მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეცეპტი ფინქისგან: "როგორ დავიბრუნოთ ქმარი"
რეცეპტი ფინქისგან: "როგორ დავიბრუნოთ ქმარი"

ცნო­ბი­ლი პოპ-ვარ­სკვლა­ვი ფინ­ქი ჟურ­ნალ Redbook-ის ახა­ლი ნომ­რის მთა­ვა­რი გმი­რია. ვარ­სკვლავ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ფო­ტო­სე­სი­ა­ში და რე­დაქ­ცი­ას საკ­მა­ოდ გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უც მის­ცა. მომ­ღე­რალ­მა თა­ვის გრძნო­ბებ­ზე და ოჯახ­ზე ისა­უბ­რა.

ფინ­ქი და მისი მე­უღ­ლე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ტომრბო­ლე­ლი კერი ჰარ­ტი ერ­თმა­ნეთს 2001 წელს შეხ­ვდნენ. 4 წლის შემ­დეგ ფინ­ქმა მას თა­ვად შეს­თა­ვა­ზა და­ქორ­წი­ნე­ბა რბო­ლის დროს. მა­ლე­ვე წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. შე­სა­რი­გებ­ლად პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ისევ ფინ­ქს მო­უხ­და:

"და­შო­რე­ბი­დან 11 თვის შემ­დეგ, კე­რიმ მთხო­ვა, რომ მის კლუბ­ში სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო­ზე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მინ­დო­და მისი ნახ­ვა და თან კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. არის რა­ღაც ასე­თი და­შო­რე­ბა­ში - და­შო­რე­ბის შემ­დეგ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მაგ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ისე­თი ლა­მა­ზი, რო­გო­რიც და­შო­რე­ბის შემ­დეგ 6 თვის მან­ძილ­ზე. მოკ­ლედ, დავ­თან­ხმდი სიმ­ღე­რა­ზე.

ხმე­ბის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ ჩემს ნო­მერ­ში მი­ვი­პა­ტი­ჟე. მომ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და ფო­ტო­ალ­ბო­მი, რო­მელ­შიც მო­ვა­თავ­სე ყვე­ლა მისი ნა­ჩუ­ქა­რი ბა­რა­თი და ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. ბო­ლოს კი მხო­ლოდ ჩემი ფოტო ჩავ­სვი, სა­დაც სის­ხლში ვი­ყა­ვი ამო­თხვრი­ლი. ფო­ტოს წარ­წე­რა ასე­თი იყო "ეს მე ვარ შენს გა­რე­შე". შემ­დეგ ახალ­შო­ბი­ლის ფოტო ჩა­ვა­წე­ბე. ბო­ლოს კი ალ­ბომ­ში ჩვე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თე­ბი იდო, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ იყო ხელ­მო­წე­რი­ლი. შემ­დეგ ვუ­თხა­რი: "და­ნარ­ჩე­ნი შენ გა­და­წყვი­ტე". რაც მთა­ვა­რია ამ დროს მისი საყ­ვა­რე­ლი საც­ვლე­ბი მეც­ვა!" - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი.

მა­ლე­ვე ფინ­ქი და მისი მე­უღ­ლე შე­რიგ­დნენ. 2011 წელს წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი უი­ლოუ სე­ი­ჯი შე­ე­ძი­ნა.

"პირ­ველ დღეს ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბავ­შვს ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა. კერი მა­შინ­ვე "მი­ი­მა­ლა ად­გი­ლი­დან" და სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა მარ­ტოს მო­მიხ­და. ექთა­ნი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. მთე­ლი ღამე გვერ­დით მეჯ­და და მე­სა­უბ­რე­ბო­და, მე კი ამ დროს ბავ­შვი ხელ­ში მე­კა­ვა. მა­შინ პირ­ვე­ლად ვი­ფიქ­რე, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას აზრი მი­ე­ცა", - აცხა­დებს მომ­ღე­რა­ლი.

ფინ­ქი ცნო­ბი­ლია თა­მა­მი სიმ­ღე­რე­ბით და თვალ­ში­სა­ცე­მი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბით. მისი კონ­ცერ­ტე­ბი ეპა­ტა­ჟუ­რი ნომ­რე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. სცე­ნა­ზე ის ყო­ველ­თვის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია თა­ვის თავ­ში.

"ჩემი კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არ სჯე­რო­და ჩემი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ვე­რას­დროს მოვ­ხვდე­ბო­დი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე. ვიცი, რომ არ ვარ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, მაგ­რამ ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ, მაქვს ნიჭი, მხი­ა­რუ­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი ვარ", - აცხა­დებს ფინ­ქი.

"თავს მიმ­ზიდ­ვე­ლად მა­შინ ვგრძნობ, რო­დე­საც ტყა­ვის შარ­ვა­ლი მაც­ვია და რო­დე­საც ჩემი მე­უღ­ლე საჯ­დომ­ზე მკი­დებს ხელს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ ვზი­ვარ სა­ვარ­ძელ­ში და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი მო­დის და მე­ხუ­ტე­ბა", - დას­ძენს მომ­ღე­რა­ლი.

ოთხწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ფინ­ქმა ახა­ლი სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი The Truth About Love გა­მო­უშ­ვა. რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ამ ალ­ბო­მი­დან ნამ­დვილ ჰი­ტად იქცა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Redbook-ის მი­ხედ­ვით.

რეცეპტი ფინქისგან: "როგორ დავიბრუნოთ ქმარი"

რეცეპტი ფინქისგან: "როგორ დავიბრუნოთ ქმარი"

ცნობილი პოპ-ვარსკვლავი ფინქი ჟურნალ Redbook-ის ახალი ნომრის მთავარი გმირია. ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში და რედაქციას საკმაოდ გულახდილი ინტერვიუც მისცა. მომღერალმა თავის გრძნობებზე და ოჯახზე ისაუბრა.

ფინქი და მისი მეუღლე, პროფესიონალი მოტომრბოლელი კერი ჰარტი ერთმანეთს 2001 წელს შეხვდნენ. 4 წლის შემდეგ ფინქმა მას თავად შესთავაზა დაქორწინება რბოლის დროს.  მალევე წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შესარიგებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა ისევ ფინქს მოუხდა:

"დაშორებიდან 11 თვის შემდეგ, კერიმ მთხოვა, რომ მის კლუბში საახალწლო საღამოზე გამოვსულიყავი. მინდოდა მისი ნახვა და თან კარგად გამოვიყურებოდი. არის რაღაც ასეთი დაშორებაში - დაშორების შემდეგ ყოველთვის ძალიან მაგრად გამოიყურები. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ლამაზი, როგორიც დაშორების შემდეგ 6 თვის მანძილზე. მოკლედ, დავთანხმდი სიმღერაზე.

ხმების შემოწმების შემდეგ ჩემს ნომერში მივიპატიჟე. მომზადებული მქონდა ფოტოალბომი, რომელშიც მოვათავსე ყველა მისი ნაჩუქარი ბარათი და ერთად გადაღებული ფოტოები. ბოლოს კი მხოლოდ ჩემი ფოტო ჩავსვი, სადაც სისხლში ვიყავი ამოთხვრილი. ფოტოს წარწერა ასეთი იყო "ეს მე ვარ შენს გარეშე". შემდეგ ახალშობილის ფოტო ჩავაწებე. ბოლოს კი ალბომში ჩვენი განქორწინების საბუთები იდო, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი. შემდეგ ვუთხარი: "დანარჩენი შენ გადაწყვიტე". რაც მთავარია ამ დროს მისი საყვარელი საცვლები მეცვა!" - იხსენებს მომღერალი.

მალევე ფინქი და მისი მეუღლე შერიგდნენ. 2011 წელს წყვილს ქალიშვილი უილოუ სეიჯი შეეძინა.

"პირველ დღეს ჯერ კიდევ საავადმყოფოში ბავშვს ისტერიკა დაემართა. კერი მაშინვე "მიიმალა ადგილიდან" და სიტუაციასთან გამკლავება მარტოს მომიხდა. ექთანი ძალიან დამეხმარა. მთელი ღამე გვერდით მეჯდა და მესაუბრებოდა, მე კი ამ დროს ბავშვი ხელში მეკავა. მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა", - აცხადებს მომღერალი.

ფინქი ცნობილია თამამი სიმღერებით და თვალშისაცემი ვიდეორგოლებით. მისი კონცერტები ეპატაჟური ნომრებითაა გაფორმებული. სცენაზე ის ყოველთვის დარწმუნებულია თავის თავში.

"ჩემი კარიერის დასაწყისში იყვნენ ადამიანები, ვისაც არ სჯეროდა ჩემი. მეუბნებოდნენ, რომ ვერასდროს მოვხვდებოდი ჟურნალების გარეკანზე. ვიცი, რომ არ ვარ ძალიან ლამაზი, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ, მაქვს ნიჭი, მხიარული და კარგი ადამიანი ვარ", - აცხადებს ფინქი.

"თავს მიმზიდველად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ტყავის შარვალი მაცვია და როდესაც ჩემი მეუღლე საჯდომზე მკიდებს ხელს. ბედნიერი ვარ, როდესაც უბრალოდ ვზივარ სავარძელში და ჩემი ქალიშვილი მოდის და მეხუტება", - დასძენს მომღერალი.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ფინქმა ახალი სტუდიური ალბომი The Truth About Love გამოუშვა. რამდენიმე სიმღერა ამ ალბომიდან ნამდვილ ჰიტად იქცა.

მომზადებულია Redbook-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება