28 წლის მილიარდერი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი პოლიტიკურ კამპანიაში ერთვება.
მილიარდერი 13 თებერვალს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელის, ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორის, კრის კრისტის შემოწირულობების შესაგროვებელ ღონისძიებას წაიყვანს. ეს ინფორმაცია აშშ-ში ერთგვარ სენსაციად იქცა, მით უმეტეს, რომ კრისტი საპრეზიდენტო არჩევნებშიც ადრეც ღებულობდა მონაწილეობას და ბევრი ამერიკელისთვის 2016 წლის არჩევნებზეც რეალურ კანდიდატად მოიაზრება.
ღონისძიება კალიფორნიაში, პალო-ალტოში მდებარე ცუკერბერგის სახლში გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთი 3800 დოლარი ეღირება.
ცუკერბერგის გადაწყვეტილება აშშ-ის დემოკრატიული პარტიისთვის უსიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. დემოკრატები ისე განაწყენდნენ, რომ ღონისძიების ჩაშლა მოითხოვეს, თუმცა მალევე მოეგნენ გონს და მოთხოვნა პარტიის ვებ-გვერდიდან სწრაფადვე აიღეს.
გასულ წელს კალიფორნიაში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებას ცუკერბერგი და აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამას ერთად უძღვებოდნენ. მაშინ პრეზიდენტმა კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილი მილიარდერის მისამართით იხუმრა - "ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც ცუკერბერგი დაარწმუნა ადამიანურად ჩაეცვაო. ბოლო დროს გავრცელებული ხმებით კი ცუკერბერგსა და ობამას შორის "შავმა კატამ გაირბინა". სწორედ ამ უთნხმოებას მიაწერენ "ფეისბუქის" დამფუძნებლის ახალ პოლიტიკურ არჩევანს.
მომზადებულია thesundaytimes.co.uk-ის მიხედვით.