პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება აბაშაში?
რა ხდება აბაშაში?

მოძ­რა­ო­ბა "ივე­რი­ე­ლე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან კოჭ­ლოშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­გორ ცდი­ლო­ბენ აბა­შა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. 

- დღეს ბევრ რე­გი­ონ­ში გამ­გებ­ლად ინიშ­ნე­ბი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­ჩნე­ულ­ნი არი­ან ნაც­მოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, რაც საფრ­თხეს უქ­მნის ახალ მთავ­რო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მა­გა­ლი­თად, აბა­შის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი დათო დარ­ცმე­ლი­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლავთ და­ვით თო­ფუ­რია, ხოლო გამ­გებ­ლად და­ი­ნიშ­ნა გოჩა ჭან­ტუ­რია, რომ­ლის მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი მხო­ლოდ სა­პატ­რი­არ­ქოს სტამ­ბა­ში მუ­შა­ო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. მე პა­ტივს ვცემ ჩემს რე­ლი­გი­ა­სა და რჯუ­ლის კა­ნონს, უბ­რა­ლოდ, ფაქ­ტებს ავ­სა­ხავ. გოჩა ჭან­ტუ­რია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის, მამა მაქ­სი­მეს მძღო­ლი იყო. სწო­რედ მისი დახ­მა­რე­ბით მოხ­ვდა იგი სა­პატ­რი­არ­ქოს სტამ­ბა­ში, ხოლო მე­უ­ფე პეტ­რეს შემ­წე­ო­ბით და­ი­ნიშ­ნა გამ­გებ­ლად. ჭან­ტუ­რია კერ­ძო სა­უბ­რებ­ში ხში­რად ახ­სე­ნებს თა­ვის ლო­ბის­ტებს, რომ­ლებ­მაც მას ნაც­მო­ში გა­უკ­ვა­ლეს გზა. ამ ლო­ბის­ტებს შო­რის ასა­ხე­ლებს შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რი­ა­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას.

ამ­ბობს, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მე რომ გამ­გებ­ლად და­ვი­ნიშ­ნეო. მი­მაჩ­ნია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნონ ჭან­ტუ­რი­ას ნათ­ქვამ­ზე. ჩემი მი­ზა­ნი სი­მარ­თლის დად­გე­ნაა, არ მინ­და, შე­მობ­რუნ­დეს ის უბე­დუ­რე­ბა, რომ­ლის მსხვერ­პლიც გავ­ხდი.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- 2011 წლის მა­ი­სის პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩაბ­მუ­ლი და ამის გამო გა­ი­ტა­ცეს ჩემი ძმა, რო­მე­ლიც ერთი კვი­რის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. მე­ო­რე დღეს ჩემი ძმა ნა­ცემ-ნა­ბეგ­ვი და­აგ­დეს სახ­ლთან. ეს 24 მა­ისს მოხ­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ დღე­ებ­ში რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ჩემ­თვის არა­ვის ეცა­ლა. ამი­ტომ იმ­ხა­ნად მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არ გან­ვა­ცხა­დე. ასე­ვე, ჩა­მო­მარ­თვეს მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ჩემი ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­რო იყო. ეს არ ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვას? გამ­ცენ პა­სუ­ხი ამა­ზე მი­შამ და მის­მა დამ­ქა­შებ­მა...

გან­ვაგ­რძობ აბა­შის თე­მას: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე შვილმკვდა­რი დედა გა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც თქვა, რომ მისი შვი­ლი და­ვით დარ­ცმე­ლი­ძის ჩა­რე­ვით მოკ­ლეს. ვე­ცა­დე, ეს საქ­მე დე­ტა­ლუ­რად შე­მეს­წავ­ლა ად­გილ­ზე, მაგ­რამ ამ შა­ო­სან დე­დას ვე­ღარ მი­ვაკ­ვლიე. იმე­დია, ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, არ და­ა­ში­ნეს, რად­გა­ნაც ნა­ცი­ო­ნა­ლებს მყა­რად აქვთ გად­გმუ­ლი ფეს­ვე­ბი სა­მეგ­რე­ლო­ში. თო­ფუ­რია და დარ­ცმე­ლი­ძე, თა­ვის დრო­ზე, ახა­ლა­ი­ე­ბის მო­უ­რა­ვე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას აში­ნებ­დნენ, ემუქ­რე­ბოდ­ნენ. სწო­რედ ახა­ლა­ი­ე­ბის ლო­ბი­რე­ბით არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. ძნე­ლია იმ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბა, რაც აბა­შა­ში ხდე­ბა.

- დღეს რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი?

- დღეს ისე აქ­ტი­უ­რად ვე­ღარ მოქ­მე­დე­ბენ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ზოგ­ჯერ აღ­წე­ვენ სა­სურ­ველ პო­ლი­ტი­კურ შე­დეგს. მა­გა­ლი­თად, გამ­გებ­ლად მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ნიშ­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­წუ­ხე­ბუ­ლია, მათ ცუდი წარ­მოდ­გე­ნა ექ­მნე­ბათ ალა­სა­ნი­ა­სა და იზო­რი­ა­ზე, რო­გორც ჭან­ტუ­რია ამ­ბობს, მის ლო­ბის­ტებ­ზე, ამი­ტომ სა­ჭი­როა რე­ა­გი­რე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ არის მათი წარ­დგე­ნი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

- ლე­ვან, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, პრე­ზი­დენ­ტი ზუგ­დი­დის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­და­დი­სო...

- თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ზი­დენ­ცი­ას ზუგ­დიდ­ში გა­და­ი­ტანს, სა­კად­რის პა­სუხს მი­ი­ღებს. ზუგ­დი­დე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ გა­უშ­ვებს ხე­ლი­დან შანსს, ყო­ველ­დღე შე­ახ­სე­ნოს სა­ა­კაშ­ვილს, რომ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ხელს აფა­რებ­და მკვლე­ლებს, არ­ბევ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, და­ამ­კვიდ­რა ტე­რო­რი, შიში და სიც­რუე...

ესა­უბ­რა ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რა ხდება აბაშაში?

რა ხდება აბაშაში?

მოძრაობა "ივერიელების" ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი გვესაუბრება, როგორ ცდილობენ აბაშაში ადგილობრივი ნაციონალები დეზინფორმაციის გავრცელებას და ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას. 

- დღეს ბევრ რეგიონში გამგებლად ინიშნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შემჩნეულნი არიან ნაცმოსთან თანამშრომლობაში, რაც საფრთხეს უქმნის ახალ მთავრობასა და საზოგადოებას. მაგალითად, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატია ნაციონალების მიერ მხარდაჭერილი დათო დარცმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ დავით თოფურია, ხოლო გამგებლად დაინიშნა გოჩა ჭანტურია, რომლის მუშაობის სტაჟი მხოლოდ საპატრიარქოს სტამბაში მუშაობით შემოიფარგლება. მე პატივს ვცემ ჩემს რელიგიასა და რჯულის კანონს, უბრალოდ, ფაქტებს ავსახავ. გოჩა ჭანტურია წლების განმავლობაში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრის, მამა მაქსიმეს მძღოლი იყო. სწორედ მისი დახმარებით მოხვდა იგი საპატრიარქოს სტამბაში, ხოლო მეუფე პეტრეს შემწეობით დაინიშნა გამგებლად. ჭანტურია კერძო საუბრებში ხშირად ახსენებს თავის ლობისტებს, რომლებმაც მას ნაცმოში გაუკვალეს გზა. ამ ლობისტებს შორის ასახელებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას.

ამბობს, მათი დამსახურებაა, მე რომ გამგებლად დავინიშნეო. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებმა რეაგირება უნდა მოახდინონ ჭანტურიას ნათქვამზე. ჩემი მიზანი სიმართლის დადგენაა, არ მინდა, შემობრუნდეს ის უბედურება, რომლის მსხვერპლიც გავხდი.

- რას გულისხმობ?

- 2011 წლის მაისის პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩაბმული და ამის გამო გაიტაცეს ჩემი ძმა, რომელიც ერთი კვირის დაქორწინებული იყო. მეორე დღეს ჩემი ძმა ნაცემ-ნაბეგვი დააგდეს სახლთან. ეს 24 მაისს მოხდა, მოგეხსენებათ, იმ დღეებში რა პროცესები მიმდინარეობდა, ჩემთვის არავის ეცალა. ამიტომ იმხანად მომხდარის შესახებ არ განვაცხადე. ასევე, ჩამომართვეს მანქანა, რომელიც ჩემი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ეს არ ნიშნავს პოლიტიკური თვალსაზრისის გამო ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევას? გამცენ პასუხი ამაზე მიშამ და მისმა დამქაშებმა...

განვაგრძობ აბაშის თემას: "ქართული ოცნების" ერთ-ერთ აქციაზე შვილმკვდარი დედა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილი დავით დარცმელიძის ჩარევით მოკლეს. ვეცადე, ეს საქმე დეტალურად შემესწავლა ადგილზე, მაგრამ ამ შაოსან დედას ვეღარ მივაკვლიე. იმედია, ამ ინტერვიუს შემდეგ მაინც გამოჩნდება, თუ, რა თქმა უნდა, არ დააშინეს, რადგანაც ნაციონალებს მყარად აქვთ გადგმული ფესვები სამეგრელოში. თოფურია და დარცმელიძე, თავის დროზე, ახალაიების მოურავები იყვნენ. ისინი მოსახლეობას აშინებდნენ, ემუქრებოდნენ. სწორედ ახალაიების ლობირებით არიან ეს ადამიანები თანამდებობებზე. ძნელია იმ ყველაფრის ყურება, რაც აბაშაში ხდება.

- დღეს როგორ იქცევიან ეს ადამიანები?

- დღეს ისე აქტიურად ვეღარ მოქმედებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგჯერ აღწევენ სასურველ პოლიტიკურ შედეგს. მაგალითად, გამგებლად მათთვის სასურველი ადამიანი დანიშნეს. ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია, მათ ცუდი წარმოდგენა ექმნებათ ალასანიასა და იზორიაზე, როგორც ჭანტურია ამბობს, მის ლობისტებზე, ამიტომ საჭიროა რეაგირება, რომ ეს ადამიანი არ არის მათი წარდგენილი თანამდებობაზე.

- ლევან, გავრცელდა ინფორმაცია, პრეზიდენტი ზუგდიდის რეზიდენციაში გადადისო...

- თუ სააკაშვილი რეზიდენციას ზუგდიდში გადაიტანს, საკადრის პასუხს მიიღებს. ზუგდიდელების უმრავლესობა არ გაუშვებს ხელიდან შანსს, ყოველდღე შეახსენოს სააკაშვილს, რომ 9 წლის განმავლობაში იგი ხელს აფარებდა მკვლელებს, არბევდა საქართველოს მოსახლეობას, დაამკვიდრა ტერორი, შიში და სიცრუე...

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა