საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღია ეთერის" მეორე სიცოცხლე და ვახო სანაიას რომანტიკა
"ღია ეთერის" მეორე სიცოცხლე და ვახო სანაიას რომანტიკა

"ის ამა­ყი და ჯი­უ­ტია. თუ გაბ­რაზ­და, უფრთხილ­დით. არც რო­მან­ტი­კას სწყა­ლობს. მისი სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­გვარ "აფეთ­ქე­ბებს" მოკ­ლე­ბულ ემო­ცი­ებს ეფუძ­ნე­ბა. სა­სურ­ველ ქალს დევ­ნას არას­დროს და­უ­წყებს. ურ­ჩევ­ნია, მო­ხიბ­ლოს თა­ვი­სი რჩე­უ­ლი და აი­ძუ­ლოს, თვი­თო­ნაც ელტვო­დეს მას", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ კუ­როს, ეს კი ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. ვიდ­რე გა­ვარ­კვევთ, ას­ტრო­ლოგ­თა და­ხა­სი­ა­თე­ბი­დან რა ემ­თხვე­ვა მის ხა­სი­ათს და რა - არა, მა­ნამ­დე ვახო ახა­ლი გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს. მა­ყუ­რე­ბელ­თან 4-თვი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი "ღია ეთე­რის­თვის" ემ­ზა­დე­ბა.

- ვახო, პირ­ველ რიგ­ში, ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას გი­ლო­ცავ!

- გმად­ლობ. გა­და­ცე­მა "ღია ეთე­რი" მე­ო­რე სი­ცო­ცხლეს იწყებს. გვექ­ნე­ბა დე­ბა­ტე­ბი, გაზ­რდი­ლია სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ დარ­ბაზ­ში მსხდომ ექ­სპერ­ტებს, სტუ­დენ­ტებს, სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. გვექ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­ვი კვი­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე, რო­მელ­შიც მა­ყუ­რე­ბე­ლი აზრს გაგ­ვი­ზი­ა­რებს.

"ფე­ის­ბუკ­ზე" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი გვაქვს, რად­გა­ნაც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი როლი აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში. ამ გა­და­ცე­მა­ზე ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დი მუ­შა­ობს. მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რია სოფო კვინ­ტრა­ძე. მეც ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი ვარ და გა­და­ცე­მის და­გეგ­მვა­ში, რეს­პონ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ. მე არ ვარ ის წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც გამ­ზა­დე­ბუ­ლი გა­და­ცე­მის წა­საყ­ვა­ნად მი­დის და სხვის და­წე­რილ ტექსტს კი­თხუ­ლობს... გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბაია ცა­ნა­ვა. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის მო­ნა­ხა­ზი უკვე გა­კე­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა იმ­დე­ნად დი­ნა­მი­კუ­რია, რომ სტუმ­რე­ბი ჯერ შერ­ჩე­უ­ლი არ გვყავს.

- "ღია ეთე­რით" ნინო შუბ­ლა­ძის "პო­ზი­ცი­ას" უნდა გა­უ­წიო კონ­კუ­რენ­ცია. ამა­ზე რას იტყვი?

- შე­ჯიბ­რე­ბა ნამ­დვი­ლად მოგ­ვი­წევს და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. კონ­კუ­რენ­ცია ფორ­მა­ში გა­ყე­ნებს და ხა­რისხს ზრდის.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ! ახლა კი ვნა­ხოთ, რო­გო­რია შენი ას­ტრო-ფსი­ქო­პორ­ტრე­ტი.

- ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რას მე­ტყვი. მარ­თა­ლია, პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი არას­დროს შე­მიდ­გე­ნია, მაგ­რამ ას­ტრო­ლოგ­თა და­ხა­სი­ა­თე­ბას ხში­რად ვეც­ნო­ბი. ბევ­რი რამ ჩემს ხა­სი­ათს ემ­თხვე­ვა.

- ამა­ყი ხარ?

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად ამა­ყია და გა­მო­ნაკ­ლისს არც მე წარ­მო­ვად­გენ. მთა­ვა­რია, სი­ა­მა­ყე ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში არ გა­და­ვი­დეს. ვცდი­ლობ, თავ­მდა­ბა­ლი ვიყო.

- ეს გა­მოგ­დის?

- ესეც ჩემს ხა­სი­ათ­შია: მცი­რე წარ­მა­ტე­ბას მა­ინც თუ მი­ვაღ­წევ, ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ ვგრძნობ, რომ თავ­მდა­ბა­ლი უნდა ვიყო.

- სი­ა­მა­ყე შენ­ში რო­დის იღ­ვი­ძებს?

- არის ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თა­ნაც თავ­მდაბ­ლო­ბა ყო­ველ­თვის არ ამარ­თლებს.

- "მას ყო­ველ­თვის შე­იც­ნობთ მშვი­დი და მდუ­მა­რე გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით. ლა­პა­რა­კის და მოძ­რა­ო­ბის დროს აუჩ­ქა­რე­ბე­ლია".

- ამ სი­ტყვებ­ში სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი არის. ზოგ­ჯერ ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ლა­პა­რაკს მოს­მე­ნა მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ. მუდ­მი­ვად სიმ­შვი­დეს ვერ ვი­ნარ­ჩუ­ნებ, ხან­და­ხან სი­ფი­ცხეც მა­ხა­სი­ა­თებს.

- "თუ რა­მე­ში არ გე­თან­ხმე­ბა, რაც უნდა გა­უ­კე­თო, ვე­რა­ფერს და­უმ­ტკი­ცებ. თავი და­ა­ნა­ბეთ და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა".

- (იცი­ნის) ასეა. უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, ამას სი­ჯი­უ­ტე ჰქვია. ეს ჩემი ნაკ­ლია. თუ ვინ­მე რქე­ბით მო­მაწ­ვე­ბა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვალ, მაგ­რამ თუ სწო­რად მო­მიდ­გე­ბი და შენს მე­ო­რე მხა­რე­საც და­მა­ნახ­ვებ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად დავ­თმობ.

- "თუ გაბ­რაზ­და, უფრთხილ­დით. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი სტი­ქი­ა­სა­ვით და­უნ­დო­ბე­ლია..."

- 100%-ით გე­თან­ხმე­ბი. შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფერს გა­ვუძ­ლო, მო­ვით­მი­ნო, მაგ­რამ არ­სე­ბობს ზღვა­რი, რომ­ლის იქი­თაც უკვე ყვი­რილს ვი­წყებ. ერთხელ კუ­რო­ებ­ზე წა­ვი­კი­თხე, - ფა­ი­ფუ­რის მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­კე­ტი­ლი გან­რის­ხე­ბუ­ლი ხა­რია; თუ გაბ­რაზ­და, ყვე­ლა­ფერს ლე­წავ­სო. მაქვს უსა­ზღვრო მოთ­მი­ნე­ბა, მაგ­რამ არა­ვის ვურ­ჩევ, ჩემი მოთ­მი­ნე­ბა გა­მო­ცა­დოს. თუ წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნენ, შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი დავ­ლე­წო, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, მაგ­რამ დრო გავა და გაბ­რა­ზე­ბა თა­ვის­თა­ვად გა­და­მივ­ლის.

- "სა­სურ­ველ ქალს დევ­ნას არას­დროს და­უ­წყებს. მას ურ­ჩევ­ნია, მო­ხიბ­ლოს თა­ვი­სი რჩე­უ­ლი და აი­ძუ­ლოს, თვი­თონ ელტვო­დეს".

- უნდა ვა­ღი­ა­რო, სი­მარ­თლეა. ეს ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას თა­მა­ში გყვა­რე­ბია.

- (იცი­ნის) ეგრე გა­მო­დის? კარ­გი, არ შე­გე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. ეს ჩემი ხა­სი­ა­თია.

- "ყო­ველ­გვარ უსი­ა­მოვ­ნე­ბას ვაჟ­კა­ცუ­რად ხვდე­ბა, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ მტკი­ცედ მი­ი­წევს".

- ას­ტრო­ლო­გებს ჩემ­ზე ყვე­ლა­ფე­რი სცოდ­ნი­ათ. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე რა­ი­მე ბა­რი­ე­რი დამ­ხვდეს და ვერ გა­დავ­ლა­ხო. როცა "კე­დე­ლი" მხვდე­ბა, რომ­ლის დან­გრე­ვაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, ზე­მო­დან გა­დავ­დი­ვარ ან გვერდს ვუვ­ლი...

- "ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბი­სად­მი მისი ერ­თგუ­ლე­ბა უსა­ზღვროა".

- ნამ­დვი­ლად, ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ეს ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი არ არის.

- "ყო­ველ­თვის მუ­ყა­ი­თად შრო­მობს, სა­კუ­თარ საქ­მეს სხვას არას­დროს გა­ა­კე­თე­ბი­ნებს".

- ამა­ში მგო­ნი, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ვის­თა­ნაც ოდეს­მე საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნია. ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­შიც გი­თხა­რი: ჩემი გა­და­ცე­მის ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი ყო­ველ­თვის თა­ვად ვარ-მეთ­ქი. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, გულ­ზე ხე­ლებ­დაკ­რე­ფი­ლი ვიჯ­დე, ტექ­სტზე, გა­და­ცე­მის ფორ­მა­სა და სტუმ­რე­ბის მოწ­ვე­ვა­ზე კი სხვე­ბი ფიქ­რობ­დნენ. 17 წლი­დან ვმუ­შა­ობ და 10 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, არ და­მის­ვე­ნია.

- "გამ­ჭრი­ა­ხო­ბა არ ჰყოფ­ნის, რომ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა წი­ნას­წარ შე­ი­მუ­შა­ოს ან მო­სა­ლოდ­ნელ შე­დეგ­ზე და­ფიქ­რდეს".

- ეს ტყუ­ი­ლია! რო­გორც წესი, ყვე­ლა­ფერს წი­ნას­წარ ვგეგ­მავ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ შე­მიძ­ლია.

- "გარ­შე­მო მყო­ფე­ბი პა­სი­უ­რო­ბის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ".

- ხში­რად, ზედ­მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბის გამო უფრო მე­ტად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ნა­თე­სა­ვე­ბი კი - მო­უც­ლე­ლო­ბის გამო.

- "ბუ­ნე­ბით ჭეშ­მა­რი­ტი მა­ტე­რი­ა­ლის­ტია".

- ას­ტრო­ლო­გებს ამა­შიც ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი: კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ მქონ­დეს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავე­ჯი, ტე­ლე­ვი­ზო­რი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ტა­ნი­სა­მოს­ზე გიჟ­დე­ბი­ან და აღარ იცი­ან, სად რო­მე­ლი ბრენ­დი შე­ი­ძი­ნონ. ჩემ­თვის კი მთა­ვა­რია, სა­მო­სი კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს. ახლა სტივ ჯობ­სი გა­მახ­სენ­და: ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­საც ის მთე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ხნის მან­ძილ­ზე, ერთი და იგი­ვე ტან­საც­მე­ლი ეცვა.

- უფუ­ლო­ბა გთრგუ­ნავს?

- არა. ამას შეჩ­ვე­უ­ლი ვარ. თუმ­ცა, ისიც მახ­სოვს, რომ ბევ­რი ფული გვქონ­და, მერე ომი და­ი­წყო და ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გეთ. ყო­ველ­თვის ვბრაზ­დე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც ადრე არა­ფე­რი ება­დათ, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ კი ფულს რომ იშო­ვი­ან, სიმ­დიდ­რე აბრმა­ვებთ, სა­ოც­რე­ბებს აკე­თე­ბენ, კო­რუფ­ცი­ა­ში ეფ­ლო­ბი­ან. ფული იმის­თვის უნდა გქონ­დეს, რომ შენი გეგ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო და არა იმის­თვის, რომ კარ­გად იცხოვ­რო.

- ბავ­შვო­ბას ხში­რად იხ­სე­ნებ?

- საკ­მა­ოდ ხში­რად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი ბავ­შვო­ბა აფხა­ზე­თის ომის პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა, კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. აფხა­ზე­თი­დან ბოლო დღემ­დე არ წა­მოვ­სუ­ლართ, გულ­რიფ­ში 27 სექ­ტემ­ბერს დავ­ტო­ვეთ. მა­შინ 7 წლის ვი­ყა­ვი და ომის სი­სას­ტი­კე ბო­ლომ­დე ვერც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. მახ­სენ­დე­ბა ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი, გულ­რიფ­შე­ლი მე­ზობ­ლე­ბი... მათ­თან კონ­ტაქ­ტი სულ გვაქვს.

- "მო­წი­ფუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მას­ში იუ­მო­რის გრძნო­ბა იღ­ვი­ძებს, რაც ძა­ლი­ან აკ­ლია ცხოვ­რე­ბის გზის და­სა­წყის­ში".

- მარ­თლა? ვინც მიც­ნობს, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ იუ­მო­რის გრძნო­ბა არას­დროს მაკ­ლდა. ცუდ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე მყო­ფიც კი, გა­მუდ­მე­ბით ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე ვარ.

- "რო­მან­ტი­კა მის­თვის უცხო რამ არის. მისი სიყ­ვა­რუ­ლი მი­წი­ერ, ყო­ველ­გვარ "აფეთ­ქე­ბებს" მოკ­ლე­ბულ ემო­ცი­ებს ეფუძ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, სტა­ბი­ლუ­რი და მუდ­მი­ვია".

- ეს მტკნა­რი სიც­რუ­ეა. ჩემ­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა - რო­მან­ტი­კუ­ლი ვარ. ჩემი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არას­დროს უკავ­შირ­დე­ბა მი­წი­ერ, ყო­ფით რა­ღა­ცებს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გო­გოს­თან შე­სახ­ვედ­რად სახ­ლი­დან ისე გავ­სულ­ვარ, ჯი­ბე­ში ლა­რიც კი არ მქო­ნია. უფუ­ლო­ბას ჩემ­თვის ხელი არას­დროს არა­ფერ­ში შე­უშ­ლია.

- მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბუ­ლი ხარ, არა?

- დიახ. 2 შვი­ლი მყავს.

- მგო­ნი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, არა?

- (იცი­ნის) კი, ერთი გოგო მიყ­ვარს.

- ხელ­მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ?

- არ ვიცი... ჯერ­ჯე­რო­ბით თავს ასე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- შენს რჩე­ულს გაგ­ვაც­ნობ?

- არა და არც მას­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ.

- ნუ ილა­პა­რა­კებ, მაგ­რამ გახ­სოვ­დეს, ას­ტრო­ლო­გე­ბი ვირ­თხის, გვე­ლის და მამ­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ქორ­წი­ნე­ბას გირ­ჩე­ვენ.

- გმად­ლობ, ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ღია ეთერის" მეორე სიცოცხლე და ვახო სანაიას რომანტიკა

"ღია ეთერის" მეორე სიცოცხლე და ვახო სანაიას რომანტიკა

"ის ამაყი და ჯიუტია. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით. არც რომანტიკას სწყალობს. მისი სიყვარული ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციებს ეფუძნება. სასურველ ქალს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონაც ელტვოდეს მას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი ჟურნალისტ ვახო სანაიას ზოდიაქოს ნიშანია. ვიდრე გავარკვევთ, ასტროლოგთა დახასიათებიდან რა ემთხვევა მის ხასიათს და რა - არა, მანამდე ვახო ახალი გადაცემის შესახებ გვიამბობს. მაყურებელთან 4-თვიანი განშორების შემდეგ, ჟურნალისტი "ღია ეთერისთვის" ემზადება.

- ვახო, პირველ რიგში, ეთერში დაბრუნებას გილოცავ!

- გმადლობ. გადაცემა "ღია ეთერი" მეორე სიცოცხლეს იწყებს. გვექნება დებატები, გაზრდილია სტუმრების რაოდენობა, გადაცემაში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ დარბაზში მსხდომ ექსპერტებს, სტუდენტებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. გვექნება ინტერაქტივი კვირის მნიშვნელოვან თემაზე, რომელშიც მაყურებელი აზრს გაგვიზიარებს.

"ფეისბუკზე" ოფიციალური გვერდი გვაქვს, რადგანაც სოციალურ მედიას განუსაზღვრელი როლი აქვს თანამედროვე სამყაროში. ამ გადაცემაზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს. მთავარი პროდიუსერია სოფო კვინტრაძე. მეც ერთ-ერთი პროდიუსერი ვარ და გადაცემის დაგეგმვაში, რესპონდენტების შერჩევაშიც ვმონაწილეობ. მე არ ვარ ის წამყვანი, რომელიც გამზადებული გადაცემის წასაყვანად მიდის და სხვის დაწერილ ტექსტს კითხულობს... გადაცემის მომზადებაში აქტიურად იქნება ჩართული "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა. პირველი გადაცემის მონახაზი უკვე გაკეთებულია, მაგრამ დღევანდელი ქართული პოლიტიკა იმდენად დინამიკურია, რომ სტუმრები ჯერ შერჩეული არ გვყავს.

- "ღია ეთერით" ნინო შუბლაძის "პოზიციას" უნდა გაუწიო კონკურენცია. ამაზე რას იტყვი?

- შეჯიბრება ნამდვილად მოგვიწევს და ეს ძალიან კარგია. კონკურენცია ფორმაში გაყენებს და ხარისხს ზრდის.

- წარმატებას გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტრო-ფსიქოპორტრეტი.

- ძალიან მაინტერესებს, რას მეტყვი. მართალია, პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ ასტროლოგთა დახასიათებას ხშირად ვეცნობი. ბევრი რამ ჩემს ხასიათს ემთხვევა.

- ამაყი ხარ?

- ყველა ადამიანი თავისებურად ამაყია და გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. მთავარია, სიამაყე ამპარტავნებაში არ გადავიდეს. ვცდილობ, თავმდაბალი ვიყო.

- ეს გამოგდის?

- ესეც ჩემს ხასიათშია: მცირე წარმატებას მაინც თუ მივაღწევ, ყველაზე მეტად მაშინ ვგრძნობ, რომ თავმდაბალი უნდა ვიყო.

- სიამაყე შენში როდის იღვიძებს?

- არის ადამიანების კატეგორია, რომელთანაც თავმდაბლობა ყოველთვის არ ამართლებს.

- "მას ყოველთვის შეიცნობთ მშვიდი და მდუმარე გამომეტყველებით. ლაპარაკის და მოძრაობის დროს აუჩქარებელია".

- ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის. ზოგჯერ ისეთ ხასიათზე ვარ, ლაპარაკს მოსმენა მირჩევნია, მაგრამ ზოგჯერ ბევრს ვლაპარაკობ. მუდმივად სიმშვიდეს ვერ ვინარჩუნებ, ხანდახან სიფიცხეც მახასიათებს.

- "თუ რამეში არ გეთანხმება, რაც უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ. თავი დაანაბეთ და ბედნიერი იქნება".

- (იცინის) ასეა. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ამას სიჯიუტე ჰქვია. ეს ჩემი ნაკლია. თუ ვინმე რქებით მომაწვება, არავითარ შემთხვევაში, დათმობაზე არ წავალ, მაგრამ თუ სწორად მომიდგები და შენს მეორე მხარესაც დამანახვებ, ძალიან მარტივად დავთმობ.

- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით. გაბრაზებული სტიქიასავით დაუნდობელია..."

- 100%-ით გეთანხმები. შემიძლია ყველაფერს გავუძლო, მოვითმინო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც უკვე ყვირილს ვიწყებ. ერთხელ კუროებზე წავიკითხე, - ფაიფურის მაღაზიაში ჩაკეტილი განრისხებული ხარია; თუ გაბრაზდა, ყველაფერს ლეწავსო. მაქვს უსაზღვრო მოთმინება, მაგრამ არავის ვურჩევ, ჩემი მოთმინება გამოცადოს. თუ წონასწორობიდან გამომიყვანენ, შემიძლია ყველაფერი დავლეწო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ დრო გავა და გაბრაზება თავისთავად გადამივლის.

- "სასურველ ქალს დევნას არასდროს დაუწყებს. მას ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ ელტვოდეს".

- უნდა ვაღიარო, სიმართლეა. ეს ჩემთვის კომფორტული მდგომარეობაა.

- საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას თამაში გყვარებია.

- (იცინის) ეგრე გამოდის? კარგი, არ შეგეწინააღმდეგები. ეს ჩემი ხასიათია.

- "ყოველგვარ უსიამოვნებას ვაჟკაცურად ხვდება, დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს".

- ასტროლოგებს ჩემზე ყველაფერი სცოდნიათ. ვერ წარმომიდგენია, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე რაიმე ბარიერი დამხვდეს და ვერ გადავლახო. როცა "კედელი" მხვდება, რომლის დანგრევაც შეუძლებელია, ზემოდან გადავდივარ ან გვერდს ვუვლი...

- "ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა".

- ნამდვილად, ერთგული ადამიანი ვარ და ეს ხმამაღალი ნათქვამი არ არის.

- "ყოველთვის მუყაითად შრომობს, საკუთარ საქმეს სხვას არასდროს გააკეთებინებს".

- ამაში მგონი, ყველა ის ადამიანია დარწმუნებული, ვისთანაც ოდესმე საქმიანი ურთიერთობა მქონია. ინტერვიუს დასაწყისშიც გითხარი: ჩემი გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი ყოველთვის თავად ვარ-მეთქი. ჩემთვის წარმოუდგენელია, გულზე ხელებდაკრეფილი ვიჯდე, ტექსტზე, გადაცემის ფორმასა და სტუმრების მოწვევაზე კი სხვები ფიქრობდნენ. 17 წლიდან ვმუშაობ და 10 წელიწადზე მეტია, არ დამისვენია.

- "გამჭრიახობა არ ჰყოფნის, რომ სამოქმედო გეგმა წინასწარ შეიმუშაოს ან მოსალოდნელ შედეგზე დაფიქრდეს".

- ეს ტყუილია! როგორც წესი, ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება არ შემიძლია.

- "გარშემო მყოფები პასიურობის გამო საყვედურობენ".

- ხშირად, ზედმეტი აქტიურობის გამო უფრო მეტად მსაყვედურობენ, ნათესავები კი - მოუცლელობის გამო.

- "ბუნებით ჭეშმარიტი მატერიალისტია".

- ასტროლოგებს ამაშიც ვერ დავეთანხმები: კომფორტის მოყვარული ვარ, მაგრამ ჩემთვის კომფორტულობა არ ნიშნავს იმას, რომ მქონდეს ძვირად ღირებული ავეჯი, ტელევიზორი და ა.შ. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ტანისამოსზე გიჟდებიან და აღარ იციან, სად რომელი ბრენდი შეიძინონ. ჩემთვის კი მთავარია, სამოსი კომფორტული იყოს. ახლა სტივ ჯობსი გამახსენდა: ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ფოტოები, რომელსაც ის მთელი 10 წლის განმავლობაში იღებდა და აღმოჩნდა, რომ ამ ხნის მანძილზე, ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა.

- უფულობა გთრგუნავს?

- არა. ამას შეჩვეული ვარ. თუმცა, ისიც მახსოვს, რომ ბევრი ფული გვქონდა, მერე ომი დაიწყო და ყველაფერი დავკარგეთ. ყოველთვის ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებსაც ადრე არაფერი ებადათ, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კი ფულს რომ იშოვიან, სიმდიდრე აბრმავებთ, საოცრებებს აკეთებენ, კორუფციაში ეფლობიან. ფული იმისთვის უნდა გქონდეს, რომ შენი გეგმები განახორციელო და არა იმისთვის, რომ კარგად იცხოვრო.

- ბავშვობას ხშირად იხსენებ?

- საკმაოდ ხშირად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა აფხაზეთის ომის პერიოდს ემთხვევა, კარგად მახსენდება. აფხაზეთიდან ბოლო დღემდე არ წამოვსულართ, გულრიფში 27 სექტემბერს დავტოვეთ. მაშინ 7 წლის ვიყავი და ომის სისასტიკე ბოლომდე ვერც გავაცნობიერე. მახსენდება ჩემი ბავშვობის მეგობრები, გულრიფშელი მეზობლები... მათთან კონტაქტი სულ გვაქვს.

- "მოწიფულობის პერიოდში მასში იუმორის გრძნობა იღვიძებს, რაც ძალიან აკლია ცხოვრების გზის დასაწყისში".

- მართლა? ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ იუმორის გრძნობა არასდროს მაკლდა. ცუდ განწყობილებაზე მყოფიც კი, გამუდმებით ხუმრობის ხასიათზე ვარ.

- "რომანტიკა მისთვის უცხო რამ არის. მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციებს ეფუძნება. სამაგიეროდ, სტაბილური და მუდმივია".

- ეს მტკნარი სიცრუეა. ჩემში ყველაფერი პირიქითაა - რომანტიკული ვარ. ჩემი სასიყვარულო ურთიერთობები არასდროს უკავშირდება მიწიერ, ყოფით რაღაცებს. ყოფილა შემთხვევები, როცა გოგოსთან შესახვედრად სახლიდან ისე გავსულვარ, ჯიბეში ლარიც კი არ მქონია. უფულობას ჩემთვის ხელი არასდროს არაფერში შეუშლია.

- მეუღლესთან დაშორებული ხარ, არა?

- დიახ. 2 შვილი მყავს.

- მგონი, შეყვარებული ხარ, არა?

- (იცინის) კი, ერთი გოგო მიყვარს.

- ხელმეორედ დაოჯახებას აპირებ?

- არ ვიცი... ჯერჯერობით თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

- შენს რჩეულს გაგვაცნობ?

- არა და არც მასზე ვილაპარაკებ.

- ნუ ილაპარაკებ, მაგრამ გახსოვდეს, ასტროლოგები ვირთხის, გველის და მამლის წელში დაბადებულ ადამიანებთან ქორწინებას გირჩევენ.

- გმადლობ, ამას აუცილებლად გავითვალისწინებ...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები