Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა ბიძინასთან"
ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა ბიძინასთან"

ოლეგ იაძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შე­სახ­ვედ­რად ემ­ზა­დე­ბა, კას­პში 10-ათა­სი­ა­ნი მი­ტინ­გის მო­წყო­ბას იქად­ნის და "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში ბრალს სდებს!

ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გენ­და­რუ­ლი და ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­გე­ბე­ლი, კო­ლო­რი­ტი ჩი­ნოვ­ნი­კი, რო­მელ­მაც კას­პის რა­ი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს "ცხელ წერ­ტი­ლად" აქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" ბრალს სდებს და იმა­საც გან­მარ­ტავს, რა­ტომ უწო­დებს თავს "პა­ტა­რა ბი­ძი­ნას". ექ­სკლუ­ზი­უ­რად, "ვერ­სი­ას" კას­პის გამ­გე­ბე­ლი ოლეგ იაძე მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ და სხვა მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე ესა­უბ­რა და გან­გვი­ცხა­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ნა­წყე­ნია, მათ ინ­ტერ­ვი­უს აღარ აძ­ლევს, თუმ­ცა "ვერ­სი­ის­თვის" გა­მო­ნაკ­ლისს უშ­ვებს ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბით, რო­მელ­საც ვას­რუ­ლებთ და ამი­ტო­მაც ინ­ტერ­ვი­უს სტი­ლი და­ცუ­ლია.

- ბა­ტო­ნო ოლეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი პე­ტი­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "ოლეგ იაძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად". რო­გორც ამ პე­ტი­ცი­ი­დან ჩანს, ითხოვთ ხმებ­სა და ონ­ლა­ინ-ხელ­მო­წე­რებს "ფე­ის­ბუქ­ში". პრე­ზი­დენ­ტო­ბას აპი­რებთ?

- არაა, არც ვუ­ყუ­რებ, არც მა­ინ­ტე­რე­სებს. ჩემდღე­ში კომ­პი­უ­ტერ­თან კავ­ში­რი არ მაქვს. კომ­პი­უ­ტე­რი ვიცი, უბ­რა­ლოდ, მაგ­რამ არ ვუ­ყუ­რებ არც დი­ლას, არც - სა­ღა­მოს. ვიცი, რაც არის, რა­საც ნიშ­ნავს, მაგ­რამ არ ვუ­ყუ­რებ. ეს, არა მგო­ნია, ჩემი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან იყოს წა­მო­სუ­ლი, ეს არის ჩემი მტრე­ბის­გან..

- ვინ არი­ან თქვე­ნი მტრე­ბი?

- რა ვიცი, აბა... ეგე­ნი, ვინც გა­ავ­რცე­ლა. ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბაა. პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე მე რო­გორ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? სამ­ბოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე - კი, მაგ­რამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე - არა...

- აპი­რებთ სამ­ბოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად კენ­ჭისყრას?

- რამ­დე­ნი­მე დღე­ში სამ­ბოს ფე­დე­რა­ცი­ის ყრი­ლო­ბაა და სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტად ამირ­ჩე­ვენ...

- წი­ნას­წარ რა იცით, აგირ­ჩე­ვენ თუ არა?

- ეგ უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი სა­კი­თხია.

- ბა­ტო­ნო ოლეგ, თქვენ თქვით, რე­გი­ონ­ში მე "პა­ტა­რა ბი­ძი­ნა" ვარო, ასეც მო­გიხ­სე­ნი­ე­ბენ და დიდ­მა ბი­ძი­ნამ ამა­ზე რამე თუ გი­თხრათ?

- არა, რე­გი­ონ­ში არ მით­ქვია, ეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ცოტა შეკ­ვე­ცეს, მიჭ­რეს-მოჭ­რეს და ამი­ტომ, ეს ცოტა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­მა­ი­მუ­ნა­რი იყო. ნე­ბის­მი­ერ რა­ი­ონ­ში გამ­გე­ბე­ლი არის ხელ­მძღვა­ნე­ლი, "პა­ტა­რა ბი­ძი­ნა" არა­სე­რი­ო­ზუ­ლად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი იყო, რა.. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და ჟურ­ნა­ლის­ტმა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნა ჩემი გულ­ღი­ა­ო­ბა და კა­მე­რის გა­რეთ ნათ­ქვა­მი. მე ვთქვი, რა თქმა უნდა, რა­ი­ონ­ში ათა­სი პრობ­ლე­მაა-თქო და მე მტკი­ვა ისიც, ისიც, ისიც. რა­მე­თუ რა­ი­ონ­ში გამ­გე­ბე­ლი არის იგი­ვე პა­ტა­რა პრე­მი­ე­რი-მეთ­ქი და მე ვარ-მეთ­ქი პა­ტა­რა ბი­ძი­ნა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო ნათ­ქვა­მი... ეს ფრა­ზა ზო­გი­ერ­თმა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა პი­როვ­ნე­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა ცუ­დად.

- ბა­ტო­ნო ოლეგ, თქვენ არ მი­პა­სუ­ხეთ და ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ფრა­ზა­ზე თქვენ შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღეთ ივა­ნიშ­ვი­ლის­გან...

- არა, არა, ეგ ბედ­ნი­ე­რე­ბა არ მქო­ნია, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას შევ­ხვედ­რო­დი. ახლა სურ­ვი­ლი მაქვს მას­თან შეხ­ვედ­რის, რად­გან უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა დაგ­როვ­და რა­ი­ონ­ში, თა­ნაც ამას აქვს სა­თა­ვე­ე­ბი, ეს არის მარ­თვა­დი პრო­ცე­სი. სა­ნამ მე, ოლეგ იაძე ცო­ცხა­ლი ვარ, ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან პა­ტა­რა პრო­ცენ­ტი იქ­ნე­ბა ჩემ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი..

- პრო­ცე­სებს მარ­თა­ვე­ნო და ვინ მარ­თავს ამ და­ძა­ბუ­ლო­ბის პრო­ცე­სებს?

- მო­ი­ცა, მო­ი­ცა, ჯერ და­ვამ­თავ­რო... 20 წე­ლიც რომ ვიყო რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი, ასე იქ­ნე­ბა. ბა­ტონ ბი­ძი­ნა­ზე ამ­ბობს ზო­გი­ერ­თი ნა­ძი­რა­ლა აუგს და ოლეგ ია­ძე­ზე რომ თქვას 50-100-მა კაც­მა 55 000-იანი რა­ი­ო­ნი­დან, ეს რა პრობ­ლე­მაა?! უბ­რა­ლოდ, ეს სცდე­ბა კულ­ტუ­რას, ზრდი­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ცოტა ისე­თი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ...

- თქვენ ხომ ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, თქვენს მი­სა­ღებ­ში აქ­ცი­ას რომ აწყობ­დნენ, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­არ­ბე­ვი­ნეთ და გა­აყ­ვა­ნი­ნეთ?

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ, გე­ნაც­ვა­ლე. ისი­ნი კი არ და­ვარ­ბე­ვი­ნე, ისი­ნი უკა­ნო­ნოდ იყ­ვნენ შე­მო­სუ­ლე­ბი შე­ნო­ბა­ში, შე­მეძ­ლო იმა­ვე სა­ღა­მოს გა­მეყ­ვა­ნა, რად­გან ყო­ველ­გვა­რი საშ­ვის გა­რე­შე იყ­ვნენ შე­მო­სუ­ლე­ბი, მაგ­რამ არა, ვი­ფიქ­რე, იყ­ვნენ, დარ­ჩნენ, ორი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ყო­ველ­გვა­რი გა­ნა­ცხა­დის გა­რე­შე. და­ვა­ტო­ვე­ბი­ნე, ღამე გა­ა­თე­ნეს და დი­ლას რომ შე­მო­ვე­დი, რა დო­ნის ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც არი­ან, ის იკად­რეს ჩემ­თან. მი­თხრეს უხამ­სი სი­ტყვე­ბი...

- რა სი­ტყვე­ბი, ბა­ტო­ნო ოლეგ?

- რა მი­თხრეს და, ქა­ლის­თვი­საც და კა­ცის­თვი­საც შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი, რაც თა­ვად არი­ან, ეგ სი­ტყვა მი­თხრეს. "არა­კა­ცოო" და მე­ო­რე სი­ტყვაც, რაც თვი­თონ არი­ან, ის სი­ტყვა მი­თხრეს, მა­გას მე ვერ გა­ვი­მე­ო­რებ. მოკ­ლედ, ავე­დი ჩემს კა­ბი­ნეტ­ში და იქ ვუ­თხა­რი, წყნა­რად, წე­სი­ე­რად მოჰ­კი­დეთ ხელი, ორმა აქეთ-იქი­დან და გა­იყ­ვა­ნეთ გა­რეთ-თქო. ზუს­ტად ასე მოხ­და მათი გაყ­ვა­ნა, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თვი­თონ მი­ი­ყე­ნეს და ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლი ხალ­ხია. ასე, სულ "პად­რუ­ჩკით" გა­იყ­ვა­ნეს იქი­დან. კა­მე­რაც მაქვს, ვი­დე­ო­კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა, რაც შე­ნო­ბა­შია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო ოლეგ, ზე­ვით ახ­სე­ნეთ ეს და­ძა­ბუ­ლო­ბის პრო­ცე­სე­ბის შექ­მნა კას­პში ზე­მო­და­ნაა მარ­თუ­ლიო. კას­პის საკ­რე­ბუ­ლო­ში რა ცემა-ტყე­პაც მოხ­და, ეს სა­ი­დან იმარ­თე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებს გუ­ლის­ხმობ­დით?

- რაც საკ­რე­ბუ­ლო­ში მოხ­და, ეს ამ ბან­დი­ტე­ბის და ბან­დის მარ­თუ­ლია. მე მა­გათ ბან­დას ვე­ძა­ხი. სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ ჩვე­ნი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა ასე­თი საქ­ცი­ე­ლი არც კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებს ეპა­ტი­ე­ბა და არც ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას. იმ მო­მენ­ტში ეს ჩა­ი­დი­ნა იმ ბან­დამ, რო­მე­ლი ბან­დაც შე­მო­ვი­და საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე, რო­მელ­საც ხე­ლის­შეშ­ლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და..

- რო­მე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი არი­ან?

- მა­გა­თი და­სა­ხე­ლე­ბაც არ მინ­და. ჩვენს კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი წევ­რე­ბი არი­ან.

- "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" არი­ან ?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვად გცოდ­ნი­ათ, ასე­თია ჩემი პა­სუ­ხი.

- რა ხდე­ბა, ბა­ტო­ნო ოლეგ, თქვენ ხომ არაფ­რის გე­ში­ნი­ათ, უფრო დე­ტა­ლუ­რად რა­ტომ არ სა­უბ­რობთ?

- აღარ მინ­და, ეგე­ნი ვახ­სე­ნო, მე კავ­ში­რი მაქვს გა­წყვე­ტი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, უბ­რა­ლოდ, გოგო ხართ და უარი ვე­ღარ გი­თხა­რით..

- თქვენ, ამას წი­ნათ, ისიც თქვით, ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილს სა­დაც ვნა­ხავ, ად­გილ­ზე გა­ვუს­წორ­დე­ბიო...

- მოდი, რა, რა სა­კი­თხზეც ვლა­პა­რა­კობ­დით, იმა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. არა­რა­ო­ბებ­ზე ნუ მე­ლა­პა­რა­კე­ბით. მა­გას თა­ვის უბე­დუ­რე­ბა ეყო­ფა. ეს თემა გა­დავ­დოთ. სათ­ქმე­ლი მე ვთქვი, და­ე­ლო­დეთ მოვ­ლე­ნებს.

- ბა­ტო­ნო ოლეგ, მი­თხა­რით, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შევ­ხვდე­ბი მა­ლეო და თუ გექ­ნე­ბათ კას­პის მოვ­ლე­ნე­ბის ირ­გვლივ ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი?

- რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. კას­პში გაგ­რძელ­დე­ბა ის, რაც და­მა­ვა­ლა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რა პრო­ცე­სე­ბიც დავ­სა­ხეთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თან ერ­თად. ასე­თი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლე­ბის ბრბო მუდ­მი­ვად ეყო­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ იქ მე მებ­რძვის 30-40 კაცი, ერთი წა­მით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მე წა­ვე­დი და ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებს და­ვუ­ძა­ხე, მერე რა უნდა ქნან, ასე უნდა გაგ­რძელ­დეს? ოლეგ ია­ძის მხარ­და­სა­ჭე­რი 10 000-კა­ცი­ა­ნი მი­ტინ­გის მო­წყო­ბა შე­მიძ­ლია, რაც კასპს არ ახ­სოვს. ნე­ბის­მი­ერ დღეს კას­პში 10 000-კა­ცი­ან მი­ტინგს გა­მო­ვიყ­ვან ჩემს მხარ­და­სა­ჭე­რად..

- რომ მოგხსნან?

- ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აზ­რად არ აქვს ამის გა­კე­თე­ბა, რა­მე­თუ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, რა ხდე­ბა კას­პში, რას ვა­კე­თებთ...

- ვინ დაგ­ნიშ­ნათ პოსტზე. კონ­ტაქ­ტი მა­ღალ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­თან ვის­თან გაქვთ?

- არა­ვის­თან არ მაქვს კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ ხომ ხე­და­ვენ, რა ტი­პის ქა­ლე­ბიც მებ­რძვი­ან და რა უნ­დათ?! მე არა­ვის და­ვუ­ნიშ­ნი­ვარ. ჩემი ავ­ტო­რი­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­ა­ლი­ცი­ამ წარ­მად­გი­ნა გამ­გებ­ლის პოსტზე. საკ­რე­ბუ­ლომ, რო­მე­ლიც 27 წევ­რის­გან შედ­გე­ბა, მას ჯერ უნდა გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა ძვე­ლი გამ­გე­ბე­ლი და შემ­დეგ და­ვე­ნიშ­ნე მე. ძვე­ლი გამ­გე­ბე­ლი გა­და­ა­ყე­ნეს ჩემი ავ­ტო­რი­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. იქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, 90 პრო­ცენ­ტი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა იყო, მაგ­რამ იქ იყ­ვნენ ჩემი ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბიც, ამ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­უ­წყვეს იმ­პიჩ­მენ­ტი ძველ გამ­გე­ბელს და დამ­ნიშ­ნეს მე. სამ­წუ­ხა­როდ, შეც­დო­მა მა­შინ იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი, რომ ჩემი არ­ჩე­ვის სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და კო­ა­ლი­ცი­ის ერთ-ერთი ფრაქ­ცია. არც გამ­გებ­ლის იმ­პიჩ­მენტს და არც ჩემს არ­ჩე­ვას არ დას­წრე­ბი­ან "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი". შე­გიძ­ლი­ათ, გა­ი­კი­თხოთ. შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­თვის ხმა არ მო­ე­ცათ, მაგ­რამ ძვე­ლი გამ­გებ­ლის იმ­პიჩ­მენტს ხომ უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ?! ამის მერე, კი­დევ ესე­ნი მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლო­ბი­რე­ბა­ში და "ნა­ცი­ო­ნა­ლი" ხარო? რაზე ვე­ლა­პა­რა­კო მა­გათ, სა­ერ­თოდ?

- ბა­ტო­ნო ოლეგ, მანდ თუ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" გებ­რძვი­ან, ახლა ხი­და­შელ­მა, უსუ­ფაშ­ვილ­მა და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლებ­მა რომ მო­ი­თხო­ვონ ოლეგ ია­ძის წას­ვლა?

- არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მო­თხოვ­ნაა და მაგ დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხომ არ არი­ან, ეგ მო­ი­თხო­ვონ? რად­გან ჩემი გა­და­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია მხო­ლოდ 27-კა­ცი­ან საკ­რე­ბუ­ლოს, რაც გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- ივა­ნიშ­ვილ­მა რომ მო­ი­თხო­ვოს, კას­პში და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვის­თვის ასე სჯო­ბი­აო?

- ბა­ტონ ბი­ძი­ნას მე პრობ­ლე­მას არ შე­ვუქ­მნი. რას მე­ლა­პა­რა­კე­ბით?! არც პრე­მი­ე­რი მო­ი­თხოვს ასეთ რა­მეს. ის კი არა, მე რომ მო­მინ­და ახლა ბა­ტონ ბი­ძი­ნას შევ­ხვდე, ეგეც კი მე­რი­დე­ბა. არ მინ­და, ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რო, ისე­დაც ამ­დე­ნი პრობ­ლე­მაა ქვე­ყა­ნა­ში.

- ივა­ნიშ­ვილს ვისი დახ­მა­რე­ბით უნდა შეხ­ვდეთ?

- რა ვიცი, ჯერ ერთი, გამ­გე­ბე­ლი ვარ. გნე­ბავთ, პარ­ლა­მენ­ტი­დან, გნე­ბავთ - სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩემს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, და­ვით ონოფ­რიშ­ვილს რა, არ შე­უძ­ლია, რომ შე­მახ­ვედ­როს?!

- ბა­ტო­ნო ოლეგ, თქვენს წი­ნა­მორ­ბედს იმ­პიჩ­მენ­ტი რომ მო­უ­წყვეს, დარ­ღვე­ვე­ბი ჰქონ­და?

- მე მო­ვი­თხო­ვე აუ­დი­ტი და რა­ი­ონ­ში შე­მო­სუ­ლია ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია და ისი­ნი იკ­ვლე­ვენ. მე, აბა, რა გი­თხრათ? მე კაცი ვარ და ვერც იმას ვი­ტყვი და ვერც - ამას ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე. იმას ვი­ტყვი, რომ ჩემი წი­ნა­მორ­ბე­დი, კახა ხა­ჩი­რაშ­ვი­ლი ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან", ჩემი აზ­რით, მსხვერ­პლი იყო. კას­პის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეც მსხვერ­პლია ამ მავ­ნებ­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის. იმ­ხე­ლა მსხვერ­პლია, რომ დღე­საც კი სწამს და საფ­ლავ­ში მის­დევს "ნაც­მოძ­რა­ო­ბას". მე ვამ­ტყუ­ნებ, რომ პი­რა­დულ­ში კა­რი­ე­რას იფუ­ჭებს, თუმ­ცა ქარ­თვე­ლო­ბა­ში იმის გარ­და, რაც პო­ლი­ტი­კაა, არ­სე­ბობს კა­ცო­ბაც და შე­იძ­ლე­ბა, კა­ცო­ბა­ში გა­ვა­მარ­თლო კი­დეც, მაგ­რამ კა­რი­ე­რას იფუ­ჭებს.

- ბა­ტო­ნო ოლეგ, ახლა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად ვისი კან­დი­და­ტუ­რა მოგ­წონთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და, ღმერ­თმა არ ქნას, რომ ვინ­მე გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი 8 წელი, ორი­ვე ვა­დით. 8 წელი ივა­ნიშ­ვი­ლი რომ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი და ხალ­ხი კარ­გად იქ­ნე­ბა, იმ 8 წლის მერე, ვერც ერთი, სა­ა­კაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ვე­ღარ მო­ე­რე­ვა. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ეს არის ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მას სუ­ლი­თა და გუ­ლით უნდა ქვეყ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა. ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ეცო­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ესაა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

- გა­ირ­კვა, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­საც ნდო­მე­ბია პრე­ზი­დენ­ტო­ბა..

- მინ­დაო. მერე რა არის ამა­ში ცუდი? მე ის ჯა­რის­კა­ცი შე­მირ­ცხვე­ნია, ვინც გე­ნერ­ლო­ბა­ზე არა ფიქ­რობ­დეს. პრე­ზი­დენ­ტო­ბა მარ­ტო ალა­სა­ნი­ას კი არა, ბევრ სხვა­საც უნდა... ივა­ნიშ­ვილ­თან, რა თქმა უნდა, შე­თან­ხმე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- თქვე­ნი აზ­რით, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ერ­თი­ა­ნო­ბას?

- კო­ა­ლი­ცია კარ­გია, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ ისიც კარ­გია, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ამ თა­ვი­სი ძალა და­ა­ნა­ხოს ხალ­ხს, ვინ რას წარ­მო­ად­გენს. ამ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით თავი რომ მო­აქვთ, მათ შე­ვახ­სე­ნებ, კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტია, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას გა­რე­შე, ვე­რა­ფერს იზამს, ამას ვამ­ბობ ხმა­მაღ­ლა!

ეკა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი:

-"მე ვარ პა­ტა­რა ბი­ძი­ნა რა­ი­ონ­ში" - კას­პის გამ­გე­ბე­ლი ოლეგ იაძე

- "ერ­თმა­ნეთ­ში გა­გე­ბა გვაქვს" - ოლეგ იაძე პე­და­გო­გებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე

- რით აღაგ­ზნო ოლეგ იაძე გოკა გა­ბაშ­ვილ­მა

-"მებ­რძვის ჩემი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი" - ოლეგ ია­ძეს გამ­გებ­ლის პოსტზე ალა­სა­ნი­ას ნა­თე­სა­ვი ეცი­ლე­ბა?

ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა ბიძინასთან"

ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა ბიძინასთან"

ოლეგ იაძე ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ემზადება, კასპში 10-ათასიანი მიტინგის მოწყობას იქადნის და "რესპუბლიკელებს" განხეთქილებაში ბრალს სდებს!

ივანიშვილის ხელისუფლების ლეგენდარული და ყველაზე პოპულარული გამგებელი, კოლორიტი ჩინოვნიკი, რომელმაც კასპის რაიონი საქართველოს "ცხელ წერტილად" აქცია "რესპუბლიკელებს" ბრალს სდებს და იმასაც განმარტავს, რატომ უწოდებს თავს "პატარა ბიძინას". ექსკლუზიურად, "ვერსიას" კასპის გამგებელი ოლეგ იაძე მის ირგვლივ განვითარებულ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ესაუბრა და განგვიცხადა, რომ ჟურნალისტებზე ნაწყენია, მათ ინტერვიუს აღარ აძლევს, თუმცა "ვერსიისთვის" გამონაკლისს უშვებს ერთადერთი პირობით, რომელსაც ვასრულებთ და ამიტომაც ინტერვიუს სტილი დაცულია.

- ბატონო ოლეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა თქვენი მხარდამჭერი პეტიცია სახელწოდებით "ოლეგ იაძე საქართველოს პრეზიდენტად". როგორც ამ პეტიციიდან ჩანს, ითხოვთ ხმებსა და ონლაინ-ხელმოწერებს "ფეისბუქში". პრეზიდენტობას აპირებთ?

- არაა, არც ვუყურებ, არც მაინტერესებს. ჩემდღეში კომპიუტერთან კავშირი არ მაქვს. კომპიუტერი ვიცი, უბრალოდ, მაგრამ არ ვუყურებ არც დილას, არც - საღამოს. ვიცი, რაც არის, რასაც ნიშნავს, მაგრამ არ ვუყურებ. ეს, არა მგონია, ჩემი მხარდამჭერებისგან იყოს წამოსული, ეს არის ჩემი მტრებისგან..

- ვინ არიან თქვენი მტრები?

- რა ვიცი, აბა... ეგენი, ვინც გაავრცელა. ეს არასერიოზულობაა. პრეზიდენტობაზე მე როგორ უნდა ვილაპარაკო? სამბოს ფედერაციის პრეზიდენტობაზე - კი, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტობაზე - არა...

- აპირებთ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად კენჭისყრას?

- რამდენიმე დღეში სამბოს ფედერაციის ყრილობაა და საპატიო პრეზიდენტად ამირჩევენ...

- წინასწარ რა იცით, აგირჩევენ თუ არა?

- ეგ უკვე გადაწყვეტილი საკითხია.

- ბატონო ოლეგ, თქვენ თქვით, რეგიონში მე "პატარა ბიძინა" ვარო, ასეც მოგიხსენიებენ და დიდმა ბიძინამ ამაზე რამე თუ გითხრათ?

- არა, რეგიონში არ მითქვია, ეს ჟურნალისტებმა ცოტა შეკვეცეს, მიჭრეს-მოჭრეს და ამიტომ, ეს ცოტა ჟურნალისტების ნამაიმუნარი იყო. ნებისმიერ რაიონში გამგებელი არის ხელმძღვანელი, "პატარა ბიძინა" არასერიოზულად გაჟღერებული იყო, რა.. ინტერვიუს ჩაწერა უკვე დამთავრებული იყო და ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენა ჩემი გულღიაობა და კამერის გარეთ ნათქვამი. მე ვთქვი, რა თქმა უნდა, რაიონში ათასი პრობლემაა-თქო და მე მტკივა ისიც, ისიც, ისიც. რამეთუ რაიონში გამგებელი არის იგივე პატარა პრემიერი-მეთქი და მე ვარ-მეთქი პატარა ბიძინა, აქედან გამომდინარე იყო ნათქვამი... ეს ფრაზა ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა პიროვნებამ გამოიყენა ცუდად.

- ბატონო ოლეგ, თქვენ არ მიპასუხეთ და ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზაზე თქვენ შენიშვნა მიიღეთ ივანიშვილისგან...

- არა, არა, ეგ ბედნიერება არ მქონია, რომ ბატონ ბიძინას შევხვედროდი. ახლა სურვილი მაქვს მასთან შეხვედრის, რადგან უამრავი პრობლემა დაგროვდა რაიონში, თანაც ამას აქვს სათავეები, ეს არის მართვადი პროცესი. სანამ მე, ოლეგ იაძე ცოცხალი ვარ, ყოველთვის ასე იქნება, ძალიან პატარა პროცენტი იქნება ჩემთან დაპირისპირებული..

- პროცესებს მართავენო და ვინ მართავს ამ დაძაბულობის პროცესებს?

- მოიცა, მოიცა, ჯერ დავამთავრო... 20 წელიც რომ ვიყო რაიონის გამგებელი, ასე იქნება. ბატონ ბიძინაზე ამბობს ზოგიერთი ნაძირალა აუგს და ოლეგ იაძეზე რომ თქვას 50-100-მა კაცმა 55 000-იანი რაიონიდან, ეს რა პრობლემაა?! უბრალოდ, ეს სცდება კულტურას, ზრდილობას. განსაკუთრებით იმ ცოტა ისეთი ქალბატონებისაგან, რომლებიც მთელი ცხოვრება არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდნენ...

- თქვენ ხომ ეს ქალბატონები, თქვენს მისაღებში აქციას რომ აწყობდნენ, ძალის გამოყენებით დაარბევინეთ და გააყვანინეთ?

- როგორ გეკადრებათ, გენაცვალე. ისინი კი არ დავარბევინე, ისინი უკანონოდ იყვნენ შემოსულები შენობაში, შემეძლო იმავე საღამოს გამეყვანა, რადგან ყოველგვარი საშვის გარეშე იყვნენ შემოსულები, მაგრამ არა, ვიფიქრე, იყვნენ, დარჩნენ, ორი ქალბატონი იყო, ყოველგვარი განაცხადის გარეშე. დავატოვებინე, ღამე გაათენეს და დილას რომ შემოვედი, რა დონის ქალბატონებიც არიან, ის იკადრეს ჩემთან. მითხრეს უხამსი სიტყვები...

- რა სიტყვები, ბატონო ოლეგ?

- რა მითხრეს და, ქალისთვისაც და კაცისთვისაც შეუფერებელი სიტყვები, რაც თავად არიან, ეგ სიტყვა მითხრეს. "არაკაცოო" და მეორე სიტყვაც, რაც თვითონ არიან, ის სიტყვა მითხრეს, მაგას მე ვერ გავიმეორებ. მოკლედ, ავედი ჩემს კაბინეტში და იქ ვუთხარი, წყნარად, წესიერად მოჰკიდეთ ხელი, ორმა აქეთ-იქიდან და გაიყვანეთ გარეთ-თქო. ზუსტად ასე მოხდა მათი გაყვანა, დაზიანებები თვითონ მიიყენეს და ყველაფრის მკადრებელი ხალხია. ასე, სულ "პადრუჩკით" გაიყვანეს იქიდან. კამერაც მაქვს, ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რაც შენობაშია დამონტაჟებული.

- ბატონო ოლეგ, ზევით ახსენეთ ეს დაძაბულობის პროცესების შექმნა კასპში ზემოდანაა მართულიო. კასპის საკრებულოში რა ცემა-ტყეპაც მოხდა, ეს საიდან იმართება. "ქართული ოცნების" კოალიციის წევრებს გულისხმობდით?

- რაც საკრებულოში მოხდა, ეს ამ ბანდიტების და ბანდის მართულია. მე მაგათ ბანდას ვეძახი. სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი, "ქართული ოცნების" კოალიციის წევრები არიან, თუმცა ასეთი საქციელი არც კოალიციის წევრებს ეპატიება და არც ქვეყნის მოღალატე სააკაშვილის მთავრობას. იმ მომენტში ეს ჩაიდინა იმ ბანდამ, რომელი ბანდაც შემოვიდა საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც ხელისშეშლის უფლება არ ჰქონდა..

- რომელი პარტიის წევრები არიან?

- მაგათი დასახელებაც არ მინდა. ჩვენს კოალიციაში შემავალი წევრები არიან.

- "რესპუბლიკელები" არიან ?

- შესანიშნავად გცოდნიათ, ასეთია ჩემი პასუხი.

- რა ხდება, ბატონო ოლეგ, თქვენ ხომ არაფრის გეშინიათ, უფრო დეტალურად რატომ არ საუბრობთ?

- აღარ მინდა, ეგენი ვახსენო, მე კავშირი მაქვს გაწყვეტილი ჟურნალისტებთან, უბრალოდ, გოგო ხართ და უარი ვეღარ გითხარით..

- თქვენ, ამას წინათ, ისიც თქვით, ლადო ვარძელაშვილს სადაც ვნახავ, ადგილზე გავუსწორდებიო...

- მოდი, რა, რა საკითხზეც ვლაპარაკობდით, იმაზე ვილაპარაკოთ. არარაობებზე ნუ მელაპარაკებით. მაგას თავის უბედურება ეყოფა. ეს თემა გადავდოთ. სათქმელი მე ვთქვი, დაელოდეთ მოვლენებს.

- ბატონო ოლეგ, მითხარით, პრემიერ-მინისტრს შევხვდები მალეო და თუ გექნებათ კასპის მოვლენების ირგვლივ ბატონ ივანიშვილთან საუბარი?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად შევხვდები ბიძინა ივანიშვილს. კასპში გაგრძელდება ის, რაც დამავალა ქვეყნის ხელისუფლებამ, რა პროცესებიც დავსახეთ წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად. ასეთი თავზეხელაღებულების ბრბო მუდმივად ეყოლება ნებისმიერ ხელისუფლებას. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ იქ მე მებრძვის 30-40 კაცი, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მე წავედი და ჩემს მხარდამჭერებს დავუძახე, მერე რა უნდა ქნან, ასე უნდა გაგრძელდეს? ოლეგ იაძის მხარდასაჭერი 10 000-კაციანი მიტინგის მოწყობა შემიძლია, რაც კასპს არ ახსოვს. ნებისმიერ დღეს კასპში 10 000-კაციან მიტინგს გამოვიყვან ჩემს მხარდასაჭერად..

- რომ მოგხსნან?

- ეს გამორიცხულია. ხელისუფლებას აზრად არ აქვს ამის გაკეთება, რამეთუ შესანიშნავად იცის, რა ხდება კასპში, რას ვაკეთებთ...

- ვინ დაგნიშნათ პოსტზე. კონტაქტი მაღალ სახელისუფლებო წრეებთან ვისთან გაქვთ?

- არავისთან არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ ხომ ხედავენ, რა ტიპის ქალებიც მებრძვიან და რა უნდათ?! მე არავის დავუნიშნივარ. ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, კოალიციამ წარმადგინა გამგებლის პოსტზე. საკრებულომ, რომელიც 27 წევრისგან შედგება, მას ჯერ უნდა გადაეყენებინა ძველი გამგებელი და შემდეგ დავენიშნე მე. ძველი გამგებელი გადააყენეს ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე. იქ, ფაქტობრივად, 90 პროცენტი ნაციონალური მოძრაობა იყო, მაგრამ იქ იყვნენ ჩემი ყოფილი სპორტსმენები, ჩემი ნათესავებიც, ამ დეპუტატებმა მოუწყვეს იმპიჩმენტი ძველ გამგებელს და დამნიშნეს მე. სამწუხაროდ, შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, რომ ჩემი არჩევის სხდომას არ ესწრებოდა კოალიციის ერთ-ერთი ფრაქცია. არც გამგებლის იმპიჩმენტს და არც ჩემს არჩევას არ დასწრებიან "რესპუბლიკელები". შეგიძლიათ, გაიკითხოთ. შეიძლება, ჩემთვის ხმა არ მოეცათ, მაგრამ ძველი გამგებლის იმპიჩმენტს ხომ უნდა დასწრებოდნენ?! ამის მერე, კიდევ ესენი მადანაშაულებენ "ნაციონალების" ლობირებაში და "ნაციონალი" ხარო? რაზე ველაპარაკო მაგათ, საერთოდ?

- ბატონო ოლეგ, მანდ თუ "რესპუბლიკელები" გებრძვიან, ახლა ხიდაშელმა, უსუფაშვილმა და ბერძენიშვილებმა რომ მოითხოვონ ოლეგ იაძის წასვლა?

- არასერიოზული მოთხოვნაა და მაგ დონის პოლიტიკოსები ხომ არ არიან, ეგ მოითხოვონ? რადგან ჩემი გადაყენება შეუძლია მხოლოდ 27-კაციან საკრებულოს, რაც გამორიცხულია.

- ივანიშვილმა რომ მოითხოვოს, კასპში დაძაბულობის განმუხტვისთვის ასე სჯობიაო?

- ბატონ ბიძინას მე პრობლემას არ შევუქმნი. რას მელაპარაკებით?! არც პრემიერი მოითხოვს ასეთ რამეს. ის კი არა, მე რომ მომინდა ახლა ბატონ ბიძინას შევხვდე, ეგეც კი მერიდება. არ მინდა, ჩემს პრობლემებზე ვესაუბრო, ისედაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში.

- ივანიშვილს ვისი დახმარებით უნდა შეხვდეთ?

- რა ვიცი, ჯერ ერთი, გამგებელი ვარ. გნებავთ, პარლამენტიდან, გნებავთ - სხვა საშუალებით. ჩემს მაჟორიტარ დეპუტატს, დავით ონოფრიშვილს რა, არ შეუძლია, რომ შემახვედროს?!

- ბატონო ოლეგ, თქვენს წინამორბედს იმპიჩმენტი რომ მოუწყვეს, დარღვევები ჰქონდა?

- მე მოვითხოვე აუდიტი და რაიონში შემოსულია ფინანსური პოლიცია და ისინი იკვლევენ. მე, აბა, რა გითხრათ? მე კაცი ვარ და ვერც იმას ვიტყვი და ვერც - ამას ფაქტების გარეშე. იმას ვიტყვი, რომ ჩემი წინამორბედი, კახა ხაჩირაშვილი ისევე, როგორც ბევრი "ნაციონალებიდან", ჩემი აზრით, მსხვერპლი იყო. კასპის საკრებულოს თავმჯდომარეც მსხვერპლია ამ მავნებლური მოძრაობის. იმხელა მსხვერპლია, რომ დღესაც კი სწამს და საფლავში მისდევს "ნაცმოძრაობას". მე ვამტყუნებ, რომ პირადულში კარიერას იფუჭებს, თუმცა ქართველობაში იმის გარდა, რაც პოლიტიკაა, არსებობს კაცობაც და შეიძლება, კაცობაში გავამართლო კიდეც, მაგრამ კარიერას იფუჭებს.

- ბატონო ოლეგ, ახლა ძალიან აქტუალური საკითხია და საქართველოს პრეზიდენტად ვისი კანდიდატურა მოგწონთ?

- საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი 8 წელი, ორივე ვადით. 8 წელი ივანიშვილი რომ იქნება პრეზიდენტი და ხალხი კარგად იქნება, იმ 8 წლის მერე, ვერც ერთი, სააკაშვილისნაირი ვეღარ მოერევა. ერთადერთი ადამიანი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მას სულითა და გულით უნდა ქვეყნის ბედნიერება. ერთადერთი, ვისაც ეცოდება ქართველი ხალხი, ესაა ბიძინა ივანიშვილი.

- გაირკვა, რომ ირაკლი ალასანიასაც ნდომებია პრეზიდენტობა..

- მინდაო. მერე რა არის ამაში ცუდი? მე ის ჯარისკაცი შემირცხვენია, ვინც გენერლობაზე არა ფიქრობდეს. პრეზიდენტობა მარტო ალასანიას კი არა, ბევრ სხვასაც უნდა... ივანიშვილთან, რა თქმა უნდა, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.

- თქვენი აზრით, კოალიცია "ქართული ოცნება" დიდხანს შეინარჩუნებს ერთიანობას?

- კოალიცია კარგია, რომ შენარჩუნებული იყოს, მაგრამ ისიც კარგია, რომ ყველა პარტიამ თავისი ძალა დაანახოს ხალხს, ვინ რას წარმოადგენს. ამ კოალიციის შიგნით თავი რომ მოაქვთ, მათ შევახსენებ, კოალიციაში შემავალი ნებისმიერი პარტია, ბატონი ბიძინას გარეშე, ვერაფერს იზამს, ამას ვამბობ ხმამაღლა!

ეკა სეხნიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

-"მე ვარ პატარა ბიძინა რაიონში" - კასპის გამგებელი ოლეგ იაძე

- "ერთმანეთში გაგება გვაქვს" - ოლეგ იაძე პედაგოგებთან შეხვედრაზე

- რით აღაგზნო ოლეგ იაძე გოკა გაბაშვილმა

-"მებრძვის ჩემი თანაპარტიელი" - ოლეგ იაძეს გამგებლის პოსტზე ალასანიას ნათესავი ეცილება?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა