პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ხმა გავარდა: ლადო მოკლეს!
თბილისში ხმა გავარდა: ლადო მოკლეს!

"კვი­რის პა­ლიტ­რის" წინა ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტი­ამ, "დედ ჰა­სა­ნის" შავი დღე­ე­ბი","სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­თმა ეპი­ზოდ­მა, სა­დაც ლა­პა­რა­კი იყო ლადო ქო­ქი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ზე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ რე­დაქ­ცი­ა­ში წე­რი­ლი მი­ვი­ღეთ.

ყუ­რა­დღე­ბით წა­ვი­კი­თხე წე­რი­ლი "დედ ჰა­სა­ნის" შავი დღე­ე­ბი." სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბევ­რი რამ მე­ნიშ­ნა. ბევ­რი რამ ადრე ყურ­მოკ­ვრით ვი­ცო­დი. მაგ­რამ ერთი სა­ყუ­რა­დღე­ბო ფაქ­ტის შე­სა­ხებ მინ­და გი­თხრათ, რო­მე­ლიც ლადო ქო­ქი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში ქო­ქი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლად "ქურთ ჰა­სანს" ასა­ხე­ლებ­დნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ის სულ სხვამ მოკ­ლა, "ქურთ ჰა­სანს" კი მკვლე­ლო­ბა ალ­ბათ იმი­ტომ მი­ე­წე­რა, რომ ნამ­დვი­ლი მკვლე­ლის მეტ­სა­ხე­ლიც "ჰა­სა­ნა" იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ლა­ხან მოკ­ლულ "დედ ჰა­სან­საც" არ ჰქო­ნია ამას­თან კავ­ში­რი. დიდი დრო გა­ვი­და ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ი­დან, მაგ­რამ კი­დევ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც კარ­გად ახ­სოვს ამ მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი. იქ­ნებ დაწ­ვრი­ლე­ბით გა­ახ­სე­ნე­ბი­ნოთ".

თენ­გიზ ჭონ­ქა­ძე, თბი­ლი­სი

სა­ზო­გა­დო­ე­ბის სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია თბი­ლის­ში ერთ დროს მე­ტად გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის თბი­ლის­ში (სა­დაც, რო­გორც მხცო­ვა­ნი თბი­ლი­სე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­და და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი ერ­ქვა) ქა­ლა­ქის გა­მორ­ჩე­ულ ყმაწ­ვი­ლებს შო­რის ახალ­გაზ­რდა მო­ქან­და­კე ლადო ქო­ქი­აშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცემ­დნენ (ლა­დოს მამა, იო­სებ ქო­ქი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი-კა­რი­კა­ტუ­რის­ტი გახ­ლდათ, ძმა, ვახ­ტან­გი, ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კე). ლადო შე­სა­შუ­რი აღ­ნა­გო­ბის გარ­და (ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მო­ქან­და­კე ჯუნა მი­ქა­ტა­ძის ცნო­ბი­ლი "მზე­ჭა­ბუ­კის", რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლის წინ დგას, პრო­ტო­ტი­პი სწო­რედ ლადო ქო­ქი­აშ­ვი­ლია), ქა­ლაქ­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ყვე­ლა მას­თან და­მე­გობ­რე­ბას ცდი­ლობ­და...

"1956 წელი იყო, ზა­ფხუ­ლი. ერთ სა­ღა­მოს მე, ლადო და გედი ჭყო­ნია რუს­თა­ვე­ლის კი­ნო­თე­ატ­რი­დან გა­მო­ვე­დით. ში­ნის­კენ გავ­წი­ეთ (ლადო ალ. ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, იქვე, რუს­თა­ველ­თან, მე - ვე­რა­ზე). ქა­შუ­ეთ­თან უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი და ჩოჩ­ქო­ლებ­და. ამ­ბის გა­სა­გე­ბად ხალ­ხში გა­ვე­რი­ეთ და ასეთ სუ­რათს გა­და­ვა­წყდით: 5 ახალ­გაზ­რდას ერთი ბიჭი გა­ეგ­დო ფეხ­ქვეშ და უმო­წყა­ლოდ სცემ­დნენ. ეტყო­ბა, იმ სა­წყალს არა­ქა­თი გა­მო­ლე­ო­და და ვე­ღარ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და თავ­დამ­სხმე­ლებს. უცებ ლა­დომ და­იყ­ვი­რა, - მიშა, ბი­ჭოო... და­სის­ხლი­ა­ნე­ბულ­მა ლა­დოს ერთი შე­ხე­და და გა­ე­ღი­მა (მივ­ხვდი - მისი და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და). უცებ ლადო მოგ­ვიბ­რუნ­და და გაგ­ვაფრ­თხი­ლა, - გან­ზე იდე­ქით, არ შე­მოხ­ვი­დე­თო და მო­ჩხუბ­რებს და­ე­რია...

კარ­გად მახ­სოვს, რომ ერთი, რო­გორც კი ლადო და­ი­ნა­ხა, გა­იქ­ცა, და­ნარ­ჩე­ნებს კარ­გად მოხ­ვდათ.

წა­მო­ვა­ყე­ნეთ წაქ­ცე­უ­ლი. ლა­დომ და­უყ­ვა­ვა.

ჩხუ­ბის მი­ზე­ზიც მა­შინ გა­ვი­გეთ: ამ ბი­ჭებს მი­შას ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნას­თვის რა­ღაც უდი­ე­რად უთ­ქვამთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ბევ­რნი იყ­ვნენ, მი­შას გო­გო­ნას დაც­ვა­ზე უარი არ უთ­ქვამს და ჩხუ­ბიც ამ­ტყდა­რა".

გელა ქო­ქი­აშ­ვი­ლი, ლადო ქო­ქი­აშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი

რო­გორც იხ­სე­ნე­ბენ, თბი­ლის­ში მა­შინ ბევ­რს ჩხუ­ბობ­დნენ - მტყუ­ან-მარ­თა­ლი ასე ირ­კვე­ო­და. და­ნის ხმა­რე­ბა იმ დრო­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, სხვა ია­რაღ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, ყვე­ლა­ფერს მუშ­ტი წყვეტ­და. ჩხუ­ბის მერე ნა­ჩხუბ­რე­ბი ყო­ველ­თვის რიგ­დე­ბოდ­ნენ და შე­რი­გე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ერთ სუფ­რას შლიდ­ნენ. და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრო­ბა ქა­ლა­ქის­თვის უცხო ხილი იყოო, - ამ­ბო­ბენ.

ლა­დოს ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ თვი­სე­ბად ით­ვლე­ბო­და ის, რომ ადა­მი­ა­ნის და­ჩაგ­ვრას ვერ იტან­და. ქა­ლაქ­ში ყვე­ლამ იცო­და, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე მას­თან ექ­ნე­ბო­დათ. მა­შინ ლადო ქო­ქი­აშ­ვილს მე­გობ­რე­ბი ხუმ­რო­ბით არ­სე­ნა­საც ადა­რებ­დნენ...

"რეს­ტო­რან "არაგ­ვის" ნაც­ვლად ადრე სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა იდგა. მე­სა­მე სარ­თულ­ზე მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ვვარ­ჯი­შობ­დით, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი მოკ­რი­ვე­ე­ბის რინ­გი იყო. ლადო, რო­გორც კრი­ვის მოყ­ვა­რუ­ლი, კვი­რა­ში ერთი-ორ­ჯერ შე­მო­ივ­ლი­და ხოლ­მე დარ­ბაზ­ში და კრი­ვის ილე­თებს სწავ­ლობ­და.

ერთ დღეს, რო­დე­საც სა­ჭი­და­ოდ მი­ვე­დი, ლა­დოს კრი­ვის დარ­ბაზ­ში მოვ­კა­რი თვა­ლი. მისი სპა­რინგპარტნი­ო­რი იმ დღეს ზაურ კო­ზა­ე­ვი (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პრი­ზი­ო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი) იყო.

შუა ვარ­ჯი­შის დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ჭი­და­ვე კოხ­ტა გი­ორ­გა­ძე შე­მო­ვარ­და და და­იყ­ვი­რა, - ლადო ნოკ­და­უნ­ში­აო. დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად მე­ო­რე სარ­თულ­ზე ჩავცვივ­დით. და­ვი­ნა­ხეთ - ლადო რინ­გის კუ­თხე­ში იყო ჩა­კუ­ზუ­ლი.

ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ლადო ჯერ ქა­ლაქს არ ენა­ხა.

უც­ნა­უ­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, არ ვიცი, ეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი თუ კი­დევ სხვა რა­მით...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის რული ვერ­სია

თბილისში ხმა გავარდა: ლადო მოკლეს!

თბილისში ხმა გავარდა: ლადო მოკლეს!

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ, "დედ ჰასანის" შავი დღეები",”საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით ერთმა ეპიზოდმა, სადაც ლაპარაკი იყო ლადო ქოქიაშვილის მკვლელობაზე. რამდენიმე დღის წინ რედაქციაში წერილი მივიღეთ.

ყურადღებით წავიკითხე წერილი "დედ ჰასანის" შავი დღეები." სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ მენიშნა. ბევრი რამ ადრე ყურმოკვრით ვიცოდი. მაგრამ ერთი საყურადღებო ფაქტის შესახებ მინდა გითხრათ, რომელიც ლადო ქოქიაშვილის მკვლელობას უკავშირდება. მართალია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ქოქიაშვილის მკვლელად "ქურთ ჰასანს" ასახელებდნენ, სინამდვილეში ის სულ სხვამ მოკლა, "ქურთ ჰასანს" კი მკვლელობა ალბათ იმიტომ მიეწერა, რომ ნამდვილი მკვლელის მეტსახელიც "ჰასანა" იყო. შესაბამისად, ახლახან მოკლულ "დედ ჰასანსაც" არ ჰქონია ამასთან კავშირი. დიდი დრო გავიდა ამ საშინელი ტრაგედიიდან, მაგრამ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვს ამ მკვლელობის დეტალები. იქნებ დაწვრილებით გაახსენებინოთ".

თენგიზ ჭონქაძე, თბილისი

საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით, შევეცადეთ, გაგვერკვია თბილისში ერთ დროს მეტად გახმაურებული მკვლელობის დეტალები.

გასული საუკუნის 50-იანი წლების თბილისში (სადაც, როგორც მხცოვანი თბილისელები იხსენებენ, ყველა ერთმანეთს იცნობდა და ყველაფერს თავისი სახელი ერქვა) ქალაქის გამორჩეულ ყმაწვილებს შორის ახალგაზრდა მოქანდაკე ლადო ქოქიაშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ (ლადოს მამა, იოსებ ქოქიაშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კარიკატურისტი გახლდათ, ძმა, ვახტანგი, ცნობილი მოქანდაკე). ლადო შესაშური აღნაგობის გარდა (ოჯახის წევრების განცხადებით, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის ცნობილი "მზეჭაბუკის", რომელიც სპორტის სასახლის წინ დგას, პროტოტიპი სწორედ ლადო ქოქიაშვილია), ქალაქში სამართლიანობითაც გამოირჩეოდა. ყველა მასთან დამეგობრებას ცდილობდა...

"1956 წელი იყო, ზაფხული. ერთ საღამოს მე, ლადო და გედი ჭყონია რუსთაველის კინოთეატრიდან გამოვედით. შინისკენ გავწიეთ (ლადო ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, იქვე, რუსთაველთან, მე - ვერაზე). ქაშუეთთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ჩოჩქოლებდა. ამბის გასაგებად ხალხში გავერიეთ და ასეთ სურათს გადავაწყდით: 5 ახალგაზრდას ერთი ბიჭი გაეგდო ფეხქვეშ და უმოწყალოდ სცემდნენ. ეტყობა, იმ საწყალს არაქათი გამოლეოდა და ვეღარ ეწინააღმდეგებოდა თავდამსხმელებს. უცებ ლადომ დაიყვირა, - მიშა, ბიჭოო... დასისხლიანებულმა ლადოს ერთი შეხედა და გაეღიმა (მივხვდი - მისი დანახვა ძალიან გაუხარდა). უცებ ლადო მოგვიბრუნდა და გაგვაფრთხილა, - განზე იდექით, არ შემოხვიდეთო და მოჩხუბრებს დაერია...

კარგად მახსოვს, რომ ერთი, როგორც კი ლადო დაინახა, გაიქცა, დანარჩენებს კარგად მოხვდათ.

წამოვაყენეთ წაქცეული. ლადომ დაუყვავა.

ჩხუბის მიზეზიც მაშინ გავიგეთ: ამ ბიჭებს მიშას ბიძაშვილი გოგონასთვის რაღაც უდიერად უთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრნი იყვნენ, მიშას გოგონას დაცვაზე უარი არ უთქვამს და ჩხუბიც ამტყდარა".

გელა ქოქიაშვილი, ლადო ქოქიაშვილის ბიძაშვილი

როგორც იხსენებენ, თბილისში მაშინ ბევრს ჩხუბობდნენ - მტყუან-მართალი ასე ირკვეოდა. დანის ხმარება იმ დროში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, სხვა იარაღზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ყველაფერს მუშტი წყვეტდა. ჩხუბის მერე ნაჩხუბრები ყოველთვის რიგდებოდნენ და შერიგების აღსანიშნავად ერთ სუფრას შლიდნენ. დაუძინებელი მტრობა ქალაქისთვის უცხო ხილი იყოო, - ამბობენ.

ლადოს ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებად ითვლებოდა ის, რომ ადამიანის დაჩაგვრას ვერ იტანდა. ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე მასთან ექნებოდათ. მაშინ ლადო ქოქიაშვილს მეგობრები ხუმრობით არსენასაც ადარებდნენ...

"რესტორან "არაგვის" ნაცვლად ადრე სამსართულიანი შენობა იდგა. მესამე სართულზე მოჭიდავეები ვვარჯიშობდით, მეორე სართულზე კი მოკრივეების რინგი იყო. ლადო, როგორც კრივის მოყვარული, კვირაში ერთი-ორჯერ შემოივლიდა ხოლმე დარბაზში და კრივის ილეთებს სწავლობდა.

ერთ დღეს, როდესაც საჭიდაოდ მივედი, ლადოს კრივის დარბაზში მოვკარი თვალი. მისი სპარინგპარტნიორი იმ დღეს ზაურ კოზაევი (საბჭოთა კავშირის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი) იყო.

შუა ვარჯიშის დროს მოულოდნელად მოჭიდავე კოხტა გიორგაძე შემოვარდა და დაიყვირა, - ლადო ნოკდაუნშიაო. დიდიან-პატარიანად მეორე სართულზე ჩავცვივდით. დავინახეთ - ლადო რინგის კუთხეში იყო ჩაკუზული.

ასეთ მდგომარეობაში ლადო ჯერ ქალაქს არ ენახა.

უცნაური განცდა დამეუფლა, არ ვიცი, ეს ცნობისმოყვარეობით იყო გამოწვეული თუ კიდევ სხვა რამით...

იხილეთ სტატიის რული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ