონ ბეიკერს ვარსკვლავი გაუხსნეს

საიმონ ბეიკერს ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი საიმონ ბეიკერს გაუხსნეს. ეს დიდების ხეივანში რიგით 2490-ე ვარსკვლავია.

ღონისძიებას მსახიობის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. საიმონს მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა მისმა ახლო მეგობარმა, ცნობილმა მსახიობმა ნაომი უოტსმა მიულოცა.

43 წლის მსახიობმა სახელი ფილმით "ეშმაკი ატარებს პრადას" გაითქვა, თუმცა ნამდვილ ვარსკვლავად სერიალ "მენტალისტში" მონაწილეობით იქცა.

ნაომი უოტსი სიტყვით გამოვიდა მისი მეგობრის ვარსკვლავის გახსნაზე. მან განაცხადა, რომ საიმონის დიდი ხნის მეგობარი და მისი ერთ-ერთი შვილის ნათლიაა. საიმონ ბეიკერს სამი შვილი ჰყავს. მისი უმცროსი ვაჟის, ჰარის ნათლია ნიკოლ კიდმანია.

მომზადებულია JustJared.com-ის მიხედვით.