მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიაში კარნავალი გაიხსნა
ბრაზილიაში კარნავალი გაიხსნა

ბრა­ზი­ლი­ა­ში ცნო­ბი­ლი კარ­ნა­ვა­ლი და­ი­წყო. გუ­შინ, რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს მერ­მა ედუ­არ­დუ პა­ის­მა ქა­ლა­ქის კარ­ნა­ვა­ლის მე­ფეს, მო­მოს გა­სა­ღე­ბი სა­ზე­ი­მოდ გა­დას­ცა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ბრძა­ნე­ბას გას­ცა: "ყვე­ლამ იმ­ხი­ა­რუ­ლეთ!" მომო ბერ­ძნუ­ლი ირო­ნი­ის ღმერ­თს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, თა­ვად მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა და კა­ნონ­დარ­ღვე­ვის მოყ­ვა­რუ­ლი, ქვე­შევ­რდო­მებს წე­სებს არ უწე­სებს.

ზე­ი­მი 6 დღე გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ მუ­შა­ობს - 12 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქა­ლა­ქი მთლი­ა­ნად "სამ­ბას" რიტ­მე­ბით ცხოვ­რობს. არა­ვის ახ­სოვს ყო­ველ­დღი­უ­რი საზ­რუ­ნა­ვი და "ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქცე­ვის" ნორ­მე­ბი - რიო დე ჟა­ნე­ი­რო ფან­ტას­ტი­უ­რი ფე­რე­ბი­სა და ვნე­ბის ალ­მურ­ში იძი­რე­ბა. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ქა­ლა­ქი "ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლა." ღა­მის ცა ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი­თა და პრო­ჟექ­ტო­რე­ბის სხი­ვე­ბი­თაა გა­ნა­თე­ბუ­ლი, ქუ­ჩე­ბი ივ­სე­ბა სხვა­დას­ხვა რა­სი­სა და კა­ნის ფე­რის ადა­მი­ა­ნე­ბით, ლა­მაზ­მა­ნე­ბით, რო­მელ­თა სა­მოსს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ბუმ­ბუ­ლის ღერო და ბრჭყვი­ა­ლა სამ­შვე­ნი­სე­ბი წარ­მო­ად­გენს და კა­ცე­ბით, რომ­ლე­ბიც სას­მელს ეწა­ფე­ბი­ან და დოლ­ზე სამ­ბას გი­ჟუ­რი რიტ­მი გა­მოჰ­ყავთ. კარ­ნა­ვა­ლიც ხომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად სამ­ბას სკო­ლე­ბის აღ­ლუ­მად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა, ეს ბევ­რად უფრო მე­ტია, ვიდ­რე კონ­კურ­სი, ანდა საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვლა. რიოს კარ­ნა­ვა­ლი მისი მო­სახ­ლე­ო­ბის სუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, ქა­ლა­ქი­სა, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დის 30 გრა­დუს­ზე დაბ­ლა.

კარ­ნა­ვა­ლი კა­თო­ლი­კე­თა მარ­ხვის და­წყე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე იწყე­ბა და მარ­ხვის და­წყე­ბი­სას სრულ­დე­ბა. ეს სი­ტყვა იტა­ლი­უ­რი ენის ერთ-ერთ დი­ა­ლექ­ტზე "ხორცთან გა­მო­თხო­ვე­ბას" ნიშ­ნავს. თუმ­ცა, იმას, რაც კარ­ნა­ვა­ლის დროს რი­ო­სა და ბრა­ზი­ლი­ის სხვა ქა­ლა­ქებ­ში ხდე­ბა, ნაკ­ლე­ბად დაჰ­კრავს რე­ლი­გი­უ­რი ელ­ფე­რი. სწო­რედ ამი­ტომ, ქა­ლა­ქის არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი, რო­მელ­საც არ ძა­ლუძს ამ მა­სი­უ­რი სი­გი­ჟის აღ­კვე­თა, კარ­ნა­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბულ ლოც­ვებს კი­თხუ­ლობს და ღმერ­თს თა­ვი­სი სამ­წყსოს მიერ კარ­ნა­ვა­ლის დროს ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვე­ბის მი­ტე­ვე­ბას თხოვს.

კარ­ნა­ვა­ლე­ბის მო­წყო­ბის ტრა­დი­ცია ბრა­ზი­ლი­ა­ში ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტი­დან პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა კო­ლო­ნი­ზა­ტო­რებ­მა ჩა­ი­ტა­ნეს. წე­ლი­წად­ში ერთხელ, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბრა­ზი­ლი­უ­რი ახალ­შე­ნე­ბის ქუ­ჩებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი, უც­ნა­ურ ტა­ნი­სა­მოს­სა და ნიღ­ბებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩი­რაღ­დნე­ბით დარ­ბოდ­ნენ, ერ­თმა­ნეთს კვერ­ცხებს, ფქვილ­სა და პუდ­რას აყ­რიდ­ნენ, სვამ­დნენ, ცეკ­ვავ­დნენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ სა­ერ­თო მხი­ა­რუ­ლე­ბა­ში აფ­რი­კი­დან ჩაყ­ვა­ნი­ლი მო­ნე­ბიც იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბევრ მათ­განს ამ დღე­ებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც ჩუქ­ნიდ­ნენ.

რიოს თა­ნა­მედ­რო­ვე კარ­ნა­ვა­ლის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღად 1840 წელს მი­იჩ­ნე­ვენ. მა­შინ ქა­ლაქ­ში სას­ტუმ­როს მფლო­ბელ­მა, იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა გა­და­წყვი­ტა ბოლო მო­ე­ღო უკონ­ტრო­ლოდ მიშ­ვე­ბულ ადა­მი­ან­თა ამ­გვა­რი "თვით­გა­მო­ხატ­ვი­სათ­ვის," და­ა­რი­გა მო­საწ­ვე­ვი ბი­ლე­თე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა სას­ტუმ­როს დიდ დარ­ბაზ­ში მე­ჯლის­ზე მი­იწ­ვია. იქ მათ ნიღ­ბე­ბი, სერ­პან­ტი­ნე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი, სას­მე­ლი და ორ­კესტრი და­ახ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სა­ცეკ­ვაო მე­ლო­დი­ებს უკ­რავ­და, მათ შო­რის - "სამ­ბას," რო­მელ­მაც მალე ყვე­ლა სხვა ცეკ­ვა და მე­ლო­დია დაჩ­რდი­ლა.

თან­და­თან სა­კარ­ნა­ვა­ლო და სა­ცეკ­ვაო კლუ­ბე­ბი მთელ ქა­ლაქს მო­ე­დო. კარ­ნა­ვა­ლის რე­ა­ლურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და სულ­ზე ყვე­ლა­ზე შე­უმცდა­რად სწო­რედ "სამ­ბას" "წარ­მო­მავ­ლო­ბა" მი­ა­ნიშ­ნებს: რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ხუთი ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი ცეკ­ვი­დან ბრა­ზი­ლი­ელ­თა უსაყ­ვარ­ლე­სი "სამ­ბა" კონ­ტი­ნენტზე მო­ნე­ბად შეყ­ვა­ნილ ან­გო­ლელ­თა სა­რი­ტუ­ა­ლო და პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი და ეს­პა­ნუ­რი ცეკ­ვე­ბის შერ­წყმის შე­დე­გად შე­იქ­მნა. ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი "ჰიბ­რი­დი" რეს­პექ­ტა­ბე­ლურ

დარ­ბა­ზებ­სა და მო­ზო­მილ მა­ნე­რებს ვერ იგუ­ებ­და. ასეც მოხ­და - იტა­ლი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და, ჩარ­ჩო­ებ­ში მო­ექ­ცია ბრა­ზი­ლი­ელ­თა ტემ­პე­რა­მენ­ტი, კარ­ნა­ვალ­მა კვლავ რიო დე ჟა­ნე­ი­როს ქუ­ჩებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, თუმ­ცა მე­ჯლი­სე­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­შა­ნი მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა - ყვე­ლა­ფერს, რაც იქ ხდე­ბა, წარ­მარ­თავს სამ­ბას გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი რიტ­მი და ენერ­გია.

გა­მო­უც­დელ თვალს რიოს კარ­ნა­ვა­ლი ქა­ო­ტურ და მო­უ­წეს­რი­გე­ბელ სა­ნა­ხა­ო­ბად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა, არა­და, ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სიჭ­რე­ლე­სა და ხმა­ურ­ში ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად გა­წე­რილ წეს­სა და რიგს ემორ­ჩი­ლე­ბა. აღ­ლუმ­ზე, სა­დაც "სამ­ბას" სხვა­დას­ხვა სკო­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლო­ბა­ში ეჯიბ­რე­ბი­ან, ჯერ კი­დევ 1928 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს, რო­მელ­თა უმ­ნიშ­ვნე­ლო დარ­ღვე­ვა­საც არა­ვის პა­ტი­ო­ბენ.

პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კარ­ნა­ვა­ლი რიო დე ჟა­ნე­ი­როს ქუ­ჩებ­ში 1935 წელს გა­ი­მარ­თა. ზე­ი­მი პა­რას­კევს იწყე­ბა. ამ დღეს, ზუს­ტად შვიდ სა­ათ­ზე დო­ლე­ბი­სა და სატ­კა­ცუ­ნო­ე­ბის გა­მაყ­რუ­ე­ბელ ხმა­ურ­ში და­ჩო­ქი­ლი რიო დე ჟა­ნე­ი­როს მერი ქა­ლა­ქის გა­სა­ღებს და მას­თან ერ­თად "სრულ ძა­ლა­უფ­ლე­ბას" კარ­ნა­ვა­ლის მბრძა­ნე­ბელს, "მეფე მი­მოს", გა­დას­ცემს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ რე­პუ­ტა­ცი­ით, არა­მედ გა­რეგ­ნუ­ლა­დაც უნდა შე­ე­ფე­რე­ბო­დეს კარ­ნა­ვა­ლის მბრძა­ნებ­ლის პოსტს (140 კგ-ს მა­ინც უნდა იწო­ნი­დეს და "სამ­ბა­საც" უნაკ­ლოდ ცეკ­ვავ­დეს). ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მიმო, რო­მელ­საც დე­დო­ფა­ლი და 2 პრინ­ცე­საც ჰყავს, გა­მოს­ცემს თა­ვის პირ­ველ და უკა­ნას­კნელ ბრძა­ნე­ბას: "ყვე­ლამ იმ­ხი­ა­რუ­ლოს!"

ღა­მის 9 სა­ათ­ზე იწყე­ბა აღ­ლუ­მი. ის სამ­ბად­რომ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც 1984 წელს აა­გეს სპე­ცი­ა­ლუ­რად კარ­ნა­ვა­ლი­სათ­ვის. მას სტა­დი­ო­ნის მსგავ­სი ტრი­ბუ­ნე­ბი აქვს, რო­მელ­თა სიგ­რძე 700 მეტ­რია და 80 ათა­სამ­დე მა­ყუ­რე­ბელს იტევს. ტრი­ბუ­ნებს შო­რის გა­დის მა­გის­ტრა­ლი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჩა­ივ­ლი­ან. სწო­რედ ამ 700-მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის გავ­ლი­სას უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნონ მთე­ლი თა­ვი­ან­თი ოს­ტა­ტო­ბა და სი­ლა­მა­ზე კარ­ნა­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა. ამი­სათ­ვის 80 წუთი ეძ­ლე­ვათ. ერთი წუ­თიც რომ გა­და­ა­ცი­ლონ, სა­ჯა­რი­მო ქუ­ლებს მი­ი­ღე­ბენ. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს 40 არ­ბიტ­რი აფა­სე­ბეს.

კარ­ნა­ვა­ლის პირ­ვე­ლი დღე "სამ­ბას" ბავ­შვთა სკო­ლებს ეთ­მო­ბა, შა­ბათს პირ­ვე­ლი ლი­გის სკო­ლე­ბი ჩა­ივ­ლი­ან სამ­ბად­რომ­ზე. მთა­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა კვი­რა­სა და ორ­შა­ბათს იმარ­თე­ბა. ამ დღე­ებ­ში "სამ­ბას" უმაღ­ლე­სი ლი­გის, ე.წ. "სპე­ცი­ა­ლუ­რი" სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ავ­სე­ბენ არე­ნას. ისი­ნი თორ­მეტ­ნი არი­ან (მათ შო­რის ბოლო ად­გილ­ზე გა­სუ­ლის ად­გილს პირ­ველ ლი­გა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იკა­ვებს). თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის მსვლე­ლო­ბა­ში 3-დან 5 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს.

აღ­ლუმს წინა წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხსნის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სკო­ლის ემბლე­მი­სა და დრო­შის მტვირ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის სი­ლა­მა­ზე­სა და ჩაც­მუ­ლო­ბას. ამი­სათ­ვის, მეტ­წი­ლად, ბრა­ზი­ლი­ის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ირ­ჩე­ვენ. ცალ­კე ფას­დე­ბა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის, მომ­ღერ­ლე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბის გუნ­დე­ბის ოს­ტა­ტო­ბა. ასე­ვე, კოს­ტუ­მე­ბის მხატ­ვრო­ბა და, რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, "ალე­გო­რი­ე­ბი," რო­მე­ლიც იმ წელს სკო­ლის მიერ არ­ჩე­ულ თე­მას ეძღვნე­ბა. თემა კი ათას­გვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ბრა­ზი­ლი­ის ის­ტო­რი­ის რო­მე­ლი­მე მო­ნაკ­ვე­თი, ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ფან­ტას­ტი­კუ­რი სი­უ­ჟე­ტი.

ზე­ი­მი დი­ლამ­დე გრძელ­დე­ბა. ბოლო დღე - სამ­შა­ბა­თი - მე­ო­რე ლი­გის სკო­ლებს ეთ­მო­ბა, რო­მელ­საც გეი-აღ­ლუ­მი ას­რუ­ლებს. ამით კარ­ნა­ვა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სრულ­დე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა წინ არის. ოთხშა­ბათს კა­თო­ლი­კე­თა მარ­ხვა იწყე­ბა, ხოლო ხუთ­შა­ბათს კარ­ნა­ვა­ლი უკა­ნას­კნე­ლად "იქ­ნევს კუდს" - იმარ­თე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ექ­ვსე­უ­ლის სა­ზე­ი­მო მსვლე­ლო­ბა. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულ სკო­ლას სო­ლი­დურ ფუ­ლად ჯილ­დოს გა­დას­ცე­მენ. ხუთ­შა­ბათს ყვე­ლა­ფე­რი სრულ­დე­ბა. იმ წუ­თი­დან­ვე იწყე­ბა მზა­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის კარ­ნა­ვა­ლის­თვის.

კარ­ნა­ვა­ლის მთე­ლი მსვლე­ლო­ბა ბრა­ზი­ლი­ის ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა, რო­მე­ლიც წამ­და­უ­წუმ წყდე­ბა სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბით, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს შიდსის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე აფრ­თხი­ლე­ბენ. ქა­ლა­ქის მე­რია, თა­ვის მხრივ, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში უფა­სოდ არი­გებს პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს. ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი სა­ყო­ველ­თაო და სრუ­ლი "გა­და­რე­ვი­სა", კარ­ნა­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ქა­ლაქ­ში და­ნა­შა­უ­ლის დონე არ მა­ტუ­ლობს. ეს მა­შინ, რო­დე­საც ბრა­ზი­ლი­ა­ში და, კონ­კრე­ტუ­ლად, რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ქო­ნებ­რი­ვი უთა­ნას­წო­რო­ბის სა­ა­რა­კო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ულა­მა­ზე­სი და უმ­დიდ­რე­სი ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში არის უბ­ნე­ბი, მათ "ფა­ვე­ლებს" ეძა­ხი­ან, სა­დაც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას არ შე­უღ­წე­ვია (მთლი­ა­ნად ბრა­ზი­ლი­ა­ში ასეთ "ფა­ვე­ლებ­ში" 65 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ანუ, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 35%). ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­წუ­რებ­სა და უფან­ჯრო ქო­ხებ­ში ცხოვ­რობს. აქ ბრა­ზი­ლი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ბა­ტო­ნო­ბენ. მათ­სა და ოფი­ცი­ოზს შო­რის და­დე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბაც არ­სე­ბობს, რომ ისი­ნი ქა­ლა­ქის კე­თილ­მო­წყო­ბილ უბ­ნე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლებს არ და­ურ­ღვე­ვენ მყუ­რო­ე­ბას, სა­მა­გი­ე­როდ, მათ­თა­ნაც არა­ვინ უნდა შე­ყოს ცხვი­რი. რიოს სამ­ბას სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ასეთ უბ­ნებ­ში იშვა და არ­სე­ბობს. მათ სკო­ლე­ბიც პი­რო­ბი­თად ჰქვი­ათ, უფრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ წელს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ღვე­ვენ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ ყო­ველ­გვარ სა­ზღვრებს და თავ­და­ვი­წყე­ბით ცეკ­ვა­ვენ სამ­ბას გი­ჟუ­რი რიტ­მე­ბით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ბრაზილიაში კარნავალი გაიხსნა

ბრაზილიაში კარნავალი გაიხსნა

ბრაზილიაში ცნობილი კარნავალი დაიწყო. გუშინ, რიო-დე-ჟანეიროს მერმა ედუარდუ პაისმა ქალაქის კარნავალის მეფეს, მომოს გასაღები საზეიმოდ გადასცა, რომელმაც პირველი და ერთადერთი ბრძანებას გასცა: "ყველამ იმხიარულეთ!" მომო ბერძნული ირონიის ღმერთს განასახიერებს, თავად მხიარულებისა და კანონდარღვევის მოყვარული, ქვეშევრდომებს წესებს არ უწესებს.

ზეიმი 6 დღე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში არავინ მუშაობს - 12 მილიონიანი ქალაქი მთლიანად "სამბას" რიტმებით ცხოვრობს. არავის ახსოვს ყოველდღიური საზრუნავი და "ცივილიზებული ქცევის" ნორმები - რიო დე ჟანეირო ფანტასტიური ფერებისა და ვნების ალმურში იძირება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალაქი "ჭკუიდან შეიშალა." ღამის ცა ფეიერვერკებითა და პროჟექტორების სხივებითაა განათებული, ქუჩები ივსება სხვადასხვა რასისა და კანის ფერის ადამიანებით, ლამაზმანებით, რომელთა სამოსს მხოლოდ რამდენიმე ბუმბულის ღერო და ბრჭყვიალა სამშვენისები წარმოადგენს და კაცებით, რომლებიც სასმელს ეწაფებიან და დოლზე სამბას გიჟური რიტმი გამოჰყავთ. კარნავალიც ხომ ოფიციალურად სამბას სკოლების აღლუმად ითვლება, თუმცა, ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე კონკურსი, ანდა საჩვენებელი გამოსვლა. რიოს კარნავალი მისი მოსახლეობის სულის გამოხატულებაა, ქალაქისა, სადაც ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის 30 გრადუსზე დაბლა.

კარნავალი კათოლიკეთა მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იწყება და მარხვის დაწყებისას სრულდება. ეს სიტყვა იტალიური ენის ერთ-ერთ დიალექტზე "ხორცთან გამოთხოვებას" ნიშნავს. თუმცა, იმას, რაც კარნავალის დროს რიოსა და ბრაზილიის სხვა ქალაქებში ხდება, ნაკლებად დაჰკრავს რელიგიური ელფერი. სწორედ ამიტომ, ქალაქის არქიეპისკოპოსი, რომელსაც არ ძალუძს ამ მასიური სიგიჟის აღკვეთა, კარნავალის მიმდინარეობისას, ტრადიციულად, განსაკუთრებულ ლოცვებს კითხულობს და ღმერთს თავისი სამწყსოს მიერ კარნავალის დროს ჩადენილი ცოდვების მიტევებას თხოვს.

კარნავალების მოწყობის ტრადიცია ბრაზილიაში ევროპის კონტინენტიდან პორტუგალიელმა კოლონიზატორებმა ჩაიტანეს. წელიწადში ერთხელ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ბრაზილიური ახალშენების ქუჩებში გამოფენილი, უცნაურ ტანისამოსსა და ნიღბებში გამოწყობილი ადამიანები ჩირაღდნებით დარბოდნენ, ერთმანეთს კვერცხებს, ფქვილსა და პუდრას აყრიდნენ, სვამდნენ, ცეკვავდნენ. საინტერესოა, რომ ამ საერთო მხიარულებაში აფრიკიდან ჩაყვანილი მონებიც იღებდნენ მონაწილეობას, ბევრ მათგანს ამ დღეებში თავისუფლებასაც ჩუქნიდნენ.

რიოს თანამედროვე კარნავალის დაბადების თარიღად 1840 წელს მიიჩნევენ. მაშინ ქალაქში სასტუმროს მფლობელმა, იტალიური წარმოშობის ერთმა ქალბატონმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო უკონტროლოდ მიშვებულ ადამიანთა ამგვარი "თვითგამოხატვისათვის," დაარიგა მოსაწვევი ბილეთები და საზოგადოება სასტუმროს დიდ დარბაზში მეჯლისზე მიიწვია. იქ მათ ნიღბები, სერპანტინები, ტკბილეული, სასმელი და ორკესტრი დაახვედრა, რომელიც საცეკვაო მელოდიებს უკრავდა, მათ შორის - "სამბას," რომელმაც მალე ყველა სხვა ცეკვა და მელოდია დაჩრდილა.

თანდათან საკარნავალო და საცეკვაო კლუბები მთელ ქალაქს მოედო. კარნავალის რეალურ წარმომავლობასა და სულზე ყველაზე შეუმცდარად სწორედ "სამბას" "წარმომავლობა" მიანიშნებს: როგორც ვარაუდობენ, ხუთი ლათინოამერიკული ცეკვიდან ბრაზილიელთა უსაყვარლესი "სამბა" კონტინენტზე მონებად შეყვანილ ანგოლელთა სარიტუალო და პორტუგალიური და ესპანური ცეკვების შერწყმის შედეგად შეიქმნა. ბუნებრივია, ასეთი "ჰიბრიდი" რესპექტაბელურ

დარბაზებსა და მოზომილ მანერებს ვერ იგუებდა. ასეც მოხდა - იტალიელი ქალბატონის მონდომების მიუხედავად, რომელიც ცდილობდა, ჩარჩოებში მოექცია ბრაზილიელთა ტემპერამენტი, კარნავალმა კვლავ რიო დე ჟანეიროს ქუჩებში გადაინაცვლა, თუმცა მეჯლისებიდან გამოყოლილი ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი მაინც შეინარჩუნა - ყველაფერს, რაც იქ ხდება, წარმართავს სამბას განუმეორებელი რიტმი და ენერგია.

გამოუცდელ თვალს რიოს კარნავალი ქაოტურ და მოუწესრიგებელ სანახაობად მოეჩვენება, არადა, ამ არაჩვეულებრივ სიჭრელესა და ხმაურში ყველაფერი მკაცრად გაწერილ წესსა და რიგს ემორჩილება. აღლუმზე, სადაც "სამბას" სხვადასხვა სკოლები ერთმანეთს პირველობაში ეჯიბრებიან, ჯერ კიდევ 1928 წელს მიღებული კანონები მოქმედებს, რომელთა უმნიშვნელო დარღვევასაც არავის პატიობენ.

პირველი ოფიციალური კარნავალი რიო დე ჟანეიროს ქუჩებში 1935 წელს გაიმართა. ზეიმი პარასკევს იწყება. ამ დღეს, ზუსტად შვიდ საათზე დოლებისა და სატკაცუნოების გამაყრუებელ ხმაურში დაჩოქილი რიო დე ჟანეიროს მერი ქალაქის გასაღებს და მასთან ერთად "სრულ ძალაუფლებას" კარნავალის მბრძანებელს, "მეფე მიმოს", გადასცემს, რომელიც არა მხოლოდ რეპუტაციით, არამედ გარეგნულადაც უნდა შეეფერებოდეს კარნავალის მბრძანებლის პოსტს (140 კგ-ს მაინც უნდა იწონიდეს და "სამბასაც" უნაკლოდ ცეკვავდეს). ხელისუფლების ჩაბარების შემდეგ მიმო, რომელსაც დედოფალი და 2 პრინცესაც ჰყავს, გამოსცემს თავის პირველ და უკანასკნელ ბრძანებას: "ყველამ იმხიარულოს!"

ღამის 9 საათზე იწყება აღლუმი. ის სამბადრომზე მიმდინარეობს, რომელიც 1984 წელს ააგეს სპეციალურად კარნავალისათვის. მას სტადიონის მსგავსი ტრიბუნები აქვს, რომელთა სიგრძე 700 მეტრია და 80 ათასამდე მაყურებელს იტევს. ტრიბუნებს შორის გადის მაგისტრალი, სადაც მონაწილეები ჩაივლიან. სწორედ ამ 700-მეტრიანი მონაკვეთის გავლისას უნდა წარმოაჩინონ მთელი თავიანთი ოსტატობა და სილამაზე კარნავალის მონაწილეებმა. ამისათვის 80 წუთი ეძლევათ. ერთი წუთიც რომ გადააცილონ, საჯარიმო ქულებს მიიღებენ. მათ შესაძლებლობებს 40 არბიტრი აფასებეს.

კარნავალის პირველი დღე "სამბას" ბავშვთა სკოლებს ეთმობა, შაბათს პირველი ლიგის სკოლები ჩაივლიან სამბადრომზე. მთავარი სანახაობა კვირასა და ორშაბათს იმართება. ამ დღეებში "სამბას" უმაღლესი ლიგის, ე.წ. "სპეციალური" სკოლის წარმომადგენლები ავსებენ არენას. ისინი თორმეტნი არიან (მათ შორის ბოლო ადგილზე გასულის ადგილს პირველ ლიგაში გამარჯვებული იკავებს). თითოეული სკოლის მსვლელობაში 3-დან 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.

აღლუმს წინა წლის გამარჯვებული ხსნის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკოლის ემბლემისა და დროშის მტვირთველი მოცეკვავეების სილამაზესა და ჩაცმულობას. ამისათვის, მეტწილად, ბრაზილიის სილამაზის კონკურსის მონაწილეებს ირჩევენ. ცალკე ფასდება მოცეკვავეების, მომღერლების, მუსიკოსების გუნდების ოსტატობა. ასევე, კოსტუმების მხატვრობა და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, "ალეგორიები," რომელიც იმ წელს სკოლის მიერ არჩეულ თემას ეძღვნება. თემა კი ათასგვარი შეიძლება იყოს: ბრაზილიის ისტორიის რომელიმე მონაკვეთი, ისტორიული პიროვნებების თავგადასავალი, ნებისმიერი სახის ფანტასტიკური სიუჟეტი.

ზეიმი დილამდე გრძელდება. ბოლო დღე - სამშაბათი - მეორე ლიგის სკოლებს ეთმობა, რომელსაც გეი-აღლუმი ასრულებს. ამით კარნავალი ოფიციალურად სრულდება, თუმცა მთავარი სანახაობა წინ არის. ოთხშაბათს კათოლიკეთა მარხვა იწყება, ხოლო ხუთშაბათს კარნავალი უკანასკნელად "იქნევს კუდს" - იმართება გამარჯვებული ექვსეულის საზეიმო მსვლელობა. პირველ ადგილზე გასულ სკოლას სოლიდურ ფულად ჯილდოს გადასცემენ. ხუთშაბათს ყველაფერი სრულდება. იმ წუთიდანვე იწყება მზადება მომავალი წლის კარნავალისთვის.

კარნავალის მთელი მსვლელობა ბრაზილიის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რომელიც წამდაუწუმ წყდება სარეკლამო რგოლებით, სადაც ახალგაზრდებს შიდსის საშიშროებაზე აფრთხილებენ. ქალაქის მერია, თავის მხრივ, ქალაქის ქუჩებში უფასოდ არიგებს პრეზერვატივებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად ასეთი საყოველთაო და სრული "გადარევისა", კარნავალის მიმდინარეობისას ქალაქში დანაშაულის დონე არ მატულობს. ეს მაშინ, როდესაც ბრაზილიაში და, კონკრეტულად, რიო დე ჟანეიროში მოსახლეობის ქონებრივი უთანასწორობის საარაკო მაჩვენებელია.

ულამაზესი და უმდიდრესი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში არის უბნები, მათ "ფაველებს" ეძახიან, სადაც ცივილიზაციას არ შეუღწევია (მთლიანად ბრაზილიაში ასეთ "ფაველებში" 65 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ანუ, ქვეყნის მოსახლეობის 35%). ასიათასობით ადამიანი მიწურებსა და უფანჯრო ქოხებში ცხოვრობს. აქ ბრაზილიის ოფიციალური ხელისუფლება არ არსებობს, კრიმინალური დაჯგუფებები ბატონობენ. მათსა და ოფიციოზს შორის დადებული არაოფიალური შეთანხმებაც არსებობს, რომ ისინი ქალაქის კეთილმოწყობილ უბნების მაცხოვრებლებს არ დაურღვევენ მყუროებას, სამაგიეროდ, მათთანაც არავინ უნდა შეყოს ცხვირი. რიოს სამბას სკოლების უმრავლესობა სწორედ ასეთ უბნებში იშვა და არსებობს. მათ სკოლებიც პირობითად ჰქვიათ, უფრო გაერთიანებებია, რომლის საშუალებით ადამიანები ყოველ წელს რამდენიმე დღის განმავლობაში არღვევენ ხელოვნურად შექმნილ ყოველგვარ საზღვრებს და თავდავიწყებით ცეკვავენ სამბას გიჟური რიტმებით.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს