პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერგნეთი: ჩუმი ომის ზონა
ერგნეთი: ჩუმი ომის ზონა

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ბოლო დროს სულ უფრო ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ ერგნეთ­ში, დე ფაქ­ტო სა­ზღვარ­თან, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ზო­ნის შექ­მნა­ზე. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შაო უკვე და­წყე­ბუ­ლია. გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით და გვე­ნა­ხა, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ონ­ში, სა­ზღვრის­პი­რა სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალს ესა­ზღვრე­ბა; რო­გორ ცხოვ­რო­ბენ აქა­უ­რე­ბი და რას ფიქ­რო­ბენ ერგნეთ­ში ბაზ­რო­ბის აღ­დგე­ნა­ზე.

ერგნეთ­ში ჩა­სუ­ლე­ბი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გოს მი­ვა­დე­ქით, რო­მე­ლიც რუ­სე­ბის სა­გუ­შა­გოს ისე ახ­ლოს ესა­ზღვრე­ბა, რომ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით აღ­მარ­თუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და დე ფაქ­ტო ოსე­თის დრო­შე­ბი შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის­გან ვცდი­ლობთ გა­ვარ­კვი­ოთ ად­გი­ლი, სა­დაც ახა­ლი მთავ­რო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ზო­ნის გახ­სნას აპი­რებს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი გვი­ყუ­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი რამ პირ­ვე­ლად ეს­მით. მათ­გან ვი­გებთ, რომ ერგნე­თის ბაზ­რო­ბა უწინ იქ იყო, სა­დაც ახლა რუ­სე­ბის სა­გუ­შა­გოა, სხვა კი­თხვებ­ზე კი ერთი პა­სუ­ხი აქვთ: გორ­ში, შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თე­თო.

რა თქმა უნდა, მათ რჩე­ვას არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და სა­გუ­შა­გოს გვერ­დის ავ­ლით, სო­ფელ ერგნეთ­ში ვი­პა­რე­ბით.

ხუთი წლის წი­ნან­დე­ლი ომის კვა­ლი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. თით­ქმის ყვე­ლა სახ­ლი გა­დამ­წვა­რია, ჭიშ­კა­რი - და­ცხრი­ლუ­ლი, აქა-იქ აფეთ­ქე­ბულ ჭურ­ვებ­საც წა­ა­წყდე­ბით. სო­ფელ­ში უმე­ტე­სად მო­ხუ­ცე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ისიც კან­ტი­კუნ­ტად. ბავ­შვე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი აქ მათ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­მო­დი­ან. არა­და, ომამ­დე სო­ფელ­ში 180 ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. ოკუ­პან­ტებ­მა 120 სახ­ლი დაწ­ვეს, ვინც სო­ფე­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ყვე­ლა­ზე "ცხელ" დღე­ებ­შიც კი არ და­ტო­ვა, მოკ­ლეს, ზოგი დახ­ვრი­ტეს, ზო­გიც სახ­ლებ­ში ამოწ­ვეს.

რო­ბინ­ზონ კას­რა­ძე, ერგნე­თის მკვიდ­რი: "ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ოსებ­თან შე­რი­გე­ბა. ბა­ზარ­ში ვი­ღა­ცას ნა­ხავ, რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა გა­გახ­სენ­დეს და შე­საძ­ლოა, თავს ვერ მო­ე­რიო. უმ­რავ­ლე­სო­ბას სის­ხლში აქვს ხელი გას­ვრი­ლი, მათ­თვის კა­ცის კვლა არა­ფე­რია და გვე­ში­ნია, რამე უბე­დუ­რე­ბა არ მოჰ­ყვეს ამ ყვე­ლა­ფერს. ხომ ნა­ხეთ, ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მხო­ლოდ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე დგა­ნან, რუ­სე­ბი ან ოსე­ბი შე­მოვ­ლი­თი გზით რომ შე­მო­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, ვინ არის განმკი­თხა­ვი? აქე­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა იქით გა­დას­ვლა, მაგ­რამ რის­კია, და­გი­ჭე­რენ და სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას მო­გის­ჯი­ან. დიდი თხრი­ლი გა­ა­კე­თეს და ასე შე­მო­ავ­ლეს ცხინ­ვალს დე ფაქ­ტო სა­ზღვა­რი. დღე­და­ღამ ძაღ­ლით და­დი­ან რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი, ცხინ­ვა­ლის მხრი­დან ხში­რად ის­მის სრო­ლის ხმა. ახალ წელს ცაზე 2013 და­წე­რეს. პირ­და­პირ ჩვენ­კენ მო­დი­ო­და მა­ნა­თო­ბე­ლი ტყვი­ე­ბი და სა­ხუ­რა­ვებ­ზე ცვი­ო­და. ხში­რად ის­მის სრო­ლის ხმა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი­და­ნაც - აჩა­ბე­თი­დან, თა­მა­რა­შე­ნი­დან, მძი­მე ტექ­ნი­კი­და­ნაც ის­ვრი­ან. ამ­ბო­ბენ, იქ რუ­სებს პო­ლი­გო­ნე­ბი აქ­ვთო.

ცოტა მეტი ყუ­რა­დღე­ბა რომ გა­მო­ი­ჩი­ნოს ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ხალ­ხი და­უბ­რუნ­დე­ბა ამ კუ­თხეს. შე­შას შეგ­ვპირ­დნენ და არ მოგ­ვი­ტა­ნეს. ცოტა ხილ­სა და ბოსტნე­ულს მო­იყ­ვან­და კაცი, მაგ­რამ სარ­წყა­ვი წყა­ლი არა გვაქვს, არ­ხის სა­თა­ვე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ექ­ცა. მრა­ვალ­წლი­ა­ნი ნარ­გა­ვე­ბი ხმე­ბა და შე­შად ჭრის ხალ­ხი. ვაშ­ლის ბა­ღე­ბი რომ არ გამ­ხმა­რი­ყო, წყლის ცის­ტერ­ნა ვი­ქი­რა­ვეთ და 50-50 ლიტ­რი წყა­ლი და­ვუს­ხით თითო ხეს. ეს იგი­ვეა, გულ­წა­სულ ადა­მი­ანს რომ მო­ა­სუ­ლი­ე­რებ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კაც არა გვაქვს. რაც ჰქონ­და სო­ფელს, ომის დროს წა­ი­ღეს".

ნუნუ ჯო­ხა­ძე, ერგნე­თის მკვიდ­რი: "ინ­ვა­ლი­დი მე­უღ­ლე მყავ­და, მოვ­კი­დე ხელი და გა­ვიყ­ვა­ნე სახ­ლი­დან. რომ დავ­ბრუნ­დი, სახ­ლი გა­დამ­წვა­რი დამ­ხვდა. ჩემი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო პენ­სი­აა - 110 ლარი, ეს მა­შინ, როცა ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლი 46 ლარი ღირს. ძლივს გაგ­ვაქვს თავი. ომის დროს დან­გრე­უ­ლი სახ­ლის სა­ნაც­ვლოდ, 6-მეტ­რი­ა­ნი კო­ტე­ჯე­ბი აგ­ვი­შე­ნეს და სამი სული ვცხოვ­რობთ. მე კი ვდგა­ვარ და ყო­ველ­დღე ამ ჩემს ნან­გრე­ვე­ბად ქცე­ულ სახ­ლს შევ­ყუ­რებ. სო­ფე­ლი თუ არ აღ­დგა, ბაზ­რის აღ­დგე­ნას რა აზრი აქვს? მე თვი­თონ ხუთი წელი ვვაჭ­რობ­დი ერგნე­თის ბაზ­რო­ბა­ზე. მდგმუ­რე­ბიც მყავ­და. დღეს მდგმუ­რე­ბი კი არა, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც რომ ჩა­მო­დი­ან, ამ კო­ტე­ჯში ძლივს ვე­ტე­ვით".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ერგნეთი: ჩუმი ომის ზონა

ერგნეთი: ჩუმი ომის ზონა

პოლიტიკოსები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ერგნეთში, დე ფაქტო საზღვართან, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს სამშენებლო სამუშაო უკვე დაწყებულია. გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით და გვენახა, რა მდგომარეობაა კონფლიქტურ რეგიონში, საზღვრისპირა სოფელში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება; როგორ ცხოვრობენ აქაურები და რას ფიქრობენ ერგნეთში ბაზრობის აღდგენაზე.

ერგნეთში ჩასულები ქართული პოლიციის საგუშაგოს მივადექით, რომელიც რუსების საგუშაგოს ისე ახლოს ესაზღვრება, რომ ერთმანეთის გვერდით აღმართული რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ოსეთის დროშები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ქართული პოლიციისგან ვცდილობთ გავარკვიოთ ადგილი, სადაც ახალი მთავრობა თავისუფალი სავაჭრო ზონის გახსნას აპირებს. სამართალდამცავები გაოცებული გვიყურებენ და ამბობენ, რომ ასეთი რამ პირველად ესმით. მათგან ვიგებთ, რომ ერგნეთის ბაზრობა უწინ იქ იყო, სადაც ახლა რუსების საგუშაგოა, სხვა კითხვებზე კი ერთი პასუხი აქვთ: გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას მიმართეთო.

რა თქმა უნდა, მათ რჩევას არ ვითვალისწინებთ და საგუშაგოს გვერდის ავლით, სოფელ ერგნეთში ვიპარებით.

ხუთი წლის წინანდელი ომის კვალი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. თითქმის ყველა სახლი გადამწვარია, ჭიშკარი - დაცხრილული, აქა-იქ აფეთქებულ ჭურვებსაც წააწყდებით. სოფელში უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ, ისიც კანტიკუნტად. ბავშვები და ახალგაზრდები აქ მათ მოსანახულებლად ჩამოდიან. არადა, ომამდე სოფელში 180 ოჯახი ცხოვრობდა. ოკუპანტებმა 120 სახლი დაწვეს, ვინც სოფელი 2008 წლის აგვისტოს ყველაზე "ცხელ" დღეებშიც კი არ დატოვა, მოკლეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგიც სახლებში ამოწვეს.

რობინზონ კასრაძე, ერგნეთის მკვიდრი: "ამდენი უბედურების შემდეგ გაგვიჭირდება ოსებთან შერიგება. ბაზარში ვიღაცას ნახავ, რაღაც შეიძლება გაგახსენდეს და შესაძლოა, თავს ვერ მოერიო. უმრავლესობას სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მათთვის კაცის კვლა არაფერია და გვეშინია, რამე უბედურება არ მოჰყვეს ამ ყველაფერს. ხომ ნახეთ, ჩვენი სამართალდამცავები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე დგანან, რუსები ან ოსები შემოვლითი გზით რომ შემოვიდნენ სოფელში, ვინ არის განმკითხავი? აქედანაც შეიძლება იქით გადასვლა, მაგრამ რისკია, დაგიჭერენ და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას მოგისჯიან. დიდი თხრილი გააკეთეს და ასე შემოავლეს ცხინვალს დე ფაქტო საზღვარი. დღედაღამ ძაღლით დადიან რუსი მესაზღვრეები, ცხინვალის მხრიდან ხშირად ისმის სროლის ხმა. ახალ წელს ცაზე 2013 დაწერეს. პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა მანათობელი ტყვიები და სახურავებზე ცვიოდა. ხშირად ისმის სროლის ხმა ქართული სოფლებიდანაც - აჩაბეთიდან, თამარაშენიდან, მძიმე ტექნიკიდანაც ისვრიან. ამბობენ, იქ რუსებს პოლიგონები აქვთო.

ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოიჩინოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ხალხი დაუბრუნდება ამ კუთხეს. შეშას შეგვპირდნენ და არ მოგვიტანეს. ცოტა ხილსა და ბოსტნეულს მოიყვანდა კაცი, მაგრამ სარწყავი წყალი არა გვაქვს, არხის სათავე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მრავალწლიანი ნარგავები ხმება და შეშად ჭრის ხალხი. ვაშლის ბაღები რომ არ გამხმარიყო, წყლის ცისტერნა ვიქირავეთ და 50-50 ლიტრი წყალი დავუსხით თითო ხეს. ეს იგივეა, გულწასულ ადამიანს რომ მოასულიერებ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც არა გვაქვს. რაც ჰქონდა სოფელს, ომის დროს წაიღეს".

ნუნუ ჯოხაძე, ერგნეთის მკვიდრი: "ინვალიდი მეუღლე მყავდა, მოვკიდე ხელი და გავიყვანე სახლიდან. რომ დავბრუნდი, სახლი გადამწვარი დამხვდა. ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა - 110 ლარი, ეს მაშინ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 46 ლარი ღირს. ძლივს გაგვაქვს თავი. ომის დროს დანგრეული სახლის სანაცვლოდ, 6-მეტრიანი კოტეჯები აგვიშენეს და სამი სული ვცხოვრობთ. მე კი ვდგავარ და ყოველდღე ამ ჩემს ნანგრევებად ქცეულ სახლს შევყურებ. სოფელი თუ არ აღდგა, ბაზრის აღდგენას რა აზრი აქვს? მე თვითონ ხუთი წელი ვვაჭრობდი ერგნეთის ბაზრობაზე. მდგმურებიც მყავდა. დღეს მდგმურები კი არა, შვილიშვილებიც რომ ჩამოდიან, ამ კოტეჯში ძლივს ვეტევით".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?