საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის კრიზისია
უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის კრიზისია

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სია.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ნა­ნუ­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სწო­რედ ამა­ზე მე­ტყვე­ლებს გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" პირ­და­პირ ეთერ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი.

უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა დე­პუ­ტა­ტებს შო­რის მომ­ხდარ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი უწო­და.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­ცე­სე­ბი მთლი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბიც.

"დი­ა­ლოგს არა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს", - აცხა­დებს უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" პირ­და­პირ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "არ­გუ­მენ­ტებ­ში" გუ­შინ, უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ კობა და­ვი­თაშ­ვილ­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტატ სერ­გო რა­ტი­ანს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

და­პი­რის­პი­რე­ბა გა­და­ცე­მა­ში ორი ლი­დე­რის დე­ბა­ტებს მოჰ­ყვა, რომ­ლის დრო­საც კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა რა­ტი­ანს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. რა­ტი­ან­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ჭიქა და­ამ­სხვრია და გა­და­ცე­მის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, რო­დე­საც და­ვი­თაშ­ვი­ლი მას­თან მი­ვი­და, რაც სა­ბო­ლო­ოდ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და.

სტუ­დი­ი­დან ორი­ვე მათ­გა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­იყ­ვა­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის კრიზისია

უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის კრიზისია

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის სერიოზული კრიზისია.

როგორც ჟურნალისტებს ნანუაშვილმა განუცხადა, სწორედ ამაზე მეტყველებს გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტი.

უჩა ნანუაშვილმა დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესები მთლიანად წარიმართოს დიალოგის რეჟიმში, რომელშიც ჩართული იქნება საერთაშორისო პარტნიორებიც.

"დიალოგს არანაირი ალტერნატივა არა აქვს", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა.

სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა