პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების შვილები
ცნობილების შვილები

ვაგ­რძე­ლებ ცნო­ბი­ლე­ბის შვი­ლე­ბის თე­მას და წარ­მო­გიდ­გენთ კი­დევ 4 ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის მემ­კვიდ­რე­ებს.

თაკო ჩხე­ი­ძემ მო­ა­ხერ­ხა და საქ­მე პი­რად ცხოვ­რე­ბას შე­უ­თავ­სა. მო­დე­ლი დიდი ხა­ნია გა­თხო­ვი­ლია, ჰყავს სამი ვაჟი და მე­სა­მე­ზე ორ­სუ­ლად რომ იყო, თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის პო­დი­უ­მებს წარ­მა­ტე­ბით ლაშ­ქრავ­და. თა­კოს მე­უღ­ლე დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­შია, მო­დე­ლი თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან ეს­ტო­ნეთ­ში იყო, ხან - თბი­ლის­ში, ახლა კი თბი­ლის­ში და­ფუძ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. თა­კოს პირ­ვე­ლი შვი­ლი 11 წლის სერ­გია, რო­მე­ლიც ისე ჰგავს დე­დას, რომ მო­დე­ლის "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ამ ფო­ტომ თა­კოს მე­გობ­რებ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, დედა-შვი­ლი ერ­თმა­ნეთს გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავ­სო.

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი კი­დევ ერთი მო­დე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­თა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით. მარ­თა­ლია, ბევ­რი ამ­ბობს, რომ სა­ლო­მეს, თა­ვი­სი ეგ­ზო­ტი­კუ­რი გა­რეგ­ნო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, შე­ეძ­ლო, სა­ზღვრებს გა­რეთ მშვე­ნი­ე­რი კა­რი­ე­რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მან პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე და­ო­ჯა­ხე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა, ტატო აბუ­ლა­ძეს გაჰ­ყვა ცო­ლად, რო­მელ­თა­ნაც ვაჟი, და­თუ­ნა შე­ე­ძი­ნა.

შემ­დეგ კი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი და­ინ­გრა და სა­ლო­მემ თა­ვი­სი ბედი ცნო­ბილ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ ზურა ხი­ზა­ნიშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა, რო­მელ­თა­ნაც ორი გო­გო­ნა ჰყავს, ოჯა­ხი სა­ხა­ლი­სო ფო­ტო­სე­სი­ებს "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად აქ­ვეყ­ნებს.

"რუს­თა­ვი-2"-ის ჟურ­ნა­ლისტ თეა ადე­იშ­ვილს ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნა ნიტა არ­დიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. ნიტა სტუ­დენ­ტი გახ­ლავთ, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნაა და გა­რეგ­ნუ­ლად დე­დას ძა­ლი­ან ჰგავს.

თე­ა­სა და ნი­ტას დე­დაშ­ვი­ლუ­რის გარ­და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც აკავ­ში­რებთ. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ნი­ტას და­ბა­დე­ბის დღე­ზე თეამ მისი ფო­ტო­ე­ბის ალ­ბო­მი გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ფე­ის­ბუქ­ზე" და გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი მი­ნა­წე­რიც გა­უ­კე­თა, რომ, რო­გორც ყვე­ლა დე­დას, მა­საც აქვს შე­ნიშ­ვნე­ბი შვი­ლის მი­მართ, მაგ­რამ ნიტა ძა­ლი­ან სწო­რი პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე და კარ­გი ადა­მი­ა­ნია.

მაკა ასა­თი­ანს სამი ვაჟი ჰყავს: კახი და ლე­ვან ჟორ­და­ნი­ე­ბი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ამ­ჟა­მად კი ჰო­ლან­დი­უ­რი არ­ნე­მის "ვი­ტე­სის" მფლო­ბე­ლის, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას­გან, ხოლო მე­ორე და ამ­ჟა­მინ­დელ ქმარ­თან, კოტე გო­გე­ლი­ას­თან - უმ­ცრო­სი შვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე გო­გე­ლია.

ალ­ბათ ყვე­ლას გა­ხსოვთ პა­ტა­რა გო­გო­ნა "ბას­ტი-ბუ­ბუ­დან", ფე­რი­ას კა­ბა­ში რომ იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, მა­რი­ა­ნა აჩბა, ანუ მანუ, რო­გორც მას საყ­ვა­რე­ლი დე­ი­და ეძა­ხის ბავ­შვო­ბი­დან. ის უკვე დი­დია, სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. მა­რი­ა­ნა მა­კას დის, სა­ლო­მეს შვი­ლია. სა­ლო­მე პრე­სას­თან არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა, თუმ­ცა მის სი­ლა­მა­ზე­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. სა­ლო­მე მა­კას ნაკ­ვთე­ბით ძა­ლი­ან ჰგავს, თუმ­ცა ქე­რათ­მი­ა­ნი და მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბაა. დის­შვი­ლი მა­რი­ა­ნა დე­ი­დას არ ჰგავს. რაც შე­ე­ხე­ბა მა­კას შვი­ლებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად მას პა­ტა­რა კონ­სტან­ტი­ნე ჰგავს.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ცნობილების შვილები

ცნობილების შვილები

ვაგრძელებ ცნობილების შვილების თემას და წარმოგიდგენთ კიდევ 4 ცნობილი ადამიანის მემკვიდრეებს.

თაკო ჩხეიძემ მოახერხა და საქმე პირად ცხოვრებას შეუთავსა. მოდელი დიდი ხანია გათხოვილია, ჰყავს სამი ვაჟი და მესამეზე ორსულად რომ იყო, თბილისის მოდის კვირეულის პოდიუმებს წარმატებით ლაშქრავდა. თაკოს მეუღლე დიპლომატიურ სამსახურშია, მოდელი თავის შვილებთან ერთად წლების განმავლობაში ხან ესტონეთში იყო, ხან - თბილისში, ახლა კი თბილისში დაფუძნება გადაწყვიტა. თაკოს პირველი შვილი 11 წლის სერგია, რომელიც ისე ჰგავს დედას, რომ მოდელის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულმა ამ ფოტომ თაკოს მეგობრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, დედა-შვილი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავსო.

სალომე ღვინიაშვილი კიდევ ერთი მოდელია წარმატებული კარიერითა და პირადი ცხოვრებით. მართალია, ბევრი ამბობს, რომ სალომეს, თავისი ეგზოტიკური გარეგნობის დამსახურებით, შეეძლო, საზღვრებს გარეთ მშვენიერი კარიერა გაეკეთებინა, მან პატარა ასაკიდანვე დაოჯახება ამჯობინა, ტატო აბულაძეს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც ვაჟი, დათუნა შეეძინა.

შემდეგ კი ახალგაზრდობაში შექმნილი ოჯახი დაინგრა და სალომემ თავისი ბედი ცნობილ ქართველ ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილს დაუკავშირა, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს, ოჯახი სახალისო ფოტოსესიებს "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებს.

"რუსთავი-2"-ის ჟურნალისტ თეა ადეიშვილს ერთადერთი გოგონა ნიტა არდიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ნიტა სტუდენტი გახლავთ, ძალიან მხიარული და აქტიური გოგონაა და გარეგნულად დედას ძალიან ჰგავს.

თეასა და ნიტას დედაშვილურის გარდა მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებთ. რამდენიმე კვირის წინ ნიტას დაბადების დღეზე თეამ მისი ფოტოების ალბომი გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" და გულის ამაჩუყებელი მინაწერიც გაუკეთა, რომ, როგორც ყველა დედას, მასაც აქვს შენიშვნები შვილის მიმართ, მაგრამ ნიტა ძალიან სწორი პრინციპების მქონე და კარგი ადამიანია.

მაკა ასათიანს სამი ვაჟი ჰყავს: კახი და ლევან ჟორდანიები ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი ჰოლანდიური არნემის "ვიტესის" მფლობელის, მერაბ ჟორდანიასგან, ხოლო მე­ორე და ამჟამინდელ ქმართან, კოტე გოგელიასთან - უმცროსი შვილი, კონსტანტინე გოგელია.

ალბათ ყველას გა­ხსოვთ პატარა გოგონა "ბასტი-ბუბუდან", ფერიას კაბაში რომ იყო გამოწყობილი, მარიანა აჩბა, ანუ მანუ, როგორც მას საყვარელი დეიდა ეძახის ბავშვობიდან. ის უკვე დიდია, საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. მარიანა მაკას დის, სალომეს შვილია. სალომე პრესასთან არასდროს გამოჩენილა, თუმცა მის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა. სალომე მაკას ნაკვთებით ძალიან ჰგავს, თუმცა ქერათმიანი და მწვანეთვალებაა. დისშვილი მარიანა დეიდას არ ჰგავს. რაც შეეხება მაკას შვილებს, ყველაზე მეტად მას პატარა კონსტანტინე ჰგავს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება