სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტო, რომელიც ბიონსეს აღიზიანებს
ფოტო, რომელიც ბიონსეს აღიზიანებს

არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ერთი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ფოტო მა­ინც არ აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­საც არაფ­რის დი­დე­ბით არ და­დებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­კუ­თარ გვერ­დზე. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მომ­ღე­რა­ლი ბი­ონ­სეა.

ბი­ონ­სეს ფო­ტო­ე­ბის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალს "სუ­პერ­თას­ზე" გა­მოს­ვლის დროს გა­და­უ­ღეს, სკან­და­ლი გორ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­ზე მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა გა­მო­სუ­ლი და ახლა სურს, რომ ეს სუ­რა­თე­ბი ინ­ტერ­ნე­ტი­დან სა­ერ­თოდ გაქ­რეს.

მომ­ღერ­ლის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ელ­ვის სის­წრა­ფით გავ­რცელ­და. ვარ­სკვლა­ვის აგენ­ტმა უკვე მი­მარ­თა რამ­დე­ნი­მე პი­რად ბლოგს და ონ­ლა­ინ-გა­მო­ცე­მას და სტა­ტი­ე­ბი­დან ამ ფო­ტო­ე­ბის ამო­ღე­ბა სთხო­ვა.

გარ­და ამი­სა, სუ­რა­თებ­ზე კარ­გად ჩანს, რომ გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, ბი­ონ­სეს ცხვი­რის ფორ­მა საგ­რძნობ­ლად აქვს შეც­ვლი­ლი. ჭო­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ პოპ-ვარ­სკვლავ­მა რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­ი­კე­თა, უკვე დიდი ხა­ნია და­დის, თუმ­ცა ბი­ონ­სე მათ უარ­ყოფ­და.

ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი კი ამის დას­ტუ­რია. ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მებ­მა ბი­ონ­სეს ახა­ლი, პრო­ფილ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, მომ­ღერ­ლის გა­სუ­ლი წლე­ბის სუ­რა­თებს შე­ა­და­რეს. გან­სხვა­ვე­ბა მარ­თლაც დი­დია.

"ნამ­დვი­ლად ეტყო­ბა რი­ნოპ­ლას­ტი­კის კვა­ლი. რო­გორც ჩანს, მან ცხვი­რი და­ი­თხე­ლა და ოდ­ნავ და­ი­ვიწ­რო­ვა. ასეთ ოპე­რა­ცი­ებს ექი­მე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად აკე­თე­ბენ. მის­მა ქი­რურ­გმა დი­დე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა - მომ­ღე­რა­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა", - აცხა­დებს ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ჯეფ­რი სპი­გე­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

ფოტო, რომელიც ბიონსეს აღიზიანებს

ფოტო, რომელიც ბიონსეს აღიზიანებს

არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთი წარუმატებელი ფოტო მაინც არ აქვს გადაღებული, რომელსაც არაფრის დიდებით არ დადებს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე. გამონაკლისი არც მომღერალი ბიონსეა.

ბიონსეს ფოტოების გარშემო, რომელიც მომღერალს "სუპერთასზე" გამოსვლის დროს გადაუღეს, სკანდალი გორდება. რამდენიმე ფოტოზე მომღერალი ძალიან ცუდადაა გამოსული და ახლა სურს, რომ ეს სურათები ინტერნეტიდან საერთოდ გაქრეს.

მომღერლის წარუმატებელი ფოტოები ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ვარსკვლავის აგენტმა უკვე მიმართა რამდენიმე პირად ბლოგს და ონლაინ-გამოცემას და სტატიებიდან ამ ფოტოების ამოღება სთხოვა.

გარდა ამისა, სურათებზე კარგად ჩანს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ბიონსეს ცხვირის ფორმა საგრძნობლად აქვს შეცვლილი. ჭორები იმის შესახებ, რომ პოპ-ვარსკვლავმა რინოპლასტიკა გაიკეთა, უკვე დიდი ხანია დადის, თუმცა ბიონსე მათ უარყოფდა.

ახალი ფოტოები კი ამის დასტურია. ინტერნეტ-გამოცემებმა ბიონსეს ახალი, პროფილში გადაღებული ფოტოები, მომღერლის გასული წლების სურათებს შეადარეს. განსხვავება მართლაც დიდია.

"ნამდვილად ეტყობა რინოპლასტიკის კვალი. როგორც ჩანს, მან ცხვირი დაითხელა და ოდნავ დაივიწროვა. ასეთ ოპერაციებს ექიმები რეგულარულად აკეთებენ. მისმა ქირურგმა დიდებული სამუშაოები ჩაატარა - მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება", - აცხადებს ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი ჯეფრი სპიგელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება