პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინური გარეგნობის ქართველი მოდელი
ჩინური გარეგნობის ქართველი მოდელი

ის პირ­ვე­ლად "თბი­ლი­სი ფე­შენ ვიკ­ზე" ვნა­ხე და მა­შინ­ვე ვი­კი­თხე, - სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" ჩი­ნე­ლი მო­დე­ლი ჰყავს-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხეს: ეს გო­გო­ნა ჩი­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბის ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი­აო. პო­დი­უმ­ზე ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი იყო, მო­მე­წო­ნა. არა­და, ნინა ფო­ცხიშ­ვი­ლი ჯერ მხო­ლოდ 13 წლის არის, მაგ­რამ მო­დის სამ­ყა­რო­ში (და არა მარ­ტო მო­დის სამ­ყა­რო­ში) დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. გა­და­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ორ­გოლ­ში, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში და ცოტა ხნის წინ, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლის კლიპ­შიც გა­და­ი­ღეს.

- ნინა, პირ­ვე­ლად რომ და­გი­ნა­ხე, ჩი­ნე­ლი მე­გო­ნე...

- ყვე­ლას ჩი­ნე­ლი ვგო­ნი­ვარ და ამას შეჩ­ვე­უ­ლი ვარ... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გა­რეგ­ნო­ბას, დედა მყავს ჩი­ნე­ლი.

- რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვსწავ­ლობ სკო­ლა­ში "იბ მთი­ე­ბი". მერ­ვე კლას­ში ვარ. ამას­თან, ერთი წე­ლია, რაც სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" მო­დე­ლი გავ­ხდი...

- შენს ოჯახ­ზე რას გვე­ტყვი?

- დედა, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ჩი­ნე­ლია, მამა - ქარ­თვე­ლი. ოჯახ­ში ვცხოვ­რობთ მამა, ბებო, ჩემი 10 წლის და­ი­კო და მე. რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას, ის ამე­რი­კა­შია. ჰო, სახ­ლში კი­დევ ორი ძიძა გვყავს. ისი­ნი წლე­ბია, ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბენ... მე მექ­სი­კა­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე, მშობ­ლებ­თან ერ­თად, ჩი­ნეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, შემ­დეგ კი მა­მამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა. 3 წლის ვი­ყა­ვი, აქ რომ ჩა­მო­ვე­დი და მას მერე თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ და ვიზ­რდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბე­ბოს გაზ­რდი­ლი ვარ. მზრდიდ­ნენ ძი­ძე­ბიც... მამა პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სია, დედა - ეკო­ნო­მის­ტი. მათ ერ­თმა­ნე­თი ჩი­ნეთ­ში გა­იც­ნეს და და­ქორ­წინ­დნენ. მექ­სი­კა­ში იმი­ტომ გავჩნდი, რომ მშობ­ლე­ბი იქ და­სას­ვე­ნებ­ლად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი და ჩემი და­ბა­დე­ბის დრო რომ მო­ვი­და, ჩი­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ მო­ას­წრეს... აი, ჩემი და კი ჩი­ნეთ­ში და­ი­ბა­და... რაკი ბე­ბომ გამ­ზარ­და, ამის გამო მას დე­დად მი­ვიჩ­ნევ და ის ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს.

- ქარ­თველს, არა­ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას ხომ არ გიქ­მნის?

- პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ყვე­ლა იმას მე­კი­თხე­ბო­და, - ჩი­ნე­ლი ხარო? ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დი, ვგრძნობ­დი, ჩემს ზურგს უკან რო­გორ ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ. ახ­ლაც ასეა, მაგ­რამ ამას ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ, ადრე კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. თუმ­ცა, სი­მორ­ცხვის გამო პრო­ტესტს ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი... ბაღ­ში 3 წლის ასაკ­ში მი­მიყ­ვა­ნეს, სკო­ლა­ში 6 წლი­სა წა­ვე­დი. რა თქმა უნდა, ყველ­გან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მხვდე­ბოდ­ნენ... ჩი­ნუ­რი სის­ხლი რომ თა­ვი­სას შვრე­ბა, ამას თქვენც ხე­დავთ, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ში ქარ­თველს უფრო მე­ტად ვგრძნობ; თვა­ლე­ბი კი მაქვს დე­დის, მაგ­რამ სა­ხის სხვა ნაკ­ვთე­ბით მა­მას და ბე­ბოს ვგა­ვარ... მამა უზო­მოდ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი. უყ­ვარს, რო­დე­საც ბავ­შვს სწო­რად გა­წე­რი­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს და თა­ვი­დან­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად დამ­ტვირ­თა. მან სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ისეთ სტუ­დი­ა­ში მი­მიყ­ვა­ნა, სა­დაც სპორ­ტში, სიმ­ღე­რა­სა და ცეკ­ვა­შიც მა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ. ამ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა დღეს ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.

- ე..ი. ცეკ­ვავ, მღე­რი და სპორ­ტუ­ლიც ხარ?

- ჰო. იმ სტუ­დი­ა­ში ტან­ვარ­ჯიშ­ში ვვარ­ჯი­შობ­დი. მოკ­ლედ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლად ვიზ­რდე­ბო­დი, რაც მა­მა­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ამის­თვის მას მად­ლო­ბას ვუხ­დი... მამა სულ იმას მე­უბ­ნე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო და­ვუთ­მო სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას. მის­თვის მთა­ვა­რია: ბავ­შვი იყოს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ჯან­მრთე­ლი და ჰქონ­დეს სწო­რი დღის რე­ჟი­მი.

- მო­დე­ლი რომ ხარ, ეს თუ მოს­წონს?

- ის სულ ბოლო სა­ფე­ხურ­ზე აყე­ნებს ჩემს სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას. თა­ვი­დან, რო­დე­საც მო­დე­ლო­ბა და­ვი­წყე, არ მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ მერე ეს საქ­მე რომ გა­მო­მი­ვი­და და გარ­კვე­უ­ლი წინსვლაც მქონ­და, მა­ნაც შე­მა­ქო.

- სა­მო­მავ­ლოდ, მამა რა პრო­ფე­სი­ას გირ­ჩევს?

- პრო­ფე­სი­ას თა­ვად ავირ­ჩევ. ტექ­ნი­კუ­რი სფე­როს პრო­ფე­სი­ე­ბი მომ­წონს. ალ­ბათ, ეს იმის ბრა­ლია, რომ სახ­ლში ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი მყავს: ბი­ო­ლო­გი, მა­თე­მა­ტი­კო­სი, ფი­ზი­კო­სი... ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა. ჯერ პა­ტა­რა, სულ რა­ღაც 13 წლის ვარ, მაგ­რამ მა­ინც შე­მიძ­ლია, გარ­კვე­უ­ლი რჩე­ვა მივ­ცე მათ, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა: მა­თე­მა­ტი­კის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზულს ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს. ჩემი აზ­რით, მა­თე­მა­ტი­კაა მთლი­ა­ნად ცხოვ­რე­ბა, აზ­როვ­ნე­ბა. თუ ეს სა­გა­ნი კარ­გად იცი, ე.ი. სწო­რად აზ­როვ­ნებ, ლო­გი­კა გაქვს და ცხოვ­რე­ბას სწო­რად გეგ­მავ.

- პირ­ვე­ლად პო­დი­უმ­ზე "თბი­ლი­სი ფე­შენ ვიკ­ზე" გნა­ხე...

- სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი­ში", ნატა სა­მა­და­ლაშ­ვილ­თან შარ­შან მი­ვე­დი. შე­მოდ­გო­მა­ზე "თბი­ლი­სი ფე­შენ ვი­კის" კას­ტინ­გში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. არ მე­გო­ნა, თუ გა­ვი­დო­დი, რად­გა­ნაც მო­დე­ლო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ გა­მი­მარ­თლა, კას­ტინგზე "ფე­შენ ვი­კის­თვის" შე­მარ­ჩი­ეს. ისეთ გრან­დი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რო­გო­რიც "ფე­შენ ვი­კია", პირ­ვე­ლად მო­მი­წია გა­მოს­ვლამ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ერთი დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბა არ გახ­ლავთ, მას­ში მო­დის სფე­როს უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ჩარ­თუ­ლი: დი­ზა­ი­ნე­რი, მო­დე­ლი... ჰოდა, მო­დელ­მა ამა თუ იმ დი­ზა­ი­ნე­რის ნა­მუ­შე­ვა­რი ღირ­სე­უ­ლად უნდა წა­რად­გი­ნო. მოკ­ლედ, უამ­რავ გა­მოც­დილ მო­დელს შო­რის ვი­ყა­ვი ახალ­ბე­და და რო­გორც მი­თხრეს, თავი კარ­გად წარ­მო­ვა­ჩი­ნე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან მე­ში­ნო­და, მაგ­რამ ამ საქ­მის­გან უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე და ის შიში, რო­მე­ლიც პო­დი­უმ­ზე გას­ვლამ­დე მქონ­და, სა­დღაც გაქ­რა... ამი­ტო­მაც ვაგ­რძე­ლებ მო­დე­ლო­ბას, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას ბევრ დროს ვერ და­ვუთ­მობ, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ.

- რო­გორც ვიცი, ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ორ­გოლ­ში, არა­ერთ ფო­ტო­სე­სი­ა­სა და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმშიც მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბო­ლოს ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლის ახალ კლიპ­ში გი­ხი­ლეთ, რო­მე­ლიც ზაზა ორაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო...

- კი, ასეა! თა­ვი­დან მგო­ნი, ნო­დი­კომ "ფე­ის­ბუკ­ზე" მნა­ხა, მო­ვე­წო­ნე და მერე კრის­ტის სთხო­ვა, დამ­კავ­ში­რე­ბო­და. მოკ­ლედ, შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან კრის­ტიმ მი­მიყ­ვა­ნა.

- ალ­ბათ, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავს, არა?

- არც ისე ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- ჯერ არა... გა­თხო­ვე­ბას 25 წლამ­დე არ ვა­პი­რებ.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ სა­კუ­თარ თავს?

- პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი, წყნა­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ვარ და სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტრო­ლი შე­მიძ­ლია. ვიცი, სად და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცე.

- რო­გორ ერ­თო­ბი?

- გარ­თო­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად მიყ­ვარს. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. ხა­ლი­სი­ა­ნი ბავ­შვე­ბი არი­ან. სულ ვმხი­ა­რუ­ლობთ. გვიყ­ვარს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი.

- რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვს?

- მიყ­ვარს ხატ­ვა, სიმ­ღე­რა. ნუცა ჯა­ნე­ლი­ძის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. ვგიჟ­დე­ბი ნუ­ცა­ზე. "ნუ­ცას სკო­ლა­შიც" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ბავ­შვო­ბა­ში "ბას­ტი-ბუ­ბუ­შიც" ვი­ყა­ვი... მი­ტა­ცებს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბაც.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვცდი­ლობ, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა წა­ვი­კი­თხო. ისე, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი კი ვარ, მაგ­რამ მა­ინც მინ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რას მეტი დრო და­ვუთ­მო.

- შენი საყ­ვა­რე­ლი ფერი რო­მე­ლია?

- ნაც­რის­ფე­რი, ეს ხომ კლა­სი­კუ­რი ფე­რია! სა­ერ­თოდ, ჩაც­მის კლა­სი­კუ­რი სტი­ლი მომ­წონს და როცა სტუმ­რად მივ­დი­ვარ, ვცდი­ლობ, ასე ჩა­ვიც­ვა; სხვა დროს კი თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოს­საც ვირ­გებ.

- პრან­ჭია ხარ?

- ზო­მი­ე­რად. გა­დაპ­რან­ჭვა არ მიყ­ვარს. უპი­რა­ტე­სო­ბას სი­სა­და­ვეს ვა­ნი­ჭებ. მიყ­ვარს სა­მო­სის ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხა­მე­ბა.

- თი­ნე­ი­ჯე­რი ხარ. რას იტყვი შენი თა­ო­ბის ბავ­შვებ­ზე?

- დღე­ვან­დე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი მე­გობ­რუ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, უფ­რო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ახა­ლი თა­ო­ბა არ ვარ­გა, მაგ­რამ ეს ხომ ყვე­ლა დრო­ში ასე იყო... უბ­რა­ლოდ, დღე­ვან­დე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, დრო­ის შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­ნა­ი­რად ვი­თარ­დე­ბი­ან.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- მინ­და, სას­წავ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში წა­ვი­დე.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!..

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ჩინური გარეგნობის ქართველი მოდელი

ჩინური გარეგნობის ქართველი მოდელი

ის პირველად "თბილისი ფეშენ ვიკზე" ვნახე და მაშინვე ვიკითხე, - სამოდელო სააგენტო "ნატალის" ჩინელი მოდელი ჰყავს-მეთქი? მიპასუხეს: ეს გოგონა ჩინური გარეგნობის ქართველი მოდელიაო. პოდიუმზე ძალიან ეფექტური იყო, მომეწონა. არადა, ნინა ფოცხიშვილი ჯერ მხოლოდ 13 წლის არის, მაგრამ მოდის სამყაროში (და არა მარტო მოდის სამყაროში) დიდი პოპულარობით სარგებლობს. გადაღებულია რამდენიმე ვიდეორგოლში, მოკლემეტრაჟიან ფილმში და ცოტა ხნის წინ, ნოდიკო ტატიშვილის კლიპშიც გადაიღეს.

- ნინა, პირველად რომ დაგინახე, ჩინელი მეგონე...

- ყველას ჩინელი ვგონივარ და ამას შეჩვეული ვარ... რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, დედა მყავს ჩინელი.

- რას საქმიანობ?

- ვსწავლობ სკოლაში "იბ მთიები". მერვე კლასში ვარ. ამასთან, ერთი წელია, რაც სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი გავხდი...

- შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- დედა, როგორც უკვე გითხარით, ჩინელია, მამა - ქართველი. ოჯახში ვცხოვრობთ მამა, ბებო, ჩემი 10 წლის დაიკო და მე. რაც შეეხება დედას, ის ამერიკაშია. ჰო, სახლში კიდევ ორი ძიძა გვყავს. ისინი წლებია, ჩვენთან მუშაობენ... მე მექსიკაში ვარ დაბადებული. გარკვეული პერიოდის მანძილზე, მშობლებთან ერთად, ჩინეთში ვცხოვრობდი, შემდეგ კი მამამ საქართველოში ჩამომიყვანა. 3 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი და მას მერე თბილისში ვცხოვრობ და ვიზრდები. შეიძლება ითქვას, რომ ბებოს გაზრდილი ვარ. მზრდიდნენ ძიძებიც... მამა პროფესიით ფიზიკოსია, დედა - ეკონომისტი. მათ ერთმანეთი ჩინეთში გაიცნეს და დაქორწინდნენ. მექსიკაში იმიტომ გავჩნდი, რომ მშობლები იქ დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და ჩემი დაბადების დრო რომ მოვიდა, ჩინეთში დაბრუნება ვეღარ მოასწრეს... აი, ჩემი და კი ჩინეთში დაიბადა... რაკი ბებომ გამზარდა, ამის გამო მას დედად მივიჩნევ და ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს.

- ქართველს, არაქართული გარეგნობა უხერხულ სიტუაციას ხომ არ გიქმნის?

- პატარაობიდანვე ყველა იმას მეკითხებოდა, - ჩინელი ხარო? ქუჩაში რომ მივდიოდი, ვგრძნობდი, ჩემს ზურგს უკან როგორ ჩურჩულებდნენ. ახლაც ასეა, მაგრამ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ, ადრე კი ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა. თუმცა, სიმორცხვის გამო პროტესტს ვერ გამოვხატავდი... ბაღში 3 წლის ასაკში მიმიყვანეს, სკოლაში 6 წლისა წავედი. რა თქმა უნდა, ყველგან გაკვირვებულები მხვდებოდნენ... ჩინური სისხლი რომ თავისას შვრება, ამას თქვენც ხედავთ, მაგრამ საკუთარ თავში ქართველს უფრო მეტად ვგრძნობ; თვალები კი მაქვს დედის, მაგრამ სახის სხვა ნაკვთებით მამას და ბებოს ვგავარ... მამა უზომოდ მოწესრიგებული ადამიანია, პუნქტუალური. უყვარს, როდესაც ბავშვს სწორად გაწერილი დღის რეჟიმი აქვს და თავიდანვე მაქსიმალურად დამტვირთა. მან სკოლის პარალელურად, ისეთ სტუდიაში მიმიყვანა, სადაც სპორტში, სიმღერასა და ცეკვაშიც მამეცადინებდნენ. ამ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება დღეს ძალიან მეხმარება.

- ე..ი. ცეკვავ, მღერი და სპორტულიც ხარ?

- ჰო. იმ სტუდიაში ტანვარჯიშში ვვარჯიშობდი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ჰარმონიულად ვიზრდებოდი, რაც მამაჩემის დამსახურებაა და ამისთვის მას მადლობას ვუხდი... მამა სულ იმას მეუბნება, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო სწავლა-განათლებას. მისთვის მთავარია: ბავშვი იყოს განათლებული, ჯანმრთელი და ჰქონდეს სწორი დღის რეჟიმი.

- მოდელი რომ ხარ, ეს თუ მოსწონს?

- ის სულ ბოლო საფეხურზე აყენებს ჩემს სამოდელო კარიერას. თავიდან, როდესაც მოდელობა დავიწყე, არ მოეწონა, მაგრამ მერე ეს საქმე რომ გამომივიდა და გარკვეული წინსვლაც მქონდა, მანაც შემაქო.

- სამომავლოდ, მამა რა პროფესიას გირჩევს?

- პროფესიას თავად ავირჩევ. ტექნიკური სფეროს პროფესიები მომწონს. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ სახლში ყველა ტექნიკური დარგის სპეციალისტი მყავს: ბიოლოგი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი... ძალიან მიყვარს მათემატიკა. ჯერ პატარა, სულ რაღაც 13 წლის ვარ, მაგრამ მაინც შემიძლია, გარკვეული რჩევა მივცე მათ, ვისაც ეს სჭირდება: მათემატიკის გარეშე ადამიანი ცხოვრებაში სერიოზულს ვერაფერს მიაღწევს. ჩემი აზრით, მათემატიკაა მთლიანად ცხოვრება, აზროვნება. თუ ეს საგანი კარგად იცი, ე.ი. სწორად აზროვნებ, ლოგიკა გაქვს და ცხოვრებას სწორად გეგმავ.

- პირველად პოდიუმზე "თბილისი ფეშენ ვიკზე" გნახე...

- სამოდელო სააგენტო "ნატალიში", ნატა სამადალაშვილთან შარშან მივედი. შემოდგომაზე "თბილისი ფეშენ ვიკის" კასტინგში ვმონაწილეობდი. არ მეგონა, თუ გავიდოდი, რადგანაც მოდელობა ახალი დაწყებული მქონდა, მაგრამ გამიმართლა, კასტინგზე "ფეშენ ვიკისთვის" შემარჩიეს. ისეთ გრანდიოზულ ღონისძიებაში, როგორიც "ფეშენ ვიკია", პირველად მომიწია გამოსვლამ. მოგეხსენებათ, ის ერთი დიზაინერის ჩვენება არ გახლავთ, მასში მოდის სფეროს უამრავი პროფესიონალი წარმომადგენელია ჩართული: დიზაინერი, მოდელი... ჰოდა, მოდელმა ამა თუ იმ დიზაინერის ნამუშევარი ღირსეულად უნდა წარადგინო. მოკლედ, უამრავ გამოცდილ მოდელს შორის ვიყავი ახალბედა და როგორც მითხრეს, თავი კარგად წარმოვაჩინე. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეშინოდა, მაგრამ ამ საქმისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე და ის შიში, რომელიც პოდიუმზე გასვლამდე მქონდა, სადღაც გაქრა... ამიტომაც ვაგრძელებ მოდელობას, მაგრამ ამ სფეროში საქმიანობას ბევრ დროს ვერ დავუთმობ, სწავლა-განათლების მიღებაზე სერიოზულად ვფიქრობ.

- როგორც ვიცი, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ვიდეორგოლში, არაერთ ფოტოსესიასა და მოკლემეტრაჟიან ფილმშიც მიიღე მონაწილეობა. ბოლოს ნოდიკო ტატიშვილის ახალ კლიპში გიხილეთ, რომელიც ზაზა ორაშვილმა გადაიღო...

- კი, ასეა! თავიდან მგონი, ნოდიკომ "ფეისბუკზე" მნახა, მოვეწონე და მერე კრისტის სთხოვა, დამკავშირებოდა. მოკლედ, შემოქმედებით ჯგუფთან კრისტიმ მიმიყვანა.

- ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, არა?

- არც ისე ბევრი თაყვანისმცემელი მყავს...

- შეყვარებული არ ხარ?

- ჯერ არა... გათხოვებას 25 წლამდე არ ვაპირებ.

- როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს?

- პუნქტუალური, წყნარი, გაწონასწორებული ვარ და საკუთარი თავის კონტროლი შემიძლია. ვიცი, სად და როგორ უნდა მოვიქცე.

- როგორ ერთობი?

- გართობა მეგობრებთან ერთად მიყვარს. სხვათა შორის, ბევრი მეგობარი მყავს. ხალისიანი ბავშვები არიან. სულ ვმხიარულობთ. გვიყვარს ფეხით სიარული.

- რა გატაცებები გაქვს?

- მიყვარს ხატვა, სიმღერა. ნუცა ჯანელიძის მოსწავლე ვიყავი. ვგიჟდები ნუცაზე. "ნუცას სკოლაშიც" ვმონაწილეობდი. ბავშვობაში "ბასტი-ბუბუშიც" ვიყავი... მიტაცებს ფოტოების გადაღებაც.

- თავისუფალ დროს რას საქმიანობ?

- ვცდილობ, მხატვრული ლიტერატურა წავიკითხო. ისე, ძალიან დატვირთული კი ვარ, მაგრამ მაინც მინდა, ლიტერატურას მეტი დრო დავუთმო.

- შენი საყვარელი ფერი რომელია?

- ნაცრისფერი, ეს ხომ კლასიკური ფერია! საერთოდ, ჩაცმის კლასიკური სტილი მომწონს და როცა სტუმრად მივდივარ, ვცდილობ, ასე ჩავიცვა; სხვა დროს კი თავისუფალი სტილის სამოსსაც ვირგებ.

- პრანჭია ხარ?

- ზომიერად. გადაპრანჭვა არ მიყვარს. უპირატესობას სისადავეს ვანიჭებ. მიყვარს სამოსის ერთმანეთთან შეხამება.

- თინეიჯერი ხარ. რას იტყვი შენი თაობის ბავშვებზე?

- დღევანდელი თინეიჯერები მეგობრულები არიან. თუმცა, უფროსები ამბობენ, რომ ახალი თაობა არ ვარგა, მაგრამ ეს ხომ ყველა დროში ასე იყო... უბრალოდ, დღევანდელი თინეიჯერები, დროის შესაბამისად, სხვანაირად ვითარდებიან.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- მინდა, სასწავლებლად ლონდონში წავიდე.

- წარმატებებს გისურვებ!..

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება