საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ცნობილაძემ "ახალ ხმაში" მიღებული სტრესი დღემდე ვერ დაძლია
ნინი ცნობილაძემ "ახალ ხმაში" მიღებული სტრესი დღემდე ვერ დაძლია

"ახა­ლი ხმის" მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბელ­მა, 20 წლის ნინი ცნო­ბი­ლა­ძემ პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი ისე სრულ­ყო­ფი­ლად ვერ წარ­მო­ა­ჩი­ნა, რო­გორც უნ­დო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მო­პო­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. თუმ­ცა "ახალ ხმა­ში" ბევ­რი ისე­თი რამ ნახა, რა­საც არას­დროს შეხ­ვედ­რია, მა­გა­ლი­თად, კონ­კუ­რენ­ცია სწო­რედ ამ პრო­ექ­ტში შე­იგ­რძნო მთე­ლი სიმ­ძაფ­რით და მიხ­ვდა, რომ შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი პი­რა­დად ერთ რა­მეს გე­უბ­ნე­ბო­დეს და ზურგს უკან - სხვას. ნინი სტე­ფა­ნე­სა და მა­ი­ას გუნ­დის წევ­რი იყო. მის კონ­კუ­რენტ მაგ­და ვა­სა­ძეს იმა­ვე გუნ­დი­დან ასე­ვე მრა­ვა­ლი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავ­და, თუმ­ცა ნინი ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და და სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს­თან და­მარ­ცხდა.

- ბავ­შვო­ბი­დან მღე­რი?

- ბავ­შვო­ბი­დან არ ვმღე­რი, მაგ­რამ მუ­სი­კო­სე­ბის ოჯა­ხი­დან ვარ. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნეს, რვა წელი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დავ­დი­ო­დი და წარ­მა­ტე­ბე­ბიც მქონ­და ამ მხრივ, მაგ­რამ სიმ­ღე­რის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა არას­დროს მქო­ნია და არც სურ­ვი­ლი, რომ მე­ცა­და... ერთხელ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, გი­ტა­რის­ტმა ბონ­დო მე­ფა­რიშ­ვილ­მა რა­ღაც მე­ლო­დია და­უკ­რა, აკომ­პა­ნე­მენ­ტი გა­მი­წია და წა­მამ­ღე­რა. რო­გორც მუ­სი­კოს­მა, რა­ღაც და­ი­ჭი­რა ჩემს ხმა­ში და მი­თხრა, სხვა­ნა­ი­რი ტემ­ბრი გაქ­ვსო. ეს მე­გობ­რე­ბის წრე­ში მოხ­და. 13-14 წლის ვი­ყა­ვი. მას მერე და­ვი­წყე სიმ­ღე­რა. ამან იმ­დე­ნად გა­მი­ტა­ცა, სულ მინ­დო­და, ყო­ველ­დღე ახალ-ახა­ლი ქა­ვე­რე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, თუმ­ცა თა­ვა­დაც ვწერ სიმ­ღე­რებს. მუ­სი­კა სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს... ხმის მხრივ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. თა­ვად ვე­რას­დროს მივ­ხვდე­ბო­დი, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმა მქონ­და, მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს. სულ მირ­ჩევ­დნენ, "ნუ­ცას სკო­ლა­ში" ან "ჯე­ოს­ტარ­ში" მე­ცა­და ბედი, მაგ­რამ ამის სურ­ვი­ლი არას­დროს მქო­ნია.

- რა­ტომ?

- სულ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ეს კონ­კურ­სე­ბი ერ­თფე­რო­ვა­ნი იყო და მომ­ღე­რალს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბას არ უნარ­ჩუ­ნებ­დნენ. ყვე­ლა კონ­კურსს აქვს ფორ­მა­ტი, მაგ­რამ "ახა­ლი ხმა" უფრო მომ­წონს და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე ამე­რი­კულ თუ ინ­გლი­სურ ვა­რი­ან­ტებს ინ­ტერ­ნე­ტით ვა­დევ­ნებ­დი თვალს და ვამ­ბობ­დი, თუკი ეს პრო­ექ­ტი გა­კეთ­დე­ბო­და ჩვენ­თან, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სწო­რედ იმ წელს ჩა­მო­ი­ტა­ნეს ეს პრო­ექ­ტი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე.

- მშობ­ლე­ბი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლისტ­ები არი­ან თუ ვო­კა­ლის­ტე­ბი?

- დედა ფორ­ტე­პი­ა­ნოს ას­წავ­ლის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, ასე­ვე - ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში, მამა კი მუ­სი­კო­სი არ გახ­ლავთ, მო­ცეკ­ვა­ვეა, ბა­ბუა გახ­ლდათ ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, ნი­კო­ლოზ ურუ­შა­ძე, ბე­ბია ცეკ­ვავ­და. გარ­შე­მო სულ ხე­ლო­ვა­ნე­ბი მყავს.

- მშობ­ლებს ალ­ბათ გა­უ­ხარ­დათ, როცა "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­წყვი­ტე...

- ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ის არის, რომ მხო­ლოდ ერთი-ორ­ჯერ ჰქონ­დათ მოს­მე­ნი­ლი ჩემი წამ­ღე­რე­ბა და აზ­რზე არ იყო არც ერთი, რომ ვმღე­რო­დი. ჩემი გა­მოს­ვლა მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში გა­უკ­ვირ­დათ რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებს, ასვე სხვა ნა­თე­სა­ვებ­სა და ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რე­ბის გარ­და. პირ­ვე­ლად ჩემი ნამ­ღე­რი სცე­ნა­ზე მო­ის­მი­ნეს.

ერთ-ერთ ჩემს მე­გო­ბარს აქვს სარ­და­ფი, სა­დაც ვიკ­რი­ბე­ბო­დით ხოლ­მე, ვერ­თო­ბო­დით და ვმღე­რო­დით, ამ სარ­დაფს გა­რეთ არა­ფე­რი გაგ­ვი­ტა­ნია. დე­და­ჩე­მი გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში არც კი წა­მომ­ყვა, რად­გან რო­გორც მუ­სი­კოსს, ეში­ნო­და ჩემი პირ­ვე­ლად მოს­მე­ნა, აუ­დი­ტო­რი­ა­ში დაჯ­და სხვებ­თან ერ­თად. როცა მო­ის­მი­ნა, გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლია ჩემ მი­მართ. მშობ­ლებს ახა­სი­ა­თებთ კრი­ტი­კა, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და სტი­მუ­ლია.

- სტე­ფა­ნე­სა და მა­ი­ას გუნდში მო­ხვედ­რა რა­ტომ გინ­დო­და?

- სულ ამას ვამ­ბობ, ასა­კით პა­ტა­რა ვარ, 20 წლის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია. სტე­ფა­ნე და მაია თა­ვი­დან­ვე, პირ­ვე­ლი­ვე შე­ხედ­ვით, ალა­ლე­ბი მო­მეჩ­ვე­ნენ. მა­ი­ას შე­მოქ­მე­დე­ბას დიდი ხა­ნია თვალს ვა­დევ­ნებ, სტე­ფა­ნე­სას ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ თან­და­თან მო­ვუს­მი­ნე. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. ორი­ვე­ნი ღიად ლა­პა­რა­კობ­დნენ, შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობ­დნენ იმას, რა­საც ფიქ­რობ­დნენ და ამან მომ­ხიბ­ლა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მათ­თან მოვ­ხვდი. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მათი სა­ხით მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე და გარ­და ამი­სა, პა­ტივს ვცემ მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს.

- ელო­დი, რომ მწვრთნე­ლე­ბი შენ­ზე იტყოდ­ნენ, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად ახა­ლი ხმაო?

- ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი. ჩემს ხმას გვერ­დი­დან ხომ ვერ ვუს­მენ. ალ­ბათ ამ­დე­ნი კომ­პლი­მენ­ტი სა­კუ­თარ თა­ვამ­დე არ უნდა მი­ი­ტა­ნო. ვერ ვი­ტან გა­მო­ნათ­ქვამს, "თავ­ში ავარ­დნა", ამი­ტომ ვი­ტყვი, რომ შე­საძ­ლოა, ამ კომ­პლი­მენ­ტებ­მა მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გაგ­ხა­დოს და ნაკ­ლე­ბად იმუ­შაო სა­კუ­თარ თავ­ზე. კომ­პლი­მენ­ტი უნდა მი­ი­ღო, მაგ­რამ უფრო მე­ტად უნდა გა­ფილტრო. ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ბევ­რად უფრო მი­სა­ღე­ბია ჩემ­თვის. ჯერ არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ეს კონ­კურ­სი პირ­ვე­ლი იყო ჩემ­თვის და სა­ოც­რად კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რა­საც მი­ვაღ­წიე. ახლა ჩემს მიზ­ნებ­ზე ვფიქ­რობ.

- რა გას­წავ­ლა ამ პრო­ექ­ტმა?

- მარ­ტო მუ­სი­კის მხრივ არ მის­წავ­ლია ბევ­რი, პრო­ექ­ტმა ბევ­რი რამ და­მა­ნახ­ვა ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მხრივ. აქამ­დე არ მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ბევ­რი ჯგუ­ფი არ­სე­ბობს. ჩემს მე­გობ­რებ­თან ვურ­თი­ერ­თობ­დი და ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ მათ ნამ­დვი­ლად ვუყ­ვარ­დი, ამით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. თურ­მე ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა. და­ვი­ნა­ხე ის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თა­მა­შობს და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. შე­უძ­ლი­ათ, ბევ­რი სა­ქე­ბა­რი სი­ტყვა გი­თხრან და ზურგს უკან გა­მოგ­ლან­ძღონ. ეს არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ზო­გად კონ­კურ­სში. აწყდე­ბი ისეთ რა­ღა­ცებს, რაც მარ­თლა ძა­ლი­ან გტ­კენს გულს და ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი ტრავ­მა ჩემ­თვის. პრო­ექ­ტი ბო­ლოს­კენ რომ წა­ვი­და, მივ­ხვდი, რომ ნევ­რო­ზი მქონ­და და ამას ყველ­გან გა­მოვ­ხა­ტავ­დი, მათ შო­რის მე­გობ­რებ­თა­ნაც და ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც.

ვი­საც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­უნ­დე­ბა, ვურ­ჩევ, ინ­ტერ­ნეტ­ში კო­მენ­ტა­რე­ბის წა­კი­თხვას თავი აა­რი­დოს. გაქვს სურ­ვი­ლი, წა­ი­კი­თხო ხალ­ხის აზრი, რად­გან გა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა არ არის სა­ჭი­რო. ბევ­რი ისე­თი რამ იწე­რე­ბო­და, რისი წა­კი­თხვაც ძა­ლი­ან არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. არ მე­გო­ნა, თუკი ასე ახ­ლოს მი­ვი­ტან­დი გულ­თან, მაგ­რამ ასე მოხ­და. სა­ში­ნე­ლე­ბაა...

- რო­გორც მივ­ხვდი, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შიდა კონ­კუ­რენ­ცია იყო. გსმე­ნია რა­ი­მე ცუდი შენ­ზე შენი კონ­კუ­რენ­ტის­გან?

- ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ჭო­რე­ბის დო­ნე­ზე, ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ. ალ­ბათ ყველ­გან ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, მე პირ­ვე­ლად წა­ვა­წყდი და ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ვინც გა­მოც­დი­ლია, ალ­ბათ, მის­თვის ად­ვი­ლად გა­და­სა­ლა­ხა­ვი იქ­ნე­ბო­და, მე კი დეპ­რე­სი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბიც მქონ­და. ზოგ­ჯერ სახ­ლი­დან გას­ვლა არ მინ­დო­და და უახ­ლო­ეს მე­გობ­რებს არ ვპა­სუ­ხობ­დი ტე­ლე­ფონ­ზე, ძა­ლი­ან ვითგრუ­ნე­ბო­დი ლა­პა­რა­კი­თაც კი.

- დაძ­ლიე ეს სტრე­სი?

- დღე­საც ბო­ლომ­დე ვერ დავძლიე (იღი­მე­ბა). ცოტა დრო მჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის.

- თუმ­ცა ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რეც იქ­ნე­ბო­და...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რომ არ ჰქო­ნო­და, ალ­ბათ გავ­გიჟ­დე­ბო­დი. შე­ვი­ძი­ნე ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, მაგ­და ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნია, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი და ა.შ.

- სტე­ფა­ნე­სა და მა­ი­ას გუნ­დი­დან მაგ­და და შენ იყა­ვით ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში. რო­დე­საც მაგ­და გა­მო­ე­თი­შა პრო­ექტს, ზო­გი­ერ­თი მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი წერ­და, რომ ფი­ნალ­ში ად­გი­ლი სწო­რედ მას ეკუთ­ვნო­და...

- მე და მაგ­დას შო­რის კონ­კუ­რენ­ცია არ ყო­ფი­ლა. ეს იყო ერ­თა­დერ­თი მო­მენ­ტი, რო­დე­საც კონ­კუ­რენ­ცია მარ­თლა არ მიგ­რძნია და არა იმი­ტომ, რომ მე ვჯობ­დი ან ის მჯობ­და. იმ­დე­ნად მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო ჩვენ შო­რის და ორი­ვე ჩვენ­გა­ნი თავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გრძნობ­და, რად­გან ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მოვ­ხვდით, რომ არ გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვინ გა­და­ვი­დო­და ფი­ნალ­ში, მთა­ვა­რია, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რს მო­ე­გო. ხალ­ხმა შე­იძ­ლე­ბა არ და­ი­ჯე­როს, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ასეა.

- ფი­ნალ­ში მწვრთნე­ლებს შო­რის და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე უკვე ცნო­ბი­ლი ხმაა, ნინი კი ნამ­დვი­ლად ახა­ლიო, ამ­ბობ­დნენ. რო­გო­რი იყო შენ­თვის ეს პე­რი­ო­დი?

- ჩემ­თვის ზო­გა­დად ის კვი­რა იყო ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი, რად­გან გამ­ზრდე­ლი ბე­ბია გარ­და­მეც­ვა­ლა. ძა­ლი­ან რთუ­ლია, იდგე სცე­ნა­ზე და შენს ოჯახ­ში ასე­თი რამ ხდე­ბო­დეს. ასე­თი რამ ვე­რას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა. ისიც გა­მიკ­ვირ­და, რომ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში სა­ერ­თოდ შევ­ძე­ლი სცე­ნა­ზე დად­გო­მა. ვფიქ­რობ, რომ იმ დღეს ყვე­ლა­ზე სუს­ტად ვიმ­ღე­რე. ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ ისიც იყო, რომ მხო­ლოდ ერთხელ მო­ვას­წა­რი რე­პე­ტი­ცი­ის გავ­ლა და არ ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ბე­ბია ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე სამი დღით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა და წინა დღეს გა­ვას­ვე­ნეთ, ამი­ტო­მაც წინა დღე­ებ­ში რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნა­ლურ სიმ­ღე­რას, რე­პე­ტი­ცია კვი­რას პირ­და­პირ სცე­ნა­ზე გა­ვი­ა­რე. ამის მი­უ­ხე­და­ვად, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გა­დავ­ლა­ხე ეს მო­მენ­ტი და შევ­ძე­ლი სიმ­ღე­რა.

- ფიქ­რობ­დი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე?

- კი, ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ მე­სი­ჯე­ბით კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნას არ მი­ვე­სალ­მე­ბი. "ფე­ის­ბუ­ქის" გა­მო­კი­თხვით 1000-ზე მეტი ხმა მქონ­და და ვლი­დე­რობ­დი. გული არ დამ­წყვე­ტია, სულ რომ ბოლო ად­გილ­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი, ხალ­ხის იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი და მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი და მეც მინ­და, იმა­ვე სიყ­ვა­რუ­ლით ვუ­პა­სუ­ხო ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს. თა­ნაც, ვფიქ­რობ, კონ­კურ­სის ფორ­მა­ტის გამო, ვი­ნა­ი­დან სულ ხუთი გა­მოს­ვლა იყო, არ მო­მე­ცა ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- რო­დე­საც მე­ო­რე და პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი გა­მო­ა­ცხა­დეს, დარ­ბაზ­ში მხო­ლოდ სტე­ფა­ნე იყო შენი მწვრთნე­ლე­ბი­დან, მა­ი­ამ, რო­გორც ვნა­ხეთ, და­ტო­ვა წი­თე­ლი სა­ვარ­ძე­ლი. რა გი­თხრეს სტე­ფა­ნემ და მა­ი­ამ კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

- ალ­ბათ წყე­ნა იყო, რად­გან მეს­მის მათი, უნ­დო­დათ გა­მარ­ჯვე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­ჭერ­დნენ მხარს ბო­ლომ­დე და მამ­ხნე­ვებ­დნენ, თუმ­ცა თავს და­მარ­ცხე­ბუ­ლად კი არა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ვგრძნობ. მე­ო­რე ად­გი­ლი იმ კონ­კურ­სში, სა­დაც მე­სი­ჯე­ბით წყდე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ბედი, ცუდი ნამ­დვი­ლად არ არის. ფი­ნა­ლის­ტი ჟი­უ­რის რომ გა­მო­ევ­ლი­ნა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ალ­ბათ გული დამ­წყდე­ბო­და და ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვიქ­ნე­ბო­დი, გული მე­სი­ჯებ­ზე ნამ­დვი­ლად არ მწყდე­ბა, თა­ნაც, ჩემ­სა და სა­ლო­მეს შო­რის 7-%-იანი გან­სხვა­ვე­ბა იყო, რაც დიდი სუ­ლაც არ არის.

- გი­ფიქ­რია, რა­ტომ გა­ი­მარ­ჯვა სა­ლო­მემ და არა შენ?

- სა­ლო­მე უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლია. ვინ მეტ მე­სიჯს მი­ი­ღებს, ამას წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი. აშ­კა­რაა, რომ მო­ი­გო და მთე­ლი გუ­ლით ვუ­ლო­ცავ. არც მი­ფიქ­რია, მე რა­ტომ არ გა­ვე­დი პირ­ველ ად­გილ­ზე-მეთ­ქი.

- რით გა­ჯო­ბა?

- ალ­ბათ იმით, რომ ისე­თი სიმ­ღე­რა ჰქონ­და, რო­მე­ლიც მა­სა­ზე უფრო იყო გათ­ვლი­ლი. რაც კი შეგ­ვირ­ჩე­ვია, ერ­თობ­ლი­ვად, მე და ჩემს მწვრთნე­ლებს, ვცდი­ლობ­დით, გე­მოვ­ნე­ბით აგ­ვერ­ჩია და არა მა­სა­ზე გათ­ვლით. არა­ვინ მი­წყი­ნოს, მაგ­რამ მუ­სი­კა­ლუ­რო­ბის მხრივ, ჩემი სიმ­ღე­რე­ბი უფრო მე­ტად იყო გე­მოვ­ნე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი. აქვე მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრო­დი­უ­სერ ნატო დუმ­ბა­ძეს, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი და მან უამ­რა­ვი კარ­გი რჩე­ვა მომ­ცა, რო­მელ­თა­გან ბევ­რი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. გვერ­დით და­მიდ­გა. ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა რო­გორც მუ­სი­კა­ლუ­რი, ასე­ვე სხვა მხრივ.

- ხომ არ აპი­რებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას?

- წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი...

- სხვა ჯილ­დო­ე­ბიც მი­ი­ღე...

- 20 ათა­სი ლარი და საგ­ზუ­რი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­დაც ოთხ კონ­ცერტს და­ვეს­წრე­ბი - რი­ა­ნას, რობი უი­ლი­ამ­სის, "Maroon 5"-ისა და მა­იკლ ბუბ­ლე­ის კონ­ცერ­ტე­ბი ტარ­დე­ბა. არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, ვის წა­ვიყ­ვან ჩემ­თან ერ­თად და არც ის, რაში დავ­ხარ­ჯავ მო­გე­ბულ თან­ხას. შე­იძ­ლე­ბა, სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რო.

- ამ­ბო­ბენ, რომ იმ ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი ხარ, რო­მელ­მაც და­გა­ჯილ­დო­ვა...

- არ არის მარ­თა­ლი. უბ­რა­ლოდ, ადრე გა­ვი­ა­რე სტა­ჟი­რე­ბა ამ ბან­კში, თა­ნამ­შრო­მე­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. სტა­ჟი­რე­ბა პი­ა­რის გან­ხრით გა­ვი­ა­რე, ისე კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა გა­და­ვი­ფიქ­რე, პი­ა­რის კუ­თხით გა­ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში, უცხო­ეთ­ში მინ­და წას­ვლა სას­წავ­ლებ­ლად.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას იტყვი?

- ვე­რა­ფერს. კა­რი­ე­რა­ზე ვა­კე­თებ აქ­ცენტს და ჯერ­ჯე­რო­ბით პი­რად ცხოვ­რე­ბას გვერ­დზე ვწევ. წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გათ­ვლი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი მაქვს.

- თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა არ­მია არ შე­მო­გე­სია?

- არ­მი­ას ვერ და­ვარ­ქმევ, მაგ­რამ ყვე­ლა პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არი­ან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი. არი­ან ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც, მაგ­რამ მე არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი.

- ალ­ბათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ერ­კვე­ო­დეს მუ­სი­კა­ში...

- არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. თუ იქ­ნე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი, კარ­გია, მაგ­რამ მთა­ვა­რი სხვა რა­მეა, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ მაქვს. გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მით უმე­ტეს, არ ვა­ფა­სებ, ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, იმით, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია...

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: "ახა­ლი ხმის" ტრი­უმ­ფა­ტო­რი სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე და სცე­ნა­ზე და­ჩო­ქი­ლი დათო ფორჩხი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნინი ცნობილაძემ "ახალ ხმაში" მიღებული სტრესი დღემდე ვერ დაძლია

ნინი ცნობილაძემ "ახალ ხმაში" მიღებული სტრესი დღემდე ვერ დაძლია

"ახალი ხმის" მეორე ადგილის მფლობელმა, 20 წლის ნინი ცნობილაძემ პროექტის განმავლობაში თავი ისე სრულყოფილად ვერ წარმოაჩინა, როგორც უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ, მოპოვებული პოზიციით კმაყოფილი დარჩა. თუმცა "ახალ ხმაში" ბევრი ისეთი რამ ნახა, რასაც არასდროს შეხვედრია, მაგალითად, კონკურენცია სწორედ ამ პროექტში შეიგრძნო მთელი სიმძაფრით და მიხვდა, რომ შესაძლოა, ადამიანი პირადად ერთ რამეს გეუბნებოდეს და ზურგს უკან - სხვას. ნინი სტეფანესა და მაიას გუნდის წევრი იყო. მის კონკურენტ მაგდა ვასაძეს იმავე გუნდიდან ასევე მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა, თუმცა ნინი ფინალში გადავიდა და სალომე ქათამაძესთან დამარცხდა.

- ბავშვობიდან მღერი?

- ბავშვობიდან არ ვმღერი, მაგრამ მუსიკოსების ოჯახიდან ვარ. კონსერვატორიაში ჩამაბარებინეს, რვა წელი ფორტეპიანოზე დავდიოდი და წარმატებებიც მქონდა ამ მხრივ, მაგრამ სიმღერისკენ მიდრეკილება არასდროს მქონია და არც სურვილი, რომ მეცადა... ერთხელ ჩემმა მეგობარმა, გიტარისტმა ბონდო მეფარიშვილმა რაღაც მელოდია დაუკრა, აკომპანემენტი გამიწია და წამამღერა. როგორც მუსიკოსმა, რაღაც დაიჭირა ჩემს ხმაში და მითხრა, სხვანაირი ტემბრი გაქვსო. ეს მეგობრების წრეში მოხდა. 13-14 წლის ვიყავი. მას მერე დავიწყე სიმღერა. ამან იმდენად გამიტაცა, სულ მინდოდა, ყოველდღე ახალ-ახალი ქავერები გამეკეთებინა, თუმცა თავადაც ვწერ სიმღერებს. მუსიკა სიგიჟემდე მიყვარს... ხმის მხრივ არასდროს ვყოფილვარ თავდაჯერებული. თავად ვერასდროს მივხვდებოდი, რომ განსხვავებული ხმა მქონდა, მეგობრებმა მითხრეს. სულ მირჩევდნენ, "ნუცას სკოლაში" ან "ჯეოსტარში" მეცადა ბედი, მაგრამ ამის სურვილი არასდროს მქონია.

- რატომ?

- სულ მეჩვენებოდა, რომ ეს კონ­კურსები ერთფეროვანი იყო და მომღერალს ინდივიდუალურობას არ უნარჩუნებდნენ. ყველა კონკურსს აქვს ფორმატი, მაგრამ "ახალი ხმა" უფრო მომწონს და ყველა დანარჩენისგან განსხვავებულია. სანამ საქართველოში დაიწყებოდა, მანამდე ამერიკულ თუ ინგლისურ ვარიანტებს ინტერნეტით ვადევნებდი თვალს და ვამბობდი, თუკი ეს პროექტი გაკეთდებოდა ჩვენთან, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. სწორედ იმ წელს ჩამოიტანეს ეს პროექტი და მონაწილეობა გადავწყვიტე.

- მშობლები ინსტრუმენტალისტ­ები არიან თუ ვოკალისტები?

- დედა ფორტეპიანოს ასწავლის კონსერვატორიაში, ასევე - ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, მამა კი მუსიკოსი არ გახლავთ, მოცეკვავეა, ბაბუა გახლდათ ოპერის მომღერალი, ნიკოლოზ ურუშაძე, ბებია ცეკვავდა. გარშემო სულ ხელოვანები მყავს.

- მშობლებს ალბათ გაუხარდათ, როცა "ახალ ხმაში" მონაწილეობა გა­დაწყვიტე...

- ყველაზე საოცარი ის არის, რომ მხოლოდ ერთი-ორჯერ ჰქონდათ მოსმენილი ჩემი წამღერება და აზრზე არ იყო არც ერთი, რომ ვმღეროდი. ჩემი გამოსვლა მუსიკალურ კონკურსში გაუკვირდათ როგორც ოჯახის წევრებს, ასვე სხვა ნათესავებსა და ახლობლებს, მეგობრების გარდა. პირველად ჩემი ნამღერი სცენაზე მოისმინეს.

ერთ-ერთ ჩემს მეგობარს აქვს სარდაფი, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე, ვერთობოდით და ვმღეროდით, ამ სარდაფს გარეთ არაფერი გაგვიტანია. დედაჩემი გულშემატკივრებში არც კი წამომყვა, რადგან როგორც მუსიკოსს, ეშინოდა ჩემი პირველად მოსმენა, აუდიტორიაში დაჯდა სხვებთან ერთად. როცა მოისმინა, გაოცებული დარჩა. საერთოდ, ძალიან კრიტიკულია ჩემ მიმართ. მშობლებს ახასიათებთ კრიტიკა, მაგრამ ეს ჩემთვის განვითარების საშუალება და სტიმულია.

- სტეფანესა და მაიას გუნდში მო­ხვედრა რატომ გინდოდა?

- სულ ამას ვამბობ, ასაკით პატარა ვარ, 20 წლის, მაგრამ ადამიანების ამოცნობა შემიძლია. სტეფანე და მაია თავიდანვე, პირველივე შეხედვით, ალალები მომეჩვენენ. მაიას შემოქმედებას დიდი ხანია თვალს ვადევნებ, სტეფანესას ნაკლებად ვიცნობდი, მაგრამ თანდათან მოვუსმინე. აღფრთოვანებული დავრჩი. ორივენი ღიად ლაპარაკობდნენ, შეფასებისას ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ და ამან მომხიბლა. ბედნიერი ვარ, რომ მათთან მოვხვდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი სახით მეგობრები შევიძინე და გარდა ამისა, პატივს ვცემ მათ პროფესიონალიზმს.

- ელოდი, რომ მწვრთნელები შენზე იტყოდნენ, ეს არის საქართველოში ნამდვილად ახალი ხმაო?

- ნამდვილად არ ველოდებოდი. ჩემს ხმას გვერდიდან ხომ ვერ ვუსმენ. ალბათ ამდენი კომპლიმენტი საკუთარ თავამდე არ უნდა მიიტანო. ვერ ვიტან გამონათქვამს, "თავში ავარდნა", ამიტომ ვიტყვი, რომ შესაძლოა, ამ კომპლიმენტებმა მეტად თავდაჯერებული გაგხადოს და ნაკლებად იმუშაო საკუთარ თავზე. კომპლიმენტი უნდა მიიღო, მაგრამ უფრო მეტად უნდა გაფილტრო. ჯანსაღი კრიტიკა ბევრად უფრო მისაღებია ჩემთვის. ჯერ არაფერი გამიკეთებია. ეს კონკურსი პირველი იყო ჩემთვის და საოცრად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. ახლა ჩემს მიზნებზე ვფიქრობ.

- რა გასწავლა ამ პროექტმა?

- მარტო მუსიკის მხრივ არ მისწავლია ბევრი, პროექტმა ბევრი რამ დამანახვა ადამიანური ურთიერთობების მხრივ. აქამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ ადამიანების ბევრი ჯგუფი არსებობს. ჩემს მეგობრებთან ვურთიერთობდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მათ ნამდვილად ვუყვარდი, ამით ბედნიერი ვიყავი. თურმე ყოველთვის ასე არ ხდება. დავინახე ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს და ჩამოყალიბებული მსახიობები არიან. შეუძლიათ, ბევრი საქებარი სიტყვა გითხრან და ზურგს უკან გამოგლანძღონ. ეს არის ყველაზე რთული ზოგად კონკურსში. აწყდები ისეთ რაღაცებს, რაც მართლა ძალიან გტკენს გულს და ეს იყო ყველაზე დიდი ტრავმა ჩემთვის. პროექტი ბოლოსკენ რომ წავიდა, მივხვდი, რომ ნევროზი მქონდა და ამას ყველგან გამოვხატავდი, მათ შორის მეგობრებთანაც და ოჯახის წევრებთანაც.

ვისაც კონკურსში მონაწილეობა მოუნდება, ვურჩევ, ინტერნეტში კომენტარების წაკითხვას თავი აარიდოს. გაქვს სურვილი, წაიკითხო ხალხის აზრი, რადგან გაინტერესებს, მაგრამ ამის გაკეთება არ არის საჭირო. ბევრი ისეთი რამ იწერებოდა, რისი წაკითხვაც ძალიან არ მსიამოვნებდა. არ მეგონა, თუკი ასე ახლოს მივიტანდი გულთან, მაგრამ ასე მოხდა. საშინელებაა...

- როგორც მივხვდი, ძალიან სერიოზული შიდა კონკურენცია იყო. გსმენია რაიმე ცუდი შენზე შენი კონკურენტისგან?

- ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზე, ვერ დავაკონკრეტებ. ალბათ ყველგან ხდება ასეთი რაღაცები, მე პირველად წავაწყდი და ადამიანურად ძალიან რთული იყო. ვინც გამოცდილია, ალბათ, მისთვის ადვილად გადასალახავი იქნებოდა, მე კი დეპრესიული მომენტებიც მქონდა. ზოგჯერ სახლიდან გასვლა არ მინდოდა და უახლოეს მეგობრებს არ ვპასუხობდი ტელეფონზე, ძალიან ვითგრუნებოდი ლაპარაკითაც კი.

- დაძლიე ეს სტრესი?

- დღესაც ბოლომდე ვერ დავძლიე (იღიმება). ცოტა დრო მჭირდება რეაბილიტაციისთვის.

- თუმცა ბევრი დადებითი მხარეც იქნებოდა...

- რასაკვირველია, რომ არ ჰქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი. შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები, მაგალითად, მაგდა ვასაძე, რომელიც უსაყვარლესი ადამიანია, მარიამ შარმანაშვილი და ა.შ.

- სტეფანესა და მაიას გუნდიდან მაგდა და შენ იყავით ნახევარფინალში. როდესაც მაგდა გამოეთიშა პროექტს, ზოგიერთი მისი გულშემატკივარი წერდა, რომ ფინალში ადგილი სწორედ მას ეკუთვნოდა...

- მე და მაგდას შორის კონკურენცია არ ყოფილა. ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც კონკურენცია მართლა არ მიგრძნია და არა იმიტომ, რომ მე ვჯობდი ან ის მჯობდა. იმდენად მეგობრული დამოკიდებულება იყო ჩვენ შორის და ორივე ჩვენგანი თავს გამარჯვებულად გრძნობდა, რადგან ნახევარფინალში მოვხვდით, რომ არ გვაინტერესებდა, ვინ გადავიდოდა ფინალში, მთავარია, ჩვენი გუნდის წევრს მოეგო. ხალხმა შეიძლება არ დაიჯეროს, მაგრამ ნამდვილად ასეა.

- ფინალში მწვრთნელებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, სალომე ქათამაძე უკვე ცნობილი ხმაა, ნინი კი ნამდვილად ახალიო, ამბობდნენ. როგორი იყო შენთვის ეს პერიოდი?

- ჩემთვის ზოგადად ის კვირა იყო ძალიან სტრესული, რადგან გამზრდელი ბებია გარდამეცვალა. ძალიან რთულია, იდგე სცენაზე და შენს ოჯახში ასეთი რამ ხდებოდეს. ასეთი რამ ვერასდროს წარმომედგინა. ისიც გამიკვირდა, რომ ნახევარფინალში საერთოდ შევძელი სცენაზე დადგომა. ვფიქრობ, რომ იმ დღეს ყველაზე სუსტად ვიმღერე. ამის მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ მხოლოდ ერთხელ მოვასწარი რეპეტიციის გავლა და არ ვიყავი მომზადებული. ბებია ნახევარფინალამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა და წინა დღეს გავასვენეთ, ამიტომაც წინა დღეებში რეპეტიციაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. რაც შეეხება ფინალურ სიმღერას, რეპეტიცია კვირას პირდაპირ სცენაზე გავიარე. ამის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ გადავლახე ეს მომენტი და შევძელი სიმღერა.

- ფიქრობდი გამარჯვებაზე?

- კი, ვფიქრობდი, მაგრამ მესიჯებით კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენას არ მივესალმები. "ფეისბუქის" გამოკითხვით 1000-ზე მეტი ხმა მქონდა და ვლიდერობდი. გული არ დამწყვეტია, სულ რომ ბოლო ადგილზე გავსულიყავი, ხალხის იმხელა სიყვარული და მხარდაჭერა მივიღე, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი და მეც მინდა, იმავე სიყვარულით ვუპასუხო ჩემს გულშემატკივარს. თანაც, ვფიქრობ, კონკურსის ფორმატის გამო, ვინაიდან სულ ხუთი გამოსვლა იყო, არ მომეცა ჩემი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლენის საშუალება.

- როდესაც მეორე და პირველი ადგილები გამოაცხადეს, დარბაზში მხოლოდ სტეფანე იყო შენი მწვრთნელებიდან, მაიამ, როგორც ვნახეთ, დატოვა წითელი სავარძელი. რა გითხრეს სტეფანემ და მაიამ კონკურსის დასრულების შემდეგ?

- ალბათ წყენა იყო, რადგან მესმის მათი, უნდოდათ გამარჯვება. ყველანაირად მიჭერდნენ მხარს ბოლომდე და მამხნევებდნენ, თუმცა თავს დამარცხებულად კი არა, გამარჯვებულად ვგრძნობ. მეორე ადგილი იმ კონკურსში, სადაც მესიჯებით წყდება გამარჯვებულის ბედი, ცუდი ნამდვილად არ არის. ფინალისტი ჟიურის რომ გამოევლინა, პროფესიონალებს, ალბათ გული დამწყდებოდა და ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდი, გული მესიჯებზე ნამდვილად არ მწყდება, თანაც, ჩემსა და სალომეს შორის 7-%-იანი განსხვავება იყო, რაც დიდი სულაც არ არის.

- გიფიქრია, რატომ გაიმარჯვა სალომემ და არა შენ?

- სალომე უნიჭიერესი მომღერალია. ვინ მეტ მესიჯს მიიღებს, ამას წინასწარ ვერ გათვლი. აშკარაა, რომ მოიგო და მთელი გულით ვულოცავ. არც მიფიქრია, მე რატომ არ გავედი პირველ ადგილზე-მეთქი.

- რით გაჯობა?

- ალბათ იმით, რომ ისეთი სიმღერა ჰქონდა, რომელიც მასაზე უფრო იყო გათვლილი. რაც კი შეგვირჩევია, ერთობლივად, მე და ჩემს მწვრთნელებს, ვცდილობდით, გემოვნებით აგვერჩია და არა მასაზე გათვლით. არავინ მიწყინოს, მაგრამ მუსიკალურობის მხრივ, ჩემი სიმღერები უფრო მეტად იყო გემოვნებაზე გათვლილი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო პროდიუსერ ნატო დუმბაძეს, რომელიც პროექტში გამოჩენის შემდეგ გავიცანი და მან უამრავი კარგი რჩევა მომცა, რომელთაგან ბევრი გავითვალისწინე და ძალიან გამომადგა. გვერდით დამიდგა. ბევრ რამეში დამეხმარა როგორც მუსიკალური, ასევე სხვა მხრივ.

- ხომ არ აპირებთ თანამშრომლობას?

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი...

- სხვა ჯილდოებიც მიიღე...

- 20 ათასი ლარი და საგზური დიდ ბრიტანეთში, სადაც ოთხ კონცერტს დავესწრები - რიანას, რობი უილიამსის, "Maroon 5"-ისა და მაიკლ ბუბლეის კონცერტები ტარდება. არ მაქვს გადაწყვეტილი, ვის წავიყვან ჩემთან ერთად და არც ის, რაში დავხარჯავ მოგებულ თანხას. შეიძლება, სიმღერა ჩავწერო.

- ამბობენ, რომ იმ ბანკის თანამშრომელი ხარ, რომელმაც დაგაჯილდოვა...

- არ არის მართალი. უბრალოდ, ადრე გავიარე სტაჟირება ამ ბანკში, თანამშრომელი არასდროს ვყოფილვარ. სტაჟირება პიარის განხრით გავიარე, ისე კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჟურნალისტობა გადავიფიქრე, პიარის კუთხით გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაში, უცხოეთში მინდა წასვლა სასწავლებლად.

- პირად ცხოვრებაზე რას იტყვი?

- ვერაფერს. კარიერაზე ვაკეთებ აქცენტს და ჯერჯერობით პირად ცხოვრებას გვერდზე ვწევ. წინასწარ ვერაფერს გათვლი, მაგრამ ჯერჯერობით სხვა ინტერესები მაქვს.

- თაყვანისმცემელთა არმია არ შემოგესია?

- არმიას ვერ დავარქმევ, მაგრამ ყველა პოპულარული ადამიანის ცხოვრებაში არიან თაყვანისმცემლები. არიან ჩემს ცხოვრებაშიც, მაგრამ მე არ ვინტერესდები.

- ალბათ აუცილებლად უნდა ერკვეოდეს მუსიკაში...

- არ არის აუცილებელი. თუ იქნება მუსიკალური, კარგია, მაგრამ მთავარი სხვა რამეა, კრიტერიუმები არ მაქვს. გარეგნობის მიხედვით, მით უმეტეს, არ ვაფასებ, ალბათ, პირველ რიგში, იმით, როგორი ადამიანია...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: "ახალი ხმის" ტრიუმფატორი სალომე ქათამაძე და სცენაზე დაჩოქილი დათო ფორჩხიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება